პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიტუაცია უკვე ვადამდელი არჩევნებისკენ მიდის" -  რა პროგნოზებს აკეთებენ ექსპერტები
"სიტუაცია უკვე ვადამდელი არჩევნებისკენ მიდის" -  რა პროგნოზებს აკეთებენ ექსპერტები

ჩემი აზ­რით, დღეს სი­ტუ­ა­ცია უკვე ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის­კენ მი­დის. ოპო­ზი­ცია კი ისე გა­ა­კე­თებს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას „აი­ძუ­ლებს“ მო­ი­მოქ­მე­დოს ის, რაც მას უნდა - ჩა­ა­ტა­როს ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, - ასე აფა­სებს ექ­სპერ­ტი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე პრო­პორ­ცი­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის ჩა­ვარ­დნის გამო რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე და­წყე­ბულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას.

რო­გორც ექ­სპერ­ტმა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, ოპო­ზი­ცია არ­ჩევ­ნე­ბის­თვის უნდა მო­ემ­ზა­დოს, აქ­ცი­ე­ბი უნდა გა­მარ­თოს, მაგ­რამ არა პერ­მა­ნენ­ტუ­ლი და არა ისე­თი მო­თხოვ­ნე­ბით, რა­ზეც აპ­რი­ო­რი ცნო­ბი­ლია, რომ მას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ შე­ას­რუ­ლებს. ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძის თქმით, ოპო­ზი­ცი­ამ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში გა­მარ­ჯვე­ბის რწმე­ნა უნდა ჩა­ნერ­გოს.

„სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მუხ­ტი არ­სე­ბობს, მაგ­რამ ეს მუხ­ტი რომ მოქ­მე­დე­ბა­ში მო­ვი­დეს, მას სხვა დე­ტო­ნა­ტო­რი სჭირ­დე­ბა და არა ის, რა­ზე­დაც დღეს მი­დის სა­უ­ბა­რი.

ამ 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ველ­თვის იყო პრობ­ლე­მა, შეც­ვლის თა­ო­ბა­ზე. დღეს, მო­სახ­ლე­ო­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მი­მართ არ არის ის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რო­გო­რიც იყო 2011 წელს „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სად­მი“, აგ­რე­სი­უ­ლი და მკვეთ­რად უარ­ყო­ფი­თი. მა­ში­ნაც კი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა ძა­ლა­ში და­ტო­ვა „ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“.

ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა იყო 1990 წელს, რო­დე­საც პირ­ვე­ლი მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ტარ­დე­ბო­და და მა­შინ იყო პა­ტა­რა აქ­ცია. ისიც კაც­მა არ იცის, რა­ტომ იყო აქ­ცია, იმი­ტომ, რომ თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი შე­თან­ხმე­ბუ­ლი იყო და აქ­ცია მა­ინც გა­ი­მარ­თა.

ამი­ტომ, ამის მო­ლო­დი­ნი თუ აქვს ოპო­ზი­ცი­ას, ცდე­ბა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რაც არის ვხე­დავთ, მაგ­რამ ეს ოპო­ზი­ცი­აც არ ვიცი, რა არის. თუ არ იფიქ­რებს ოპო­ზი­ცია, არ­ჩევ­ნებს წა­ა­გებს. აა­ნონ­სე­ბენ პერ­მა­ნენ­ტულ აქ­ცი­ებს, ამას ვერ გა­ქა­ჩა­ვენ. 2009 წელს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი გა­და­კე­ტი­ლი იყო და კარ­ვე­ბით იყო გა­და­ჭე­დი­ლი, რა­მაც შე­დე­გი არ მო­ი­ტა­ნა. ამ პრო­ტეტს არ ექ­ნე­ბა ის რე­ზულ­ტა­ტი“, - გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძემ.

პო­ლი­ტი­ლოგ რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სი­ტყვის გა­ტეხ­ვა არ აპა­ტი­ოს.

რო­გორც საყ­ვა­რე­ლი­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“ უმ­რავ­ლე­სო­ბი­დან წევ­რე­ბის გას­ვლა შე­იძ­ლე­ბა უფრო დიდი დარ­ტყმაა, ვიდ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრო­ტეს­ტი რუს­თა­ველ­ზე და მათი რა­ო­დე­ნო­ბის გა­ორ­მა­გე­ბა.

