მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გადააგდებს" თუ არა "ოცნება" ხალხს?
"გადააგდებს" თუ არა "ოცნება" ხალხს?

პრო­პორ­ცი­ულ სის­ტე­მა­ზე გა­დას­ვლა და კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბა 2020 წლის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის - შე­საძ­ლოა, უტო­პი­ად იქ­ცეს და "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" არ შე­ას­რუ­ლოს და­პი­რე­ბა, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას 20 ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ მის­ცა.

მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ მო­მა­ვა­ლი წლის არ­ჩევ­ნე­ბი კვლავ შე­რე­უ­ლი სის­ტე­მით ჩა­ტარ­დე­ბა. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ბრძო­ლა მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის­თვის აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შე­დის და ოპო­ზი­ცია ქუ­ჩის აქ­ცი­ე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნე­ბის პრო­ტეს­ტის მე­ხუ­თე დღეს, რო­დე­საც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ვერ შე­ე­ლია, მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი სის­ტე­მა დათ­მო და პი­რო­ბა დადო, რომ 2024 წლის ნაც­ვლად პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მით არ­ჩევ­ნე­ბი 2020 წელს ჩა­ტარ­დე­ბო­და.

კონ­სტი­ტუ­ცი­ის მი­ხედ­ვით, აქამ­დე არ­ჩევ­ნე­ბი მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი და პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მით ტარ­დე­ბო­და. ყვე­ლა რე­გი­ონს პარ­ლა­მენ­ტში თა­ვი­სი ერთი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ჰყავ­და, შე­სა­ბა­მი­სად 150 დე­პუ­ტა­ტის მან­და­ტი იყო­ფო­და 73 მა­ჟო­რი­ტა­რად და 77 პრო­პორ­ცი­უ­ლი სიით შე­სულ დე­პუ­ტა­ტად. ოპო­ზი­ცია ხში­რად სა­უბ­რობ­და, მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი სის­ტე­მის უარ­ყო­ფით მხა­რე­ებ­ზე და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის ერთ-ერთ მე­თო­და­დაც მი­აჩ­ნდა. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ხელ­მო­წე­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბაც კი და­ი­წყეს.

მას შემ­დეგ, რაც ამ მო­თხოვ­ნას ახალ­გაზ­რდე­ბიც შე­ურთნენ და პარ­ლა­მენ­ტის წინ გა­მარ­თულ აქ­ცი­ებ­ზე ერთ-ერთ მთა­ვარ პი­რო­ბად წა­უ­ყე­ნეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, "ოც­ნე­ბა" იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და კომ­პრო­მის­ზე წა­სუ­ლი­ყო.

თუმ­ცა, საქ­მე საქ­მე­ზე მიდ­გა და პარ­ლა­მენ­ტში მა­ჟო­რი­ტარ­მა დე­პუ­ტა­ტებ­მა პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მის წი­ნა­აღ­მდეგ აქ­ტი­უ­რად გა­ი­ლაშ­ქრეს. ორ­დღი­ა­ნი ცხა­რე გან­ხილ­ვე­ბის შემ­დეგ, პარ­ლა­მენ­ტმა ხვა­ლის­თვის გა­და­დო კენ­ჭისყრა „ოც­ნე­ბის“ მიერ ინი­ცი­რე­ბულ სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტზე. პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ მი­ზე­ზად ის და­ა­სა­ხე­ლა, რომ უმ­რავ­ლე­სო­ბის შიგ­ნით ჯერ კი­დევ რჩე­ბა სა­კი­თხზე აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა.

"მხარს არ ვუ­ჭერ პრო­პორ­ცი­ულ სის­ტე­მა­ზე გა­დას­ვლას. 2021 ან 2022 წელს აუ­ცი­ლებ­ლად რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი იქ­ნე­ბა" - გა­ნა­ცხა­და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” დე­პუ­ტატ­მა კახა ოქ­რი­აშ­ვილ­მა.

ოქ­რი­აშ­ვი­ლი იმე­დოვ­ნებს, რომ უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში 30-40 მა­ჟო­რი­ტა­რი იქ­ნე­ბა, რომ­ლე­ბიც მხარს არ და­უ­ჭე­რენ სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექტს და ის ჩა­ვარ­დე­ბა.

