პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიტყვები ცოტაა კოტეს "ასახსნელად" - ანი ჩირაძის და კონსტანტინე თედელურის სიყვარულის ისტორია
"სიტყვები ცოტაა კოტეს "ასახსნელად" - ანი ჩირაძის და კონსტანტინე თედელურის სიყვარულის ისტორია

ჟურ­ნალ OK!-ის დე­კემ­ბრის თვის გა­მო­ცე­მის მთა­ვა­რი გმი­რე­ბი თბი­ლი­სის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო ვარ­სკვლა­ვუ­რი წყვი­ლი - მსა­ხი­ო­ბი ანი ჩი­რა­ძე და შეფმ­ზა­რე­ულ კონ­სტან­ტი­ნე თე­დე­ლუ­რი არი­ან.

რას ნიშ­ნავს მათ­თვის სიყ­ვა­რუ­ლი, რა მი­აჩ­ნი­ათ ჰარ­მო­ნი­უ­ლი ცხოვ­რე­ბის მთა­ვარ ატ­რი­ბუ­ტად და რას ამ­ზა­დებს შეფი კონ­სტან­ტი­ნე თე­დე­ლუ­რი ყო­ველ ახალ წელს - ამის შე­სა­ხებ OK!-ის სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ტერ­ვი­უ­ში წა­ი­კი­თხავთ. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- კოტე, სად და რო­გორ გა­ი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი?

(კოტე): ერთ სახ­ლში, ერთ სა­ღა­მოს.

- რო­დის გაჩ­ნდა პირ­ვე­ლი „ქი­მია“ და რო­გორ გან­ვი­თარ­და თქვე­ნი ის­ტო­რია?

(კოტე): პირ­ვე­ლი „ქი­მია“? ალ­ბათ, როცა შე­იგ­ნეს, რო­გორც მეც­ნი­ე­რე­ბა. ის­ტო­რია დღე­საც ვი­თარ­დე­ბა.

(ანი): „ქი­მია“, რო­გორც მეც­ნი­ე­რე­ბა? ჩვე­ნი წელ­თაღ­რი­ცხვით მე-3 მე-4 სა­უ­კუ­ნე­ებ­ში გაჩ­ნდა ალ­ქი­მია, რომ­ლის მი­ზა­ნი იყო სხვა­დას­ხვა ლი­თო­ნის გა­დაქ­ცე­ვა კე­თილ­შო­ბილ ლი­თო­ნე­ბად, „ის­ტო­რია“ კი მუ­დამ გან­ვი­თარ­დე­ბა.

- და­ა­ხა­სი­ა­თეთ ერ­თმა­ნე­თი.

(ანი): კოტე კარ­გი ბი­ჭია.

(კოტე): თბი­ლია, ერ­თია.

- ახ­სე­ნით, რა არის სიყ­ვა­რუ­ლი?

(კოტე): სუნ­თქვა, სი­ახ­ლო­ვე, ემო­ცია, სიჩ­ქა­რე, სის­ვე­ლე, სი­ცხე.

(ანი): ეს რომ ავ­ხსნა, მა­შინ მო­მე­ცით ჯილ­დო სამ­ყა­როს­გან.

- ანი, რო­მე­ლი სი­ტყვაა „კოტე“?

- სი­ტყვა არა, სი­ტყვე­ბი ცო­ტაა კო­ტეს „ასახ­სნე­ლად“.

კოტე, თქვენ­თვის რო­მე­ლი სი­ტყვაა „ანი“?

ჩემი...

- რო­გორ ფიქ­რობთ, რა­შია ადა­მი­ა­ნე­ბის ჰარ­მო­ნი­უ­ლი ცხოვ­რე­ბის გა­სა­ღე­ბი? რა ქმნის ჰარ­მო­ნი­ას?

(ანი): „ჰარ­მო­ნი­ის გა­სა­ღე­ბი“ არ არ­სე­ბობს. ალ­ბათ, არის უბ­რა­ლოდ გა­მარ­თლე­ბა და ბედ­ნი­ე­რე­ბა, როცა შენს ცხოვ­რე­ბა­ში გაჩ­ნდე­ბა ადა­მი­ა­ნი აბ­სო­ლუ­ტუ­რად იდენ­ტუ­რი გე­მოვ­ნე­ბით, ფიქ­რით, სურ­ვი­ლე­ბით და ხა­რის­ხით. ბედ­ნი­ე­რი ვარ მე.

