პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე, შენ გაცილებდე სამარის კარამდე?!" - რას წერს ლანა ღოღობერიძე ზაზა ურუშაძის გარდაცვალების შესახებ
"მე, შენ გაცილებდე სამარის კარამდე?!" - რას წერს ლანა ღოღობერიძე ზაზა ურუშაძის გარდაცვალების შესახებ

რე­ჟი­სო­რი ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძე კო­ლე­გი­სა და მე­გობ­რის, ზაზა ურუ­შა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ წერს. ღო­ღო­ბე­რი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პოს­ტში იხ­სე­ნებს 15 წლის ბიჭს, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად ნახა თე­ატ­რა­ლურ­ში მი­სა­ღებ გა­მოც­და­ზე და რო­მე­ლიც მისი კო­ლე­გა და უმ­ცრო­სი მე­გო­ბა­რი გახ­და.

"ჩემი ზაზა! ჩემი უმ­ცრო­სი მე­გო­ბა­რი! ჩემ­თვის მუ­დამ პა­ტა­რა ბიჭი! რა სი­ტყვე­ბით გა­მოვ­თქვა ჩემი გუ­ლის­ტკი­ვი­ლი, არ ვიცი. მე.... შენ... გა­ცი­ლებ­დე სა­მა­რის კა­რამ­დე?! მე შენ!

შენ ჩემ­თვის ბო­ლომ­დე ის პა­ტა­რა ბიჭი იყა­ვი, პირ­ვე­ლად რომ გნა­ხე სა­რე­ჟი­სო­რო სა­ხე­ლოს­ნოს მი­სა­ღებ გა­მოც­დებ­ზე. ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა. 15 თუ 16 წლის ხუ­ჭუ­ჭა ბიჭი (დღეს არც კი ვიცი, მარ­თლა ხუ­ჭუ­ჭა იყა­ვი თუ არა, მაგ­რამ მე ასე­თი და­მა­მახ­სოვ­რდი). თვა­ლე­ბი რა­ღაც­ნა­ი­რი, მძლავ­რი ენერ­გი­ით გი­ე­ლავ­და.

ლადო ასა­თი­ა­ნის ლექ­სი წა­ი­კი­თხე: “რად­გან სი­ცო­ცხლე ასე ნა­ვარ­დობს, სიკ­ვდი­ლის ყვე­ლა კარი ჩა­რა­ზეთ”… ახ­ლაც თვალ­წინ მიდ­გას, რო­გო­რი გზნე­ბით ამ­ბობ­დი ამ სი­ტყვებს: სიკ­ვდი­ლის ყვე­ლა კარი ჩა­რა­ზეთ! (თუმ­ცა მა­შინ, ალ­ბათ, ამ სი­ტყვის არ­სიც არ გეს­მო­და). რა­ღაც ძა­ლი­ან ნაღ­დი და­ვი­ნა­ხე მა­შინ ამ ბი­ჭ­ში და თუმ­ცა ბავ­შვუ­რი ასა­კი არ უწყობ­და ხელს, უყოყ­მა­ნოდ ამო­ვარ­ჩიე რე­ჟი­სო­რო­ბის მრა­ვალ­რი­ცხო­ვან მსურ­ველ­თა შო­რის. ამას მერე ხში­რად იხ­სე­ნებ­და და უკ­ვირ­და - რო­გორ ამიყ­ვა­ნეთ ჯგუფ­ში 16 წლის ბი­ჭიო.

მერე, წლე­ბის მან­ძილ­ზე, ზაზა ჩემ­თვის ნამ­დვი­ლი ახ­ლო­ბე­ლი გახ­და. მარ­თლა ახ­ლო­ბე­ლი. მე­გო­ბა­რი. ხში­რად მი­რე­კავ­და, მო­დი­ო­და. ბევ­რს ვსა­უბ­რობ­დით. ყვე­ლა თა­ვის ჩა­ნა­ფიქრზე მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და. ყვე­ლა სცე­ნარს მა­კი­თხებ­და. მის კა­ბი­ნეტ­ში, კომ­პი­უ­ტერ­ში, ბოლო ფილ­მის მა­სა­ლაც მაჩ­ვე­ნა და მეც ვუ­ზი­ა­რებ­დი ჩემ ჩა­ნა­ფიქ­რებს, ფილ­მის გა­და­ღე­ბულ მა­სა­ლა­საც კი ვაჩ­ვე­ნებ­დი. ეს ბოლო ფილ­მიც ნახა, ერთ-ერთი მონ­ტა­ჟის ეტაპ­ზე.