"გუ­შინ­წინ ეს­პა­ნეთ­ში ბოლო ხუთ წე­ლი­წად­ში მე­ხუ­თედ მო­რი­გი რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი იყო და შე­დე­გი ვერც ერ­თმა პარ­ტი­ამ მა­ინც ვერ დადო. გა­მარ­ჯვე­ბულ­მა პარ­ტი­ამ სამი მან­და­ტი და­კარ­გა და მო­მა­ვალ­შიც ეს­პა­ნეთს ძლი­ე­რი ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ ეყო­ლე­ბა. ჩვენც მო­მა­ვალ­ში ნორ­მა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ გვე­ყო­ლე­ბა, რო­დე­საც გა­და­ვალთ პრო­პორ­ცი­ულ სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა­ზე.

პრაქ­ტი­კუ­ლად არც ერთი მა­ჟო­რი­ტა­რი არ უჭერს მხარს ცვლი­ლე­ბებს, მაგ­რამ შე­საძ­ლე­ბე­ლია კა­ნონპ­რო­ექტს მათ მხა­რი და­უ­ჭი­რონ, რად­გან გუნ­დუ­რი თა­მა­შის წე­სებს ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ. ში­ნა­გა­ნად ამ პრო­ექტს მხარს არა­ვინ უჭერს. მე გუნ­დუ­რი მო­თა­მა­შე ვარ, მაგ­რამ რო­დე­საც არის სე­რი­ო­ზუ­ლი სა­კი­თხე­ბი გა­და­სა­წყვე­ტი, მხო­ლოდ ჩემს გო­ნე­ბას და გულს ვუს­მენ. ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ შე­იც­ვლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ოქ­რი­აშ­ვილ­მა. მის პო­ზი­ცი­ას პარ­ლა­მენ­ტში კი­დევ რამ­დე­ნი­მე მა­ჟო­რი­ტა­რი, მათ შო­რის დაჩი ბე­რა­ია, დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე, ირაკ­ლი ში­ო­ლაშ­ვი­ლი და სხვე­ბი იზი­ა­რე­ბენ.

და­უ­ჭერს თუ არა უმ­რავ­ლე­სო­ბა პრო­პორ­ცი­ულ სის­ტე­მა­ზე გა­დას­ვლას მხარს, ხვალ გა­ირ­კვე­ვა, თუმ­ცა რო­გორც ექ­სპერ­ტე­ბი, ისე ოპო­ზი­ცია ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ „ოც­ნე­ბა“ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ამ­ჯე­რა­დაც "გა­და­აგ­დებს".

პო­ლი­ტო­ლოგ ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძის აზ­რით, პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მა არ­ცერ­თი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის არ არის მი­სა­ღე­ბი, ამი­ტომ არ გა­მო­რი­ცხავს, რომ პარ­ლა­მენ­ტმა ეს სა­კი­თხი ჩა­აგ­დოს.

"მთე­ლი ოპო­ზი­ცია და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სპექტრი მო­ი­თხოვს პრო­პორ­ცი­ულ სის­ტე­მა­ზე გა­დას­ვლას. თა­ვის დრო­ზე, რო­დე­საც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ იყო ოპო­ზი­ცი­ა­ში, ისიც ამას მო­ი­თხოვ­და. მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ აღარ აწყობთ ამ სის­ტე­მა­ზე გა­დას­ვლა.

ჩვენ­თან მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლ­ქე­ბი ყო­ველ­თვის სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბოა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, კან­დი­და­ტი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია თუ პარ­ტი­უ­ლი. მა­ჟო­რი­ტა­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გა­რე­შე ვე­რა­ფერს გა­ა­კე­თებს, ამი­ტომ უნდა თუ არ უნდა, იძუ­ლე­ბუ­ლია ამ ნა­ბიჯ­ზე წა­ვი­დეს.

