საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მამა გახდა - შვილების შეძენას "ფეისბუქზე" გიორგი ჭოლაძე ულოცავს. ჭოლაძე ბახტაძის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს მისი აპარატის უფროსი იყო.
"ვულოცავ მამუკა ბახტაძეს ანას და გიორგის დაბადებას!" - წერს ჭოლაძე.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის რჩეულის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი - "რეიტინგის" ინფორმაციით, მამუკა ბახტაძეს საყვარელი ქალი ჰყავს, რომელთანაც 6-წლიანი ურთიერთობა აკავშირებს. ბახტაძის რჩეული ყოფილი მოდელი და მარკეტინგის მენეჯერი იანა კოკოულინაა. ის სხვადასხვა კომპანიაში, მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა და არაერთ ცნობილ ადამიანთან მეგობრობს.
გილოცავთ!!! ბედნიერი ოჯახი ჰქონდეთ.
რაცხა მაინც გაუკეთებია...