მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პროექტების ადრენალინი მომწონს" -  "მზიურის" მერვე თაობის ბასისტი  "საქართველოს ვარსკვლავიდან"
"პროექტების ადრენალინი მომწონს" -  "მზიურის" მერვე თაობის ბასისტი  "საქართველოს ვარსკვლავიდან"

მა­რი­ამ გო­გი­ბე­რი­ძე 18 წლის არის, სა­მარ­თალმცოდ­ნე­ო­ბა­ზე სწავ­ლობს, მაგ­რამ ბავ­შვო­ბი­დან მღე­რის და ისე, რომ „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის“ ჟი­უ­რის წევ­რს, მუ­სი­კოს დათო ევ­გე­ნი­ძეს ხში­რად ათ­ქმე­ვი­ნებს ხოლ­მე ფრა­ზას, - „ღმერ­თმა სიმ­ღე­რა იმის­თვის მო­ი­გო­ნა, რომ შენ გემ­ღე­რა“. მარ­თლაც გა­მორ­ჩე­უ­ლი ხმა აქვს, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა და მა­რი­ა­მი „ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის ტურ­ზე“ მო­უ­ლოდ­ნე­ლად აუტ­სა­ი­დე­რებ­ში აღ­მოჩ­ნდა, მაგ­რამ გა­დარ­ჩა, რად­გა­ნაც ნიკა კა­ლან­და­ძეს მას­ზე ნაკ­ლე­ბი ქუ­ლე­ბი ჰქონ­და და მა­რი­ამს აღარ მო­უ­წია პრო­ექ­ტის და­ტო­ვე­ბა.

AMBEBI.GE კონ­კურ­სანტს შოუს დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ე­სა­უბ­რა. გვინ­და, ეს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გო­გო­ნა ახ­ლოს გა­გაც­ნოთ.

- „ქარ­თუ­ლი ტური“ სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო იყო და ყვე­ლა­ნა­ი­რად ვე­ცა­დე, კარ­გად მემ­ღე­რა. ნუგ­ზარ ვა­წა­ძის სიმ­ღე­რის „იძი­ნებს მზე“ ბევ­რი ვერ­სია არ­სე­ბობს და მინ­დო­და, რა­ღაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო, მას­ში ჩემი ემო­ცია ჩე­მე­დო, ჩემი ნამ­ღე­რი ყო­ფი­ლი­ყო და არა სხვი­სი. ამის გამო შე­იძ­ლე­ბა მა­ყუ­რე­ბელს ცოტა გა­ვეკ­რი­ტი­კე­ბი­ნე კი­დეც და ალ­ბათ ასეც იყო, მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ თუნ­დაც ბევ­რჯერ გა­დამ­ღე­რე­ბულ­ში სა­კუ­თა­რი ემო­ცია უნდა ჩადო. მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც ეს და­ი­ნა­ხა და მი­გულ­შე­მატ­კივ­რა.

აქვე, „ქარ­თულ ტურ­ში“ ლი­დე­რო­ბას თორ­ნი­კე ყი­ფი­ანს ვუ­ლო­ცავ. გული ძა­ლი­ან დამ­წყდა ნიკა კა­ლან­და­ძე­ზე, გან­ვი­ცა­დე, რად­გა­ნაც მას, რო­გორც ხე­ლო­ვანს, ვა­ფა­სებ, ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლია.

- თუმ­ცა სა­უ­კე­თე­სო შეს­რუ­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, აუტ­სა­ი­დე­რებ­ში მოხ­ვდი. ელო­დი? და რა გა­ნი­ცა­დე იმ რამ­დე­ნი­მე წუთ­ში?

- არა­ფერს გა­მოვ­რი­ცხავ­დი და რა თქმა უნდა, იმას ვუშ­ვებ­დი, რომ აუტ­სა­ი­დე­რებ­შიც შე­იძ­ლე­ბო­და ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ვი­ნერ­ვი­უ­ლე - არ მინ­დო­და პრო­ექ­ტის და­ტო­ვე­ბა, რად­გა­ნაც მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ჩემ­თვის ძა­ლი­ან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბაა. რაც აქ ვარ, ყო­ვე­ლი დღე და­უ­ვი­წყა­რი თავ­გა­და­სა­ვა­ლია. დიდი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ბევ­რი კარ­გი ადა­მი­ა­ნი გა­ვი­ცა­ნი და გული დამ­წყდე­ბო­და, რომ ამ ტურ­ში გავ­ვარ­დნი­ლი­ყა­ვი.