ამას­თა­ნა­ვე მა­ჟო­რი­ტა­რე­ბით იქ­მნე­ბა უმრვა­ლე­სო­ბა და პარ­ტი­ე­ბი ამით სარ­გებ­ლო­ბენ. პრო­პორ­ცი­ულ­ზე გა­დას­ვლა წინ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია და ზუს­ტად აღ­წერს იმ ძალ­თა ბა­ლანსს, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს. ამი­ტომ ჯო­ბია იყოს პრო­პორ­ცი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, რაც მოგ­ვი­ტანს კო­ა­ლი­ცი­ურ მთავ­რო­ბას.

ვერ ვი­ტყვით, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­და­წყვე­ტი­ლია. ჩემი ვა­რა­უ­დით, პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით ეს თემა გავა, მაგ­რამ მისი დამ­ტკი­ცე­ბა უნდა მოხ­დეს გა­ზა­ფხულ­ზე, ანუ ისევ უნდა დად­გეს კენ­ჭისყრა­ზე, მი­ი­ღოს 113 ხმა და იქ შე­საძ­ლოა პრო­ცე­სი გარ­თულ­დეს და გა­დამ­წყვეტ მო­მენ­ტში ჩა­ი­შა­ლოს. მერე უკვე აღა­რა­ვის ეც­ლე­ბა ამა­ზე რე­ა­გი­რე­ბის­თვის, რად­გან კარს არ­ჩევ­ნე­ბი იქ­ნე­ბა მომ­დგა­რი" - უთხრა AMBEBI.GE-ს ძა­ბი­რა­ძემ.

პო­ლი­ტო­ლოგ გია ხუ­ხაშ­ვი­ლის აზ­რით კი, ჩანს, რა სცე­ნა­რით გან­ვი­თარ­დე­ბა პრო­ცე­სე­ბი და სა­ხე­ზეა მმარ­თვე­ლო­ბი­თი კრი­ზი­სი:

"მთა­ვა­რი მი­ზე­ზი, თუ რა­ტომ უნდა გა­და­ვი­დეთ პრო­პორ­ცი­ულ სის­ტე­მა­ზე, გახ­ლავთ ჩვე­ნი მძი­მე ის­ტო­რი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა. ჩვენ არ გვყავს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მა­ჟო­რი­ტა­რე­ბი, გვყავს ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც აბ­სო­ლუ­ტუ­რად აპო­ლი­ტი­კუ­რე­ბი არი­ან, თუმ­ცა პარ­ტი­ი­დან პარ­ტი­ა­ში გა­და­დი­ან იმის და მი­ხედ­ვით თუ ვინ მო­დის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, ძი­რი­თა­დად და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სე­ბის "დაკ­რიშ­ვით" და ლო­ბი­რე­ბით.

ასე­თი მან­კი­ე­რი სახე მი­ი­ღო მა­ჟო­რო­ტა­რულ­მა სის­ტე­მამ და ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბი ამას ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის ძა­ლი­ან კარ­გად იყე­ნე­ბენ. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ფაქ­ტობ­რი­ვად შე­ვარ­დნა­ძის დრო­ი­დან "იყი­დეს" რა­ი­ო­ნე­ბი. ეს ყვე­ლა­ფე­რი უნდა მო­ი­შა­ლოს, რად­გან ამან მი­ი­ღო ძა­ლა­უფ­ლე­ბის უზურ­პა­ცი­ის სახე.

ჩვე­ნი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა, გარ­და ამი­სა, არის მან­კი­ე­რი ორ­პუ­ლი­სი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის გახ­სნა და სწო­რედ ამის ინ­სტრუ­მენ­ტია პრო­პორ­ცი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. მაგ­რამ რო­დე­საც რამ­დე­ნი­მე დე­პუ­ტა­ტის ყელ­ყე­ლა­ო­ბის გამო ხდე­ბა პრო­ცე­სის ჩაშ­ლა, ეს მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ ჩვენ კი­დევ უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბი­თი კრი­ზი­სი გვაქვს, ვიდ­რე გვე­გო­ნა.

არ მაქვს იმის ილუ­ზია, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში არ შე­უძ­ლია, რომ ეს მა­ჟო­რი­ტა­რე­ბი გა­ა­კონ­ტრო­ლოს, მაგ­რამ ის თუ ამას არ აკე­თებს ე.ი არ უნდა ამის გა­კე­თე­ბა.

რა სცე­ნა­რი­თაც არ უნდა გან­ვი­თარ­დეს პრო­ცე­სე­ბი, შე­დე­გი ერთი და იგი­ვე იქ­ნე­ბა. გვაქვს უმწვა­ვე­სი სა­ხე­ლი­სუფ­ლებ­ლო მმარ­თვე­ლო­ბი­თი კრი­ზი­სი და სის­ტე­მუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის გა­რე­შე არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა. მაგ­რამ რო­გორ, რა ფორ­მით და რო­დის, ამა­ზე პა­სუ­ხე­ბი არ მაქვს. ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უ­გე­ბა­რი ალო­გი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა.

თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უარი თქვა პრო­პორ­ცი­ულ არ­ჩევ­ნებ­ზე, ეს იქ­ნე­ბა ხალ­ხის "გა­დაგ­დე­ბა" და გა­ფორმ­დე­ბა რო­გორც ძა­ლა­უფ­ლე­ბის და­კარ­გვის შიში. ხოლო რო­დე­საც ში­შის გა­ფორ­მე­ბა მოხ­დე­ბა, ეს ძალა მოღ­ვა­წე­ო­ბას ძა­ლი­ან მალე და­ას­რუ­ლებს", - გა­ნუ­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა AMBEBI.GE-ს.

ცნო­ბის­თვის, პრო­პორ­ცილ სის­ტე­მა­ზე გა­და­სას­ვლე­ლად სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბია სა­ჭი­რო, ამას კი 113 დე­პუ­ტა­ტის მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბა. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სა­კითხს მა­ჟო­რი­ტა­რე­ბი მხარს არ და­უ­ჭე­რენ, გა­მო­დის, რომ მარ­ტო სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­ის მხარ­და­ჭე­რა საკ­მა­რი­სი არ იქ­ნე­ბა...

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გურ
15

პარლამენტში ცხოველთა,ფრინველთა მოყვარულები,დამცველებიც შეუშვით რა,სირცხვილია,სირცხვილი,გირჩევთ შეუშვათ მინიმუმ ათი კაცი,მერე ფველაფერი კარგად იქნება,მეზობლებო სომხებო,თურქებო,რუსებო,ამერიკელებო.........თქვენც მოგვბაძეთ ჩვენ,იცოდეთ დრო ჩართულია,იჩქარეთ

1
6

100% ბიძინის უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება და პროპორციული სისტემა 2020 ში გამორიცხულია...არა ბიჭოდა ,,ვაჟკაცი'' მაჟორიტარები წავიდნენ ბიძინის წინააღმდეგ...

ავტორი:

"გადააგდებს" თუ არა "ოცნება" ხალხს?

"გადააგდებს" თუ არა "ოცნება" ხალხს?

პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და კოალიციური მთავრობა 2020 წლის არჩევნებისთვის - შესაძლოა, უტოპიად იქცეს და "ქართულმა ოცნებამ" არ შეასრულოს დაპირება, რომელიც საზოგადოებას 20 ივნისის მოვლენების შემდეგ მისცა.

მოსალოდნელია, რომ მომავალი წლის არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება. ყოველ შემთხვევაში, ბრძოლა მაჟორიტარობისთვის აქტიურ ფაზაში შედის და ოპოზიცია ქუჩის აქციებისთვის ემზადება.

აღსანიშნავია, რომ ივნისის მოვლენების პროტესტის მეხუთე დღეს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიას ვერ შეელია, მაჟორიტარული სისტემა დათმო და პირობა დადო, რომ 2024 წლის ნაცვლად პროპორციული სისტემით არჩევნები 2020 წელს ჩატარდებოდა.

კონსტიტუციის მიხედვით, აქამდე არჩევნები მაჟორიტარული და პროპორციული სისტემით ტარდებოდა. ყველა რეგიონს პარლამენტში თავისი ერთი წარმომადგენელი ჰყავდა, შესაბამისად 150 დეპუტატის მანდატი იყოფოდა 73 მაჟორიტარად და 77 პროპორციული სიით შესულ დეპუტატად. ოპოზიცია ხშირად საუბრობდა, მაჟორიტარული სისტემის უარყოფით მხარეებზე და ხელისუფლების მხრიდან არჩევნების გაყალბების ერთ-ერთ მეთოდადაც მიაჩნდა. ამასთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვებაც კი დაიწყეს.

