სპორტი
მსოფლიო
საზოგადოება

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
პოლიტიკა
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მხოლოდ ქართულის" პირველი თამამი ექსპერიმენტები და შემდგარი შოუ  - "ფსიქოთერაპიული ტრენინგი ჩავუტარეთ საკუთარ თავს"
"მხოლოდ ქართულის" პირველი თამამი ექსპერიმენტები და შემდგარი შოუ  - "ფსიქოთერაპიული ტრენინგი ჩავუტარეთ საკუთარ თავს"

მე­გაპ­რო­ექ­ტის "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი" პირ­ვე­ლი ლა­ივ­კონ­ცერ­ტი შედ­გა და კონ­კურ­სის წე­სე­ბის თა­ნახ­მად ერთ-ერ­თმა კონ­კურ­სან­ტმა თორ­ნი­კე აბ­რა­მიშ­ვილ­მა პრო­ექ­ტი უკვე და­ტო­ვა კი­დეც. გა­მო­იკ­ვე­თა მა­ყუ­რებ­ლის რჩე­უ­ლიც, ნინი შო­ნია.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, პირ­ვე­ლი ლა­ივ­კონ­ცერ­ტი გე­ნი­ა­ლუ­რი კომ­პო­ზი­ტო­რის, გია ყან­ჩე­ლის შე­მოქ­მე­დე­ბას და­ეთ­მო. სცე­ნა­ზე სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრი, ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მუ­შა­ობ­და.

კონ­კურ­სან­ტებ­მა და­კის­რე­ბულ ამო­ცა­ნას თავი გა­არ­თვეს. თუკი აქამ­დე ორ­კესტრთან სიმ­ღე­რის შეს­რუ­ლე­ბა შო­უ­ში უმე­ტე­სად ფი­ნა­ლის­კენ ხდე­ბო­და, ამ­ჯე­რად ამის პრე­ცე­დენ­ტი პირ­ვე­ლი­ვე ლა­ივ­კონ­ცერ­ტზე შედ­გა. რო­გორც მა­ყუ­რე­ბე­ლი აღ­ნიშ­ნავს, შოუც შედ­გა, ამ ყვე­ლაფ­რით უკ­მა­ყო­ფი­ლო არც პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი არი­ან.

"მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი 3" წი­ნა­მორ­ბე­დი სე­ზო­ნე­ბის­გან იმით გა­მო­ირ­ჩე­ვა, რომ ტექ­ნი­კუ­რად, ში­ნა­არ­სობ­რი­ვად, ადა­მი­ა­ნუ­რი და ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სის თვალ­საზ­რი­სით, ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტია. მე­გა­შოუ კეთ­დე­ბა არხზე, რო­მე­ლიც სამი თვის წინ გა­იხ­სნა და ალ­ბათ, მსგავ­სი პრე­ცე­დენ­ტი არც არ­სად ყო­ფი­ლა. შე­უძ­ლე­ბე­ლი რამ არის, სამი თვის გახ­სნილ­მა არ­ხმა, რო­მე­ლიც ნა­თხო­ვარ შე­ნო­ბა­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს და არ ჰყავს თა­ვის პრო­დაქ­შენ-დე­პარ­ტა­მენ­ტი, რო­გო­რიც "რუს­თა­ვი 2"-ში მუ­შა­ო­ბი­სას იყო", - გვე­უბ­ნე­ბა პრო­ექ­ტის პრო­დი­უ­სე­რი მა­ი­კო ლო­მი­ძე.

გარ­და იმი­სა, რომ "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი" სრუ­ლი­ად ახალ არხზე კეთ­დე­ბა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ის არა დე­და­ქა­ლა­ქი­დან, ფი­ლარ­მო­ნი­ის, ან რო­მე­ლი­მე თე­ატ­რის დარ­ბა­ზი­დან მა­უ­წყებ­ლობს, არა­მედ რე­გი­ო­ნი­დან - მას­პინ­ძე­ლი "კაჭ­რე­თი ამ­ბა­სა­დო­რია".

"აქამ­დე დე­და­ქა­ლაქ­ში რე­გი­ო­ნე­ბი­დან ვიწ­ვევ­დით ადა­მი­ა­ნებს, ახლა პი­რი­ქით გა­მო­ვი­და, თბი­ლი­სი­დან რე­გი­ონ­ში გა­ვე­დით, კონ­კრე­ტუ­ლად კი კაჭ­რეთ­ში. ამან რა­ღაც­ნა­ი­რად სხვა ხა­სი­ა­თი მის­ცა ჯერ კი­დევ კას­ტინ­გე­ბის ეტაპ­ზე სა­მი­ვე ეპი­ზოდს" - აღ­ნიშ­ნავს პრო­დი­უ­სე­რი.

კაჭ­რეთ­ში დარ­ბაზ­მა, რო­მე­ლიც ასე­თი შო­უ­ე­ბის­თვის არ არის აშე­ნე­ბუ­ლი, ლა­ივ­კონ­ცერ­ტის სპე­ცი­ფი­კას კარ­გად გა­უძ­ლო - შოუ გრან­დი­ო­ზუ­ლი გა­მო­ვი­და. რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი ამ­ბო­ბენ, მსგავს პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში ამ­ხე­ლა სცე­ნა ჯერ არა­სად და­უმ­ზა­დე­ბი­ათ, რაც კაჭ­რეთ­ში 5 დღე-ღა­მე­ში გა­კეთ­და.

"გია ყან­ჩე­ლის ნა­მუ­შევ­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბას გამ­ბე­და­ო­ბა უნდა, ეს დიდი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე არ­ტის­ტებ­საც ეძ­ნე­ლე­ბათ. ამი­ტომ, ჩვენ­თვის სა­რის­კო და ამ­ბი­ცი­უ­რი გა­ნა­ცხა­დი იყო, რომ კონ­კურ­სან­ტებს ორ­კესტრის თან­ხლე­ბით პირ­ვე­ლი­ვე ტურ­ზე ყან­ჩე­ლის ნა­მუ­შევ­რე­ბი შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნათ, მაგ­რამ ფსი­ქო­თე­რა­პი­უ­ლი ტრე­ნინ­გი ჩა­ვუ­ტა­რეთ სა­კუ­თარ თავს, რომ ჩვენ ამას შევ­ძლებ­დით და გა­მოგ­ვი­ვი­და კი­დეც" - დას­ძენს მა­ი­კო ლო­მი­ძე.

და კი­დევ, პირ­ვე­ლად, "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლის" არ­სე­ბო­ბის მან­ძილ­ზე მა­რი­ნა ბე­რი­ძე, რო­მე­ლიც პრო­ექტს უკავ­შირ­დე­ბა, მთლი­ა­ნად მისი ნა­წი­ლია და ობი­ექ­ტუ­რი, ზოგ­ჯერ ხის­ტი ჟი­უ­რის წევ­რია, ჟი­უ­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ამ სე­ზონ­ზე აღარ არის, რად­გან მან მუ­სი­კა­ლურ პრო­დი­უ­სინ­გში გა­და­ი­ნაც­ვლა. შოუს მუ­სი­კა­ლურ კონ­ცეფ­ცი­ას ქმნის, რე­პერ­ტუ­არს არ­ჩევს და "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლის" მუ­სი­კა­ლუ­რი "დი­რი­ჟო­რია". გუნ­დი ყო­ველ­თვის ით­ვა­ლის­წი­ნებ­და მის რე­კო­მენ­და­ცი­ებს, თუმ­ცა ახლა ის "სა­დი­რი­ჟო­რო პულტთან" დად­გა, რაც პირ­ვე­ლი­ვე კონ­ცერტს და­ე­ტყო. იმე­დია, ეს ხა­რის­ხი და შე­დე­გი შოუს ბო­ლომ­დე ექ­ნე­ბა.

ჟი­უ­რის შე­მად­გენ­ლო­ბას მნიშ­ვნე­ლოვ­ნი ცვლი­ლე­ბა არ გა­ნუც­დია - ერ­თდერ­თი ცვლი­ლე­ბა ისაა, რომ მა­რი­ნა ბე­რი­ძეს სტე­ფა­ნე ჩა­ე­ნაც­ვლა. პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის დიდ ნა­წილს კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა არ აქვს, თუმ­ცა ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ მუ­სი­კას­თან აქამ­დე შორს იყ­ვნენ, ან ამ სფე­რო­ში თავი არ მო­უ­სინ­ჯავთ.

"რის მიღ­წე­ვა­საც ვცდი­ლობთ, რაც მა­ყუ­რე­ბელს და­ა­მახ­სოვ­რდე­ბა, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის შექ­მნაა და სწო­რედ ამის­თვის არი­ან შერ­ჩე­უ­ლი ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც აქვთ თა­ვი­სი სტი­ლი, არი­ან სა­ინ­ტე­რე­სო­ე­ბი, ზოგი - ვო­კა­ლუ­რად, ზოგი - გა­რეგ­ნო­ბით, გე­მოვ­ნე­ბით, ზო­მი­ე­რე­ბის გრძნო­ბით. შერ­ჩე­ვი­სას მხო­ლოდ ამ პრინ­ცი­პით ვი­ხელ­მძღვა­ნე­ლეთ. სა­ერ­თო­დაც ასე იყო, ვე­ძებ­დით სა­ინ­ტე­რე­სო, მო­აზ­როვ­ნე არ­ტის­ტებს, რომ­ლე­ბიც წა­მოგ­ვყვე­ბოდ­ნენ თა­მამ ექ­სპე­რი­მენ­ტებ­ზე, რა­საც ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი შეს­თა­ვა­ზებ­დნენ. ამ შემ­თხვე­ვა­ში კი ამ შე­თა­ვა­ზე­ბის ავ­ტო­რი მა­რი­ნა ბე­რი­ძე გახ­ლავთ. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი გვჭირ­დე­ბა იმის­თვის, რომ მა­ყუ­რე­ბელს სა­ინ­ტე­რე­სო შო­უ­თი კარ­გი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა შე­ვუქ­მნათ და იმის­თვი­საც, რომ კონ­კურ­სან­ტებ­მა პრო­ექ­ტში სა­კუ­თა­რი თავი იპო­ვონ", - აღ­ნიშ­ნავს რეს­პონ­დენ­ტი.

