საზოგადოება
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბუნებრივია, მყავს ჩემი ფავორიტები" - ნანობს თუ არა დათუნა ალადაშვილი რომელიმე კონკურსანტის "საქართველოს ვარსკვლავის" მიღმა დარჩენას
"ბუნებრივია, მყავს ჩემი ფავორიტები" - ნანობს თუ არა დათუნა ალადაშვილი რომელიმე კონკურსანტის "საქართველოს ვარსკვლავის" მიღმა დარჩენას

ვინ წა­რად­გენს სა­ქარ­თვე­ლოს მსოფ­ლი­ოს მთა­ვარ მუ­სი­კა­ლურ სცე­ნა­ზე „ევ­რო­ვი­ზი­ის“ კონ­კურ­სზე ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, თუმ­ცა „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის“ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ­მა ჟი­უ­რიმ უკვე შე­არ­ჩია ათი კონ­კურ­სან­ტი, რო­მელ­თა­გან მხო­ლოდ ერთ გა­მარ­ჯვე­ბულს შე­არ­ჩევს.

სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი ერ­თა­დერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტია სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­დაც უკვე მე­ო­რე სე­ზო­ნია, თა­ვი­ანთ ბედს „ევ­რო­ვი­ზი­ის“ კონ­კურ­სის­თვის დამ­წყე­ბი და ცნო­ბი­ლი მუ­სი­კო­სე­ბიც ცდი­ან.

ჟი­უ­რის ერთ-ერთი წევ­რი ვირ­ტუ­ო­ზი მუ­სი­კო­სი და­თუ­ნა ალა­დაშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ სას­წავ­ლე­ბელ­ში სწავ­ლობ­და და სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში წარ­მა­ტე­ბით მარ­თავს სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო კონ­ცერ­ტებს.

- ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია ამ­ხე­ლა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა რომ მხვდა წი­ლად. მი­ხა­რია ამ ამ­პლუ­ა­ში ყოფ­ნა, მი­თუ­მე­ტეს, რომ შე­სა­ნიშ­ნავ გუნდთან ერ­თად მი­წევს მუ­შა­ო­ბა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა. ერ­თობ­ლი­ვად ვცდი­ლობთ ღირ­სე­უ­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი აღ­მო­ვა­ჩი­ნოთ, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს წა­რად­გენს „ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე“.

- უყუ­რებ­დით მსგავ­სი ტი­პის შო­უ­ებს აქამ­დე?

- კი. უცხო­ეთ­ში ცხოვ­რე­ბი­სას პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო „ამე­რი­კან აი­დოლ“, რო­მე­ლიც „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის“ ანა­ლო­გია, შე­სა­ბა­მი­სად, როცა ეს შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მი­ვი­ღე, მარ­ტი­ვად დავ­თან­ხმდი.

- ბუ­ნებ­რი­ვია, თქვე­ნი ფა­ვო­რი­ტე­ბიც გყავთ.

- მყავს ფა­ვო­რი­ტე­ბი. როცა მომ­ღე­რალს უს­მენ, მისი ვა­ლია გაგ­ხა­დოს სუ­ბი­ექ­ტუ­რი და და­გა­მახ­სოვ­როს თავი. სამ­წუ­ხა­როდ, კონ­კურ­სის სპე­ცი­ფი­კა ის არის, რომ იმ კონ­კრე­ტულ მო­მენ­ტში ის შე­ა­და­რო სხვა გა­მომ­სვლე­ლებს. ჯერ ათი უნდა აარ­ჩიო, ბო­ლოს კი შენს ფა­ვო­რიტს მის­ცე ხმა. ბევ­რი ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლია, ვი­საც ერთხელ არ გა­უ­მარ­თლა, სა­მა­გი­ე­როდ, მო­მა­ვალ წელს მი­აღ­წია წარ­მა­ტე­ბას. თა­ვად გეხ­მა­რე­ბა კონ­კურ­სან­ტი, იყო ობი­ექ­ტუ­რი.

- ყო­ფი­ლა ისე­თი კონ­კურ­სან­ტი, ვისი პრო­ექ­ტის მიღ­მა დარ­ჩე­ნა­საც ნა­ნობთ?

- სი­ნა­ნუ­ლით არ ვნა­ნობ, მაგ­რამ ბევ­რი იყო ნი­ჭი­ე­რი მომ­ღე­რა­ლი, რო­მე­ლიც მახ­სოვს, მაგ­რამ იმ კონ­კრე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში არ იყო ისე­თი მომ­ზა­დე­ბუ­ლი და ვერ გა­და­ვი­და ათე­ულ­ში. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ისი­ნი თა­ვი­ანთ სათ­ქმელს აუ­ცი­ლებ­ლად იტყვი­ან.

- მსოფ­ლი­ო­ში სარ­გებ­ლობთ დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით, უცხო­უ­რი მუ­სი­კა­ლუ­რი სამ­ყა­რო და პრე­სა ვირ­ტუ­ოზ მუ­სი­კოსს გი­წო­დებთ, აგ­რძე­ლებთ კა­რი­ე­რას უცხო­ეთ­ში?

- კა­რი­ე­რას ვაგ­რძე­ლებ სა­ზღვარ­გა­რეთ, სა­ქარ­თვე­ლო­ზე ვგიჟ­დე­ბი. მე შე­მიძ­ლია სამ­შობ­ლო­ში ვიყო, ასეთ მუ­სი­კა­ლურ პრო­ექ­ტში ვიყო და ამა­ვე დროს ვი­ა­რო გას­ტრო­ლებ­ზე.

- რა ასა­კი­დან უკ­რავთ?

- დე­და­ჩე­მი მუ­სი­კა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნია, მან მას­წავ­ლა ნო­ტე­ბის კი­თხვა, შე­სა­ბა­მი­სად, და­ბა­დე­ბი­დან მუ­სი­კა­ში ვარ ჩარ­თუ­ლი. არ ვა­პი­რებ­დი ამ გზის გა­ყო­ლას, მაგ­რამ 11 წლის ასაკ­ში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად ჩა­ვე­ბი სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო მოღ­ვა­წე­ო­ბა­ში, 17 წლის წა­ვე­დი ნიუ-იორკში და ასე გაგ­რძელ­და ყვე­ლა­ფე­რი.

- რთუ­ლი არ იყო უცხო­ეთ­ში მარ­ტო გამ­გზავ­რე­ბა?

- თა­ვი­დან მარ­ტო წა­ვე­დი და ჩა­ვე­ბი და­მო­უ­კი­დე­ბელ ცხოვ­რე­ბა­ში. რა თქმა უნდა, რთუ­ლია, რო­დე­საც სხვა ქვე­ყა­ნა­ში გა­და­დი­ხარ, თუმ­ცა ბევ­რი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი და­მიდ­გა გვერ­დით და ბევრ რა­მე­ში გა­მი­მარ­თლა. კო­ლე­ჯში ვცხოვ­რობ­დი, ერ­თად დავ­დი­ო­დით ნიუ-იორკ სი­ტი­ში, კარ­ნე­გი ჰოლ­ში და ა.შ. ასეთ დროს კი სირ­თუ­ლის დრო აღარ გრჩე­ბა, რად­გან მუ­სი­კა­ლურ სა­მო­თხე­ში ხარ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
0

დათუნა ქვია ამხელა კაცს? 

ახ
0

დავითი, რა დათუნა უიმეეეე, დათუნიას ასაკიდან რით ვერ გამოვიდა? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ბუნებრივია, მყავს ჩემი ფავორიტები" - ნანობს თუ არა დათუნა ალადაშვილი რომელიმე კონკურსანტის "საქართველოს ვარსკვლავის" მიღმა დარჩენას

"ბუნებრივია, მყავს ჩემი ფავორიტები" - ნანობს თუ არა დათუნა ალადაშვილი რომელიმე კონკურსანტის "საქართველოს ვარსკვლავის" მიღმა დარჩენას

ვინ წარადგენს საქართველოს მსოფლიოს მთავარ მუსიკალურ სცენაზე „ევროვიზიის“ კონკურსზე ჯერჯერობით უცნობია, თუმცა „საქართველოს ვარსკვლავის“ პროფესიონალურმა ჟიურიმ უკვე შეარჩია ათი კონკურსანტი, რომელთაგან მხოლოდ ერთ გამარჯვებულს შეარჩევს.

საქართველოს ვარსკვლავი ერთადერთი საერთაშორისო პროექტია საქართველოში, სადაც უკვე მეორე სეზონია, თავიანთ ბედს „ევროვიზიის“ კონკურსისთვის დამწყები და ცნობილი მუსიკოსებიც ცდიან.