მას შემდეგ, რაც ამ მოთხოვნას ახალგაზრდებიც შეურთნენ და პარლამენტის წინ გამართულ აქციებზე ერთ-ერთ მთავარ პირობად წაუყენეს ხელისუფლებას, "ოცნება" იძულებული გახდა კომპრომისზე წასულიყო.

თუმცა, საქმე საქმეზე მიდგა და პარლამენტში მაჟორიტარმა დეპუტატებმა პროპორციული სისტემის წინააღმდეგ აქტიურად გაილაშქრეს. ორდღიანი ცხარე განხილვების შემდეგ, პარლამენტმა ხვალისთვის გადადო კენჭისყრა „ოცნების“ მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე. პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მიზეზად ის დაასახელა, რომ უმრავლესობის შიგნით ჯერ კიდევ რჩება საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა.

"მხარს არ ვუჭერ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. 2021 ან 2022 წელს აუცილებლად რიგგარეშე არჩევნები იქნება" - განაცხადა “ქართული ოცნების” დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა.

ოქრიაშვილი იმედოვნებს, რომ უმრავლესობაში 30-40 მაჟორიტარი იქნება, რომლებიც მხარს არ დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს და ის ჩავარდება.

"გუშინწინ ესპანეთში ბოლო ხუთ წელიწადში მეხუთედ მორიგი რიგგარეშე არჩევნები იყო და შედეგი ვერც ერთმა პარტიამ მაინც ვერ დადო. გამარჯვებულმა პარტიამ სამი მანდატი დაკარგა და მომავალშიც ესპანეთს ძლიერი ცენტრალური ხელისუფლება არ ეყოლება. ჩვენც მომავალში ნორმალური ხელისუფლება არ გვეყოლება, როდესაც გადავალთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე.

პრაქტიკულად არც ერთი მაჟორიტარი არ უჭერს მხარს ცვლილებებს, მაგრამ შესაძლებელია კანონპროექტს მათ მხარი დაუჭირონ, რადგან გუნდური თამაშის წესებს ითვალისწინებენ. შინაგანად ამ პროექტს მხარს არავინ უჭერს. მე გუნდური მოთამაშე ვარ, მაგრამ როდესაც არის სერიოზული საკითხები გადასაწყვეტი, მხოლოდ ჩემს გონებას და გულს ვუსმენ. ჩემი გადაწყვეტილება არ შეიცვლება", - განაცხადა ოქრიაშვილმა. მის პოზიციას პარლამენტში კიდევ რამდენიმე მაჟორიტარი, მათ შორის დაჩი ბერაია, დიმიტრი ხუნდაძე, ირაკლი შიოლაშვილი და სხვები იზიარებენ.

დაუჭერს თუ არა უმრავლესობა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს, ხვალ გაირკვევა, თუმცა როგორც ექსპერტები, ისე ოპოზიცია ვარაუდობენ, რომ „ოცნება“ საზოგადოებას ამჯერადაც "გადააგდებს".

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის აზრით, პროპორციული სისტემა არცერთი ხელისუფლებისთვის არ არის მისაღები, ამიტომ არ გამორიცხავს, რომ პარლამენტმა ეს საკითხი ჩააგდოს.

"მთელი ოპოზიცია და საზოგადოებრივი სპექტრი მოითხოვს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. თავის დროზე, როდესაც „ქართული ოცნება“ იყო ოპოზიციაში, ისიც ამას მოითხოვდა. მაგრამ სამწუხაროდ, როგორც ხდება ხოლმე, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აღარ აწყობთ ამ სისტემაზე გადასვლა.

ჩვენთან მაჟორიტარული ოლქები ყოველთვის სახელისუფლებოა, მიუხედავად იმისა, კანდიდატი დამოუკიდებელია თუ პარტიული. მაჟორიტარი ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გარეშე ვერაფერს გააკეთებს, ამიტომ უნდა თუ არ უნდა, იძულებულია ამ ნაბიჯზე წავიდეს.

