მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, იური ლუჟკოვი ევროპაში გარდაიცვალა. ჯერჯერობით სხვა დეტალები ცნობილი არაა.
იური ლუჟკოვი მოსკოვის მერის თანამდებობაზე რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა 1992 წელს დანიშნა. ამის შემდეგ ის დედაქალაქის მერის თანამდებობაზე სამჯერ 1996, 1999 და 2003 წლებში აირჩიეს.
ლუჟკოვი თანამდებობიდან 2010 წელს, 18-წლიანი მერობის შემდეგ წავიდა.
რაც შეეხება მის მეუღლეს - ელენა ბატურინა რუსეთის 200 ყველაზე მდიდარ ქალ ბიზნესმენს შორისაა დასახელებული. 54 წლის ბატურინა, რომლის ქონებაც 1 მილიარდი დოლარითაა შეფასებული, კომპანია Inteco Management-ს ხელმძღვანელობს.
მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოს 2017 წელს მეუღლესთან ერთად სტუმრობდა. როგორც ცნობილია, ლუჟკოვმა, მისმა მეუღლემ და მათმა თანმხლებმა პირებმა, სოფელ ქანდაში 13 ასურელი მამის მონასტერი მოინახულეს.
ამ ვიზიტის ამსახველ ფოტოებს ფეისბუქის პირად გვერდზე მონასტრის წინამძღვარი მამა სერაფიმეც ავრცელებდა.
რუსი სტუმრები საგანგებოდ მამა სერაფიმეს გალობის მოსასმენად ჩავიდნენ მონასტერში, რომელიც არამეულ ენაზე გალობს. აღნიშნული ვიზიტის შემდეგ, სასულიერო პირს განმარტებების გაკეთებაც მოუხდა წაიკითხეთ: რას წერს მამა სერაფიმე ქანდის მონასტერში იური ლუჟკოვის ვიზიტზე