სამართალი
პოლიტიკა
სპორტი

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეუფე მელქისედეკი - "იქნებ გავიაზროთ, რომ ჩვენს შვილებს საკუთარი ხელითვე ვხოცავთ, რაშიც ლომის წვლილი სასულიერო პირებს მიგვიძღვის"
მეუფე მელქისედეკი - "იქნებ გავიაზროთ, რომ ჩვენს შვილებს საკუთარი ხელითვე ვხოცავთ, რაშიც ლომის წვლილი სასულიერო პირებს მიგვიძღვის"

"შეძრწუ­ნე­ბუ­ლი ვარ და ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოვ­ხა­ტავ 15 წლის ლუკა სი­რა­ძის ტრა­გი­კუ­ლად გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. იქ­ნებ ამ უბე­დუ­რე­ბამ მა­ინც გა­მოგ­ვა­ფხიზ­ლოს და დაგ­ვა­ფიქ­როს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო" - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა მარ­გვე­თი­სა და უბი­სის ეპის­კო­პო­სი მე­უ­ფე მელ­ქი­სე­დე­კი 15 წლის მო­ზარ­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბას.

რო­გორც მე­უ­ფე "ფე­ის­ბუქ­ზე" წერს, “ამ ქვე­ყა­ნა­ში ჩვენს შვი­ლებს სა­კუ­თა­რი ხე­ლით­ვე ვხო­ცავთ”:

“იქ­ნებ გა­ვი­აზ­როთ ყვე­ლამ, იერ­არ­ქი­ის, სო­ცი­ა­ლუ­რი ფე­ნი­სა თუ სხვა სა­ხის კუთ­ვნი­ლე­ბა­თა მი­უ­ხე­და­ვად, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში ჩვენს შვი­ლებს სა­კუ­თა­რი ხე­ლით­ვე ვხო­ცავთ! ვკლავთ სის­ხლით თუ უსის­ხლოდ, რა­შიც ლო­მის წვლი­ლი ჩვენ- სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს მიგ­ვი­ძღვის, რომ­ლებ­მაც ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ, ვერ ვუჩ­ვე­ნეთ სხვებს ის მა­გა­ლი­თი, რაც ჩვენ ქრის­ტემ გვიჩ­ვე­ნა თა­ვი­სი მოღ­ვა­წე­ო­ბი­თა და თავ­გან­წირ­ვით. ყვე­ლა ქარ­თველ­მა იქ­ნებ მო­ვა­ხერ­ხოთ იმის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა, რომ ლუკა სი­რა­ძის ტრა­გე­დია ერთი ოჯა­ხის, ან ქა­ლა­ქის თავ­ზე დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი უბე­დუ­რე­ბა კი არა, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ტრა­გე­დი­აა.

დღეს ყვე­ლა ჩვენ­გან­მა დავ­კარ­გეთ 15 წლის შვი­ლი და ეს მგო­ნი საკ­მა­რი­სია, რომ დღე­ი­დან მა­ინც და­ვი­წყოთ ჩვენს სხვა შვი­ლებ­ზე ზრუნ­ვა. ოღონდ ნამ­დვი­ლი და არა სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბი­თა და ემო­ცი­უ­რი სი­ტყვე­ბი­დან წა­მო­სუ­ლი. მი­მო­ვი­ხე­დოთ გარ­შე­მო, და­ვი­ნა­ხავთ თუ რო­გო­რი და­უც­ვე­ლია ახალ­გაზ­რდო­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი ბუ­ლინ­გის, ძა­ლა­დო­ბის, ნე­გა­ტი­უ­რი ფო­ნის, ნი­ჰი­ლის­ტუ­რი გან­წყო­ბი­სა და უკი­დუ­რე­სი სი­დუ­ხ­ჭი­რი­სა­გან, ში­ნა­უ­რი თუ გა­რე­უ­ლი მტრი­სა­გან.

