საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერეკლე კუხიანიძეს "ქართული ოცნება" დაატოვებინეს
ერეკლე კუხიანიძეს "ქართული ოცნება" დაატოვებინეს

საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“ ერეკ­ლე კუ­ხი­ა­ნი­ძე უმ­რავ­ლე­სო­ბის რი­გებს ტო­ვებს. ამის შე­სა­ხებ მე­დი­ას­თან ფრაქ­ცია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ბექა და­ვი­თუ­ლი­ან­მა ისა­უბ­რა.

მისი თქმით, ერეკ­ლე კუ­ხი­ა­ნი­ძის მიერ უმ­რავ­ლე­სო­ბის რი­გე­ბის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის უმ­რავ­ლე­სო­ბამ მი­ი­ღო.

"ჩვენ შე­ვიკ­რი­ბეთ კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი პრო­ცე­დუ­რით და გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ერეკ­ლე კუ­ხი­ა­ნი­ძეს და­ვა­ტო­ვე­ბი­ნოთ უმ­რავ­ლე­სო­ბის რი­გე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, და­ვა­ყე­ნებთ შუ­ამ­დგომ­ლო­ბას საკ­რე­ბუ­ლოს უახ­ლო­ეს სხდო­მა­ზე მისი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ", - გა­ნა­ცხა­და და­ვი­თუ­ლი­ან­მა.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, ერეკ­ლე კუ­ხი­ა­ნი­ძეს საკ­რე­ბუ­ლოს გა­რე­მოს დაც­ვის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა უკა­ვია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რმა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“ ერეკ­ლე კუ­ხი­ა­ნი­ძემ ექიმ ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის ოჯა­ხი პრო­ვო­კა­ცი­ა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და მათ „იდი­ო­ტე­ბი“ უწო­დე­ბა.

კუ­ხი­ა­ნი­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ რო­დე­საც ადა­მი­ან­მა იცის, რომ ოკუ­პან­ტი და­ი­ჭერს და მა­ინც მი­დის სპე­ცი­ა­ლუ­რად, ხოლო მისი ოჯა­ხი სა­ხელ­მწი­ფოს უპი­რის­პირ­დე­ბა, მისი შე­ფა­სე­ბით, ეს ნიშ­ნავს, რომ „იდი­ო­ტე­ბი ან პრო­ვო­კა­ტო­რე­ბი არი­ან“.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
muamar kadafi
46

პოლიტიკჯური ბულინგი

zaza
6

ასე იცის სიცანცარემ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

ერეკლე კუხიანიძეს "ქართული ოცნება" დაატოვებინეს

ერეკლე კუხიანიძეს "ქართული ოცნება" დაატოვებინეს

საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ერეკლე კუხიანიძე უმრავლესობის რიგებს ტოვებს. ამის შესახებ მედიასთან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანმა ისაუბრა.

მისი თქმით, ერეკლე კუხიანიძის მიერ უმრავლესობის რიგების დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მმართველი პარტიის უმრავლესობამ მიიღო.

"ჩვენ შევიკრიბეთ კანონით დადგენილი პროცედურით და გადავწყვიტეთ, რომ ერეკლე კუხიანიძეს დავატოვებინოთ უმრავლესობის რიგები. შესაბამისად, დავაყენებთ შუამდგომლობას საკრებულოს უახლოეს სხდომაზე მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ", - განაცხადა დავითულიანმა.

ინფორმაციისთვის, ერეკლე კუხიანიძეს საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა უკავია.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ერეკლე კუხიანიძემ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა და მათ „იდიოტები“ უწოდება.

კუხიანიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ როდესაც ადამიანმა იცის, რომ ოკუპანტი დაიჭერს და მაინც მიდის სპეციალურად, ხოლო მისი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება, მისი შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ „იდიოტები ან პროვოკატორები არიან“.

"იმ ჯგუფთან, რომელზეც "ფეისბუქის" განცხადებაშია ლაპარაკი, "ქართულ ოცნებას" არანაირი ურთიერთობა არ აქვს" - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" ახალი შეთავაზება ოპოზიციურ პარტიებს მაჟორიტარებთან დაკავშირებით

კლინიკაში, სადაც ცოტნე გამსახურდია იმყოფება, პრეზიდენტი მივიდა