(კოტე): უპირ­ვე­ლე­სად, ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მა, შემ­დეგ მოყ­ვე­ბა რიგი აზ­რი­სა, თუ რო­გორ უნდა ისა­უბ­როთ ერ­თად, გა­ნი­ხი­ლოთ ერ­თმა­ნე­თი და მიხ­ვი­დეთ კონ­სენ­სუ­სამ­დე წა­ი­კი­თხეთ ვრცლად და და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ექ­სკლუ­ზი­უ­რი ფო­ტო­ე­ბი

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nia
1

ra lamazi wyviliaaa

თათო
1

უძალიანესად კარგებიიი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"სიტყვები ცოტაა კოტეს "ასახსნელად" - ანი ჩირაძის და კონსტანტინე თედელურის სიყვარულის ისტორია

"სიტყვები ცოტაა კოტეს "ასახსნელად" - ანი ჩირაძის და კონსტანტინე თედელურის სიყვარულის ისტორია

ჟურნალ OK!-ის დეკემბრის თვის გამოცემის მთავარი გმირები თბილისის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საინტერესო ვარსკვლავური წყვილი - მსახიობი ანი ჩირაძე და შეფმზარეულ კონსტანტინე თედელური არიან.

რას ნიშნავს მათთვის სიყვარული, რა მიაჩნიათ ჰარმონიული ცხოვრების მთავარ ატრიბუტად და რას ამზადებს შეფი კონსტანტინე თედელური ყოველ ახალ წელს - ამის შესახებ OK!-ის საინტერესო ინტერვიუში წაიკითხავთ. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- კოტე, სად და როგორ გაიცანით ერთმანეთი?

(კოტე): ერთ სახლში, ერთ საღამოს.

- როდის გაჩნდა პირველი „ქიმია“ და როგორ განვითარდა თქვენი ისტორია?

(კოტე): პირველი „ქიმია“? ალბათ, როცა შეიგნეს, როგორც მეცნიერება. ისტორია დღესაც ვითარდება.

(ანი): „ქიმია“, როგორც მეცნიერება? ჩვენი წელთაღრიცხვით მე-3 მე-4 საუკუნეებში გაჩნდა ალქიმია, რომლის მიზანი იყო სხვადასხვა ლითონის გადაქცევა კეთილშობილ ლითონებად, „ისტორია“ კი მუდამ განვითარდება.

- დაახასიათეთ ერთმანეთი.

(ანი): კოტე კარგი ბიჭია.

(კოტე): თბილია, ერთია.

- ახსენით, რა არის სიყვარული?

(კოტე): სუნთქვა, სიახლოვე, ემოცია, სიჩქარე, სისველე, სიცხე.

(ანი): ეს რომ ავხსნა, მაშინ მომეცით ჯილდო სამყაროსგან.

- ანი, რომელი სიტყვაა „კოტე“?

- სიტყვა არა, სიტყვები ცოტაა კოტეს „ასახსნელად“.

კოტე, თქვენთვის რომელი სიტყვაა „ანი“?

ჩემი...

- როგორ ფიქრობთ, რაშია ადამიანების ჰარმონიული ცხოვრების გასაღები? რა ქმნის ჰარმონიას?

(ანი): „ჰარმონიის გასაღები“ არ არსებობს. ალბათ, არის უბრალოდ გამართლება და ბედნიერება, როცა შენს ცხოვრებაში გაჩნდება ადამიანი აბსოლუტურად იდენტური გემოვნებით, ფიქრით, სურვილებით და ხარისხით. ბედნიერი ვარ მე.

(კოტე): უპირველესად, ურთიერთპატივისცემა, შემდეგ მოყვება რიგი აზრისა, თუ როგორ უნდა ისაუბროთ ერთად, განიხილოთ ერთმანეთი და მიხვიდეთ კონსენსუსამდე წაიკითხეთ ვრცლად და დაათვალიერეთ ექსკლუზიური ფოტოები

ოთხი სხვადასხვა ხასიათი "საქართველოს ვარსკვლავში" - ქალები, რომლებიც მეგაშოუს მართავენ

დიკაპრიოს შეყვარებულს, მსახიობთან 23-წლიანი ასაკობრივი სხვაობის გამო კიცხავენ -  რას პასუხობს კამილა მორონე კრიტიკოსებს

ბიჭი, ვისაც ნატო გელაშვილმა სიმღერა მიუძღვნა - გაიცანით კომპოზიტორის ვაჟი, რომელიც "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტია