სამართალი
პოლიტიკა

12

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე კირჩხიბს ესტუმრება 09:36-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა.
Faceამბები
მოზაიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კონფლიქტი დაიწყო სუფრაზე, სადაც  სვამდნენ..." - გამსახურდიას საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული ბრალს აღიარებს
"კონფლიქტი დაიწყო სუფრაზე, სადაც  სვამდნენ..." - გამსახურდიას საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული ბრალს აღიარებს

ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას საქ­მე­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ გი­ორ­გი სო­ლო­ღაშ­ვილს ბრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად წა­რედ­გი­ნა. და­კა­ვე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტის, ირაკ­ლი ჩო­მა­ხაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლი ბრალს აღი­ა­რებს.

“ჩემს დაც­ვის ქვეშ მყოფს წა­რედ­გი­ნა ბრა­ლი. ჯერ­ჯე­რო­ბოთ საქ­მის მა­სა­ლე­ბი არ გად­მოგ­ვცე­მია. კონ­ფლიქ­ტი და­ი­წყო ერთ სუფ­რა­ზე, სა­დაც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და სვამ­დნენ. შე­სა­ბა­მი­სად, გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია პი­რა­დი და­პი­რის­პი­რე­ბის საქ­მე­ზე და არა პო­ლი­ტი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. ჩვე­ნე­ბებს ჯერ არ გავ­ცნო­ბი­ვარ. ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი და­ა­კა­ვეს თბი­ლის­ში.

თუ ვის­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და ის, დე­ტა­ლუ­რად არ ვიცი, რად­გან საქ­მის მა­სა­ლებს არ ვიც­ნობ. ბრა­ლის შე­სა­ხებ დად­გე­ნი­ლე­ბა­ში წე­რია, რომ ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სუფ­რა­ზე. ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი თა­ნამ­შრომ­ლობს გა­მო­ძი­ე­ბას­თან და იმე­დოვ­ნებს, რომ სა­სა­მარ­თლო­ე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს რე­ჟიმ­ში”,- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ჩო­მა­ხაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით 1 პირი, გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით კი 4 პირი და­ა­კა­ვა. ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბულ პირს 7-დან 15 წლამ­დე ვა­დით, ხოლო ამა­ვე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ პი­რებს კი - 3-დან 7 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბათ.

გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-108-ე მუხ­ლით და 376-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გუგა
0

მე რა არ მესმის იცით? კაი ბატონო გითხრა არასწორი ბიჭი ხარო ადექი და გლიჯე მუშტი რა ვინ მოგცა იმის უფლება დანას რო ურტყამ?

გუგა
6

ყველა კაცი ჩავვარდნილვართ ისეთ სიტუაციაში რო გვიფიქრია ეხლა ამას გავხევ შუაზეთქო არასწორად რო მომქცევიან მაგრამ დანას დავარტყამთქო არასდროს არ მიფიქრია რაცარუნდა ჩემზე ძლიერი იყოს. ვაჟკაცობა სხვა რაღაცაა და ეს მშობელმა უნდა ჩაუდოს შვილს აღზრდის დროს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან
ავტორი:

"კონფლიქტი დაიწყო სუფრაზე, სადაც  სვამდნენ..." - გამსახურდიას საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული ბრალს აღიარებს

"კონფლიქტი დაიწყო სუფრაზე, სადაც  სვამდნენ..." - გამსახურდიას საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული ბრალს აღიარებს

ცოტნე გამსახურდიას საქმეზე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი სოლოღაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. დაკავებულის ადვოკატის, ირაკლი ჩომახაშვილის განცხადებით, დაკავებული ბრალს აღიარებს.

“ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს წარედგინა ბრალი. ჯერჯერობოთ საქმის მასალები არ გადმოგვცემია. კონფლიქტი დაიწყო ერთ სუფრაზე, სადაც იმყოფებოდნენ და სვამდნენ. შესაბამისად, გამოძიება დაწყებულია პირადი დაპირისპირების საქმეზე და არა პოლიტიკური დაპირისპირების საფუძველზე. ჩვენებებს ჯერ არ გავცნობივარ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დააკავეს თბილისში.

თუ ვისთან ერთად იმყოფებოდა ის, დეტალურად არ ვიცი, რადგან საქმის მასალებს არ ვიცნობ. ბრალის შესახებ დადგენილებაში წერია, რომ ცოტნე გამსახურდიასთან ერთად იმყოფებოდნენ სუფრაზე. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თანამშრომლობს გამოძიებასთან და იმედოვნებს, რომ სასამართლოები ჩატარდება სამართლიანი სასამართლოს რეჟიმში”,- განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი 4 პირი დააკავა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ პირს 7-დან 15 წლამდე ვადით, ხოლო ამავე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ პირებს კი - 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

მარიამ კუბლაშვილი თამთა თოდაძეზე გაკეთებული განცხადების გამო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 1000 ლარით დააჯარიმა

ქუთაისში, სასაფლაოზე მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი დააკავეს

ე.წ კრიმინალურ ავტორიტეტს კახა შუშანაშვილს საფრანგეთის სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა