საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთ დროს უსახლკარო ვიყავი, ახლა სახლებს ვყიდი" - როგორ გამდიდრდა კაცი, რომელსაც 17 წელი პარკში, სკამზე ეძინა
"ერთ დროს უსახლკარო ვიყავი, ახლა სახლებს ვყიდი" - როგორ გამდიდრდა კაცი, რომელსაც 17 წელი პარკში, სკამზე ეძინა

მსოფ­ლი­ო­ში უამ­რა­ვი უსახ­ლკა­როა და სა­ბედ­ნი­ე­როდ, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი თავს აღ­წევს გა­სა­ჭირს. ახლა ამე­რი­კელ სკოტ პარ­სელ­ზე მო­გიყ­ვე­ბით, რო­მელ­მაც 17 წელი ქუ­ჩა­ში გა­ა­ტა­რა და პარკში, ერ­თსა და იმა­ვე სკამ­ზე ეძი­ნა.

სკო­ტი დღეს უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის აგენ­ტია. ის ბევ­რის­თვის მო­ტი­ვა­ცი­ის წყა­როა და მა­გა­ლი­თია იმი­სა, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მი­აღ­წიო წარ­მა­ტე­ბას.

"მე სკოტ პარ­სე­ლი ვარ, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის აგენ­ტი ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბულ ქა­ლაქ­ში, ვა­შინგტონ­ში. ძა­ლი­ან დიდი გან­სხვა­ვე­ბაა ქო­ნე­ბა­სა და არ­ქო­ნე­ბას შო­რის.

ქუ­ჩა­ში ვცხოვ­რობ­დი და და­ახ­ლო­ე­ბით 17 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ველ­დღე ერ­თსა და იმა­ვე სკამ­ზე მე­ძი­ნა. უსახ­ლკა­რო­თა რა­ო­დე­ნო­ბა ვა­შინგტონ­ში მზარ­დია. ძა­ლი­ან რთუ­ლია აქ მა­ტე­რი­ა­ლუ­რად გაწ­ვდე ბი­ნის და­ქი­რა­ვე­ბა­საც კი“, - ამ­ბობს სკო­ტი BBC-სთან.

ის ეს­წრე­ბო­და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პროგ­რა­მას, სა­დაც მენ­ტო­რი და­ეხ­მა­რა, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის აგენ­ტი გამ­ხდა­რი­ყო. "ვამ­ბობ­დი: ღმერ­თო ჩემო, წე­ლი­წად­ში 160 000 დო­ლარს გა­მო­ვი­მუ­შა­ვებ, რა გა­ვა­კე­თო? და შემ­დეგ ვფიქ­რობ­დი - შენ შე­გიძ­ლია იყი­დო ნე­ბის­მი­ე­რი რამ, რაც მო­გინ­დე­ბა!

პიტსბურ­გში, პენ­სილ­ვა­ნი­ა­ში და­ვი­ბა­დე. დე­დამ ბე­ბი­ა­სა და ბა­ბუ­ას­თან დამ­ტო­ვა. მამა არა­სო­დეს მი­ნა­ხავს... როცა 11 წლის ვი­ყა­ვი, დედა ვა­შინგტონ­ში გა­და­ვი­და, სა­დაც ფოს­ტა­ში მუ­შა­ობ­და. მან მი­თხრა, რომ დრო დად­გა წავ­სუ­ლი­ყა­ვი და მის გვერ­დით მე­ცხოვ­რა. ჩემ­ზე უფ­რო­სი ადა­მი­ა­ნე­ბის გვერ­დით მი­წევ­და მთე­ლი დრო­ის გა­ტა­რე­ბა. მათ შო­რის ნარ­კო­ტი­კე­ბის მომ­ხმა­რებ­ლე­ბიც იყ­ვნენ.

არა­სო­დეს მი­ფიქ­რია, რომ ოდეს­მე სა­კუ­თა­რი სახ­ლი მექ­ნე­ბო­და. ამი­ტო­მაც, მარ­თლა არ მქო­ნია აღ­ქმა, რა შე­იძ­ლე­ბა იყოს სახ­ლი. მე მაქვს პა­ტა­რა, სა­სი­ა­მოვ­ნო სა­ცხოვ­რე­ბე­ლი. იმ წუ­თას, როცა ხელ­ში გა­სა­ღე­ბი ავი­ღე, არ მქონ­და სა­წო­ლი, არ მქონ­და ზეწ­რე­ბი, სა­ერ­თოდ არა­ფე­რი არ მქონ­და. ასე რომ, მო­ვე­დი და ია­ტაკ­ზე დავ­წე­ქი. უკი­დუ­რე­სად აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. როცა კარს გად­მო­ვა­ბი­ჯე, მქონ­და სიმ­სუ­ბუ­ქის გან­ცდა, გან­ცდა იმი­სა, რომ მაქვს ად­გი­ლი, რო­მე­ლიც ჩე­მია, რომ შე­მიძ­ლია დავ­კე­ტო კარი და ვიყო მარ­ტო, თავი მო­ვუ­ყა­რო ფიქ­რებს.

ყო­ველ დღე დავ­დი­ვარ პარკში და ვი­გებ, თუ რა ხდე­ბა ხალ­ხში. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ცალი ფეხი ქუ­ჩა­ში დავ­ტო­ვე. იცით, მე არაფ­რით გან­ვსხვავ­დე­ბი მათ­გან, ვინც ქუ­ჩა­ში ცხოვ­რობს. მე ისევ მე ვარ. ზო­გი­ერთ ადა­მი­ანს ცო­ტა­თი უფრო უმარ­თლებს, ზოგს - არა“, - ამ­ბობს სკოტ პარ­სე­ლი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
kaxeli
1

mamaSeni nodara papidze iqneba

ბეგი
0

რამდენი უაზრო kaxeli ცხოვრობს საქართველოში. აი რას ნიშნავს განათლება. განათლება და ისევ განათლება. ნუთუ ქართველთა გონება ისე დაეცა, რომ ამაზე მეტს ვეღარ ქაცავს!!! ლბინ...

 


 

ავტორი:

"ერთ დროს უსახლკარო ვიყავი, ახლა სახლებს ვყიდი" - როგორ გამდიდრდა კაცი, რომელსაც 17 წელი პარკში, სკამზე ეძინა

"ერთ დროს უსახლკარო ვიყავი, ახლა სახლებს ვყიდი" - როგორ გამდიდრდა კაცი, რომელსაც 17 წელი პარკში, სკამზე ეძინა

მსოფლიოში უამრავი უსახლკაროა და საბედნიეროდ, ზოგიერთი მათგანი თავს აღწევს გასაჭირს. ახლა ამერიკელ სკოტ პარსელზე მოგიყვებით, რომელმაც 17 წელი ქუჩაში გაატარა და პარკში, ერთსა და იმავე სკამზე ეძინა.

სკოტი დღეს უძრავი ქონების აგენტია. ის ბევრისთვის მოტივაციის წყაროა და მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება მიაღწიო წარმატებას.

"მე სკოტ პარსელი ვარ, უძრავი ქონების აგენტი ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ქალაქში, ვაშინგტონში. ძალიან დიდი განსხვავებაა ქონებასა და არქონებას შორის.

ქუჩაში ვცხოვრობდი და დაახლოებით 17 წლის განმავლობაში ყოველდღე ერთსა და იმავე სკამზე მეძინა. უსახლკაროთა რაოდენობა ვაშინგტონში მზარდია. ძალიან რთულია აქ მატერიალურად გაწვდე ბინის დაქირავებასაც კი“, - ამბობს სკოტი BBC-სთან.

ის ესწრებოდა რეაბილიტაციის პროგრამას, სადაც მენტორი დაეხმარა, უძრავი ქონების აგენტი გამხდარიყო. "ვამბობდი: ღმერთო ჩემო, წელიწადში 160 000 დოლარს გამოვიმუშავებ, რა გავაკეთო? და შემდეგ ვფიქრობდი - შენ შეგიძლია იყიდო ნებისმიერი რამ, რაც მოგინდება!

პიტსბურგში, პენსილვანიაში დავიბადე. დედამ ბებიასა და ბაბუასთან დამტოვა. მამა არასოდეს მინახავს... როცა 11 წლის ვიყავი, დედა ვაშინგტონში გადავიდა, სადაც ფოსტაში მუშაობდა. მან მითხრა, რომ დრო დადგა წავსულიყავი და მის გვერდით მეცხოვრა. ჩემზე უფროსი ადამიანების გვერდით მიწევდა მთელი დროის გატარება. მათ შორის ნარკოტიკების მომხმარებლებიც იყვნენ.

არასოდეს მიფიქრია, რომ ოდესმე საკუთარი სახლი მექნებოდა. ამიტომაც, მართლა არ მქონია აღქმა, რა შეიძლება იყოს სახლი. მე მაქვს პატარა, სასიამოვნო საცხოვრებელი. იმ წუთას, როცა ხელში გასაღები ავიღე, არ მქონდა საწოლი, არ მქონდა ზეწრები, საერთოდ არაფერი არ მქონდა. ასე რომ, მოვედი და იატაკზე დავწექი. უკიდურესად აღფრთოვანებული ვიყავი. როცა კარს გადმოვაბიჯე, მქონდა სიმსუბუქის განცდა, განცდა იმისა, რომ მაქვს ადგილი, რომელიც ჩემია, რომ შემიძლია დავკეტო კარი და ვიყო მარტო, თავი მოვუყარო ფიქრებს.

ყოველ დღე დავდივარ პარკში და ვიგებ, თუ რა ხდება ხალხში. როგორც ამბობენ, ცალი ფეხი ქუჩაში დავტოვე. იცით, მე არაფრით განვსხვავდები მათგან, ვინც ქუჩაში ცხოვრობს. მე ისევ მე ვარ. ზოგიერთ ადამიანს ცოტათი უფრო უმართლებს, ზოგს - არა“, - ამბობს სკოტ პარსელი.

რომის პაპი: "ჭამა და სექსი ღვთის მიერ გამოგზავნილი ღვთიური სიამოვნებებია"

აშშ-ში "აპოკალიფსი დადგა" - შემზარავი ფოტოები და ვიდეო შტატებიდან, სადაც უპრეცედენტო ხანძარს ებრძვიან

ბელარუსი ერთთვიანი პროტესტის შემდეგ: მომიტინგეები არ ნებდებიან, "ბატკა" არ მიდის, მთავარი კითხვა კი კვლავ პასუხგაუცემელია - თუ ლუკაშენკო არა, მაშ, ვინ?