ამასთანავე მაჟორიტარებით იქმნება უმრვალესობა და პარტიები ამით სარგებლობენ. პროპორციულზე გადასვლა წინ გადადგმული ნაბიჯია და ზუსტად აღწერს იმ ძალთა ბალანსს, რომელიც ქვეყანაში არსებობს. ამიტომ ჯობია იყოს პროპორციული არჩევნები, რაც მოგვიტანს კოალიციურ მთავრობას.

ვერ ვიტყვით, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია. ჩემი ვარაუდით, პირველი მოსმენით ეს თემა გავა, მაგრამ მისი დამტკიცება უნდა მოხდეს გაზაფხულზე, ანუ ისევ უნდა დადგეს კენჭისყრაზე, მიიღოს 113 ხმა და იქ შესაძლოა პროცესი გართულდეს და გადამწყვეტ მომენტში ჩაიშალოს. მერე უკვე აღარავის ეცლება ამაზე რეაგირებისთვის, რადგან კარს არჩევნები იქნება მომდგარი" - უთხრა AMBEBI.GE-ს ძაბირაძემ.

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის აზრით კი, ჩანს, რა სცენარით განვითარდება პროცესები და სახეზეა მმართველობითი კრიზისი:

"მთავარი მიზეზი, თუ რატომ უნდა გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე, გახლავთ ჩვენი მძიმე ისტორიული გამოცდილება. ჩვენ არ გვყავს ჩვეულებრივი მაჟორიტარები, გვყავს ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად აპოლიტიკურები არიან, თუმცა პარტიიდან პარტიაში გადადიან იმის და მიხედვით თუ ვინ მოდის ხელისუფლებაში, ძირითადად დაკავებულები არიან საკუთარი ბიზნესების "დაკრიშვით" და ლობირებით.

ასეთი მანკიერი სახე მიიღო მაჟოროტარულმა სისტემამ და ხელისუფლებები ამას ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ძალიან კარგად იყენებენ. არიან ადამიანები, რომლებმაც ფაქტობრივად შევარდნაძის დროიდან "იყიდეს" რაიონები. ეს ყველაფერი უნდა მოიშალოს, რადგან ამან მიიღო ძალაუფლების უზურპაციის სახე.

ჩვენი მთავარი ამოცანა, გარდა ამისა, არის მანკიერი ორპულისიანი არჩევნების გახსნა და სწორედ ამის ინსტრუმენტია პროპორციული არჩევნების ჩატარება. მაგრამ როდესაც რამდენიმე დეპუტატის ყელყელაობის გამო ხდება პროცესის ჩაშლა, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ კიდევ უფრო სერიოზული მმართველობითი კრიზისი გვაქვს, ვიდრე გვეგონა.

არ მაქვს იმის ილუზია, რომ ბიძინა ივანიშვილს სურვილის შემთხვევაში არ შეუძლია, რომ ეს მაჟორიტარები გააკონტროლოს, მაგრამ ის თუ ამას არ აკეთებს ე.ი არ უნდა ამის გაკეთება.

რა სცენარითაც არ უნდა განვითარდეს პროცესები, შედეგი ერთი და იგივე იქნება. გვაქვს უმწვავესი სახელისუფლებლო მმართველობითი კრიზისი და სისტემური ცვლილებების გარეშე არაფერი შეიცვლება. მაგრამ როგორ, რა ფორმით და როდის, ამაზე პასუხები არ მაქვს. ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი ალოგიკური ვითარება.

თუ ხელისუფლებამ უარი თქვა პროპორციულ არჩევნებზე, ეს იქნება ხალხის "გადაგდება" და გაფორმდება როგორც ძალაუფლების დაკარგვის შიში. ხოლო როდესაც შიშის გაფორმება მოხდება, ეს ძალა მოღვაწეობას ძალიან მალე დაასრულებს", - განუცხადა ხუხაშვილმა AMBEBI.GE-ს.

ცნობისთვის, პროპორცილ სისტემაზე გადასასვლელად საკონსტიტუციო ცვლილებებია საჭირო, ამას კი 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. იმ შემთხვევაში, თუ საკითხს მაჟორიტარები მხარს არ დაუჭერენ, გამოდის, რომ მარტო საპარლამენტო ოპოზიციის მხარდაჭერა საკმარისი არ იქნება...