ახ­ლაც მახ­სოვს, რამ და­ა­ეჭ­ვა და მე, ბევ­რი ფიქ­რის მერე, მისი შე­ნიშ­ვნე­ბიც გა­ვით­ვა­ლის­წი­ნე. ეს რომ ვუ­თხა­რი, ბევ­რი იცი­ნა, რა­ტო­მაც არა, ხომ შე­იძ­ლე­ბა მეც რა­ღა­ცა გას­წავ­ლო­თო!

ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი მისი არ­ნა­ხუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო წარ­მა­ტე­ბით! თვი­თონ ისე გულ­ღი­ად და ამა­ყად მიყ­ვე­ბო­და ამ წარ­მა­ტე­ბის ამ­ბებს და ისე­ვე, რო­გორც ამ 40 წლის წინ, ბავ­შვუ­რად უე­ლავ­და თვა­ლე­ბი. ანას წარ­მა­ტე­ბაც ეა­მა­ყე­ბო­და ძა­ლი­ან.ფი­ცხი იყო, გუ­რუ­ლე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თებ­ლად ფი­ცხი. ბოლო ხანს კი აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს მარ­ტო სი­ფი­ცხე არ იყო, არა­მედ მგრძნო­ბი­ა­რო­ბაც. თურ­მე უკი­დუ­რე­სად მგრძნო­ბი­ა­რე იყო. ალ­ბათ, ზედ­მე­ტა­დაც? სა­კუ­თა­რი თა­ვის სა­ზი­ა­ნოდ?

ზაზა ურუ­შა­ძე და ლემ­ბიტ ულფ­სა­კი "მან­და­რი­ნე­ბის" გა­და­ღე­ბებ­ზე

და მე არ მშორ­დე­ბა გან­ცდა, რომ რა­ღაც და­ვა­კე­ლი და ვერ ვუშ­ვე­ლე.იქ­ნებ შე­მეძ­ლო და არ ვუშ­ვე­ლე.აკა­დე­მი­ა­ში მთე­ლი იმ თურ­მე სა­ბე­დის­წე­რო და­პი­რის­პი­რე­ბე­ბის მერე, მისი წე­რი­ლის მერე პრე­ზი­დენ­ტო­ბი­დან გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ, ვცდი­ლობ­დი მას­თან და­კავ­ში­რე­ბას. ის არ მპა­სუ­ხობ­და. რამ­დენ­ჯერ­მე ანა­საც მივ­მარ­თე (ანა ურუ­შა­ძე, რე­ჟი­სო­რის ქა­ლიშ­ვი­ლი). ახ­ლაც, ამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ მინ­დო­და ფილ­მის პრე­მი­ე­რა­ზე და­პა­ტი­ჟე­ბა. ტე­ლე­ფო­ნი გა­მორ­თუ­ლი ჰქონ­და. ერთი მე­გობ­რის მეშ­ვე­ო­ბით ისევ ანას და­ვუ­კავ­შირ­დი. პა­სუ­ხი ასე­თი იყო: ჩა­ი­კე­ტა და არა­ვის არ პა­სუ­ხობ­სო...

და მე არ მას­ვე­ნებს ეს წყე­უ­ლი კი­თხვა: რა ხდე­ბა ჩვენს თავს? რა­ტომ არ გვეს­მის ერ­თმა­ნე­თის? რა­ტომ ვტკენთ ერ­თმა­ნეთს გულს - ასე იო­ლად? უცებ გა­მახ­სნ­და კიდვ ერთი გულ­ნატ­კე­ნი, ასე ადრე წა­სუ­ლი ამ წუ­თი­სოფ­ლი­დან, “დარ­დის შემგრო­ვე­ბე­ლი” გო­დერ­ძი ჩო­ხე­ლი. ისიც ჩემი ნას­ტუ­დენ­ტა­რი და ისიც ძა­ლი­ან ახ­ლო­ბე­ლი. ისიც გა­ტყდა.