ჟიურის ერთ-ერთი წევრი ვირტუოზი მუსიკოსი დათუნა ალადაშვილია, რომელიც მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებელში სწავლობდა და სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებით მართავს საფორტეპიანო კონცერტებს.

- ჩემთვის დიდი პატივია ამხელა პასუხისმგებლობა რომ მხვდა წილად. მიხარია ამ ამპლუაში ყოფნა, მითუმეტეს, რომ შესანიშნავ გუნდთან ერთად მიწევს მუშაობა და გადაწყვეტილების მიღება. ერთობლივად ვცდილობთ ღირსეული წარმომადგენელი აღმოვაჩინოთ, რომელიც საქართველოს წარადგენს „ევროვიზიაზე“.

- უყურებდით მსგავსი ტიპის შოუებს აქამდე?

- კი. უცხოეთში ცხოვრებისას პოპულარული იყო „ამერიკან აიდოლ“, რომელიც „საქართველოს ვარსკვლავის“ ანალოგია, შესაბამისად, როცა ეს შემოთავაზება მივიღე, მარტივად დავთანხმდი.

- ბუნებრივია, თქვენი ფავორიტებიც გყავთ.

- მყავს ფავორიტები. როცა მომღერალს უსმენ, მისი ვალია გაგხადოს სუბიექტური და დაგამახსოვროს თავი. სამწუხაროდ, კონკურსის სპეციფიკა ის არის, რომ იმ კონკრეტულ მომენტში ის შეადარო სხვა გამომსვლელებს. ჯერ ათი უნდა აარჩიო, ბოლოს კი შენს ფავორიტს მისცე ხმა. ბევრი ცნობილი მომღერალია, ვისაც ერთხელ არ გაუმართლა, სამაგიეროდ, მომავალ წელს მიაღწია წარმატებას. თავად გეხმარება კონკურსანტი, იყო ობიექტური.

- ყოფილა ისეთი კონკურსანტი, ვისი პროექტის მიღმა დარჩენასაც ნანობთ?

- სინანულით არ ვნანობ, მაგრამ ბევრი იყო ნიჭიერი მომღერალი, რომელიც მახსოვს, მაგრამ იმ კონკრეტულ სიტუაციაში არ იყო ისეთი მომზადებული და ვერ გადავიდა ათეულში. დარწმუნებული ვარ, ისინი თავიანთ სათქმელს აუცილებლად იტყვიან.

- მსოფლიოში სარგებლობთ დიდი პოპულარობით, უცხოური მუსიკალური სამყარო და პრესა ვირტუოზ მუსიკოსს გიწოდებთ, აგრძელებთ კარიერას უცხოეთში?

- კარიერას ვაგრძელებ საზღვარგარეთ, საქართველოზე ვგიჟდები. მე შემიძლია სამშობლოში ვიყო, ასეთ მუსიკალურ პროექტში ვიყო და ამავე დროს ვიარო გასტროლებზე.

- რა ასაკიდან უკრავთ?

- დედაჩემი მუსიკალური ადამიანია, მან მასწავლა ნოტების კითხვა, შესაბამისად, დაბადებიდან მუსიკაში ვარ ჩართული. არ ვაპირებდი ამ გზის გაყოლას, მაგრამ 11 წლის ასაკში პროფესიონალურად ჩავები საფორტეპიანო მოღვაწეობაში, 17 წლის წავედი ნიუ-იორკში და ასე გაგრძელდა ყველაფერი.

- რთული არ იყო უცხოეთში მარტო გამგზავრება?

- თავიდან მარტო წავედი და ჩავები დამოუკიდებელ ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, რთულია, როდესაც სხვა ქვეყანაში გადადიხარ, თუმცა ბევრი არაჩვეულებრივი ადამიანი დამიდგა გვერდით და ბევრ რამეში გამიმართლა. კოლეჯში ვცხოვრობდი, ერთად დავდიოდით ნიუ-იორკ სიტიში, კარნეგი ჰოლში და ა.შ. ასეთ დროს კი სირთულის დრო აღარ გრჩება, რადგან მუსიკალურ სამოთხეში ხარ.

"დალომბარდებულ ბეჭდებს თითო გრამი აკლდა" - რა პრობლემებს აწყდებიან მომხმარებლები ლომბარდებში და რატომ ვერ კონტროლდება ბაზარი

ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საელჩო სიფრთხილისკენ მოუწოდებს - "აფეთქების გაგონებისთანავე მიჰყევით ინსტრუქციას"

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?