ისე­ვე რო­გორც მა­რი­ნა ბე­რი­ძე, პრო­ექტს თა­ვი­დან­ვე და­უ­კავ­შირ­და ისე­თი ნი­ჭი­ე­რი მუ­სი­კო­სი, რო­გო­რიც ზვი­ად ბოლ­ქვა­ძეა დ აქვე ჯგუ­ფი "ნი­უ­ტო­ნი". რო­გორც გა­ირ­კვა, წელს ისი­ნი ყო­ველ კონ­ცერ­ტზე ვერ იქ­ნე­ბი­ან, რაც მხო­ლოდ მათ გრა­ფიკ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნია
4

ყველაზე ქართული... ბრავო,მართლაც რომ ბრავო...

ქართველი
4

მაგრები არიან მთავარ არხზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"მხოლოდ ქართულის" პირველი თამამი ექსპერიმენტები და შემდგარი შოუ  - "ფსიქოთერაპიული ტრენინგი ჩავუტარეთ საკუთარ თავს"

"მხოლოდ ქართულის" პირველი თამამი ექსპერიმენტები და შემდგარი შოუ  - "ფსიქოთერაპიული ტრენინგი ჩავუტარეთ საკუთარ თავს"

მეგაპროექტის "მხოლოდ ქართული" პირველი ლაივკონცერტი შედგა და კონკურსის წესების თანახმად ერთ-ერთმა კონკურსანტმა თორნიკე აბრამიშვილმა პროექტი უკვე დატოვა კიდეც. გამოიკვეთა მაყურებლის რჩეულიც, ნინი შონია.

როგორც ცნობილია, პირველი ლაივკონცერტი გენიალური კომპოზიტორის, გია ყანჩელის შემოქმედებას დაეთმო. სცენაზე სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით მუშაობდა.

კონკურსანტებმა დაკისრებულ ამოცანას თავი გაართვეს. თუკი აქამდე ორკესტრთან სიმღერის შესრულება შოუში უმეტესად ფინალისკენ ხდებოდა, ამჯერად ამის პრეცედენტი პირველივე ლაივკონცერტზე შედგა. როგორც მაყურებელი აღნიშნავს, შოუც შედგა, ამ ყველაფრით უკმაყოფილო არც პროექტის ორგანიზატორები არიან.

"მხოლოდ ქართული 3" წინამორბედი სეზონებისგან იმით გამოირჩევა, რომ ტექნიკურად, შინაარსობრივად, ადამიანური და ფინანსური რესურსის თვალსაზრისით, ყველაზე მასშტაბური პროექტია. მეგაშოუ კეთდება არხზე, რომელიც სამი თვის წინ გაიხსნა და ალბათ, მსგავსი პრეცედენტი არც არსად ყოფილა. შეუძლებელი რამ არის, სამი თვის გახსნილმა არხმა, რომელიც ნათხოვარ შენობაში ფუნქციონირებს და არ ჰყავს თავის პროდაქშენ-დეპარტამენტი, როგორიც "რუსთავი 2"-ში მუშაობისას იყო", - გვეუბნება პროექტის პროდიუსერი მაიკო ლომიძე.

გარდა იმისა, რომ "მხოლოდ ქართული" სრულიად ახალ არხზე კეთდება, მნიშვნელოვანია, რომ ის არა დედაქალაქიდან, ფილარმონიის, ან რომელიმე თეატრის დარბაზიდან მაუწყებლობს, არამედ რეგიონიდან - მასპინძელი "კაჭრეთი ამბასადორია".

"აქამდე დედაქალაქში რეგიონებიდან ვიწვევდით ადამიანებს, ახლა პირიქით გამოვიდა, თბილისიდან რეგიონში გავედით, კონკრეტულად კი კაჭრეთში. ამან რაღაცნაირად სხვა ხასიათი მისცა ჯერ კიდევ კასტინგების ეტაპზე სამივე ეპიზოდს" - აღნიშნავს პროდიუსერი.

