მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მკლავჭიდელია... კონფლიქტი არავისთან ჰქონია" - ვინ არის ბათუმში დაჭრილი პატრული და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა
"მკლავჭიდელია... კონფლიქტი არავისთან ჰქონია" - ვინ არის ბათუმში დაჭრილი პატრული და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა

ბა­თუმ­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩა­ზე გვი­ან ღა­მით პო­ლი­ცი­ე­ლი დაჭ­რეს. შემ­თხვე­ვა მა­შინ მოხ­და, რო­დე­საც სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი სამ­სა­ხუ­რებ­რივ მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­და. ეკი­პა­ჟი მან­ქა­ნით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, რო­დე­საც უც­ნობ­მა პირ­მა ისი­ნი გა­ა­ჩე­რა და ერთ-ერთ სა­მარ­თალ­დამ­ცველს ყე­ლის არე­ში მძი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. ბრალ­დე­ბუ­ლი დაჭ­რი­ლის მე­წყვი­ლემ ად­გილ­ზე და­ა­კა­ვა.

დაჭ­რილ პო­ლი­ცი­ელს ოპე­რა­ცია უკვე ჩა­უ­ტარ­და. რო­გორც აჭა­რის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ზაალ მი­ქე­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა.

"პირ­ველ რიგ­ში რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბას მად­ლო­ბას ვუხ­დი, რომ­ლებ­მაც პირ­ვე­ლი­ვე წუ­თე­ბი­დან პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბა და სი­ცო­ცხლე შე­უ­ნარ­ჩუ­ნა. პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ­ჯე­რად სტა­ბი­ლუ­რია, ყვე­ლა­ფე­რი გა­კეთ­დე­ბა იმის­თვის, რომ ჯან­მრთე­ლი და უვ­ნე­ბე­ლი გა­ე­წე­როს კლი­ნი­კი­დან",- გა­ნა­ცხა­და ზაალ მი­ქე­ლა­ძემ.

რო­გორც ცნო­ბი­ლი გახ­და, დაჭ­რი­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი ოთარ თა­ვარ­თქი­ლა­ძეა. ერთ-ერთი მე­გობ­რის გოჩა შა­ვა­ძის თქმით, თა­ვარ­თქი­ლა­ძე მკლავ­ჭი­დის ნაკ­რე­ბის წევ­რია. მი­სი­ვე თქმით, იგი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის დროს დაჭ­რეს.

"ოთარ თა­ვარ­თქი­ლა­ძე მკლავ­ჭი­დე­ლია... იგი მკვლავ­ჭი­დის ნაკ­რე­ბის წევ­რია, ამა­ვე დროს პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლია. კარ­გი ბი­ჭია და თა­ვის საქ­მეს ყო­ველ­თვის კარ­გად აკე­თებ­და. სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის დროს დაჭ­რეს, მას კონ­ფლიქ­ტი არა­ვის­თან ჰქონ­და",- გა­ნა­ცხა­და AMBEBI.GE-სთან გოჩა შა­ვა­ძემ.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლის დაჭ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორ­მა. კონ­სტან­ტი­ნე ანა­ნი­აშ­ვი­ლის თქმით, სა­პატ­რუ­ლო ეკი­პა­ჟი მოძ­რა­ო­ბის დროს მო­ქა­ლა­ქემ გა­ა­ჩე­რა და მო­უ­ლოდ­ნე­ლად ცივი ია­რა­ღით დაჭ­რა.

"მო­გახ­სე­ნებთ, ქა­ლაქ ბა­თუმ­ში სა­პატ­რუ­ლო ეკი­პა­ჟი მოძ­რა­ო­ბის დროს გა­ა­ჩე­რა მო­ქა­ლა­ქემ. პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რი გად­მო­ვი­და მან­ქა­ნი­დან, მას ცივი ია­რა­ღით მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა მო­ქა­ლა­ქემ, რო­მე­ლიც მე­წყვი­ლეს მიერ ად­გილ­ზე იქნა და­კა­ვე­ბუ­ლი. ამ ეტა­პის­თვის სხვა დე­ტა­ლებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვერ ვი­სა­უბ­რებთ",- გა­ნა­ცხა­და კონ­სტან­ტი­ნე ანა­ნი­აშ­ვილ­მა.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 353-ე პრი­მა მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც პო­ლი­ცი­ა­ზე ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წევ­რზე თავ­დას­ხმას გუ­ლის­ხმობს.