რა არის ჩვე­ნი შე­უ­რი­გებ­ლო­ბის არსი? რა­ტომ ვუ­პი­რის­პირ­დე­ბით ერ­თმა­ნეთს, ხში­რად სამ­კვდრო-სა­სი­ცო­ცხლოდ? ბოლო ხანს ეს გახ­და ჩემი მთა­ვა­რი წუ­ხი­ლი. ჩემი ფილ­მიც ამას ეხე­ბა, ადა­მი­ა­ნის უნარს - გა­უ­გოს სხვას, შე­იგ­რძნოს სხვი­სი ტკი­ვი­ლი, უთა­ნაგ­რძნოს მას. ზა­ზას ფილმში სწო­რედ ეს ხაზი მოს­წონ­და. თუმ­ცა, მა­შინ სუ­ლაც არ ფიქ­რობ­და, რომ მალე თვი­თონ აღ­მოჩ­ნდე­ბო­და და­პი­რის­პი­რე­ბი­სა და შე­უ­რი­გებ­ლო­ბის შუ­ა­გულ­ში.

ზა­ზას გული გა­უს­კდა... იქ­ნებ ამან დაგ­ვა­ფიქ­როს და შე­ვე­ცა­დოთ: გა­ვუფრ­თხილ­დეთ ჩვენს გვერ­დით მყოფ ადა­მი­ა­ნებს, არ ვატ­კი­ნოთ ერ­თმა­ნეთს გული.ხში­რად გა­ვიხ­სე­ნოთ: “ველ­ზე ყა­ყა­ჩო­თა ნაღ­ვერ­და­ლი, წვი­მის სევ­დი­ა­ნი იდი­ლია, წყალ­გაღ­მა არა­ფე­რი აღარ არის, წყალ­გაღ­მა მხო­ლოდ სიკ­ვდი­ლია" - წერს ღო­ღო­ბე­რი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე.

რე­ჟი­სო­რი ზაზა ურუ­შა­ძე 7 დე­კემ­ბერს, 53 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზად გული სა­ხელ­დე­ბა. ზაზა ურუ­შა­ძე ვა­კის სა­ცუ­რაო აუზ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, რა დრო­საც შე­უძ­ლოდ გახ­და, ად­გილ­ზე მი­სულ­მა სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯფუფ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლო...

ზაზა ურუ­შა­ძე დამ­დგმე­ლი რე­ჟი­სო­რია ფილ­მე­ბისა: "მათ­თვის, ვინც მა­მამ მი­ა­ტო­ვა" (1989), "აქ თენ­დე­ბა" (1998), "სამი სახ­ლი" (2008), "დარ­ჩი ჩემ­თან" (2011), "ბოლო გა­სე­ირ­ნე­ბა" (2012), "მან­და­რი­ნე­ბი" (2013); გა­და­ღე­ბუ­ლია ფილმში: "მე მო­ვე­დი" (1981).

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
inga
1

რა საშინელი ხალხი ვართ? ახლა გულმხურვალედ დაიტირებენ ის ადამიანები, რომლებმაც "გული გაუხეთქეს"... ღმერთმა გაანათლოს მისი სული...

Geo
1

ყოველდღე ვისმენთ ასეთ ისტორიებს! დეგრადირებულია ერი ყველა დონეზე და ამ შურს, გაუტანლობას, შეურაცხყოფას უკვე ფიზიკურად ეწირებიან ადამიანები. კარგი ადამიანები. ჩვენ ერთმანეთთან ლაპარაკი არ შეგვიძლია შეურაცხყოფის გარეშე,. პოლიტიკოსებს, ვინც განვითარება და მომავლის უზრუნველყოფა ევალებათ, უცხოელი შუამავალი სჭირდებათ ერთმანეთთან სალაპარაკოდ... ამასობაში კი ერი ფიზიკურად ნადგურდება. სასწაულების არ მჯერა, ამიტომ არც ვიცი სადაა უკვე გამოსავალი. ნუ დავხოცავთ ხალხო ერთმანეთს! 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით
ავტორი:

"მე, შენ გაცილებდე სამარის კარამდე?!" - რას წერს ლანა ღოღობერიძე ზაზა ურუშაძის გარდაცვალების შესახებ

"მე, შენ გაცილებდე სამარის კარამდე?!" - რას წერს ლანა ღოღობერიძე ზაზა ურუშაძის გარდაცვალების შესახებ

რეჟისორი ლანა ღოღობერიძე კოლეგისა და მეგობრის, ზაზა ურუშაძის გარდაცვალების შესახებ წერს. ღოღობერიძე "ფეისბუქის" პოსტში იხსენებს 15 წლის ბიჭს, რომელიც პირველად ნახა თეატრალურში მისაღებ გამოცდაზე და რომელიც მისი კოლეგა და უმცროსი მეგობარი გახდა.

"ჩემი ზაზა! ჩემი უმცროსი მეგობარი! ჩემთვის მუდამ პატარა ბიჭი! რა სიტყვებით გამოვთქვა ჩემი გულისტკივილი, არ ვიცი. მე.... შენ... გაცილებდე სამარის კარამდე?! მე შენ!

შენ ჩემთვის ბოლომდე ის პატარა ბიჭი იყავი, პირველად რომ გნახე სარეჟისორო სახელოსნოს მისაღებ გამოცდებზე. ყველაზე ახალგაზრდა. 15 თუ 16 წლის ხუჭუჭა ბიჭი (დღეს არც კი ვიცი, მართლა ხუჭუჭა იყავი თუ არა, მაგრამ მე ასეთი დამამახსოვრდი). თვალები რაღაცნაირი, მძლავრი ენერგიით გიელავდა.

ლადო ასათიანის ლექსი წაიკითხე: “რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს, სიკვდილის ყველა კარი ჩარაზეთ”… ახლაც თვალწინ მიდგას, როგორი გზნებით ამბობდი ამ სიტყვებს: სიკვდილის ყველა კარი ჩარაზეთ! (თუმცა მაშინ, ალბათ, ამ სიტყვის არსიც არ გესმოდა). რაღაც ძალიან ნაღდი დავინახე მაშინ ამ ბიჭში და თუმცა ბავშვური ასაკი არ უწყობდა ხელს, უყოყმანოდ ამოვარჩიე რეჟისორობის მრავალრიცხოვან მსურველთა შორის. ამას მერე ხშირად იხსენებდა და უკვირდა - როგორ ამიყვანეთ ჯგუფში 16 წლის ბიჭიო.

მერე, წლების მანძილზე, ზაზა ჩემთვის ნამდვილი ახლობელი გახდა. მართლა ახლობელი. მეგობარი. ხშირად მირეკავდა, მოდიოდა. ბევრს ვსაუბრობდით. ყველა თავის ჩანაფიქრზე მელაპარაკებოდა. ყველა სცენარს მაკითხებდა. მის კაბინეტში, კომპიუტერში, ბოლო ფილმის მასალაც მაჩვენა და მეც ვუზიარებდი ჩემ ჩანაფიქრებს, ფილმის გადაღებულ მასალასაც კი ვაჩვენებდი. ეს ბოლო ფილმიც ნახა, ერთ-ერთი მონტაჟის ეტაპზე.

ახლაც მახსოვს, რამ დააეჭვა და მე, ბევრი ფიქრის მერე, მისი შენიშვნებიც გავითვალისწინე. ეს რომ ვუთხარი, ბევრი იცინა, რატომაც არა, ხომ შეიძლება მეც რაღაცა გასწავლოთო!

ძალიან, ძალიან ბედნიერი ვიყავი მისი არნახული საერთაშორისო წარმატებით! თვითონ ისე გულღიად და ამაყად მიყვებოდა ამ წარმატების ამბებს და ისევე, როგორც ამ 40 წლის წინ, ბავშვურად უელავდა თვალები. ანას წარმატებაც ეამაყებოდა ძალიან.ფიცხი იყო, გურულებისთვის დამახასიათებლად ფიცხი. ბოლო ხანს კი აღმოჩნდა, რომ ეს მარტო სიფიცხე არ იყო, არამედ მგრძნობიარობაც. თურმე უკიდურესად მგრძნობიარე იყო. ალბათ, ზედმეტადაც? საკუთარი თავის საზიანოდ?

