საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები
"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები

“პი­კე­ტი­რე­ბა გაგ­რძელ­დე­ბა, ჩვენ ვართ ბრძო­ლის ბოლო ფა­ზა­ში და დაგ­ვე­ლო­დოს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა”, თუ რო­დის რას და სად გა­ვა­კე­თებთ, რად­გან აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­კე­თებთ ყვე­ლა­ფერს, რისი პი­რო­ბაც დავ­დეთ”, - ამის შე­სა­ხებ “სირ­ცხვი­ლი­ას” ერთ-ერ­თმა ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა ნო­დარ რუ­ხა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი დღეს, 19:00 სა­ათ­ზე და­გეგ­მილ აქ­ცი­ა­ზე თა­ვი­ან­თი გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რე­ბენ.

„ერთი რამ ცხა­დია, ჩვენ და­ნე­ბე­ბას არ ვა­პი­რებთ. გუ­შინ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა კი­დევ ერთხელ გა­მოგ­ვიწ­ვია, ჩვენ კი­დევ ერთხელ ვი­ღებთ ამ გა­მოწ­ვე­ვას. ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რაც იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო და შე­გა­ტყო­ბი­ნებთ ჩვე­ნი გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ. ძა­ლი­ან მალე იქ­ნე­ბა მთავ­რო­ბის სხდო­მა, მალე იქ­ნე­ბა ბი­უ­ჯე­ტის მო­რი­გი გან­ხილ­ვა, მალე იქ­ნე­ბა სე­სია, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს კვლავ მო­უ­წევთ პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში შეს­ვლა და ვნა­ხავთ, რო­გორ მო­ა­ხერ­ხე­ბენ”, - გა­ნა­ცხა­და რუ­ხა­ძემ.

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, აქ­ცი­ის დაშ­ლის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი 5 ადა­მი­ა­ნი­დან 3 უკვე გა­წე­რი­ლია კლი­ნი­კი­დან, 2 პო­ლი­ცი­ე­ლი კი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რჩე­ბა.

„გუ­შინ­დე­ლი აქ­ცი­ის შე­დე­გად 5 ადა­მი­ა­ნი იქნა ჰოს­პი­ტა­ლი­ზი­რე­ბუ­ლი, მათ­გან 2 - სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი. ამ დრო­ის­თვის, 3 სა­მო­ქა­ლა­ქო პირი უკვე გა­წე­რი­ლია ბი­ნა­ზე. კლი­ნი­კებ­ში რჩე­ბა 2 პო­ლი­ცი­ე­ლი, რომ­ლებ­საც და­ზი­ა­ნე­ბე­ბი თა­ვი­სა და ხე­ლის არე­ში ჰქონ­დათ მი­ყე­ნე­ბუ­ლი. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს შე­სა­ბა­მი­სი ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი ჩა­უ­ტარ­დათ და ამ დრო­ის­თვის, მათი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია“, - ნათ­ქვა­მია სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

პარ­ლა­მენ­ტის წინ ამ დრო­ის­თვის 10-მდე კა­რა­ვია გაშ­ლი­ლი. ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბა აქ­ცი­ის რამ­დე­ნი­მე მო­ნა­წი­ლე, რომ­ლებ­მაც ღამე კარ­ვებ­ში გა­ა­თე­ნეს.

პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რე ტა­რი­ტო­რი­ა­ზე კვლავ რჩე­ბა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის რამ­დე­ნი­მე ეკი­პა­ჟი და სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯგუ­ფი.

აქ­ცია პარ­ლა­მენ­ტის წინ დღეს, 19:00 სა­ათ­ზე გა­ნახ­ლდე­ბა.

ცნო­ბის­თვის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 18 ნო­ემ­ბერს, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას­თან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის დაშ­ლის დროს, სულ და­კა­ვე­ბუ­ლია 37 პირი, რო­მელ­თა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სიც დღეს გა­ი­მარ­თე­ბა.

და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის არი­ან, ად­ვო­კა­ტი ბექა ბა­სი­ლა­ია, მოძ­რა­ო­ბა „სირ­ცხვი­ლი­ას“ ლი­დე­რე­ბი გიგა მა­ქა­რაშ­ვი­ლი და ზუკა ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯემალა
30

თვითონ ეს ტიპი სად იყო გუშინ? ან სხვა სოკოებივით გამოჩეკილი ახალგაზრდები შეძრომა რომ უნდა პოლიტიკურ სამყაროში

ზურა
28

ნელნელა სწავლობენ აქციების ნორმალურად დაშლას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები

“პიკეტირება გაგრძელდება, ჩვენ ვართ ბრძოლის ბოლო ფაზაში და დაგველოდოს ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება”, თუ როდის რას და სად გავაკეთებთ, რადგან აუცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს, რისი პირობაც დავდეთ”, - ამის შესახებ “სირცხვილიას” ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნოდარ რუხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აქციის ორგანიზატორები დღეს, 19:00 საათზე დაგეგმილ აქციაზე თავიანთი გეგმების შესახებ ისაუბრებენ.

„ერთი რამ ცხადია, ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ. გუშინ ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გამოგვიწვია, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიღებთ ამ გამოწვევას. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც იქნება საჭირო და შეგატყობინებთ ჩვენი გეგმების შესახებ. ძალიან მალე იქნება მთავრობის სხდომა, მალე იქნება ბიუჯეტის მორიგი განხილვა, მალე იქნება სესია, საქართველოს პარლამენტის წევრებს კვლავ მოუწევთ პარლამენტის შენობაში შესვლა და ვნახავთ, როგორ მოახერხებენ”, - განაცხადა რუხაძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციის დაშლის შედეგად დაშავებული 5 ადამიანიდან 3 უკვე გაწერილია კლინიკიდან, 2 პოლიციელი კი საავადმყოფოში რჩება.

„გუშინდელი აქციის შედეგად 5 ადამიანი იქნა ჰოსპიტალიზირებული, მათგან 2 - სამართალდამცველი. ამ დროისთვის, 3 სამოქალაქო პირი უკვე გაწერილია ბინაზე. კლინიკებში რჩება 2 პოლიციელი, რომლებსაც დაზიანებები თავისა და ხელის არეში ჰქონდათ მიყენებული. სამართალდამცველებს შესაბამისი ქირურგიული ოპერაციები ჩაუტარდათ და ამ დროისთვის, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პარლამენტის წინ ამ დროისთვის 10-მდე კარავია გაშლილი. ტერიტორიაზე იმყოფება აქციის რამდენიმე მონაწილე, რომლებმაც ღამე კარვებში გაათენეს.

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტარიტორიაზე კვლავ რჩება საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.

აქცია პარლამენტის წინ დღეს, 19:00 საათზე განახლდება.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 18 ნოემბერს, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დაშლის დროს, სულ დაკავებულია 37 პირი, რომელთა სასამართლო პროცესიც დღეს გაიმართება.

დაკავებულებს შორის არიან, ადვოკატი ბექა ბასილაია, მოძრაობა „სირცხვილიას“ ლიდერები გიგა მაქარაშვილი და ზუკა ბერძენიშვილი.

"ღარიბაშვილი 24-საათიან რეჟიმზე იყო გადასული და პირადად იყო მოლაპარაკებებში ჩართული" - ზალკალიანმა სომხეთს-აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმებაზე

"ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციით აზერბაიჯანმა კონფლიქტისას დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა" - მთავრობა

"თამარ ჟვანია იქნება თუ ღობეგლეჯიაშვილი, თუ მართულია, ყოველთვის შეეცდება ძველი სისტემით გაყალბებას" - გიორგი ვაშაძე