მკითხველის კომენტარები / 51 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
6

რა მოდაში შემოვიდა დამნაშავი და თუნდაც დანაშაულში ეჭვმიტანილის ვინაობის დამალვა.

mia
90

პოლიცია არ იყო, ლუკა თვითმკვლელობამდე რომ მიიყვანა?

ავტორი:

"მკლავჭიდელია... კონფლიქტი არავისთან ჰქონია" - ვინ არის ბათუმში დაჭრილი პატრული და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა

"მკლავჭიდელია... კონფლიქტი არავისთან ჰქონია" - ვინ არის ბათუმში დაჭრილი პატრული და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე გვიან ღამით პოლიციელი დაჭრეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. ეკიპაჟი მანქანით გადაადგილდებოდა, როდესაც უცნობმა პირმა ისინი გააჩერა და ერთ-ერთ სამართალდამცველს ყელის არეში მძიმე ჭრილობა მიაყენა. ბრალდებული დაჭრილის მეწყვილემ ადგილზე დააკავა.

დაჭრილ პოლიციელს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განაცხადა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

"პირველ რიგში რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო საზოგადოებას მადლობას ვუხდი, რომლებმაც პირველივე წუთებიდან პაციენტის ჯანმრთელობა და სიცოცხლე შეუნარჩუნა. პაციენტის მდგომარეობა ამჯერად სტაბილურია, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ჯანმრთელი და უვნებელი გაეწეროს კლინიკიდან",- განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

როგორც ცნობილი გახდა, დაჭრილი სამართალდამცველი ოთარ თავართქილაძეა. ერთ-ერთი მეგობრის გოჩა შავაძის თქმით, თავართქილაძე მკლავჭიდის ნაკრების წევრია. მისივე თქმით, იგი სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაჭრეს.

"ოთარ თავართქილაძე მკლავჭიდელია... იგი მკვლავჭიდის ნაკრების წევრია, ამავე დროს პოლიციის თანამშრომელია. კარგი ბიჭია და თავის საქმეს ყოველთვის კარგად აკეთებდა. სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაჭრეს, მას კონფლიქტი არავისთან ჰქონდა",- განაცხადა AMBEBI.GE-სთან გოჩა შავაძემ.

სამართალდამცველის დაჭრასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა. კონსტანტინე ანანიაშვილის თქმით, საპატრულო ეკიპაჟი მოძრაობის დროს მოქალაქემ გააჩერა და მოულოდნელად ცივი იარაღით დაჭრა.

"მოგახსენებთ, ქალაქ ბათუმში საპატრულო ეკიპაჟი მოძრაობის დროს გააჩერა მოქალაქემ. პატრულ-ინსპექტორი გადმოვიდა მანქანიდან, მას ცივი იარაღით მოულოდნელად ჭრილობა მიაყენა მოქალაქემ, რომელიც მეწყვილეს მიერ ადგილზე იქნა დაკავებული. ამ ეტაპისთვის სხვა დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვისაუბრებთ",- განაცხადა კონსტანტინე ანანიაშვილმა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციაზე ან ხელისუფლების წევრზე თავდასხმას გულისხმობს.

ე.წ კრიმინალურ ავტორიტეტს კახა შუშანაშვილს საფრანგეთის სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა

"ცოტნეს ორი ადამიანიც ვერ მოერეოდა... ყველამ იცის, რომ საქმეში სხვებიც იყვნენ" - რა ინფორმაცია აქვს დაკავებულებზე გამსახურდიას მეუღლეს

არანაირი განზრახ დანაშაული არ ყოფილა, სრულიად უმიზეზოდ დამარტყა ხელი ცოტნემ, ამოვიღე დანა და ეგრევე დავარტყი მეც - გიორგი სოლოღაშვილი