- 18 წლის ხარ, პირ­ველ­კურ­სე­ლი, „ჯა­ვა­ხიშ­ვილ­ში“ სწავ­ლობ... კი­დევ რას საქ­მი­ა­ნობ? გვე­სა­უბ­რე შენ­ზე?

- „ჯა­ვა­ხიშ­ვილ­ში“ სა­მარ­თლის ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ. პა­ტა­რა­ო­ბი­დან სულ მქონ­და აჩე­მე­ბუ­ლი, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით უნდა მეს­წავ­ლა, თუმ­ცა სულ ვმღე­რო­დი კი­დეც. ამი­ტომ, ახ­ლაც ვერ გავ­რკვე­ულ­ვარ, თუ რო­მელ გზას გავ­ყვე, მაგ­რამ სიმ­ღე­რას არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში არ მი­ვა­ტო­ვებ. ალ­ბათ სა­მარ­თალმცოდ­ნე­ო­ბა­საც ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვან და მერე გზა მიჩ­ვე­ნებს, - რას ვი­ზამ. სწავ­ლა არას­დროს მე­ზა­რე­ბო­და, რო­გორც ვთქვი, სა­მარ­თა­ლი სულ მი­ტა­ცებ­და და სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა ამ გან­ხრით მინ­დო­და.

- ­სიმ­ღე­რა რო­დი­დან და­ი­წყე?

- სამი წლი­დან ვმღე­რი. ცა­ბა­ძის სა­ხე­ლო­ბის ხე­ლოვ­ნე­ბის სკო­ლა­შიც ვსწავ­ლობ­დი, ვარ ან­სამ­ბლ „მზი­უ­რის“ წევ­რი (მერ­ვე თა­ო­ბა). მარ­თა­ლია, სკო­ლა­ში აღარ ვსწავ­ლობ, მაგ­რამ რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე მა­ინც დავ­დი­ვარ. ან­სამ­ბლში გარ­და იმი­სა, რომ ვმღე­რი, ბას­გი­ტა­რა­ზე ვუკ­რავ.

ბას­გი­ტა­რა თა­ვი­დან არ მომ­წონ­და, მაგ­რამ მერე ალღო ავუ­ღე და გა­ვი­თა­ვი­სე... თა­ვი­სუ­ფალ დროს, თუ ბა­ნა­ლუ­რი ნათ­ქვა­მი არ იქ­ნე­ბა, წიგ­ნებს ვკი­თხუ­ლობ. პა­ტა­რა­ო­ბა­ში ლექ­სებ­საც ვწერ­დი, ვხა­ტავ­დი - სა­ერ­თოდ ხე­ლოვ­ნე­ბა სულ მი­ტა­ცებ­და. ახლა ბევრ რა­მეს ვე­ღარ ვას­წრებ, რად­გა­ნაც უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლას დიდი დრო მი­აქვს.

- ე.ი. მომ­ღე­რალს სა­მარ­თალ­ზე სწავ­ლა მოგ­წონს...

- ძა­ლი­ან, რად­გა­ნაც მიყ­ვარს ბა­რი­ე­რე­ბის დაძ­ლე­ვა და გად­ლახ­ვა, ახ­ლის ძი­ე­ბა... ისე, მა­თე­მა­ტი­კაც მიყ­ვარს და თა­ვი­დან­ვე ეს სა­გა­ნიც მი­ზი­დავ­და. გან­სა­კუთ­რე­ბით პრო­ცე­სი, როცა შე­ნით რომ უნდა აღ­მო­ა­ჩი­ნო რა­ღაც და მიხ­ვი­დე რა­ღაც შე­დე­გამ­დე. სა­მარ­თა­ლიც ასეა და იქ სწავ­ლა ამი­ტო­მაც მომ­წონს. ბავ­შვო­ბა­ში ოც­ნე­ბა­სა­ვით იყო და მერე მიზ­ნად და­ვი­სა­ხე. ძა­ლი­ან მი­ზი­დავს კირ­კი­ტი, დე­ტა­ლებ­ში ჩაწ­ვდო­მა, ჩა­ძი­ე­ბა. რა სა­გან­საც ვსწავ­ლობ, არ მაკ­მა­ყო­ფი­ლებს, და­მა­ტე­ბით სულ რა­ღაც მა­სა­ლებს ვე­ძებ ხოლ­მე და სა­მარ­თა­ლიც ეგე­თია, სიღ­რმე­ში უნდა ჩახ­ვი­დე.

მერე ისიც იყო, რომ ბავ­შვო­ბი­დან უსა­მარ­თლო­ბას ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში თუ წა­ვა­წყდე­ბო­დი, იმის­კენ ვის­წრა­ფო­დი, რომ სი­ტუ­ა­ცია შე­მეც­ვა­ლა. ასე რომ, მინ­და, იმ ადა­მი­ა­ნებ­საც და­ვეხ­მა­რო, ვინც უსა­მარ­თლოდ შე­იძ­ლე­ბა და­ი­სა­ჯოს.

- კონ­კურ­სში რა­ტომ მოხ­ვე­დი?

- პრო­ექ­ტე­ბის ად­რე­ნა­ლი­ნი მომ­წონს. „ანა-ბანა“, „X ფაქ­ტო­რი“ გა­მოვ­ლი­ლი მაქვს - ასეთ შო­უ­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ხომ ვამ­ბობ, ერ­თგვა­რი თავ­გა­და­სა­ვა­ლიც არის. თან, პა­ტა­რა­ო­ბი­დან ძა­ლი­ან ჩარ­თუ­ლი ვარ „ევ­რო­ვი­ზი­ა­შიც“ და ესეც ერთ-ერთი მი­ზე­ზია!

- და თუ გახ­დი „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი“ - „ევ­რო­ვი­ზი­ის“ დიდ სცე­ნას იხი­ლავ კი­დეც.

- ბავ­შვო­ბი­დან­ვე, როცა ვმღე­რო­დი, ყო­ველ­თვის წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ დიდ სცე­ნა­ზე ვი­დე­ქი. თუ გა­ვი­მარ­ჯვე და „ევ­რო­ვი­ზი­ის“ სცე­ნა­ზე მოვ­ხვდი, ალ­ბათ სა­ო­ცა­რი ემო­ცი­ე­ბით ვიქ­ნე­ბი და­მუხ­ტუ­ლი და სავ­სე. თუ პრო­ექტს გა­მო­ვე­თი­შე, არც ამის გამო გავ­ჩერ­დე­ბი. სიმ­ღე­რა ყო­ველ­თვის ჩემ­თან ერ­თად იქ­ნე­ბა...

„სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი“ პრო­ექ­ტი ძა­ლი­ან მომ­წონს - კონ­კურ­სან­ტე­ბი, პე­და­გო­გე­ბი - ყვე­ლას­თან ურ­თი­ერ­თო­ბით დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ვი­ღებ. რა თქმა უნდა, „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი“ არის დიდი გზა წარ­მა­ტე­ბის­კენ, შე­იძ­ლე­ბა, არ გა­ი­მარ­ჯვო, მაგ­რამ შენი მა­ყუ­რე­ბე­ლი, მსმე­ნე­ლი შე­მო­იკ­რი­ბო. ამი­ტომ, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, შოუ წარ­მა­ტე­ბის­კენ გიხ­სნის გზას.

რაც შე­ე­ხე­ბა, კონ­კურ­სან­ტებ­თან აქ და­წყე­ბულ მე­გობ­რო­ბას, ვფიქ­რობ, პრო­ექ­ტის გა­რე­თაც გაგ­რძელ­დე­ბა.

