პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიკვდილზე ბევრად ძლიერი გოგო..." - როგორ იხსენებენ მეგობრები ჟურნალისტ ანი მამულაშვილს, რომელიც სიმსივნემ იმსხვერპლა
"სიკვდილზე ბევრად ძლიერი გოგო..." - როგორ იხსენებენ მეგობრები ჟურნალისტ ანი მამულაშვილს, რომელიც სიმსივნემ იმსხვერპლა

სიმ­სივ­ნეს­თან 6-წლი­ა­ნი ბრძო­ლის შემ­დეგ, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და ჟურ­ნა­ლის­ტი ანი მა­მუ­ლაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. უმ­ძი­მე­სი დი­აგ­ნო­ზის მი­უ­ხე­და­ვად, ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის დე­დას, არას­დროს და­უ­კარ­გავს იმე­დი, რომ ვე­რაგ და­ა­ვა­დე­ბას ვერ და­ა­მარ­ცხებ­და... თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, ეს ვერ შეძ­ლო...

ანი მა­მუ­ლაშ­ვი­ლი სხვა­დას­ხვა დროს მუ­შა­ობ­და "რუს­თა­ვი 2"-ში, ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­ში", სა­ი­და­ნაც 2007 წელს დარ­ბე­ვის შემ­დეგ წა­მო­ვი­და. შემ­დეგ კი ტე­ლე­კომ­პა­ნია GDS-ზე გა­და­ი­ნაც­ვლა და დი­ლის გა­და­ცე­მა, ასე­ვე მე­გაპ­რო­ექ­ტი "ერთი ერ­თში" მიჰ­ყავ­და.

ანი მა­მუ­ლაშ­ვილს ორი შვი­ლი - 14 წლის გო­გო­ნა და 4 წლის ბი­ჭუ­ნა დარ­ჩა...

"არა­სო­დეს ყო­ფი­ლა ისე­თი დღე, როცა მი­ფიქ­რია: მორ­ჩა, მე მოვ­კვდე­ბი. რა თქმა უნდა, მე მოვ­კვდე­ბი, ყვე­ლა­ნი გარ­და­ვიც­ვლე­ბით, მაგ­რამ ეს იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან დიდი ხნის შემ­დეგ... ვიცი, რომ ამ ბრძო­ლას მე მო­ვი­გებ” - ამ­ბობ­და ანა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი ნა­ხე­ვა­რი წლის წინ "ახა­ლი კვი­რის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

33 წლის ანი 2013 წლი­დან ებ­რძო­და მე­ლა­ნო­მას დი­აგ­ნოზს. ახალ­გაზ­რდა დე­დას ფეხ­ზე ხალი მე­ლა­ნო­მა­ში გა­და­ე­ზარ­და და ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, რო­მელ­მაც კარ­გად ჩა­ი­ა­რა და მე­ტას­ტა­ზი არ­სად წა­სუ­ლა. 2015 წლამ­დე ანი ექი­მე­ბის კონ­ტროლ­ზე იყო. ამ წელს და­ორ­სულ­და და სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი ბიჭი გა­ა­ჩი­ნა. ამის შემ­დეგ ფილ­ტვში ექი­მებ­მა მე­ტას­ტა­ზი იპო­ვეს, რის შემ­დე­გაც და­ა­ვა­დე­ბამ მუ­ტა­ცია გა­ნი­ცა­და.

რო­გორც ანი ინ­ტერ­ვი­უ­ში ყვე­ბო­და, მკურ­ნა­ლო­ბის შე­დე­გად მე­ტას­ტა­ზე­ბი ალაგ­და, თუმ­ცა ახა­ლი კე­რე­ბი გაჩ­ნდა და თავ­ში 25-მდე მე­ტას­ტა­ზი ჰქონ­და ახალ­გაზ­რდა ქალს...

გარ­დაც­ვლილ კო­ლე­გას და მე­გო­ბარს "ფე­ის­ბუქ­ში" მე­გობ­რე­ბი იხ­სე­ნე­ბენ:

"არა­სო­დეს ყო­ფი­ლა ისე­თი დღე როცა მე მი­ფიქ­რია: მორ­ჩა, მე მოვ­კვდე­ბი.” რა ბევ­რად უფრო ძლი­ე­რი იყო მის ვე­რაგ და­ა­ვა­დე­ბა­ზე. და სა­ერ­თოდ სიკ­ვდილ­ზე ბევ­რად ძლი­ე­რი გოგო..." - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი ვიკა ბუ­კია.

"არ შე­მიძ­ლია ანი­ზე ბევ­რი ლა­პა­რა­კი... ვერც მივ­ცემ თავს ამის უფ­ლე­ბას... რად­გან დიდ­ხანს, დიდ­ხანს ვერ ვნა­ხე.... რად­გან გა­დი­ო­და დრო და ვფიქ­რობ­დი რომ მას როცა კი მო­მინ­დე­ბო­და ვნა­ხავ­დი... თურ­მე ვცდე­ბო­დი...

მე და ანი, ერთ ეზო­ში გა­ვი­ზარ­დეთ... მე და მარი... ანი და ვიკა.... ასე დავ­დი­ო­დით და ვთა­მა­შობ­დით თო­ჯი­ნე­ბით... სულ გვიყ­ვარ­და ერ­თმა­ნე­თი... გვჯე­რო­და ერ­თმა­ნე­თის და ყვე­ლა­ზე ფა­სე­უ­ლი - ბავ­შვო­ბის უდარ­დე­ლი წლე­ბი გვა­ერ­თი­ა­ნებ­და... წახ­ვე­დი და თან წა­ი­ღე ჩვე­ნი ბავ­შვო­ბის წლე­ბი... შენს გაფ­რე­ნას­თან ერ­თად თით­ქოს გაფ­რინ­და ჩვე­ნი ბავ­შვო­ბაც...

მაგ­რამ ზუს­ტად ვიცი, სა­დაც ხარ, იქაც ანა­თებ... იქაც იცი­ნი.... იქაც ამ­ხნე­ვებ... იქაც გწამს.... მიყ­ვარ­ხარ ანი და ვი­ტო­ვებთ შენს შვი­ლებს, მა­რა­დი­უ­ლო­ბის ნიშ­ნად.... მიას რო­მე­ლიც ას­ლია შენი... ღმერ­თმა ათას­წლე­უ­ლი სი­ცო­ცხლე არ­გუ­ნოს მათ... მინ­და ყვე­ლას მო­უყვნენ თუ რა სი­ცო­ცხლის მოყ­ვა­რუ­ლი დე­დი­კოს, ნა­ლო­ლი­ა­ვე­ბი შვი­ლე­ბი არი­ან... ნა­თელ­ში იყოს შენი ხა­ლა­სი სული ანი.... მუ­დამ ჩვენს გუ­ლებ­ში, მუ­დამ ჩვენს მო­გო­ნე­ბებ­ში... მა­პა­ტიე, თუ კი რამ გა­წყე­ნი­ნე ნე­ბით თუ უნებ­ლი­ედ..." - წერს პი­ა­ნის­ტი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი თა­თია შა­რან­გია.

"რამ­დე­ნი­მე თვის წინ შემ­ხვდა, გაგ­ვი­ხარ­და ერ­თმა­ნე­თი... ფბ-ში სულ თვალს ვა­დევ­ნებ­დი, დის­ტან­ცი­უ­რად გვმუხ­ტავ­და სა­ო­ცა­რი პო­ზი­ტი­ვით... სი­მა­მა­ცის, სი­კე­თი­სა და სი­ლა­ღის სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თი და­უ­ტო­ვა თა­ვის შვი­ლებს და ყვე­ლას, ვინც მას ვიც­ნობ­დით. ნა­თელ­ში იყოს ლა­მა­ზი ანი..." - წერს გარ­დაც­ვლი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის ლექ­ტო­რი, ჟურ­ნა­ლის­ტი­კის დოქ­ტო­რი ნინო ჭა­ლა­გა­ნი­ძე.

ანი მა­მუ­ლაშ­ვილს ხუთ­შა­ბათს, თბი­ლის­ში დაკ­რძა­ლა­ვენ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მე
0

ძალიან ვწუხვარ და ვუსამძიმრებ ოჯახს.უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი

.

joi zaza
0

ღმერთმა ნათელში ამყოფოს!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"სიკვდილზე ბევრად ძლიერი გოგო..." - როგორ იხსენებენ მეგობრები ჟურნალისტ ანი მამულაშვილს, რომელიც სიმსივნემ იმსხვერპლა

"სიკვდილზე ბევრად ძლიერი გოგო..." - როგორ იხსენებენ მეგობრები ჟურნალისტ ანი მამულაშვილს, რომელიც სიმსივნემ იმსხვერპლა

სიმსივნესთან 6-წლიანი ბრძოლის შემდეგ, ტელეწამყვანი და ჟურნალისტი ანი მამულაშვილი გარდაიცვალა. უმძიმესი დიაგნოზის მიუხედავად, ორი მცირეწლოვანი შვილის დედას, არასდროს დაუკარგავს იმედი, რომ ვერაგ დაავადებას ვერ დაამარცხებდა... თუმცა, სამწუხაროდ, ეს ვერ შეძლო...

ანი მამულაშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა "რუსთავი 2"-ში, ტელეკომპანია "იმედში", საიდანაც 2007 წელს დარბევის შემდეგ წამოვიდა. შემდეგ კი ტელეკომპანია GDS-ზე გადაინაცვლა და დილის გადაცემა, ასევე მეგაპროექტი "ერთი ერთში" მიჰყავდა.

ანი მამულაშვილს ორი შვილი - 14 წლის გოგონა და 4 წლის ბიჭუნა დარჩა...

"არასოდეს ყოფილა ისეთი დღე, როცა მიფიქრია: მორჩა, მე მოვკვდები. რა თქმა უნდა, მე მოვკვდები, ყველანი გარდავიცვლებით, მაგრამ ეს იქნება ძალიან დიდი ხნის შემდეგ... ვიცი, რომ ამ ბრძოლას მე მოვიგებ” - ამბობდა ანა მამულაშვილი ნახევარი წლის წინ "ახალი კვირისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

33 წლის ანი 2013 წლიდან ებრძოდა მელანომას დიაგნოზს. ახალგაზრდა დედას ფეხზე ხალი მელანომაში გადაეზარდა და ოპერაცია ჩაუტარდა, რომელმაც კარგად ჩაიარა და მეტასტაზი არსად წასულა. 2015 წლამდე ანი ექიმების კონტროლზე იყო. ამ წელს დაორსულდა და სრულიად ჯანმრთელი ბიჭი გააჩინა. ამის შემდეგ ფილტვში ექიმებმა მეტასტაზი იპოვეს, რის შემდეგაც დაავადებამ მუტაცია განიცადა.

როგორც ანი ინტერვიუში ყვებოდა, მკურნალობის შედეგად მეტასტაზები ალაგდა, თუმცა ახალი კერები გაჩნდა და თავში 25-მდე მეტასტაზი ჰქონდა ახალგაზრდა ქალს...

გარდაცვლილ კოლეგას და მეგობარს "ფეისბუქში" მეგობრები იხსენებენ:

"არასოდეს ყოფილა ისეთი დღე როცა მე მიფიქრია: მორჩა, მე მოვკვდები.” რა ბევრად უფრო ძლიერი იყო მის ვერაგ დაავადებაზე. და საერთოდ სიკვდილზე ბევრად ძლიერი გოგო..." - წერს ჟურნალისტი ვიკა ბუკია.

"არ შემიძლია ანიზე ბევრი ლაპარაკი... ვერც მივცემ თავს ამის უფლებას... რადგან დიდხანს, დიდხანს ვერ ვნახე.... რადგან გადიოდა დრო და ვფიქრობდი რომ მას როცა კი მომინდებოდა ვნახავდი... თურმე ვცდებოდი...

მე და ანი, ერთ ეზოში გავიზარდეთ... მე და მარი... ანი და ვიკა.... ასე დავდიოდით და ვთამაშობდით თოჯინებით... სულ გვიყვარდა ერთმანეთი... გვჯეროდა ერთმანეთის და ყველაზე ფასეული - ბავშვობის უდარდელი წლები გვაერთიანებდა... წახვედი და თან წაიღე ჩვენი ბავშვობის წლები... შენს გაფრენასთან ერთად თითქოს გაფრინდა ჩვენი ბავშვობაც...

მაგრამ ზუსტად ვიცი, სადაც ხარ, იქაც ანათებ... იქაც იცინი.... იქაც ამხნევებ... იქაც გწამს.... მიყვარხარ ანი და ვიტოვებთ შენს შვილებს, მარადიულობის ნიშნად.... მიას რომელიც ასლია შენი... ღმერთმა ათასწლეული სიცოცხლე არგუნოს მათ... მინდა ყველას მოუყვნენ თუ რა სიცოცხლის მოყვარული დედიკოს, ნალოლიავები შვილები არიან... ნათელში იყოს შენი ხალასი სული ანი.... მუდამ ჩვენს გულებში, მუდამ ჩვენს მოგონებებში... მაპატიე, თუ კი რამ გაწყენინე ნებით თუ უნებლიედ..." - წერს პიანისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგია.

"რამდენიმე თვის წინ შემხვდა, გაგვიხარდა ერთმანეთი... ფბ-ში სულ თვალს ვადევნებდი, დისტანციურად გვმუხტავდა საოცარი პოზიტივით... სიმამაცის, სიკეთისა და სილაღის საუკეთესო მაგალითი დაუტოვა თავის შვილებს და ყველას, ვინც მას ვიცნობდით. ნათელში იყოს ლამაზი ანი..." - წერს გარდაცვლილი ჟურნალისტის ლექტორი, ჟურნალისტიკის დოქტორი ნინო ჭალაგანიძე.

ანი მამულაშვილს ხუთშაბათს, თბილისში დაკრძალავენ.