„გარ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრო­ტეს­ტი­სა, საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან­მა ნა­წილ­მა და­ტო­ვა უმ­რავ­ლე­სო­ბა. ეს ნა­ბი­ჯი მათი მხრი­დან შე­იძ­ლე­ბა უფრო დიდი დარ­ტყმაა უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვის და გა­მო­სა­ფხიზ­ლე­ბე­ლიც, ვიდ­რე რა­ო­დე­ნო­ბის გა­ორ­მა­გე­ბა რუს­თა­ველ­ზე. მათი მხრი­დან უმ­რავ­ლე­სო­ბის და­ტო­ვე­ბის­კენ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ ისი­ნი არ იყ­ვნენ საქ­მის კურ­სში და სწო­რედ ჩა­ვარ­დნა­ზე გა­მო­ხა­ტეს რე­აქ­ცია. ნი­შან­დობ­ლი­ვი და სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რომ მათ რე­აქ­ცია სწო­რედ იმა­ზე გა­მო­ხა­ტეს, რომ შე­პი­რე­ბუ­ლი სი­ტყვა უნდა შეს­რულ­დეს და ასე­თი­ვე რე­აქ­ცია ექ­ნე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ ნა­წილს. სი­ტყვის გა­ტეხ­ვის ფაქ­ტი არის მი­უ­ღე­ბე­ლი. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბას სი­ტყვის გა­ტეხ­ვა არ აპა­ტი­ონ, გა­აჩ­ნია, პრო­ცე­სე­ბი რო­გორ წავა“, - გა­ნა­ცხა­და საყ­ვა­რე­ლი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მო­სა­ვალს, რო­გორც საყ­ვა­რე­ლი­ძე აცხა­დებს, ყვე­ლა მხა­რის­თვის მომ­გე­ბი­ა­ნი პრო­პორ­ცი­ულ სის­ტე­მა­ზე გა­დას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტის სა­ხეც­ვლი­ლი ვა­რი­ან­ტის კენ­ჭისყრაა, თუმ­ცა, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ცვლი­ლე­ბის სუ­ლის­კვე­თე­ბა იგი­ვე უნდა დარ­ჩეს.

„თუკი ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­და პრო­ცე­სი, მა­შინ დღეს არ­სე­ბუ­ლი კა­ნო­ნით რომ არ ჩა­ტარ­დეს, რა­საც რე­ა­ლუ­რად რუს­თა­ველ­ზე აპ­რო­ტეს­ტე­ბენ, მა­შინ კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ცვლი­ლე­ბა უნდა შე­ვი­დეს, რაც იგი­ვე პრობ­ლე­მას და­ე­ჯა­ხე­ბა პარ­ლა­მენ­ტში მა­ჟო­რი­ტა­რე­ბის მხრი­დან, რა­საც უკვე და­ე­ჯა­ხა. ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა, მგო­ნი, ჩი­ხის შემ­ცვე­ლია. ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ზე მომ­გე­ბი­ა­ნი ქვეყ­ნის­თვის, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის და ოპო­ზი­ცი­ის­თვის იქ­ნე­ბა ის, რომ არ­სე­ბულ პრო­ექტს მი­ე­ცეს ახა­ლი რე­დაქ­ცია, რომ­ლის სუ­ლის­კვე­თე­ბა ძვე­ლი დარ­ჩე­ბა და ხე­ლახ­ლა გა­ვი­დეს პარ­ლა­მენ­ტში კენ­ჭისყრა­ზე. შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს მცი­რე ცვლი­ლე­ბე­ბი ისე­თი, რო­მელ­საც კა­ნო­ნი აი­ტანს ხელ­მო­რედ გა­სა­ტა­ნად. რო­გორც ჩანს, ამა­ზეც არის ლა­პა­რა­კი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის რე­აქ­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. თუკი ხელ­მე­ო­რედ გა­ტა­ნა­ზე მიდ­გე­ბა საქ­მე, მგო­ნია, რომ სი­ტუ­ა­ცია შე­იძ­ლე­ბა ჩა­წყნარ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და საყ­ვა­რე­ლი­ძემ.

