საზოგადოება
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შენი დროც მოვა, ექიმო“ - მოსწავლის წარწერა სკოლის კედელზე, რომლის გამოც სირიაში ომი დაიწყო
"შენი დროც მოვა, ექიმო“ - მოსწავლის წარწერა სკოლის კედელზე, რომლის გამოც სირიაში ომი დაიწყო

2011 წლის მარ­ტში, სი­რი­ის ქა­ლაქ და­რა­ა­ში, 14 წლის მოს­წავ­ლე­ებ­მა სკო­ლე­ბის კედ­ლებ­ზე და­ტო­ვეს წარ­წე­რა - "შენი დროც მოვა ექი­მო“.

ფრა­ზის მთა­ვა­რი ად­რე­სა­ტი, პრო­ფე­სი­ით ექი­მი-ოფ­თალ­მო­ლო­გი, დიქ­ტა­ტო­რი ბა­შარ ალ ასა­დი იყო, რომ­ლის ბრძა­ნე­ბი­თაც აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ზარ­დე­ბი და­ა­პა­ტიმ­რეს. 22 მოს­წავ­ლე ცი­ხე­ში სას­ტი­კად აწა­მეს.

ამ ყო­ვე­ლი­ვეს და­რა­ა­სა და შემ­დეგ მთელს სი­რი­ა­ში, ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღა მოჰ­ყვა.

2011 წლის აპ­რილ­ში სი­რი­ის პო­ლი­ცი­ამ კი­დევ ერთი მო­ზარ­დი და­ა­კა­ვა - ეს იყო 13 წლის ჰამ­ზა ალი ალ-ხა­ტე­ბი, რო­მე­ლიც ცი­ხე­ში წა­მე­ბის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა. მას სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი აღე­ნიშ­ნე­ბო­და.

მო­ზარ­დე­ბი ასა­დის რე­ჟი­მის სი­სას­ტი­კის სიმ­ბო­ლოდ იქ­ცნენ და სწო­რედ ამ მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ ქვე­ყა­ნა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბა და­ი­წყო და ფრა­ზა - "შენი დროც მოვა, ექი­მო“ ადა­მი­ა­ნე­ბის და­ხოც­ვის სა­ბა­ბად იქცა.

სი­რი­ე­ლი დიქ­ტა­ტო­რი, ბა­შარ ალ ასა­დი პრო­ფე­სი­ით ოფ­თალ­მო­ლო­გია და ამის შე­სა­ხებ მო­ზარ­დებ­მა, ცხა­დია, იცოდ­ნენ.

წარ­წე­რის გა­კე­თე­ბის იდე­ის ავ­ტო­რი და შემ­სრუ­ლე­ბე­ლი მო­ზარ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც კონ­ფლიქტს გა­და­ურჩნენ, 2011 წლის გა­ზა­ფხულ­ზე მომ­ხდარს ასე იხ­სე­ნე­ბენ:

"ჩვენ შთა­გო­ნე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით არა­ბუ­ლი გა­ზა­ფხუ­ლით, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბით, რო­მე­ლიც იყო ტუ­ნის­ში, ეგ­ვიპ­ტე­ში... ვხე­დავ­დით, რო­გორ წერ­დნენ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი კედ­ლებ­ზე სლო­გა­ნებს - „თა­ვი­სუფ­ლე­ბა“, „ძირს რე­ჟი­მი“ და ჩვენც დავ­წე­რეთ - "თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ძირს რე­ჟი­მი, შენი დროც მოვა ექი­მო“.

სი­რი­ე­ლი ახალ­გაზ­რდა ყვე­ბა, რომ ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ზარ­დე­ბის ოჯა­ხებ­ში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი და­დი­ოდ­ნენ, იკ­ვლევ­დნენ მათ ოჯა­ხებ­საც, ვინც ამ წარ­წე­რას­თან არა­ფერ შუ­ა­ში იყ­ვნენ, თუმ­ცა წარ­წე­რის ში­ნა­არსს იზი­ა­რებ­დნენ.

"ვა­მა­ყობ იმით, რაც წარ­სულ­ში გა­ვა­კე­თეთ, მაგ­რამ ვე­რას­დროს ვი­ფიქ­რებ­დი, რომ რე­ჟი­მი ასე სას­ტი­კად მოგ­ვექ­ცე­ო­და..." - ამ­ბობს წარ­წე­რის ერთ-ერთი ავ­ტო­რი.

2011 წლის მოვ­ლე­ნებს იხ­სე­ნებს კი­დევ ერთი ბიჭი, სა­მე­რი ქა­ლაქ და­რა­ა­დან:

"და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვე და ათი დღე ცი­ხე­ში ვი­ყა­ვით გა­მომ­წყვდე­უ­ლე­ბი. როცა გა­მო­ვე­დით ვნა­ხეთ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი პრო­ტეს­ტი და­რა­ა­სა და მთელს სი­რი­ა­ში. შემ­დეგ კი შე­ი­ა­რა­ღე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში ჩა­ვე­ბით, რო­მელ­მაც 500 ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვენ გამო მოხ­და...“, - ამ­ბობს სა­მე­რი.

უკვე მე­ცხრე წე­ლია სი­რი­ა­ში ომი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ეს არის მე­ო­რე ყვე­ლა­ზე სის­ხლისმღვრე­ლი ომი 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში. 2016 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, კონ­ფლიქ­ტის დროს და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 300 000-დან 600 000-მდე მერ­ყე­ობს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
0

რა თქმა უნდა ეგ იყო მიზეზი , აბა გარე სახელმწიფოების ინტერესები საერთოდ არ ყოფილა მაგ რევოლუციაში და აჯანყებულების მომარაგებას იარაღით, საბარძოლო მასალებით, მედიკამენტებით და ა.შ. ეგ ბავშვები ახდენდნენ ჯიბის ფულით.ინტრუქტორებად სირიელი გლეხები ყავდათ ,სადაზვერვო მონცემებს სოფლის ჭორიკნები აწვდიდნენ.ისე ლიბიაშიც ჩამოაგდეს დიქტატორი 14 წინ "პატრიოტებმა" და ეგ დღეს ეგ ნავთობით უმდიდრესი ქვეყანა (აბა მიხვდით სად მიდის ეგ ნავთობი,მარტივია :)) ) სიღატაკეში,ქაოსში ,განუკითხაობაში ჩაძირულ ანკლავადაა გადაქცეული.მაგიტომ დიდი სხვაობა თავისუფლებისთვის ბრძოლასა და "თავისუფლებისთვის მებრძოლ" მარიონეტულ პროქსი ძალებს შორის.

P.S.ასადის რეჟიმთან მებრძოლების ლიდერი აბუ მუჰამედ ალ ჯულანიისლამური სახელმწიფოს წევრი და "ერთ ერთი ყვლაზე საშიში ტერორისტი რომ არის ეგ უკვე აღარ გვახსოვს არა. გუნდრუკის მკმეველებს? თუმცა პატრონი თუ იტყვის შავიც თეთრი იქნება რა პრობლემაა!

დავიდ
9

მერე რაა აქ საამაყო და საგმირო,ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი დაიხუპა,მრავალი ემოგრაციასჰი წავიდა,დაიბომბა და განადგურდა ინფასტრუქტურა,სახლები,საწარმოები,სავამტყოფოები,სკოლები,ერტ დროს მდიდარი ქვეყანა ნაცარტუტად აქციეს,რუსის ჯარი და ბაზები განალაგეს,სრული ქაოსია და განუკიტხაობაა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"შენი დროც მოვა, ექიმო“ - მოსწავლის წარწერა სკოლის კედელზე, რომლის გამოც სირიაში ომი დაიწყო

"შენი დროც მოვა, ექიმო“ - მოსწავლის წარწერა სკოლის კედელზე, რომლის გამოც სირიაში ომი დაიწყო

2011 წლის მარტში, სირიის ქალაქ დარააში, 14 წლის მოსწავლეებმა სკოლების კედლებზე დატოვეს წარწერა - "შენი დროც მოვა ექიმო“.

ფრაზის მთავარი ადრესატი, პროფესიით ექიმი-ოფთალმოლოგი, დიქტატორი ბაშარ ალ ასადი იყო, რომლის ბრძანებითაც აღნიშნული მოზარდები დააპატიმრეს. 22 მოსწავლე ციხეში სასტიკად აწამეს.

ამ ყოველივეს დარაასა და შემდეგ მთელს სირიაში, ფართომასშტაბიანი საპროტესტო ტალღა მოჰყვა.

2011 წლის აპრილში სირიის პოლიციამ კიდევ ერთი მოზარდი დააკავა - ეს იყო 13 წლის ჰამზა ალი ალ-ხატები, რომელიც ციხეში წამების შედეგად დაიღუპა. მას სხეულზე დაზიანებები და სექსუალური ძალადობის კვალი აღენიშნებოდა.

მოზარდები ასადის რეჟიმის სისასტიკის სიმბოლოდ იქცნენ და სწორედ ამ მოვლენების შემდეგ ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყო და ფრაზა - "შენი დროც მოვა, ექიმო“ ადამიანების დახოცვის საბაბად იქცა.

სირიელი დიქტატორი, ბაშარ ალ ასადი პროფესიით ოფთალმოლოგია და ამის შესახებ მოზარდებმა, ცხადია, იცოდნენ.

წარწერის გაკეთების იდეის ავტორი და შემსრულებელი მოზარდები, რომლებიც კონფლიქტს გადაურჩნენ, 2011 წლის გაზაფხულზე მომხდარს ასე იხსენებენ:

"ჩვენ შთაგონებულები ვიყავით არაბული გაზაფხულით, საპროტესტო აქციებით, რომელიც იყო ტუნისში, ეგვიპტეში... ვხედავდით, როგორ წერდნენ აქციის მონაწილეები კედლებზე სლოგანებს - „თავისუფლება“, „ძირს რეჟიმი“ და ჩვენც დავწერეთ - "თავისუფლება, ძირს რეჟიმი, შენი დროც მოვა ექიმო“.

სირიელი ახალგაზრდა ყვება, რომ ორი დღის განმავლობაში მოზარდების ოჯახებში სამართალდამცველები დადიოდნენ, იკვლევდნენ მათ ოჯახებსაც, ვინც ამ წარწერასთან არაფერ შუაში იყვნენ, თუმცა წარწერის შინაარსს იზიარებდნენ.

"ვამაყობ იმით, რაც წარსულში გავაკეთეთ, მაგრამ ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ რეჟიმი ასე სასტიკად მოგვექცეოდა..." - ამბობს წარწერის ერთ-ერთი ავტორი.

2011 წლის მოვლენებს იხსენებს კიდევ ერთი ბიჭი, სამერი ქალაქ დარაადან:

"დაახლოებით ერთი თვე და ათი დღე ციხეში ვიყავით გამომწყვდეულები. როცა გამოვედით ვნახეთ წარმოუდგენელი პროტესტი დარაასა და მთელს სირიაში. შემდეგ კი შეიარაღებულ დაპირისპირებაში ჩავებით, რომელმაც 500 ათასამდე ადამიანი იმსხვერპლა. ეს ყველაფერი ჩვენ გამო მოხდა...“, - ამბობს სამერი.

უკვე მეცხრე წელია სირიაში ომი მიმდინარეობს. ეს არის მეორე ყველაზე სისხლისმღვრელი ომი 21-ე საუკუნეში. 2016 წლის მონაცემებით, კონფლიქტის დროს დაღუპულთა რაოდენობა 300 000-დან 600 000-მდე მერყეობს.