საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველას უხდება ის, რასაც ვურჩევ" - ვინ აცმევს "საქართველოს ვარსკვლავის" კონკურსანტებს
"ყველას უხდება ის, რასაც ვურჩევ" - ვინ აცმევს "საქართველოს ვარსკვლავის" კონკურსანტებს

მე­გა­შოუ "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" ეთერ­ში გას­ვლა­ზე უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობს. ყვე­ლას თა­ვის ფუნ­ქცია და საქ­მე აქვს. კონ­კურ­სან­ტე­ბის ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე დი­ზა­ი­ნე­რი გი­ორ­გი ნა­დი­რა­ძე ზრუ­ნავს. მას მე­გაპ­რო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს და ეს საქ­მე მის­თვის გარ­კვე­უ­ლი აზარ­ტი­ცაა.

ამ­ბობს, რომ მო­ნა­წი­ლე­ე­ბის კოს­ტი­უ­მებ­ზე სა­მუ­შა­ოდ სულ 3-4 დღე აქვს. დი­ზა­ი­ნე­რი AMBEBI.GE-ს შო­უ­ზე, კონ­კურ­სან­ტებ­სა და თა­ვის საქ­მე­ზე ესა­უბ­რა, რო­მელ­საც პრო­ექ­ტში უდი­დე­სი როლი აქვს:

"ეს შოუ თა­ვის­თა­ვად უნი­კა­ლუ­რია იმ კუ­თხით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თა­დერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც „ნოვა პრო­დაქ­შე­ნის“ და „პირ­ვე­ლი არ­ხის“ მიერ კეთ­დე­ბა... ჩემი მო­ვა­ლე­ო­ბაა, შოუ ვი­ზუ­ა­ლუ­რად მიმ­ზიდ­ვე­ლი გავ­ხა­დო - მათ­თვის შე­სა­ბა­მი­სი და შე­სა­ფე­რი­სი სა­მო­სი შევ­ქმნა".

- კოს­ტი­უ­მებ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას თქვენ­თვის ამო­სა­ვა­ლი რა არის?

- ამო­სა­ვა­ლი, პირ­ველ რიგ­ში სიმ­ღე­რაა - ყო­ველ­თვის სიმ­ღე­რი­დან ამოვ­დი­ვარ. შემ­დეგ კონ­კურ­სანტზე იმ იდე­ის მორ­გე­ბა, რო­მე­ლიც სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბის მი­ზეზს მაძ­ლევს - ინ­სპი­რა­ცია უპირ­ვე­ლე­სად სიმ­ღე­რაა.

თი­თო­ე­უ­ლის მუ­სი­კა­ლუ­რი ნო­მე­რი, ვინ რას შე­ას­რუ­ლებს, რამ­დე­ნი­მე დღით ადრე ვიცი ხოლ­მე და კოს­ტი­უ­მებს 3-4 დღე­ში ვქმნი.

- კრი­ტი­კუ­ლად გან­წყო­ბი­ლი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი კო­მენ­ტა­რებ­ში წერს ამა თუ იმ კონ­კურ­სან­ტის სა­მოს­ზე. ცოტა ხნის წინ ბარ­ბა­რა სამ­ხა­რა­ძის სას­ცე­ნო კოს­ტი­უ­მი არ მო­ე­წო­ნათ - "სა­ღა­მუ­რით იყო სცე­ნა­ზე და ვინ ქმნის მის­თვის ამ ტან­საც­მელ­სო". რას ეტყო­დით ასეთ ადა­მი­ა­ნებს?

- ვე­ტყო­დი, რომ ცოტა უფრო თა­ვი­სუფ­ლე­ბი იყ­ვნენ შე­ხე­დუ­ლე­ბებ­ში და თავს ნუ შე­ი­ბო­ჭა­ვენ...

მი­მაჩ­ნია, რომ ყვე­ლას უხ­დე­ბა ის, რა­საც ვურ­ჩევ. ყან­ჩე­ლის ტურ­ზე რაც ეცვა, სიმ­ღე­რას და ბარ­ბა­რა­საც მშვე­ნივ­რად მო­უხ­და.

- რა­ი­მე გა­მორ­ჩე­უ­ლი ფერი ხომ არ გაქვთ, რო­მელ­საც მუდ­მი­ვად ყვე­ლა ნა­მუ­შე­ვარ­ში იყე­ნებთ?

- არა, ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ მაქვს. ყვე­ლა ფერი მიყ­ვარს და მით უფრო, ბავ­შვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ამ ყვე­ლა­ფერს სიმ­ღე­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვირ­ჩევ.

- ყან­ჩე­ლის მუ­სი­კამ კოს­ტუ­მე­ბის შე­საქ­მნე­ლად რა შთა­გო­ნე­ბა მოგ­ცათ?