ახლა არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად აფექ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცია, არც ერ­თმა მხა­რემ არ იცის რა­შია გა­მო­სა­ვა­ლი, არა­ვის აქვს გა­მო­სავ­ლის ფორ­მუ­ლა, მიმ­დი­ნა­რე­ობს შუბ­ლე­ბით შე­ჯა­ხე­ბა მო­რე­ვა­ზე. დღეს ვართ პო­ლი­ტი­კურ რინგზე, სა­დაც ლო­გი­კა არის გა­თი­შუ­ლი და ყვე­ლა იყუ­რე­ბა პო­ლი­ტი­კურ კუნ­თებ­ზე, - ასე შე­ა­ფა­სა ექ­სპერ­ტმა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი.

რო­გორც გია ხუ­ხაშ­ვილ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, როცა კუნ­თე­ბით იწყე­ბა ბრძო­ლა, ზა­რალ­დე­ბა სა­ხელ­მწი­ფო.

„ვინ მო­ე­რე­ვა, მე ამა­ზე კო­მენ­ტარს არ გა­ვა­კე­თებ. მო­ლა­პა­რა­კე­ბის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სივ­რცე ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ წა­არ­თვა პო­ლი­ტე­ლი­ტას. ხელი მო­კი­დეს და რინგზე შე­აგ­დეს, იჭი­და­ვეო უთხრეს და რა უნდა ქნას პო­ლი­ტი­კურ­მა ელი­ტამ? ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ თა­ვი­სი­ვე გა­და­ფურ­თხე­ბუ­ლი ალო­კა. ყვე­ლა არის შო­კი­რე­ბუ­ლი. არა მგო­ნია, რომ ოპო­ზი­ცი­ას ჰქონ­დეს კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მა რა სურს. შო­კი­რე­ბუ­ლი ვარ და მეც ვერ ვხე­დავ გა­მო­სა­ვალს, ჩიხ­ში ვართ, როცა კონ­სენ­სუ­სის ძი­ე­ბის სივ­რცე, ვე­ლიც აღარ და­ტო­ვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რა­ღაც ჩა­ი­დი­ნა. დადო სა­ჯა­რო პი­რო­ბა და ადგა და სა­კუ­თა­რი წი­ნა­და­დე­ბა ჩა­ა­გო. ის, რომ ჯოხი ბე­რა­ი­ა­ზე გა­დავ­ტე­ხოთ, არა­სე­რი­ო­ზუ­ლია. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა პო­ლი­ტი­კურ ეთი­კას ფასი და­უ­კარ­გა. მან თქვა, რომ ყვე­ლა­ფე­რი „მო­სუ­ლა“, შე­მიძ­ლია ნე­ბის­მი­ე­რი რამ შეგ­პირ­დეთ, შემ­დეგ არ გა­ვა­კე­თო და ის ვი­რეშ­მა­კუ­ლი თა­მა­ში, რომ მა­ჟო­რი­ტა­რე­ბის გამო მოხ­და და თვი­თონ ძა­ლი­ან წუხს, ამის არა­ვის სჯე­რა! ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს ფორმ­დე­ბა ასე, რომ იმ­დე­ნად ეში­ნია ძა­ლა­უფ­ლე­ბის და­კარ­გვის, ყვე­ლა­ფერ­ზე წამ­სვლე­ლია, ეს არის პრობ­ლე­მა. მისი სი­ტყვის ფასი არის უკვე ნული. დახ­შულ სამ­ყა­რო­ში ცხოვ­რობს, სა­დაც ვერ ხვდე­ბა ვე­რა­ფერს ან თუ ხვდე­ბა და ამას აკე­თებს, ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რი ცი­ნიზ­მი. ის ფიქ­რობს, რომ ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას რა­საც მინ­და იმას „შე­ვაჭ­მევ“. ვე­ტყვი, რომ 2X 2= 5-ს და ამას წიხ­ლით შე­ვაჭ­მევ. ეს სა­ხი­ფა­თოა ქვეყ­ნის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

რო­გორც მან თქვა, ამ დრო­ის­თვის საგ­ზაო რუკა და ფორ­მუ­ლა, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას ამ კრი­ზი­სი­დან გა­მო­იყ­ვანს, არ არ­სე­ბობს.

„ზო­გა­დად არ ვარ ქუ­ჩით რა­ღაც სა­კი­თხე­ბის გა­და­წყვე­ტის მომ­ხრე, მაგ­რამ დღეს მე სივ­რცეს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­თვის, კონ­სენ­სუ­სის ძი­ე­ბის­თვის ვერ ვხე­დავ. შენ რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე დაჯ­დე, ხომ უნდა ენდო მე­ო­რე მხა­რეს?! ხე­ლი­სუ­ფალ­მა, ერ­თმა ადა­მი­ან­მა შე­იყ­ვა­ნა ქვე­ყა­ნა აბ­სო­ლუ­ტურ პო­ლი­ტი­კურ ჩიხ­ში, და­უ­კარ­გა სი­ტყვას ფასი. ანუ ფაქ­ტობ­რი­ვად რომც მო­ი­ძებ­ნოს ფორ­მუ­ლა, ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც უხე­შად არ­ღვეს თა­ვის სი­ტყვას, აღარ არის სან­დო რაზე უნდა ესა­უბ­რო. მე არ მინ­და რომ ქუ­ჩით გა­და­წყდეს პრობ­ლე­მე­ბი, მაგ­რამ გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით გა­და­წყვე­ტის ფორ­მუ­ლას ვერ ვხე­დავ, შე­მიძ­ლია ვი­ფიქ­რო, რომ ტემ­პე­რა­ტუ­რა ისე არ გა­ხურ­დეს, რომ კონ­ტრო­ლი­დან გა­მო­ვი­დეს“, - აღ­ნიშ­ნა ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე ფიქ­რობს, რომ გა­მოვ­ლენ, და­იღ­ლე­ბი­ან და წავ­ლენ, მისი გა­კა­რე­ბა ძა­ლა­უფ­ლე­ბას­თან სა­ხი­ფა­თოა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ექსპერტებო,
28

ბიძინა რას თამაშობს, მხოლოდ მან იცის და დავალების მიმცემმა. ახალი სპექტაკლია, "ვარდების რევოლუციის" მაგვარი.

sergo
2

გაბრწყინებული იბერია... 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"სიტუაცია უკვე ვადამდელი არჩევნებისკენ მიდის" -  რა პროგნოზებს აკეთებენ ექსპერტები

"სიტუაცია უკვე ვადამდელი არჩევნებისკენ მიდის" -  რა პროგნოზებს აკეთებენ ექსპერტები

ჩემი აზრით, დღეს სიტუაცია უკვე ვადამდელი არჩევნებისკენ მიდის. ოპოზიცია კი ისე გააკეთებს, რომ ხელისუფლებას „აიძულებს“ მოიმოქმედოს ის, რაც მას უნდა - ჩაატაროს ვადამდელი არჩევნები, - ასე აფასებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნის გამო რუსთაველის გამზირზე დაწყებულ საპროტესტო აქციას.

როგორც ექსპერტმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ოპოზიცია არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს, აქციები უნდა გამართოს, მაგრამ არა პერმანენტული და არა ისეთი მოთხოვნებით, რაზეც აპრიორი ცნობილია, რომ მას ხელისუფლება არ შეასრულებს. ვახტანგ ძაბირაძის თქმით, ოპოზიციამ მოსახლეობაში გამარჯვების რწმენა უნდა ჩანერგოს.

„საზოგადოებაში მუხტი არსებობს, მაგრამ ეს მუხტი რომ მოქმედებაში მოვიდეს, მას სხვა დეტონატორი სჭირდება და არა ის, რაზედაც დღეს მიდის საუბარი.

ამ 30 წლის განმავლობაში ყოველთვის იყო პრობლემა, შეცვლის თაობაზე. დღეს, მოსახლეობისა და საზოგადოების მხრიდან „ქართული ოცნების“ მიმართ არ არის ის დამოკიდებულება, როგორიც იყო 2011 წელს „ნაციონალური მოძრაობისადმი“, აგრესიული და მკვეთრად უარყოფითი. მაშინაც კი საარჩევნო სისტემა ძალაში დატოვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“.