ნანიკო
2

სადუნიშვილი

ავტორი:

"პროექტების ადრენალინი მომწონს" -  "მზიურის" მერვე თაობის ბასისტი  "საქართველოს ვარსკვლავიდან"

"პროექტების ადრენალინი მომწონს" -  "მზიურის" მერვე თაობის ბასისტი  "საქართველოს ვარსკვლავიდან"

მარიამ გოგიბერიძე 18 წლის არის, სამართალმცოდნეობაზე სწავლობს, მაგრამ ბავშვობიდან მღერის და ისე, რომ „საქართველოს ვარსკვლავის“ ჟიურის წევრს, მუსიკოს დათო ევგენიძეს ხშირად ათქმევინებს ხოლმე ფრაზას, - „ღმერთმა სიმღერა იმისთვის მოიგონა, რომ შენ გემღერა“. მართლაც გამორჩეული ხმა აქვს, თუმცა ყველაფერი ხდება და მარიამი „ქართული სიმღერის ტურზე“ მოულოდნელად აუტსაიდერებში აღმოჩნდა, მაგრამ გადარჩა, რადგანაც ნიკა კალანდაძეს მასზე ნაკლები ქულები ჰქონდა და მარიამს აღარ მოუწია პროექტის დატოვება.

AMBEBI.GE კონკურსანტს შოუს დასრულების შემდეგ გაესაუბრა. გვინდა, ეს არაჩვეულებრივი გოგონა ახლოს გაგაცნოთ.

- „ქართული ტური“ საპასუხისმგებლო იყო და ყველანაირად ვეცადე, კარგად მემღერა. ნუგზარ ვაწაძის სიმღერის „იძინებს მზე“ ბევრი ვერსია არსებობს და მინდოდა, რაღაც განსხვავებული ყოფილიყო, მასში ჩემი ემოცია ჩემედო, ჩემი ნამღერი ყოფილიყო და არა სხვისი. ამის გამო შეიძლება მაყურებელს ცოტა გავეკრიტიკებინე კიდეც და ალბათ ასეც იყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ თუნდაც ბევრჯერ გადამღერებულში საკუთარი ემოცია უნდა ჩადო. მადლობა ყველას, ვინც ეს დაინახა და მიგულშემატკივრა.

აქვე, „ქართულ ტურში“ ლიდერობას თორნიკე ყიფიანს ვულოცავ. გული ძალიან დამწყდა ნიკა კალანდაძეზე, განვიცადე, რადგანაც მას, როგორც ხელოვანს, ვაფასებ, ძალიან განსხვავებულია.

- თუმცა საუკეთესო შესრულების მიუხედავად, აუტსაიდერებში მოხვდი. ელოდი? და რა განიცადე იმ რამდენიმე წუთში?

- არაფერს გამოვრიცხავდი და რა თქმა უნდა, იმას ვუშვებდი, რომ აუტსაიდერებშიც შეიძლებოდა ვყოფილიყავი. მიუხედავად ამისა, ვინერვიულე - არ მინდოდა პროექტის დატოვება, რადგანაც მასში მონაწილეობა ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილებაა. რაც აქ ვარ, ყოველი დღე დაუვიწყარი თავგადასავალია. დიდი გამოცდილების მიღების პარალელურად, ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი და გული დამწყდებოდა, რომ ამ ტურში გავვარდნილიყავი.

- 18 წლის ხარ, პირველკურსელი, „ჯავახიშვილში“ სწავლობ... კიდევ რას საქმიანობ? გვესაუბრე შენზე?

- „ჯავახიშვილში“ სამართლის ფაკულტეტზე ვსწავლობ. პატარაობიდან სულ მქონდა აჩემებული, რომ ამ მიმართულებით უნდა მესწავლა, თუმცა სულ ვმღეროდი კიდეც. ამიტომ, ახლაც ვერ გავრკვეულვარ, თუ რომელ გზას გავყვე, მაგრამ სიმღერას არც ერთ შემთხვევაში არ მივატოვებ. ალბათ სამართალმცოდნეობასაც ბოლომდე მივიყვან და მერე გზა მიჩვენებს, - რას ვიზამ. სწავლა არასდროს მეზარებოდა, როგორც ვთქვი, სამართალი სულ მიტაცებდა და სწავლის გაგრძელება ამ განხრით მინდოდა.

- სიმღერა როდიდან დაიწყე?

- სამი წლიდან ვმღერი. ცაბაძის სახელობის ხელოვნების სკოლაშიც ვსწავლობდი, ვარ ანსამბლ „მზიურის“ წევრი (მერვე თაობა). მართალია, სკოლაში აღარ ვსწავლობ, მაგრამ რეპეტიციებზე მაინც დავდივარ. ანსამბლში გარდა იმისა, რომ ვმღერი, ბასგიტარაზე ვუკრავ.

ბასგიტარა თავიდან არ მომწონდა, მაგრამ მერე ალღო ავუღე და გავითავისე... თავისუფალ დროს, თუ ბანალური ნათქვამი არ იქნება, წიგნებს ვკითხულობ. პატარაობაში ლექსებსაც ვწერდი, ვხატავდი - საერთოდ ხელოვნება სულ მიტაცებდა. ახლა ბევრ რამეს ვეღარ ვასწრებ, რადგანაც უნივერსიტეტში სწავლას დიდი დრო მიაქვს.

- ე.ი. მომღერალს სამართალზე სწავლა მოგწონს...

- ძალიან, რადგანაც მიყვარს ბარიერების დაძლევა და გადლახვა, ახლის ძიება... ისე, მათემატიკაც მიყვარს და თავიდანვე ეს საგანიც მიზიდავდა. განსაკუთრებით პროცესი, როცა შენით რომ უნდა აღმოაჩინო რაღაც და მიხვიდე რაღაც შედეგამდე. სამართალიც ასეა და იქ სწავლა ამიტომაც მომწონს. ბავშვობაში ოცნებასავით იყო და მერე მიზნად დავისახე. ძალიან მიზიდავს კირკიტი, დეტალებში ჩაწვდომა, ჩაძიება. რა საგანსაც ვსწავლობ, არ მაკმაყოფილებს, დამატებით სულ რაღაც მასალებს ვეძებ ხოლმე და სამართალიც ეგეთია, სიღრმეში უნდა ჩახვიდე.

მერე ისიც იყო, რომ ბავშვობიდან უსამართლობას ყოველდღიურ ცხოვრებაში თუ წავაწყდებოდი, იმისკენ ვისწრაფოდი, რომ სიტუაცია შემეცვალა. ასე რომ, მინდა, იმ ადამიანებსაც დავეხმარო, ვინც უსამართლოდ შეიძლება დაისაჯოს.

- კონკურსში რატომ მოხვედი?

- პროექტების ადრენალინი მომწონს. „ანა-ბანა“, „X ფაქტორი“ გამოვლილი მაქვს - ასეთ შოუებში მონაწილეობა, ხომ ვამბობ, ერთგვარი თავგადასავალიც არის. თან, პატარაობიდან ძალიან ჩართული ვარ „ევროვიზიაშიც“ და ესეც ერთ-ერთი მიზეზია!

- და თუ გახდი „საქართველოს ვარსკვლავი“ - „ევროვიზიის“ დიდ სცენას იხილავ კიდეც.

- ბავშვობიდანვე, როცა ვმღეროდი, ყოველთვის წარმოვიდგენდი, რომ დიდ სცენაზე ვიდექი. თუ გავიმარჯვე და „ევროვიზიის“ სცენაზე მოვხვდი, ალბათ საოცარი ემოციებით ვიქნები დამუხტული და სავსე. თუ პროექტს გამოვეთიშე, არც ამის გამო გავჩერდები. სიმღერა ყოველთვის ჩემთან ერთად იქნება...

„საქართველოს ვარსკვლავი“ პროექტი ძალიან მომწონს - კონკურსანტები, პედაგოგები - ყველასთან ურთიერთობით დიდ სიამოვნებას ვიღებ. რა თქმა უნდა, „საქართველოს ვარსკვლავი“ არის დიდი გზა წარმატებისკენ, შეიძლება, არ გაიმარჯვო, მაგრამ შენი მაყურებელი, მსმენელი შემოიკრიბო. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, შოუ წარმატებისკენ გიხსნის გზას.

რაც შეეხება, კონკურსანტებთან აქ დაწყებულ მეგობრობას, ვფიქრობ, პროექტის გარეთაც გაგრძელდება.

ნინი გოგიჩაიშვილი "მის მსოფლიო 2019"-ზე გაემგზავრა - ფოტოები ლონდონიდან და ხმის მიცემის ახალი წესები

რა სიახლეები ელის მაყურებელს "მხოლოდ ქართულის" მესამე სეზონზე

სად ცხოვრობს ლიკა ქავჟარაძის პირველი ქმარი და როგორ გამოიყურება შვილიშვილი, რომელიც ბებიის ასლია