სამართალი
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ათეულში რომ შემარჩიეს, ვერ ვიჯერებდი..." - იურისტი გოგონა, რომელმაც "მხოლოდ ქართულის" ჟიური პირველივე ნახვაზე მოხიბლა
"ათეულში რომ შემარჩიეს, ვერ ვიჯერებდი..." - იურისტი გოგონა, რომელმაც "მხოლოდ ქართულის" ჟიური პირველივე ნახვაზე მოხიბლა

"მხო­ლოდ ქარ­თულ­ში" ნი­ჭი­ე­რი კონ­კურ­სან­ტე­ბის რი­ცხვი არ ილე­ვა. რო­გორც იცით, უკვე შე­იკ­რი­ბა სა­უ­კე­თე­სო ათე­უ­ლი, რო­მე­ლიც 16 დე­კემ­ბრი­დან მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე ლა­ივ­კონ­ცერ­ტე­ბით წარ­სდგე­ბა. მა­რი­ამ მა­ხა­თა­ძე ჟი­უ­რის მიერ ერ­თხმად მო­წო­ნე­ბუ­ლი კონ­კურ­სან­ტია, მან სამი "კი" და­იმ­სა­ხუ­რა.

მა­რი­ა­მი სა­მარ­თალმცოდ­ნეა, მოქ­მე­დი იუ­რის­ტი, თუმ­ცა ჯერ კი­დევ სწავ­ლობს, მა­გის­ტრა­ტუ­რა­სა და დოქ­ტო­რან­ტუ­რა­ში, რად­გან სა­მო­მავ­ლოდ ლექ­ტო­რო­ბა­საც აპი­რებს. სა­ნამ მის მუ­სი­კა­ლურ მო­ნა­ცე­მებ­ზე ვი­სა­უბ­რებ­დეთ, გე­ტყვით, რომ კა­ლიგ­რა­ფი­ი­თა­ცაა გა­ტა­ცე­ბუ­ლი და საკ­მა­ოდ კარ­გად წერს.

"დედა პრო­ფე­სი­ით მხატ­ვა­რია და ეტყო­ბა, მის­გან გა­მომ­ყვა ეს მო­ნა­ცე­მე­ბი, თუმ­ცა ხატ­ვა არ გან­მი­ვი­თა­რე­ბია, გად­მო­ხატ­ვა კი კარ­გად გა­მომ­დის... კა­ლიგ­რა­ფი­ა­ში ნე­ბის­მი­ერ ენა­ზე შე­მიძ­ლია ძა­ლი­ან ლა­მა­ზად მუ­შა­ო­ბა. სკო­ლა­ში კა­ლიგ­რა­ფი­ის კონ­კურ­სში გა­ვი­მარ­ჯვე და სი­გე­ლით და­მა­ჯილ­დო­ვეს" - გვე­უბ­ნე­ბა მა­რი­ა­მი, რო­მე­ლიც არ გა­მო­რი­ცხავს, რომ მო­მა­ვალ­ში სა­კუ­თა­რი ხელ­ნა­წე­რი წიგ­ნიც კი გა­მოს­ცეს, მაგ­რამ ეს მო­მა­ვალ­ში, ახლა სხვა სა­ფიქ­რა­ლი აქვს.

- იუ­რის­ტი ხარ, თუმ­ცა ახლა თა­ვის წარ­მო­ჩე­ნას მუ­სი­კით აპი­რებ... რა­ტომ?