ერთადერთი შემთხვევა იყო 1990 წელს, როდესაც პირველი მრავალპარტიული არჩევნები ტარდებოდა და მაშინ იყო პატარა აქცია. ისიც კაცმა არ იცის, რატომ იყო აქცია, იმიტომ, რომ თითქმის ყველაფერი შეთანხმებული იყო და აქცია მაინც გაიმართა.

ამიტომ, ამის მოლოდინი თუ აქვს ოპოზიციას, ცდება. ხელისუფლება რაც არის ვხედავთ, მაგრამ ეს ოპოზიციაც არ ვიცი, რა არის. თუ არ იფიქრებს ოპოზიცია, არჩევნებს წააგებს. აანონსებენ პერმანენტულ აქციებს, ამას ვერ გაქაჩავენ. 2009 წელს რუსთაველის გამზირი გადაკეტილი იყო და კარვებით იყო გადაჭედილი, რამაც შედეგი არ მოიტანა. ამ პროტეტს არ ექნება ის რეზულტატი“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

პოლიტილოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, არ არის გამორიცხული ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ საზოგადოებამ სიტყვის გატეხვა არ აპატიოს.

როგორც საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, „ქართული ოცნებისთვის“ უმრავლესობიდან წევრების გასვლა შეიძლება უფრო დიდი დარტყმაა, ვიდრე საზოგადოების პროტესტი რუსთაველზე და მათი რაოდენობის გაორმაგება.

„გარდა საზოგადოების პროტესტისა, საკმაოდ მნიშვნელოვანმა ნაწილმა დატოვა უმრავლესობა. ეს ნაბიჯი მათი მხრიდან შეიძლება უფრო დიდი დარტყმაა უმრავლესობისთვის და გამოსაფხიზლებელიც, ვიდრე რაოდენობის გაორმაგება რუსთაველზე. მათი მხრიდან უმრავლესობის დატოვებისკენ გადადგმული ნაბიჯი გვაფიქრებინებს, რომ ისინი არ იყვნენ საქმის კურსში და სწორედ ჩავარდნაზე გამოხატეს რეაქცია. ნიშანდობლივი და საყურადღებოა, რომ მათ რეაქცია სწორედ იმაზე გამოხატეს, რომ შეპირებული სიტყვა უნდა შესრულდეს და ასეთივე რეაქცია ექნება მოსახლეობის დიდ ნაწილს. სიტყვის გატეხვის ფაქტი არის მიუღებელი. არ არის გამორიცხული უმრავლესობას სიტყვის გატეხვა არ აპატიონ, გააჩნია, პროცესები როგორ წავა“, - განაცხადა საყვარელიძემ.

რაც შეეხება არსებული სიტუაციიდან გამოსავალს, როგორც საყვარელიძე აცხადებს, ყველა მხარისთვის მომგებიანი პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის სახეცვლილი ვარიანტის კენჭისყრაა, თუმცა, კონსტიტუციური ცვლილების სულისკვეთება იგივე უნდა დარჩეს.

„თუკი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მიმართულებით წავიდა პროცესი, მაშინ დღეს არსებული კანონით რომ არ ჩატარდეს, რასაც რეალურად რუსთაველზე აპროტესტებენ, მაშინ კონსტიტუციაში ცვლილება უნდა შევიდეს, რაც იგივე პრობლემას დაეჯახება პარლამენტში მაჟორიტარების მხრიდან, რასაც უკვე დაეჯახა. ეს მიმართულება, მგონი, ჩიხის შემცველია. ვფიქრობ, ყველაზე მომგებიანი ქვეყნისთვის, ხელისუფლებისთვის და ოპოზიციისთვის იქნება ის, რომ არსებულ პროექტს მიეცეს ახალი რედაქცია, რომლის სულისკვეთება ძველი დარჩება და ხელახლა გავიდეს პარლამენტში კენჭისყრაზე. შეიძლება გაკეთდეს მცირე ცვლილებები ისეთი, რომელსაც კანონი აიტანს ხელმორედ გასატანად. როგორც ჩანს, ამაზეც არის ლაპარაკი ირაკლი კობახიძის რეაქციიდან გამომდინარე. თუკი ხელმეორედ გატანაზე მიდგება საქმე, მგონია, რომ სიტუაცია შეიძლება ჩაწყნარდეს“, - განაცხადა საყვარელიძემ.