თუ კარ­გად გა­ვა­ხელთ თვა­ლებს იმა­საც და­ვი­ნა­ხავთ, რომ ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და საფრ­თხე­ში მყო­ფი ახალ­გაზ­რდო­ბი­სათ­ვის რთუ­ლია მო­ი­ნა­ხოს ისე­თი სივ­რცე, სა­დაც ის რე­ა­ლურ ნუ­გეშს, დახ­მა­რე­ბა­სა და თა­ნად­გო­მას მი­ი­ღებს.

ჩვენ, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა, ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ სწო­რედ ეკ­ლე­სია გახ­დეს ის ად­გი­ლი, სა­დაც მოვა ყვე­ლა მაშ­ვრა­ლი და ტვირ­თმძი­მე და მათ ეს გა­სა­ჭი­რი შე­უმ­სუ­ბუქ­დე­ბათ. და ბო­ლოს, ის გულ­გრი­ლო­ბის ცოდ­ვა, რაც ლუ­კა­სად­მი გა­მოვ­ხა­ტეთ და ვერ შევ­ძე­ლით, რომ ამ უბე­დუ­რე­ბის­გან გვეხ­სნა, იქ­ნებ მისი ოჯა­ხი­სად­მი მზრუნ­ვე­ლო­ბით გა­მო­ვის­ყი­დოთ და ოდ­ნავ მა­ინც შე­ვუმ­სუ­ბუ­ქოთ მის წევ­რებს ის უდი­დე­სი გან­საც­დე­ლი, რაც სულ ახ­ლა­ხანს და­ა­ტყდათ თავს”,- წერს მე­უ­ფე მელ­ქი­სე­დე­კი.

15 წლის ბიჭი, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე დღის წინ თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ლუკა სი­რა­ძემ "მწვა­ნე სკო­ლას­თან" და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ცი­დენ­ტის და პო­ლი­ცი­ა­ში და­კი­თხვის შემ­დეგ თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და და ის იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, მარ­თვით სუნ­თქვა­ზე ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კუკური
48

ყოჩაღ მამაო.ასეთები მრავლად რომ იყვნენ,ეკლესია ასე შორს არ იქნებოდა ხალხისგან.თვითკრიტიკა აუცილებელია ყველასთვის....

 

:(
7

სამწუხაროა რაც მოხდა უდიდესოი ტრაგედიაა ამაზე არავინ დაობს, თუმცა ერთია ოჯახი არის მთავარი დასაყრდენი და იმედი მოზარდისთვის, ოჯახი უნდა ღზრდიდეს ახალგაზრდას ისე, რომ მან არ იფიქროს თვითმკვლელობაზე. ეკლესია იქ ქრის სადაც უნდა იყოს მაგრამ ჩვენ დავშორდით ეკლესიას დღევანდელმა ყოფიერებამ, რომლის შემქმნელი ვართ თვითოეული ჩვენგანი დააშორა ახალგაზრდები ეკლესიას და სულიერებას. ესაა და ეს ყველაფერში რაც მოხდება სხვას ვეძებთ დამნაშავედ საკუთარ თავიდან დავიწყოთ გამოსწორება და ეს პირველ რიგშო მშობლებს და ოჯახებს ეხება. 15 წელი არაა ისეთი ასაკი, რომ მოზარდს ყველაფრის უფლება მისცე ან ვერ გააკონტროლო. ყველა საშუალება უნდა გამოიყენო არ მოგწყდეს შენ ეკლესიას და აღზრდის ფუნქცია ქუცამ არ აიღოს თავის თავზე. ესაა და ეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

მეუფე მელქისედეკი - "იქნებ გავიაზროთ, რომ ჩვენს შვილებს საკუთარი ხელითვე ვხოცავთ, რაშიც ლომის წვლილი სასულიერო პირებს მიგვიძღვის"

მეუფე მელქისედეკი - "იქნებ გავიაზროთ, რომ ჩვენს შვილებს საკუთარი ხელითვე ვხოცავთ, რაშიც ლომის წვლილი სასულიერო პირებს მიგვიძღვის"

"შეძრწუნებული ვარ და ღრმა მწუხარებას გამოვხატავ 15 წლის ლუკა სირაძის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო. იქნებ ამ უბედურებამ მაინც გამოგვაფხიზლოს და დაგვაფიქროს მთელი საქართველო" - ასე ეხმაურება მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მეუფე მელქისედეკი 15 წლის მოზარდის გარდაცვალებას.