- ინ­სპი­რა­ცი­უ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო სა­მუ­შა­ოა, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ის იყო კომ­პო­ზი­ტო­რი, რო­მე­ლიც ქმნი­და დრა­მა­ტურ­გი­ულ მუ­სი­კას - მუ­სი­კას კი­ნო­სა და თე­ატ­რის­თვის. მის თი­თო­ე­ულ ნა­მუ­შე­ვარ­ში, თუნ­დაც სპექ­ტაკ­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არის დრა­მა­ტურ­გია. ასე რომ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, იმი­ტომ, რომ მე თე­ატ­რის მხატ­ვა­რიც ვარ.

ამ­დე­ნად, ყან­ჩე­ლის მუ­სი­კა­ზე მუ­შა­ო­ბა ჩემ­თვის უფრო მარ­ტი­ვია, ვიდ­რე სხვა თე­მა­ზე.

გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლია, რო­დე­საც საქ­მე თა­ნა­მედ­რო­ვე ესტრა­დას ეხე­ბა, ხალ­ხმა იცის ორი­გი­ნა­ლურ ვერ­სი­ა­ში რა აც­ვია შემ­სრუ­ლე­ბელს და იმის გა­დახ­ვე­ვა ცოტა ჭირს ხოლ­მე.

- მუ­შა­ო­ბი­სას კონ­კურ­სან­ტე­ბის პრე­ტენ­ზი­ებს არ ით­ვა­ლის­წი­ნებთ?

- ჩემი მი­ზა­ნია, რომ ადა­მი­ა­ნი იყოს ლა­მა­ზი და ამი­ტომ, ეს პრე­ტენ­ზი­ე­ბი არ მი­ი­ღე­ბა - არ ვით­ვა­ლის­წი­ნებ.

- ცა­იტ­ნო­ტის გამო რა­ი­მე რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცია ხომ არ შე­გქმნი­ათ, მა­გა­ლი­თად, ვინ­მეს სა­მო­სი ვერ მო­ეს­წრო.

- ასე­თი არას­დროს მომ­ხდა­რა. თუმ­ცა ყო­ფი­ლა, რომ დი­ლით, ლა­ი­ვის დღეს მო­მი­ტა­ნია, არ მორ­გე­ბია და შემ­დეგ მისი გა­და­კე­თე­ბა, ან ახ­ლის შე­თხზვა დამ­ჭირ­ვე­ბია. ისი­ნი კოს­ტი­უ­მებს ხომ კონ­ცერ­ტის დღეს ირ­გე­ბენ და სწო­რედ იმ დღეს ხდე­ბა სა­ბო­ლო­ოდ გა­და­კე­თე­ბა, რის­თვი­საც მთე­ლი ერთი დღე გვაქვს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ ამ ეტაპ­ზე მხო­ლოდ ერთი მკე­რა­ვი მუ­შა­ობს.

- "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" კონ­კურ­სან­ტებ­ზე რას გვე­ტყვით... თქვე­ნი ფა­ვო­რი­ტი ვინ არის?

- ფა­ვო­რი­ტის და­სა­ხე­ლე­ბა არა­კო­რექ­ტუ­ლი იქ­ნე­ბა. ზო­გა­დად მი­მაჩ­ნია, რომ ძა­ლი­ან ძლი­ე­რი კონ­კურ­სან­ტე­ბი არი­ან. წარ­მა­ტე­ბე­ბი ყვე­ლას და ვინც კი წავა, „ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე“, ყვე­ლა წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა...

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გაგი
0

უსაქმურების პარადი

გამვლელი
0

მეგაშოუ :)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ყველას უხდება ის, რასაც ვურჩევ" - ვინ აცმევს "საქართველოს ვარსკვლავის" კონკურსანტებს

"ყველას უხდება ის, რასაც ვურჩევ" - ვინ აცმევს "საქართველოს ვარსკვლავის" კონკურსანტებს

მეგაშოუ "საქართველოს ვარსკვლავის" ეთერში გასვლაზე უამრავი ადამიანი მუშაობს. ყველას თავის ფუნქცია და საქმე აქვს. კონკურსანტების ჩაცმულობაზე დიზაინერი გიორგი ნადირაძე ზრუნავს. მას მეგაპროექტებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს და ეს საქმე მისთვის გარკვეული აზარტიცაა.

ამბობს, რომ მონაწილეების კოსტიუმებზე სამუშაოდ სულ 3-4 დღე აქვს. დიზაინერი AMBEBI.GE-ს შოუზე, კონკურსანტებსა და თავის საქმეზე ესაუბრა, რომელსაც პროექტში უდიდესი როლი აქვს:

"ეს შოუ თავისთავად უნიკალურია იმ კუთხით, რომ საქართველოში ერთადერთი საერთაშორისო პროექტია, რომელიც „ნოვა პროდაქშენის“ და „პირველი არხის“ მიერ კეთდება... ჩემი მოვალეობაა, შოუ ვიზუალურად მიმზიდველი გავხადო - მათთვის შესაბამისი და შესაფერისი სამოსი შევქმნა".