- ბავ­შვო­ბი­დან ვმღე­რი, რო­გორც კი ლა­პა­რა­კი და­ვი­წყე, და­ვი­წყე სიმ­ღე­რაც... მუ­სი­კა­ლურ ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დე - დედა, მამა, ბე­ბია, ბა­ბუა - ყვე­ლა მუ­სი­კო­სი მყავს. აფხა­ზე­თის ეროვ­ნუ­ლი კა­პე­ლა ბა­ტონ გუ­რამ ყუ­რაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის არის, რო­მე­ლიც ჩემი ბა­ბუაა. ასე რომ, მუ­სი­კა გე­ნებ­ში მომ­დევს და ეტყო­ბა, ამი­ტო­მა­ცაა, რომ სხვა­ნა­ი­რად მიყ­ვარს. ასე რომ, მუ­სი­კა, ხე­ლოვ­ნე­ბა, თუ შე­იძ­ლე­ბა ასე ით­ქვას, ჩვე­ნი ოჯა­ხის რე­ლიკ­ვი­ა­სა­ვი­თაა... გარ­და სიმ­ღე­რი­სა, გი­ტა­რა­ზე ვუკ­რავ, ვუკ­რავ ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზეც, შვიდ­წლე­დი და­ვამ­თავ­რე და კი­დევ, ჯაზი მიყ­ვარს. ახლა გეგ­მა­ში მაქვს, საყ­ვირ­სა და საქ­სო­ფონ­ზე და­ვუკ­რა, ეს ოც­ნე­ბაა, კარ­გად მინ­და, რომ ავით­ვი­სო და ვის­წავ­ლო ამ საკ­რა­ვებ­ზე დაკ­ვრა.

- თურ­მე შენს საყ­ვა­რელ გა­ტა­ცე­ბებ­ში კი­თხვა და მოგ­ზა­უ­რო­ბა­ცაა...

- კი­თხვა ძა­ლი­ან მიყ­ვარს, თან, ჩემი პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­წევს კი­დეც. ვკი­თხუ­ლობ ნე­ბის­მი­ე­რი ჟან­რის ლი­ტე­რა­ტუ­რას. კი­თხვა გან­სა­კუთ­რე­ბით მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს მსი­ა­მოვ­ნებს.

- კონ­კურ­სში რა­ტომ მოხ­ვე­დი და ამ პრო­ექ­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით რის თქმას აპი­რებ?

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა. ვთვლი, რომ "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი" ერთ-ერთი კარ­გი პრო­ექ­ტია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რაც მაძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ჩემი ნი­ჭის დე­მონ­სტრა­ცია მო­ვახ­დი­ნო. აქა­უ­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი პე­და­გო­გე­ბის დახ­მა­რე­ბით კი მუ­სი­კა­ში გზა სწო­რად გა­ვიკ­ვლიო. "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი" ჩემ­თვის ბევ­რის მომ­ტა­ნია... შე­საძ­ლე­ბე­ლია, ჩემი ეს ჰობი, რაც მაქვს, მუ­სი­კის სა­ხით, შემ­დგომ პრო­ფე­სი­ულ ხა­ზა­დაც ვაქ­ციო, რა­საც ჩემი ძი­რი­თა­დი პრო­ფე­სია ხელს სუ­ლაც არ შე­უშ­ლის. მოკ­ლედ, დიდი მო­ლო­დი­ნი მაქვს.

- შე­სარ­ჩევ ტურ­ზე სამი "კი" და­იმ­სა­ხუ­რე, მა­რი­ნა ბე­რი­ძის მკაცრ შე­ფა­სე­ბებს მარ­ტი­ვად და­უძ­ვე­რი...

- კი, მო­ვე­წო­ნე ჟი­უ­რის. ათე­ულ­ში რომ შე­მარ­ჩი­ეს, ვერც ვი­ჯე­რებ­დი, სა­ო­ცა­რი ემო­ცი­ე­ბი გან­ვი­ცა­დე... ისე, ჟი­უ­რი­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­გორ და­ვამ­ყა­რებ­დით ერ­თმა­ნეთ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ას. თა­ვი­დან­ვე გა­მი­ღი­მეს და და­ძა­ბუ­ლო­ბა გა­მიქ­რა. ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნა ჩემს მი­მართ ძა­ლი­ან კარ­გად გა­ნე­წყო და შემ­დგომ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბაც რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლად ჩა­მო­ყა­ლიბ­და, რაც ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. ამან გარ­კვე­უ­ლი ძალა მომ­ცა.