როგორც მეუფე "ფეისბუქზე" წერს, “ამ ქვეყანაში ჩვენს შვილებს საკუთარი ხელითვე ვხოცავთ”:

“იქნებ გავიაზროთ ყველამ, იერარქიის, სოციალური ფენისა თუ სხვა სახის კუთვნილებათა მიუხედავად, რომ ამ ქვეყანაში ჩვენს შვილებს საკუთარი ხელითვე ვხოცავთ! ვკლავთ სისხლით თუ უსისხლოდ, რაშიც ლომის წვლილი ჩვენ- სასულიერო პირებს მიგვიძღვის, რომლებმაც ვერ მოვახერხეთ, ვერ ვუჩვენეთ სხვებს ის მაგალითი, რაც ჩვენ ქრისტემ გვიჩვენა თავისი მოღვაწეობითა და თავგანწირვით. ყველა ქართველმა იქნებ მოვახერხოთ იმის გაანალიზება, რომ ლუკა სირაძის ტრაგედია ერთი ოჯახის, ან ქალაქის თავზე დატრიალებული უბედურება კი არა, მთელი საქართველოს ტრაგედიაა.

დღეს ყველა ჩვენგანმა დავკარგეთ 15 წლის შვილი და ეს მგონი საკმარისია, რომ დღეიდან მაინც დავიწყოთ ჩვენს სხვა შვილებზე ზრუნვა. ოღონდ ნამდვილი და არა სადღეგრძელოებითა და ემოციური სიტყვებიდან წამოსული. მიმოვიხედოთ გარშემო, დავინახავთ თუ როგორი დაუცველია ახალგაზრდობა სოციალური ბულინგის, ძალადობის, ნეგატიური ფონის, ნიჰილისტური განწყობისა და უკიდურესი სიდუხჭირისაგან, შინაური თუ გარეული მტრისაგან.

თუ კარგად გავახელთ თვალებს იმასაც დავინახავთ, რომ ასეთ მდგომარეობაში და საფრთხეში მყოფი ახალგაზრდობისათვის რთულია მოინახოს ისეთი სივრცე, სადაც ის რეალურ ნუგეშს, დახმარებასა და თანადგომას მიიღებს.

ჩვენ, სასულიერო პირებმა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სწორედ ეკლესია გახდეს ის ადგილი, სადაც მოვა ყველა მაშვრალი და ტვირთმძიმე და მათ ეს გასაჭირი შეუმსუბუქდებათ. და ბოლოს, ის გულგრილობის ცოდვა, რაც ლუკასადმი გამოვხატეთ და ვერ შევძელით, რომ ამ უბედურებისგან გვეხსნა, იქნებ მისი ოჯახისადმი მზრუნველობით გამოვისყიდოთ და ოდნავ მაინც შევუმსუბუქოთ მის წევრებს ის უდიდესი განსაცდელი, რაც სულ ახლახანს დაატყდათ თავს”,- წერს მეუფე მელქისედეკი.

15 წლის ბიჭი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ლუკა სირაძემ "მწვანე სკოლასთან" დაკავშირებული ინციდენტის და პოლიციაში დაკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა და ის იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.

ყოფილი ევროკომისარი: ცვლილებები „კანონში კომუნიკაციების შესახებ“ საგანგაშოა, რასაც ევროკავშირმა ყურადღება უნდა მიაქციოს

"მანანა არჩვაძემ მუშებს ვაზი გააკაფინა და მერე ცეცხლი წაუკიდა" - ვინ გაკაფა კოლხური კოშკის ეზოში ცოტნე გამსახურდიას მიერ ჩაყრილი ვაზი?

კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევიდან, 6 ე.წ. დონას კლასტერია, 8 პაციენტს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს - მარინა ეზუგბაია