- კოსტიუმებზე მუშაობისას თქვენთვის ამოსავალი რა არის?

- ამოსავალი, პირველ რიგში სიმღერაა - ყოველთვის სიმღერიდან ამოვდივარ. შემდეგ კონკურსანტზე იმ იდეის მორგება, რომელიც სამუშაოს შესრულების მიზეზს მაძლევს - ინსპირაცია უპირველესად სიმღერაა.

თითოეულის მუსიკალური ნომერი, ვინ რას შეასრულებს, რამდენიმე დღით ადრე ვიცი ხოლმე და კოსტიუმებს 3-4 დღეში ვქმნი.

- კრიტიკულად განწყობილი ინტერნეტმომხმარებელი კომენტარებში წერს ამა თუ იმ კონკურსანტის სამოსზე. ცოტა ხნის წინ ბარბარა სამხარაძის სასცენო კოსტიუმი არ მოეწონათ - "საღამურით იყო სცენაზე და ვინ ქმნის მისთვის ამ ტანსაცმელსო". რას ეტყოდით ასეთ ადამიანებს?

- ვეტყოდი, რომ ცოტა უფრო თავისუფლები იყვნენ შეხედულებებში და თავს ნუ შეიბოჭავენ...

მიმაჩნია, რომ ყველას უხდება ის, რასაც ვურჩევ. ყანჩელის ტურზე რაც ეცვა, სიმღერას და ბარბარასაც მშვენივრად მოუხდა.

- რაიმე გამორჩეული ფერი ხომ არ გაქვთ, რომელსაც მუდმივად ყველა ნამუშევარში იყენებთ?

- არა, ასეთი დამოკიდებულება არ მაქვს. ყველა ფერი მიყვარს და მით უფრო, ბავშვების შემთხვევაში, ამ ყველაფერს სიმღერიდან გამომდინარე ვირჩევ.

- ყანჩელის მუსიკამ კოსტუმების შესაქმნელად რა შთაგონება მოგცათ?

- ინსპირაციულად საინტერესო სამუშაოა, მოგეხსენებათ, ის იყო კომპოზიტორი, რომელიც ქმნიდა დრამატურგიულ მუსიკას - მუსიკას კინოსა და თეატრისთვის. მის თითოეულ ნამუშევარში, თუნდაც სპექტაკლებიდან გამომდინარე, არის დრამატურგია. ასე რომ, ძალიან საინტერესოა, იმიტომ, რომ მე თეატრის მხატვარიც ვარ.

ამდენად, ყანჩელის მუსიკაზე მუშაობა ჩემთვის უფრო მარტივია, ვიდრე სხვა თემაზე.

გაცილებით რთულია, როდესაც საქმე თანამედროვე ესტრადას ეხება, ხალხმა იცის ორიგინალურ ვერსიაში რა აცვია შემსრულებელს და იმის გადახვევა ცოტა ჭირს ხოლმე.

- მუშაობისას კონკურსანტების პრეტენზიებს არ ითვალისწინებთ?

- ჩემი მიზანია, რომ ადამიანი იყოს ლამაზი და ამიტომ, ეს პრეტენზიები არ მიიღება - არ ვითვალისწინებ.

- ცაიტნოტის გამო რაიმე რთული სიტუაცია ხომ არ შეგქმნიათ, მაგალითად, ვინმეს სამოსი ვერ მოესწრო.

- ასეთი არასდროს მომხდარა. თუმცა ყოფილა, რომ დილით, ლაივის დღეს მომიტანია, არ მორგებია და შემდეგ მისი გადაკეთება, ან ახლის შეთხზვა დამჭირვებია. ისინი კოსტიუმებს ხომ კონცერტის დღეს ირგებენ და სწორედ იმ დღეს ხდება საბოლოოდ გადაკეთება, რისთვისაც მთელი ერთი დღე გვაქვს. წარმოიდგინეთ, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი მკერავი მუშაობს.

- "საქართველოს ვარსკვლავის" კონკურსანტებზე რას გვეტყვით... თქვენი ფავორიტი ვინ არის?

- ფავორიტის დასახელება არაკორექტული იქნება. ზოგადად მიმაჩნია, რომ ძალიან ძლიერი კონკურსანტები არიან. წარმატებები ყველას და ვინც კი წავა, „ევროვიზიაზე“, ყველა წარმატებული იქნება...

"ბევრი ვიწვალე, მაგრამ ჟიურიმ მაინც მე გამიშვა..." - მარტა ბარამიძის პირველი კომენტარი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ

"...ეს საკმაოდ რთულია, ერთეულებს გამოსდით" - როგორ აფასებს ნიკოლოზ რაჭველი "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტებს

"მაყურებელი შოკში ჩავარდება!" - რას გვპირდებიან "მასტერშეფის" ნახევარფინალში კონკურსანტები?

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"