ზაზა ურუშაძე და ლემბიტ ულფსაკი "მანდარინების" გადაღებებზე

და მე არ მშორდება განცდა, რომ რაღაც დავაკელი და ვერ ვუშველე.იქნებ შემეძლო და არ ვუშველე.აკადემიაში მთელი იმ თურმე საბედისწერო დაპირისპირებების მერე, მისი წერილის მერე პრეზიდენტობიდან გადადგომის შესახებ, ვცდილობდი მასთან დაკავშირებას. ის არ მპასუხობდა. რამდენჯერმე ანასაც მივმართე (ანა ურუშაძე, რეჟისორის ქალიშვილი). ახლაც, ამ რამდენიმე დღის წინ მინდოდა ფილმის პრემიერაზე დაპატიჟება. ტელეფონი გამორთული ჰქონდა. ერთი მეგობრის მეშვეობით ისევ ანას დავუკავშირდი. პასუხი ასეთი იყო: ჩაიკეტა და არავის არ პასუხობსო...

და მე არ მასვენებს ეს წყეული კითხვა: რა ხდება ჩვენს თავს? რატომ არ გვესმის ერთმანეთის? რატომ ვტკენთ ერთმანეთს გულს - ასე იოლად? უცებ გამახსნდა კიდვ ერთი გულნატკენი, ასე ადრე წასული ამ წუთისოფლიდან, “დარდის შემგროვებელი” გოდერძი ჩოხელი. ისიც ჩემი ნასტუდენტარი და ისიც ძალიან ახლობელი. ისიც გატყდა.

რა არის ჩვენი შეურიგებლობის არსი? რატომ ვუპირისპირდებით ერთმანეთს, ხშირად სამკვდრო-სასიცოცხლოდ? ბოლო ხანს ეს გახდა ჩემი მთავარი წუხილი. ჩემი ფილმიც ამას ეხება, ადამიანის უნარს - გაუგოს სხვას, შეიგრძნოს სხვისი ტკივილი, უთანაგრძნოს მას. ზაზას ფილმში სწორედ ეს ხაზი მოსწონდა. თუმცა, მაშინ სულაც არ ფიქრობდა, რომ მალე თვითონ აღმოჩნდებოდა დაპირისპირებისა და შეურიგებლობის შუაგულში.

ზაზას გული გაუსკდა... იქნებ ამან დაგვაფიქროს და შევეცადოთ: გავუფრთხილდეთ ჩვენს გვერდით მყოფ ადამიანებს, არ ვატკინოთ ერთმანეთს გული.ხშირად გავიხსენოთ: “ველზე ყაყაჩოთა ნაღვერდალი, წვიმის სევდიანი იდილია, წყალგაღმა არაფერი აღარ არის, წყალგაღმა მხოლოდ სიკვდილია" - წერს ღოღობერიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

რეჟისორი ზაზა ურუშაძე 7 დეკემბერს, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად გული სახელდება. ზაზა ურუშაძე ვაკის საცურაო აუზზე იმყოფებოდა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა, ადგილზე მისულმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯფუფმა მისი გადარჩენა ვერ შეძლო...

ზაზა ურუშაძე დამდგმელი რეჟისორია ფილმებისა: "მათთვის, ვინც მამამ მიატოვა" (1989), "აქ თენდება" (1998), "სამი სახლი" (2008), "დარჩი ჩემთან" (2011), "ბოლო გასეირნება" (2012), "მანდარინები" (2013); გადაღებულია ფილმში: "მე მოვედი" (1981).

ჩოგბურთის კორტებისკენ მიმავალი 92 წლის ლანა ღოღობერიძე - "რა ენერგია, რა შემართება და ცხოვრების ხალისი"

"ვეხმაურები ჩემი მეუღლის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებებს... გაუთვითცნობიერებულმა პირებმა მინდა იცოდეთ..." - რას წერს ნინო არაზაშვილი?

"ქმარი ოჯახის უფროსია... ჩემი ერთგულება და უდიდესი სიყვარული ცხოვრებაში - ეს ყველაფერი ჩემი მეუღლეა" - პარლამენტის თავმჯდომარის რუსი მეუღლის ემოციური პოსტები