მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"...ეს საკმაოდ რთულია, ერთეულებს გამოსდით" - როგორ აფასებს ნიკოლოზ რაჭველი "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტებს
"...ეს საკმაოდ რთულია, ერთეულებს გამოსდით" - როგორ აფასებს ნიკოლოზ რაჭველი "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტებს

მე­გაპ­რო­ექ­ტის „მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი“ პირ­ვე­ლი ლა­ივ­კონ­ცერ­ტი, რო­გორც უკვე იცით, გა­სულ ორ­შა­ბათს შედ­გა და ის კომ­პო­ზი­ტორ გია ყან­ჩე­ლის მუ­სი­კით გა­იხ­სნა.

კონ­კურ­სან­ტებ­მა კომ­პო­ზი­ტო­რის მუ­სი­კა სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრთან ერ­თად, ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით შე­ას­რუ­ლეს.

AMBEBI.GE ნიკა რაჭ­ველს ესა­უბ­რა, რო­მე­ლიც ამ პრო­ექტთან აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს. რას ფიქ­რობს ის „მხო­ლოდ ქარ­თულ­ზე“, რო­გორ მუ­შა­ო­ბენ ზო­გა­დად ქარ­თულ მუ­სი­კა­ზე მომ­ღე­ლე­ბი და რა რის­კე­ბი არ­სე­ბობს ამ პე­რი­ოდ­ში.

ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი:

- პრო­ექ­ტი „მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი“ მი­მაჩ­ნია, რომ ბრწყინ­ვა­ლე იდე­აა, თუმ­ცა მისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა გა­ცი­ლე­ბით მეტ რისკს აჩენს, ვიდ­რე ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მა­ტის პრო­ექ­ტი, რო­მელ­შიც არ არის და­კონ­კრე­ტე­ბუ­ლი მუ­სი­კა. იცით, რომ ჩვე­ნი ახა­ლი თა­ო­ბის მომ­ღე­ლე­ბი ბოლო დროს უცხო­უ­რი სიმ­ღე­რის მოს­მე­ნით გა­ი­ზარ­დნენ და დღე­საც ასეა. მას ხში­რად ჟი­უ­რის წევ­რე­ბიც ას­რუ­ლე­ბენ, ამი­ტომ ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­აც შეჩ­ვე­უ­ლია ამას და შე­იძ­ლე­ბა არ იყოს ის ისე­თი მგრძნო­ბი­ა­რე, კრი­ტი­კუ­ლი, რო­გორც ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის მოს­მე­ნი­სას, რად­გა­ნაც ნე­ბის­მი­ე­რი სა­კუ­თარს გა­ცი­ლე­ბით გრძნობს.

ამი­ტომ, ასეთ დროს ქარ­თულ ენა­ზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა უპირ­ვე­ლე­სად ახა­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ვერ­სი­ე­ბის შექ­მნის ხარ­ჯზე მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი უნდა გა­ხა­დო, რა­მაც ასე­ვე უნდა გა­ა­მარ­თლოს. ის ორი­გი­ნა­ლუ­რო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, და­მა­ჯე­რებ­ლიც უნდა იყოს.

ეს საკ­მა­ოდ რთუ­ლია, ერ­თე­უ­ლებს გა­მოს­დით, რაც ჩემ­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლად და­სა­ფა­სე­ბე­ლია.

- ამ საქ­მე­ში ზვი­ად ბოლ­ქვა­ძის როლი დი­დია...

- დიახ, ზვი­ად ბოლ­ქვა­ძის როლი ამ საქ­მე­ში დი­დია, მაგ­რამ არც ზვი­ად ბოლ­ქვა­ძეს და არც მე, ეს ყვე­ლა­ფე­რი ყო­ველ­თვის ბო­ლომ­დე კარ­გად არ გა­მოგ­ვდის.

იმის გამო, რომ მუ­სი­კა სა­ინ­ტე­რე­სო გავ­ხა­დოთ, ამა თუ იმ მუ­სი­კის გა­დას­ხვა­ფე­რე­ბა­ში ხე­ლოვ­ნუ­რი ჩარ­თვა გვი­წევს. მე­ო­რე მხრივ, რთუ­ლია ქარ­თულ ენა­ზე იყო ძა­ლი­ან გა­მომ­სახ­ვე­ლი, ისე­თი გე­მოვ­ნე­ბით შე­ას­რუ­ლო, ჩარ­ჩო­დან არ ამო­ვა­დეს.

ამას­თან, ჩვე­ნი მსმე­ნე­ლი მომ­თხოვ­ნია, გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი, თვი­თონ სიმ­ღე­რე­ბიც ასე­თია და ეს ყვე­ლა­ფე­რი ამი­ტომ არის რთუ­ლი.

ისე­თი რამ უფრო იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა, როცა ძა­ლი­ან გა­მოკ­ვე­თი­ლი ვარ­სკვლა­ვი გა­მოჩ­ნდე­ბა ხოლ­მე პრო­ექ­ტში, თუმ­ცა ამის მა­გა­ლი­თი გვაქვს, თუნ­დაც სოფო ბა­თი­ლაშ­ვი­ლის სა­ხით, რო­მე­ლიც მთელ ქვე­ყა­ნა­ში ამ პრო­ექ­ტით გახ­და ძვირ­ფა­სი და გა­მორ­ჩე­უ­ლი მომ­ღე­რა­ლი. გა­ვი­ხა­რებ­დი, რომ პრო­ექტს ყო­ველ სე­ზონ­ზე მსგავ­სი დო­ნის მომ­ღე­რა­ლი აღ­მო­ე­ჩი­ნოს.

- კონ­კურ­სან­ტებ­მა გია ყან­ჩე­ლის მუ­სი­კა პირ­ვე­ლი­ვე ტურ­ზე თქვე­ნი დახ­მა­რე­ბით შე­ას­რუ­ლეს. რამ­დე­ნად შეძ­ლეს და დაძ­ლი­ეს ურ­თუ­ლე­სი ამო­ცა­ნა?

- ვერ ვი­ტყვი, რომ ბო­ლომ­დე კმა­ყო­ფი­ლი ვარ, მაგ­რამ მათ ეს უნდა ეცა­დათ, იმის­თვის, რომ ოდეს­ღაც მარ­თლაც სრულ­ყო­ფი­ლად შეძ­ლონ ამის შეს­რუ­ლე­ბა. სა­ბო­ლო­ოდ, ვი­ტყვი იმას, რომ ეს არის გა­ბე­დუ­ლი პრო­ექ­ტი, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნიც, რად­გა­ნაც, რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, იმ­დე­ნად ტრენ­დუ­ლი გახ­და ჩვე­ნი მომ­ღე­ლე­ბის­თვის უცხო­უ­რი სიმ­ღე­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, რომ „მხო­ლოდ ქარ­თულ­მა“ კი­დევ ერთხელ გა­ა­კე­თა კონ­ცენ­ტრა­ცია იმა­ზე, რომ ჩვენ ვართ ქვე­ყა­ნა, სა­დაც ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო კომ­პო­ზი­ტო­რი ბევრ და კარგ მუ­სი­კას წერ­და. მომ­ღერ­ლებ­მა მეტი ყუ­რა­დღე­ბა უნდა და­უთ­მონ ამას და სწო­რედ ამ პრო­ექ­ტმა გა­ა­მახ­ვი­ლა ამა­ზე ყუ­რა­დღე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
15

ისე ამ კაცმა რატომ შეიცვალა გვარი, მერმანიშვილი რა ცუდი გვარი იყო??? ბარე გორგასალი აეღო გვარად.

ქეთი
2

დათოს! წარმომიდგენია როგორი დალაგებული ცხოვრება გაგვთ ასეთი კომენტარებისათვის დრო რომ გრჩებათ...

ავტორი:

"...ეს საკმაოდ რთულია, ერთეულებს გამოსდით" - როგორ აფასებს ნიკოლოზ რაჭველი "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტებს

"...ეს საკმაოდ რთულია, ერთეულებს გამოსდით" - როგორ აფასებს ნიკოლოზ რაჭველი "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტებს

მეგაპროექტის „მხოლოდ ქართული“ პირველი ლაივკონცერტი, როგორც უკვე იცით, გასულ ორშაბათს შედგა და ის კომპოზიტორ გია ყანჩელის მუსიკით გაიხსნა.

კონკურსანტებმა კომპოზიტორის მუსიკა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით შეასრულეს.

AMBEBI.GE ნიკა რაჭველს ესაუბრა, რომელიც ამ პროექტთან აქტიურად თანამშრომლობს. რას ფიქრობს ის „მხოლოდ ქართულზე“, როგორ მუშაობენ ზოგადად ქართულ მუსიკაზე მომღელები და რა რისკები არსებობს ამ პერიოდში.

ნიკოლოზ რაჭველი:

- პროექტი „მხოლოდ ქართული“ მიმაჩნია, რომ ბრწყინვალე იდეაა, თუმცა მისი განხორციელება გაცილებით მეტ რისკს აჩენს, ვიდრე ნებისმიერი ფორმატის პროექტი, რომელშიც არ არის დაკონკრეტებული მუსიკა. იცით, რომ ჩვენი ახალი თაობის მომღელები ბოლო დროს უცხოური სიმღერის მოსმენით გაიზარდნენ და დღესაც ასეა. მას ხშირად ჟიურის წევრებიც ასრულებენ, ამიტომ ფართო აუდიტორიაც შეჩვეულია ამას და შეიძლება არ იყოს ის ისეთი მგრძნობიარე, კრიტიკული, როგორც ქართული სიმღერის მოსმენისას, რადგანაც ნებისმიერი საკუთარს გაცილებით გრძნობს.

ამიტომ, ასეთ დროს ქართულ ენაზე შესრულებული ქართული სიმღერა უპირველესად ახალი მუსიკალური ვერსიების შექმნის ხარჯზე მრავალფეროვანი უნდა გახადო, რამაც ასევე უნდა გაამართლოს. ის ორიგინალურობის პარალელურად, დამაჯერებლიც უნდა იყოს.

ეს საკმაოდ რთულია, ერთეულებს გამოსდით, რაც ჩემთვის გამორჩეულად დასაფასებელია.

- ამ საქმეში ზვიად ბოლქვაძის როლი დიდია...

- დიახ, ზვიად ბოლქვაძის როლი ამ საქმეში დიდია, მაგრამ არც ზვიად ბოლქვაძეს და არც მე, ეს ყველაფერი ყოველთვის ბოლომდე კარგად არ გამოგვდის.

იმის გამო, რომ მუსიკა საინტერესო გავხადოთ, ამა თუ იმ მუსიკის გადასხვაფერებაში ხელოვნური ჩართვა გვიწევს. მეორე მხრივ, რთულია ქართულ ენაზე იყო ძალიან გამომსახველი, ისეთი გემოვნებით შეასრულო, ჩარჩოდან არ ამოვადეს.

ამასთან, ჩვენი მსმენელი მომთხოვნია, გემოვნებიანი, თვითონ სიმღერებიც ასეთია და ეს ყველაფერი ამიტომ არის რთული.

ისეთი რამ უფრო იშვიათად ხდება, როცა ძალიან გამოკვეთილი ვარსკვლავი გამოჩნდება ხოლმე პროექტში, თუმცა ამის მაგალითი გვაქვს, თუნდაც სოფო ბათილაშვილის სახით, რომელიც მთელ ქვეყანაში ამ პროექტით გახდა ძვირფასი და გამორჩეული მომღერალი. გავიხარებდი, რომ პროექტს ყოველ სეზონზე მსგავსი დონის მომღერალი აღმოეჩინოს.

- კონკურსანტებმა გია ყანჩელის მუსიკა პირველივე ტურზე თქვენი დახმარებით შეასრულეს. რამდენად შეძლეს და დაძლიეს ურთულესი ამოცანა?

- ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე კმაყოფილი ვარ, მაგრამ მათ ეს უნდა ეცადათ, იმისთვის, რომ ოდესღაც მართლაც სრულყოფილად შეძლონ ამის შესრულება. საბოლოოდ, ვიტყვი იმას, რომ ეს არის გაბედული პროექტი, ძალიან მნიშვნელოვანიც, რადგანაც, როგორც აღვნიშნე, იმდენად ტრენდული გახდა ჩვენი მომღელებისთვის უცხოური სიმღერების შესრულება, რომ „მხოლოდ ქართულმა“ კიდევ ერთხელ გააკეთა კონცენტრაცია იმაზე, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ბევრი საინტერესო კომპოზიტორი ბევრ და კარგ მუსიკას წერდა. მომღერლებმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ ამას და სწორედ ამ პროექტმა გაამახვილა ამაზე ყურადღება.

ნინო სურგულაძე ტყუპის დედა გახდება - "ჩემთვისაც შოკისმომგვრელი იყო..."

26 დეკემბერს „ქართული ბრენდის დღე 2019“ გაიმართება

„ისრაელის სახლი“ ნინო სურგულაძის ფონდთან ერთად საქველმოქმედო საღამოს გამართავს