ახლა სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო ტური გვაქვს, ბა­ტო­ნი გია ყან­ჩე­ლის სიმ­ღე­რე­ბი უნდა ვიმ­ღე­როთ. არ მინ­და, ჟი­უ­რის წევ­რებს მო­ლო­დი­ნი გა­ვუმტყუ­ნო. შო­რი­დან მომ­წონ­და შოუ და რო­დე­საც მის კუ­ლი­სებ­საც გა­ვე­ცა­ნი, იმა­ზე კარ­გი აღ­მოჩ­ნდა, ვიდ­რე შო­რი­დან ჩან­და - ბევ­რად კარ­გი სი­ტუ­ა­ცია დამ­ხვდა. მე­ტად დახ­ვე­წი­ლა და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლა...

ძა­ლი­ან შეკ­რუ­ლი გუნ­დი ვართ, ვმუ­შა­ობთ და მინ­და, ამ პრო­ექ­ტის მეშ­ვე­ო­ბით გა­მო­ვავ­ლი­ნო ის, რისი ძა­ლაც მუ­სი­კა­ლუ­რი კუ­თხით მაქვს. თუ და­ვიმ­სა­ხუ­რებ მა­ყუ­რებ­ლის მო­წო­ნე­ბას და დავ­რჩე­ბი პრო­ექ­ტში, რა თქმა უნდა, კარ­გია. რაც დიდ­ხანს დავ­რჩე­ბი, უკე­თე­სი. ამის სურ­ვი­ლი მაქვს, თუმ­ცა რად­გან ათე­ულ­ში მოვხდი, ესეც გა­მარ­ჯვე­ბად მი­მაჩ­ნია.

ავტორი:

"ათეულში რომ შემარჩიეს, ვერ ვიჯერებდი..." - იურისტი გოგონა, რომელმაც "მხოლოდ ქართულის" ჟიური პირველივე ნახვაზე მოხიბლა

"ათეულში რომ შემარჩიეს, ვერ ვიჯერებდი..." - იურისტი გოგონა, რომელმაც "მხოლოდ ქართულის" ჟიური პირველივე ნახვაზე მოხიბლა

"მხოლოდ ქართულში" ნიჭიერი კონკურსანტების რიცხვი არ ილევა. როგორც იცით, უკვე შეიკრიბა საუკეთესო ათეული, რომელიც 16 დეკემბრიდან მაყურებლის წინაშე ლაივკონცერტებით წარსდგება. მარიამ მახათაძე ჟიურის მიერ ერთხმად მოწონებული კონკურსანტია, მან სამი "კი" დაიმსახურა.

მარიამი სამართალმცოდნეა, მოქმედი იურისტი, თუმცა ჯერ კიდევ სწავლობს, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში, რადგან სამომავლოდ ლექტორობასაც აპირებს. სანამ მის მუსიკალურ მონაცემებზე ვისაუბრებდეთ, გეტყვით, რომ კალიგრაფიითაცაა გატაცებული და საკმაოდ კარგად წერს.

"დედა პროფესიით მხატვარია და ეტყობა, მისგან გამომყვა ეს მონაცემები, თუმცა ხატვა არ განმივითარებია, გადმოხატვა კი კარგად გამომდის... კალიგრაფიაში ნებისმიერ ენაზე შემიძლია ძალიან ლამაზად მუშაობა. სკოლაში კალიგრაფიის კონკურსში გავიმარჯვე და სიგელით დამაჯილდოვეს" - გვეუბნება მარიამი, რომელიც არ გამორიცხავს, რომ მომავალში საკუთარი ხელნაწერი წიგნიც კი გამოსცეს, მაგრამ ეს მომავალში, ახლა სხვა საფიქრალი აქვს.

- იურისტი ხარ, თუმცა ახლა თავის წარმოჩენას მუსიკით აპირებ... რატომ?

- ბავშვობიდან ვმღერი, როგორც კი ლაპარაკი დავიწყე, დავიწყე სიმღერაც... მუსიკალურ ოჯახში გავიზარდე - დედა, მამა, ბებია, ბაბუა - ყველა მუსიკოსი მყავს. აფხაზეთის ეროვნული კაპელა ბატონ გურამ ყურაშვილის სახელობის არის, რომელიც ჩემი ბაბუაა. ასე რომ, მუსიკა გენებში მომდევს და ეტყობა, ამიტომაცაა, რომ სხვანაირად მიყვარს. ასე რომ, მუსიკა, ხელოვნება, თუ შეიძლება ასე ითქვას, ჩვენი ოჯახის რელიკვიასავითაა... გარდა სიმღერისა, გიტარაზე ვუკრავ, ვუკრავ ფორტეპიანოზეც, შვიდწლედი დავამთავრე და კიდევ, ჯაზი მიყვარს. ახლა გეგმაში მაქვს, საყვირსა და საქსოფონზე დავუკრა, ეს ოცნებაა, კარგად მინდა, რომ ავითვისო და ვისწავლო ამ საკრავებზე დაკვრა.

