სამართალი
სპორტი

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბექა კვიციანი არაადეკვატურია, ურთიერთობაში ვერ შემოდის" - ადვოკატი
"ბექა კვიციანი არაადეკვატურია, ურთიერთობაში ვერ შემოდის" - ადვოკატი

თბი­ლი­სის ზღვის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მე­გობ­რის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ ბექა კვი­ცი­ანს ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს კვი­ცი­ა­ნის ად­ვო­კატ­მა შოთა მა­ნე­ლი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

ის ბექა კვი­ცი­ან­თან დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც კვი­ცი­ანს ბრალს სა­ვა­რა­უ­დოდ, დღეს, დღის ბო­ლოს წა­უ­ყე­ნე­ბენ.

რო­გორც შოთა მა­ნე­ლი­ძე აცხა­დებს, მან კვი­ცი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, საქ­მის ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა ვერ შეძ­ლო.

„ბრალ­დე­ბა­ზე მსჯე­ლო­ბის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ, ვი­ნა­ი­დან საქ­მის მა­სა­ლე­ბი არ მაქვს, მისი გაც­ნო­ბის შემ­დეგ შე­მეძ­ლე­ბა საქ­მის ვი­თა­რე­ბა­ზე მო­გახ­სე­ნოთ.

რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ხვდა, რაც ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის ფსი­ქი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ადა­მი­ა­ნი არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რია, ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ვერ შე­მო­დის. მე, რო­გორც მის დამ­ცველს, მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რას ფიქ­რობ­და იმ ბრალ­დე­ბის ირ­გვლივ, რა­საც ბრალ­დე­ბის მხა­რე ედა­ვე­ბა. ერ­თა­დერ­თი, რისი თქმაც მო­ა­ხერ­ხა, არის ის, რომ მას არა­ნა­ი­რი სა­ხის და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­უ­დე­ნია. შე­ვე­ცა­დე, რომ მეტი კონ­კრე­ტი­ზა­ცია შე­მე­ტა­ნა ჩვენს სა­უ­ბარ­ში, მაგ­რამ მან ფი­ზი­კუ­რად ვერ შეძ­ლო პა­სუ­ხე­ბის გა­ცე­მა, რად­გან არ იყო ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რა­საც მდგრა­დი მდგო­მა­რე­ო­ბა ჰქვია“, - გა­ნა­ცხა­და მა­ნე­ლი­ძემ.

ად­ვო­კა­ტის თქმით, ბექა კვი­ცი­ა­ნი გარ­კვე­ულ მე­დი­კა­მენ­ტებს იღებ­და.

„რო­გორც ვიცი, გარ­კვე­ულ მე­დი­კა­მენ­ტებს იღებ­და, არ ვიცი, ეს ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი იყო, თუ ძლი­ერ­მოქ­მე­დი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი. შე­ვე­ცა­დე, მის­გან და­სა­ხე­ლე­ბა გა­მერ­კვია, მაგ­რამ მან მი­თხრა, რომ არ ახ­სოვს“, - დას­ძენს ად­ვო­კა­ტი.

„ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ კი­თხვა­ზე, თუკი, ასე­თი ფი­სი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა აქვს, რო­გორ შეძ­ლო რამ­დე­ნი­მე დღით მი­მალ­ვა, ად­ვო­კა­ტი პა­სუ­ხობს, რომ კვი­ცი­ა­ნი მი­მალ­ვა­ში არ იმ­ყო­ფე­ბო­და და არც ქვეყ­ნის სა­ზღვა­რი და­უ­ტო­ვე­ბია.

„მი­მალ­ვა­ში რამ­დე­ნად იმ­ყო­ფე­ბო­და, ვერ გე­ტყვით. რო­გორც ვიცი, ის ბოგ­დან ხმე­ლენცკის ქუ­ჩა­ზე ცხოვ­რობს და იმა­ვე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ა­კა­ვეს. ჩემ­თვის რო­გორც ცნო­ბი­ლია, მას ქვე­ყა­ნა არ და­უ­ტო­ვე­ბია“, - გა­ნა­ცხა­და მა­ნე­ლი­ძემ.

„ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ კი­თხვა­ზე, შე­ე­სა­ბა­მე­ბა თუ არა სი­მარ­თლეს, რომ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მოკ­ლულს ფულს სის­ტე­მა­ტუ­რად სთხოვ­და და მკვე­ლო­ბაც ამის გამო მოხ­და, ად­ვო­კა­ტი პა­სუ­ხობს, რომ ამის შე­სა­ხებ მის­თვის ცნო­ბი­ლი არ არის.

„მო­ტივ­ზე ფი­ზი­კუ­რად ვერ შეძ­ლო კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუ­ხე­ბის გა­ცე­მა. ახლა ის დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში სის­ტე­მა­ტუ­რი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მხრი­დან. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მას დრო­უ­ლი კვლე­ვა ჩა­უ­ტარ­დეს, რის თა­ო­ბა­ზეც, წე­რი­ლო­ბი­თი შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­ვუ­ყე­ნე ბრალ­დე­ბის მხა­რეს და სა­თა­ნა­დო კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა მოვ­თხო­ვე.

ექ­სპერ­ტი­ზა, რო­გორც ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი, ასე­ვე სტა­ცი­ო­ნა­ლუ­რი არ­სე­ბობს. პირ­ველ ეტაპ­ზე, აუ­ცი­ლე­ბე­ლია აბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი ჩა­უ­ტარ­დეს, ვში­შობ, სა­ცი­ო­ნა­ლუ­რის აუ­ცი­ლებ­ლო­ბაც დად­გე­ბა“, -გა­ნა­ცხა­და მა­ნე­ლი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლი­სის ზღვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით მისი მე­გო­ბა­რი, დე­პუ­ტატ ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნის ძმიშ­ვი­ლი, ბექა კვი­ცი­ა­ნი და­ა­კა­ვეს.

გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 108-ე მუხ­ლით, ასე­ვე, 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
temida
2

მოკლა კაცი და ახლა არა ადექვატურის როლშია...

temida
14

მოკლა კაცი და ახლა არა ადექვატურის როლშია...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ბექა კვიციანი არაადეკვატურია, ურთიერთობაში ვერ შემოდის" - ადვოკატი

"ბექა კვიციანი არაადეკვატურია, ურთიერთობაში ვერ შემოდის" - ადვოკატი

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მეგობრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბექა კვიციანს ფსიქიკური პრობლემები აქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კვიციანის ადვოკატმა შოთა მანელიძემ განუცხადა.

ის ბექა კვიციანთან დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებოდა, სადაც კვიციანს ბრალს სავარაუდოდ, დღეს, დღის ბოლოს წაუყენებენ.

როგორც შოთა მანელიძე აცხადებს, მან კვიციანის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საქმის ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება ვერ შეძლო.

„ბრალდებაზე მსჯელობისგან თავს შევიკავებ, ვინაიდან საქმის მასალები არ მაქვს, მისი გაცნობის შემდეგ შემეძლება საქმის ვითარებაზე მოგახსენოთ.

რთული მდგომარეობა დამხვდა, რაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ფსიქიკურ მდგომარეობასთანაა დაკავშირებული. ადამიანი არაადეკვატურია, ურთიერთობაში ვერ შემოდის. მე, როგორც მის დამცველს, მაინტერესებდა, რას ფიქრობდა იმ ბრალდების ირგვლივ, რასაც ბრალდების მხარე ედავება. ერთადერთი, რისი თქმაც მოახერხა, არის ის, რომ მას არანაირი სახის დანაშაული არ ჩაუდენია. შევეცადე, რომ მეტი კონკრეტიზაცია შემეტანა ჩვენს საუბარში, მაგრამ მან ფიზიკურად ვერ შეძლო პასუხების გაცემა, რადგან არ იყო ისეთ მდგომარეობაში, რასაც მდგრადი მდგომარეობა ჰქვია“, - განაცხადა მანელიძემ.

ადვოკატის თქმით, ბექა კვიციანი გარკვეულ მედიკამენტებს იღებდა.

„როგორც ვიცი, გარკვეულ მედიკამენტებს იღებდა, არ ვიცი, ეს ფსიქოტროპული იყო, თუ ძლიერმოქმედი მედიკამენტები. შევეცადე, მისგან დასახელება გამერკვია, მაგრამ მან მითხრა, რომ არ ახსოვს“, - დასძენს ადვოკატი.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, თუკი, ასეთი ფისიკური მდგომარეობა აქვს, როგორ შეძლო რამდენიმე დღით მიმალვა, ადვოკატი პასუხობს, რომ კვიციანი მიმალვაში არ იმყოფებოდა და არც ქვეყნის საზღვარი დაუტოვებია.

„მიმალვაში რამდენად იმყოფებოდა, ვერ გეტყვით. როგორც ვიცი, ის ბოგდან ხმელენცკის ქუჩაზე ცხოვრობს და იმავე ტერიტორიაზე დააკავეს. ჩემთვის როგორც ცნობილია, მას ქვეყანა არ დაუტოვებია“, - განაცხადა მანელიძემ.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, შეესაბამება თუ არა სიმართლეს, რომ მკვლელობაში ბრალდებული მოკლულს ფულს სისტემატურად სთხოვდა და მკველობაც ამის გამო მოხდა, ადვოკატი პასუხობს, რომ ამის შესახებ მისთვის ცნობილი არ არის.

„მოტივზე ფიზიკურად ვერ შეძლო კონკრეტული პასუხების გაცემა. ახლა ის დროებითი მოთავსების იზოლატორში სისტემატური ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან. მნიშვნელოვანია, მას დროული კვლევა ჩაუტარდეს, რის თაობაზეც, წერილობითი შუამდგომლობა დავუყენე ბრალდების მხარეს და სათანადო კვლევის ჩატარება მოვთხოვე.

ექსპერტიზა, როგორც ამბულატორიული, ასევე სტაციონალური არსებობს. პირველ ეტაპზე, აუცილებელია აბულატორიული ჩაუტარდეს, ვშიშობ, საციონალურის აუცილებლობაც დადგება“, -განაცხადა მანელიძემ.

ცნობისთვის, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით მისი მეგობარი, დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმიშვილი, ბექა კვიციანი დააკავეს.

განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

"თოვლში გვირაბებს ვჭრით და ისე დავდივართ..." - ფოტოები სოფელ მუხურადან, რომელიც გადაუღებელმა თოვლმა გარესამყაროს მოწყვიტა

ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს ერთი მოქალაქე ინფექციურიდან უკვე გაწერეს, მეორე პაციენტის გამოკვლევის პასუხი კი დღეს გახდება ცნობილი

ღამით ყინვაა მოსალოდნელი, დილით კი ძლიერი ქარი - როგორი ამინდი იქნება ხვალიდან