კაჭრეთში დარბაზმა, რომელიც ასეთი შოუებისთვის არ არის აშენებული, ლაივკონცერტის სპეციფიკას კარგად გაუძლო - შოუ გრანდიოზული გამოვიდა. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, მსგავს პროექტებზე მუშაობის პერიოდში ამხელა სცენა ჯერ არასად დაუმზადებიათ, რაც კაჭრეთში 5 დღე-ღამეში გაკეთდა.

"გია ყანჩელის ნამუშევრების შესრულებას გამბედაობა უნდა, ეს დიდი გამოცდილების მქონე არტისტებსაც ეძნელებათ. ამიტომ, ჩვენთვის სარისკო და ამბიციური განაცხადი იყო, რომ კონკურსანტებს ორკესტრის თანხლებით პირველივე ტურზე ყანჩელის ნამუშევრები შეესრულებინათ, მაგრამ ფსიქოთერაპიული ტრენინგი ჩავუტარეთ საკუთარ თავს, რომ ჩვენ ამას შევძლებდით და გამოგვივიდა კიდეც" - დასძენს მაიკო ლომიძე.

და კიდევ, პირველად, "მხოლოდ ქართულის" არსებობის მანძილზე მარინა ბერიძე, რომელიც პროექტს უკავშირდება, მთლიანად მისი ნაწილია და ობიექტური, ზოგჯერ ხისტი ჟიურის წევრია, ჟიურის შემადგენლობაში ამ სეზონზე აღარ არის, რადგან მან მუსიკალურ პროდიუსინგში გადაინაცვლა. შოუს მუსიკალურ კონცეფციას ქმნის, რეპერტუარს არჩევს და "მხოლოდ ქართულის" მუსიკალური "დირიჟორია". გუნდი ყოველთვის ითვალისწინებდა მის რეკომენდაციებს, თუმცა ახლა ის "სადირიჟორო პულტთან" დადგა, რაც პირველივე კონცერტს დაეტყო. იმედია, ეს ხარისხი და შედეგი შოუს ბოლომდე ექნება.

ჟიურის შემადგენლობას მნიშვნელოვნი ცვლილება არ განუცდია - ერთდერთი ცვლილება ისაა, რომ მარინა ბერიძეს სტეფანე ჩაენაცვლა. პროექტის მონაწილეების დიდ ნაწილს კონკურსში მონაწილეობის გამოცდილება არ აქვს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მუსიკასთან აქამდე შორს იყვნენ, ან ამ სფეროში თავი არ მოუსინჯავთ.

"რის მიღწევასაც ვცდილობთ, რაც მაყურებელს დაამახსოვრდება, შთაბეჭდილების შექმნაა და სწორედ ამისთვის არიან შერჩეული ასეთი ადამიანები, რომლებსაც აქვთ თავისი სტილი, არიან საინტერესოები, ზოგი - ვოკალურად, ზოგი - გარეგნობით, გემოვნებით, ზომიერების გრძნობით. შერჩევისას მხოლოდ ამ პრინციპით ვიხელმძღვანელეთ. საერთოდაც ასე იყო, ვეძებდით საინტერესო, მოაზროვნე არტისტებს, რომლებიც წამოგვყვებოდნენ თამამ ექსპერიმენტებზე, რასაც ორგანიზატორები შესთავაზებდნენ. ამ შემთხვევაში კი ამ შეთავაზების ავტორი მარინა ბერიძე გახლავთ. ეს ადამიანები გვჭირდება იმისთვის, რომ მაყურებელს საინტერესო შოუთი კარგი შთაბეჭდილება შევუქმნათ და იმისთვისაც, რომ კონკურსანტებმა პროექტში საკუთარი თავი იპოვონ", - აღნიშნავს რესპონდენტი.

ისევე როგორც მარინა ბერიძე, პროექტს თავიდანვე დაუკავშირდა ისეთი ნიჭიერი მუსიკოსი, როგორიც ზვიად ბოლქვაძეა დ აქვე ჯგუფი "ნიუტონი". როგორც გაირკვა, წელს ისინი ყოველ კონცერტზე ვერ იქნებიან, რაც მხოლოდ მათ გრაფიკზეა დამოკიდებული.

ვინ არის ანუკი არეშიძის ულამაზესი რძალი, რომლის მეუღლე საზოგადოებამ წლების წინ სკანდალით გაიცნო

კარფურის ქსელში ლოტომანია დაიწყო!

"მე ჩემს გორელ გოგოს ვგულშემატკივრობ..." - 31 დეკემბერს "საქართველოს ვარსკვლავის" ფინალია, როგორია მოლოდინები და ვინ ვის გამარჯვებას ელოდება