- თურმე შენს საყვარელ გატაცებებში კითხვა და მოგზაურობაცაა...

- კითხვა ძალიან მიყვარს, თან, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მიწევს კიდეც. ვკითხულობ ნებისმიერი ჟანრის ლიტერატურას. კითხვა განსაკუთრებით მოგზაურობის დროს მსიამოვნებს.

- კონკურსში რატომ მოხვედი და ამ პროექტის საშუალებით რის თქმას აპირებ?

- ძალიან მიყვარს ქართული სიმღერა. ვთვლი, რომ "მხოლოდ ქართული" ერთ-ერთი კარგი პროექტია საქართველოში, რაც მაძლევს შესაძლებლობას, ჩემი ნიჭის დემონსტრაცია მოვახდინო. აქაური პროფესიონალი პედაგოგების დახმარებით კი მუსიკაში გზა სწორად გავიკვლიო. "მხოლოდ ქართული" ჩემთვის ბევრის მომტანია... შესაძლებელია, ჩემი ეს ჰობი, რაც მაქვს, მუსიკის სახით, შემდგომ პროფესიულ ხაზადაც ვაქციო, რასაც ჩემი ძირითადი პროფესია ხელს სულაც არ შეუშლის. მოკლედ, დიდი მოლოდინი მაქვს.

- შესარჩევ ტურზე სამი "კი" დაიმსახურე, მარინა ბერიძის მკაცრ შეფასებებს მარტივად დაუძვერი...

- კი, მოვეწონე ჟიურის. ათეულში რომ შემარჩიეს, ვერც ვიჯერებდი, საოცარი ემოციები განვიცადე... ისე, ჟიურიზე იყო დამოკიდებული, როგორ დავამყარებდით ერთმანეთთან კომუნიკაციას. თავიდანვე გამიღიმეს და დაძაბულობა გამიქრა. ქალბატონი მარინა ჩემს მიმართ ძალიან კარგად განეწყო და შემდგომ ჩვენი ურთიერთობაც რეპეტიციებზე ძალიან მეგობრულად ჩამოყალიბდა, რაც ძალიან გამიხარდა. ამან გარკვეული ძალა მომცა.

ახლა საპასუხისმგებლო ტური გვაქვს, ბატონი გია ყანჩელის სიმღერები უნდა ვიმღეროთ. არ მინდა, ჟიურის წევრებს მოლოდინი გავუმტყუნო. შორიდან მომწონდა შოუ და როდესაც მის კულისებსაც გავეცანი, იმაზე კარგი აღმოჩნდა, ვიდრე შორიდან ჩანდა - ბევრად კარგი სიტუაცია დამხვდა. მეტად დახვეწილა და განვითარებულა...

ძალიან შეკრული გუნდი ვართ, ვმუშაობთ და მინდა, ამ პროექტის მეშვეობით გამოვავლინო ის, რისი ძალაც მუსიკალური კუთხით მაქვს. თუ დავიმსახურებ მაყურებლის მოწონებას და დავრჩები პროექტში, რა თქმა უნდა, კარგია. რაც დიდხანს დავრჩები, უკეთესი. ამის სურვილი მაქვს, თუმცა რადგან ათეულში მოვხდი, ესეც გამარჯვებად მიმაჩნია.

საბურთალოზე სითი მოლში მაკდონალდსის რესტორანი და მაკკაფე გაიხსნა

"ქართული ოცნების" ღონისძიების გამო თბილისის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

"მარიამს უხარია, როცა არაფერს აკეთებს და ისვენებს..." - ნუცა სურგულაძე მის "შურისძიებასა" და "მასტერშეფის" ახალ ეპიზოდზე