ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ აქციაზე მისი მეუღლე, თამილა ლაფანაშვილი თბილისის საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის განცხადებებს და ფეისბუქ-მომხმარებლების კომენტარებს გამოეხმაურა.
როგორც ლაფანაშვილმა აღნიშნა, რეალური ადამიანები პასუხს აგებენ სასამართლოს წინაშე, ხოლო ბოტები „ისედაც განადგურდებიან“.
"მსგავს პროვოკაციებზე ჩვენ არანაირი პასუხი არ გვაქვს. ჩვენ არ ავყვებით ამ დეზინფორმაციას და გვაქვს საქმე გასაკეთებელი, ჩვენი საქმეა ვაჟას მშვიდობიანად და ჯანმრთელად დაბრუნება სახლში. რომ ჩამოვა ვაჟა, თუ რეალური ადამიანები არიან, პასუხს აგებენ სასამართლოს წინაშე და თუ ბოტები არიან, ისედაც განადგურდებიან,“ - განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.
ცნობისთვის, ერეკლე კუხიანიძემ გუშინ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა და მათ "იდიოტები“უწოდა.
დეპუტატმა სოციალურ ქსელში კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც დაწერა: „მთელი დღეა ვაკვირდები უბადრუკ და ზღვარსგადასულ სიბინძურეს, რაც წამოვიდა ჩემი მისამართით. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რა ღრმა ფსიქიკური აშლილობა სჭირს ჩვენი მოსახლეობის ნაწილს”.
ქალბატონო თამილა თქვენ ნამდვილი ქართველი შეუპოვარი ქალი ხართ. ვამაყობ თქვენით. საქართველო გმირების ქვეყანაა. ყველა გმირები ვართ ჩვენი შეუპოვრობით ,. .გისურვებ მშვიდობით მეუღლის დაბრუნებას.
ეს დეპუტატი კიარ უნდა იყოს უნდა იქნას სასწრაფოდ დაჭერილი და გასამართლებული ეს მართლა აგენტი