ახლა არის აბსოლუტურად აფექტური სიტუაცია, არც ერთმა მხარემ არ იცის რაშია გამოსავალი, არავის აქვს გამოსავლის ფორმულა, მიმდინარეობს შუბლებით შეჯახება მორევაზე. დღეს ვართ პოლიტიკურ რინგზე, სადაც ლოგიკა არის გათიშული და ყველა იყურება პოლიტიკურ კუნთებზე, - ასე შეაფასა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განვითარებული მოვლენები.

როგორც გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, როცა კუნთებით იწყება ბრძოლა, ზარალდება სახელმწიფო.

„ვინ მოერევა, მე ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. მოლაპარაკების ცივილიზებული სივრცე ხელისუფლებამ წაართვა პოლიტელიტას. ხელი მოკიდეს და რინგზე შეაგდეს, იჭიდავეო უთხრეს და რა უნდა ქნას პოლიტიკურმა ელიტამ? ხელისუფლებამ თავისივე გადაფურთხებული ალოკა. ყველა არის შოკირებული. არა მგონია, რომ ოპოზიციას ჰქონდეს კონკრეტული გეგმა რა სურს. შოკირებული ვარ და მეც ვერ ვხედავ გამოსავალს, ჩიხში ვართ, როცა კონსენსუსის ძიების სივრცე, ველიც აღარ დატოვა ხელისუფლებამ. წარმოუდგენელი რაღაც ჩაიდინა. დადო საჯარო პირობა და ადგა და საკუთარი წინადადება ჩააგო. ის, რომ ჯოხი ბერაიაზე გადავტეხოთ, არასერიოზულია. ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკურ ეთიკას ფასი დაუკარგა. მან თქვა, რომ ყველაფერი „მოსულა“, შემიძლია ნებისმიერი რამ შეგპირდეთ, შემდეგ არ გავაკეთო და ის ვირეშმაკული თამაში, რომ მაჟორიტარების გამო მოხდა და თვითონ ძალიან წუხს, ამის არავის სჯერა! ფაქტობრივად, ეს ფორმდება ასე, რომ იმდენად ეშინია ძალაუფლების დაკარგვის, ყველაფერზე წამსვლელია, ეს არის პრობლემა. მისი სიტყვის ფასი არის უკვე ნული. დახშულ სამყაროში ცხოვრობს, სადაც ვერ ხვდება ვერაფერს ან თუ ხვდება და ამას აკეთებს, ეს არის აბსოლუტური ცინიზმი. ის ფიქრობს, რომ ამ საზოგადოებას რასაც მინდა იმას „შევაჭმევ“. ვეტყვი, რომ 2X 2= 5-ს და ამას წიხლით შევაჭმევ. ეს სახიფათოა ქვეყნისთვის“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

როგორც მან თქვა, ამ დროისთვის საგზაო რუკა და ფორმულა, რომელიც ქვეყანას ამ კრიზისიდან გამოიყვანს, არ არსებობს.

„ზოგადად არ ვარ ქუჩით რაღაც საკითხების გადაწყვეტის მომხრე, მაგრამ დღეს მე სივრცეს მოლაპარაკებებისთვის, კონსენსუსის ძიებისთვის ვერ ვხედავ. შენ რომ მოლაპარაკებებზე დაჯდე, ხომ უნდა ენდო მეორე მხარეს?! ხელისუფალმა, ერთმა ადამიანმა შეიყვანა ქვეყანა აბსოლუტურ პოლიტიკურ ჩიხში, დაუკარგა სიტყვას ფასი. ანუ ფაქტობრივად რომც მოიძებნოს ფორმულა, ადამიანი, რომელიც უხეშად არღვეს თავის სიტყვას, აღარ არის სანდო რაზე უნდა ესაუბრო. მე არ მინდა რომ ქუჩით გადაწყდეს პრობლემები, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტის ფორმულას ვერ ვხედავ, შემიძლია ვიფიქრო, რომ ტემპერატურა ისე არ გახურდეს, რომ კონტროლიდან გამოვიდეს“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, როცა ხელისუფლება საზოგადოებაზე ფიქრობს, რომ გამოვლენ, დაიღლებიან და წავლენ, მისი გაკარება ძალაუფლებასთან სახიფათოა.