საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეპისკოპოსი იასონ წამალაიძე გარდაცვლილი იპოვეს
ეპისკოპოსი იასონ წამალაიძე გარდაცვლილი იპოვეს

ეპის­კო­პო­სი ია­სონ წა­მა­ლა­ი­ძე, თბი­ლის­ში, სა­კუ­თარ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. გარ­დაც­ვლი­ლი სი­ნო­დის ყო­ფი­ლი წევ­რის, ქრის­ტე­ფო­რე წა­მა­ლა­ი­ძის შვი­ლია. სა­სუ­ლი­ე­რო პირი სა­ბერ­ძნე­თის ეკ­ლე­სი­ა­ში მსა­ხუ­რობ­და.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცხე­დარს ექ­სპერ­ტი­ზა უტარ­დე­ბა.

გარ­დაც­ვლი­ლის მამა, ქრის­ტე­ფო­რე წა­მა­ლა­ი­ძე ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ი­დან განკვე­თი­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რია. მას სი­ნოდ­თან და­პი­რის­პი­რე­ბის გამო, 1995 წელს მღვდელმსა­ხუ­რე­ბის უფ­ლე­ბა აეკ­რძა­ლა და წმინ­და სი­ნო­დი­დან გა­რი­ცხეს.

ქრის­ტე­ფო­რე წა­მა­ლა­ი­ძის გვარ­მა, ბო­ლოს, მე­უ­ფე ზო­სი­მეს წი­ნა­აღ­მდეგ წა­ყე­ნე­ბულ ბრალ­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­იჟ­ღე­რა. ყო­ფი­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პირი, მამა ზო­სი­მეს წი­ნა­აღ­მდეგ აგო­რე­ბულ სკან­დალ­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. ქრის­ტე­ფო­რე წა­მა­ლა­ი­ძე წე­რი­ლის ად­რე­სა­ტია, რო­მელ­შიც 1988 წელს სე­მი­ნა­რი­ის სტუ­დენ­ტმა სე­მი­ნა­რი­ის მა­შინ­დელ რექ­ტორს (ეპის­კო­პოსს) და წილკ­ნი­სა და დუ­შე­თის ამ­ჟა­მინ­დელ მიტ­რო­პო­ლიტს, ზო­სი­მეს სექ­სუ­ა­ლურ შე­ვიწ­რო­ე­ბა­ში დას­დო ბრა­ლი.

5 იან­ვარს ქრის­ტე­ფო­რე წა­მა­ლა­ი­ძე სა­პატ­რი­არ­ქოს ირ­გვლივ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს გა­მო­ეხ­მა­უ­რა და თქვა, რომ სა­ჭი­როა მო­იწ­ვი­ონ სა­ერ­თო სა­ეკ­ლე­სიო კრე­ბა (არა სი­ნო­დის კრე­ბა), სა­დაც გა­ნი­ხი­ლა­ვენ მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ა­ში დაგ­რო­ვე­ბულ სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მას.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის, ნინო ლომ­ჯა­რი­ას აზ­რით, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის მხრი­დან სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის შე­საძ­ლო და­ნა­შა­უ­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ით სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი უნდა და­ინ­ტე­რეს­დნენ.

რო­გორც ლომ­ჯა­რი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ბოლო პე­რი­ოდ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი კუ­თხით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი დას­ჯა­დი ქმე­დე­ბის ნიშ­ნებს შე­ი­ცავს.

„შე­სა­ბა­მი­სად, მო­ვუ­წო­დებ სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს, და­ინ­ტე­რეს­დნენ და და­ი­წყონ გა­მო­ძი­ე­ბა თი­თო­ე­ულ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ასე­ვე, მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლა იმ პირს, რომ­ლის­თვი­საც ცნო­ბი­ლია ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბის შე­სა­ხებ, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­მარ­თოს შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნო­ებს“, - გა­ნა­ცხა­და ნინო ლომ­ჯა­რი­ამ სა­გან­გე­ბოდ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

მი­სი­ვე თქმით, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატ­მა შე­სა­ბი­სი რე­ა­გი­რე­ბის თხოვ­ნით, წე­რი­ლო­ბით უკვე მი­მარ­თა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს.

„მსურს, სა­ჯა­როდ მო­ვუ­წო­დო რო­გორც გან­ცხა­დე­ბის ავ­ტო­რებს, ასე­ვე, ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცი­ის მფლო­ბელს, და­უ­კავ­შირ­დნენ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატს, რათა მაქ­სი­მა­ლუ­რად სრულ­ყო­ფილ ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­ვუ­ყა­როთ თავი და შევ­ძლოთ მისი გა­და­მოწ­მე­ბა. შეს­წავ­ლის პრო­ცეს­ში მო­თხოვ­ნის შემ­თხვე­ვა­ში, განმცხა­დებ­ლის კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ნინო ლომ­ჯა­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ია
0

5 იანვარს თუ 5 ნოემბერს????

კოზა ნოსტრა
20

დაიწყო მოწმეთა მოშორება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

ეპისკოპოსი იასონ წამალაიძე გარდაცვლილი იპოვეს

ეპისკოპოსი იასონ წამალაიძე გარდაცვლილი იპოვეს

ეპისკოპოსი იასონ წამალაიძე, თბილისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილი სინოდის ყოფილი წევრის, ქრისტეფორე წამალაიძის შვილია. სასულიერო პირი საბერძნეთის ეკლესიაში მსახურობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

გარდაცვლილის მამა, ქრისტეფორე წამალაიძე ქართული ეკლესიიდან განკვეთილი სასულიერო პირია. მას სინოდთან დაპირისპირების გამო, 1995 წელს მღვდელმსახურების უფლება აეკრძალა და წმინდა სინოდიდან გარიცხეს.

ქრისტეფორე წამალაიძის გვარმა, ბოლოს, მეუფე ზოსიმეს წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებთან დაკავშირებით გაიჟღერა. ყოფილი სასულიერო პირი, მამა ზოსიმეს წინააღმდეგ აგორებულ სკანდალში დაადანაშაულეს. ქრისტეფორე წამალაიძე წერილის ადრესატია, რომელშიც 1988 წელს სემინარიის სტუდენტმა სემინარიის მაშინდელ რექტორს (ეპისკოპოსს) და წილკნისა და დუშეთის ამჟამინდელ მიტროპოლიტს, ზოსიმეს სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი.

5 იანვარს ქრისტეფორე წამალაიძე საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და თქვა, რომ საჭიროა მოიწვიონ საერთო საეკლესიო კრება (არა სინოდის კრება), სადაც განიხილავენ მართლმადიდებელ ეკლესიაში დაგროვებულ სხვადასხვა პრობლემას.

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას აზრით, სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური ხასიათის შესაძლო დანაშაულების შესახებ ინფორმაციით სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.

როგორც ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ბოლო პერიოდში აღნიშნული კუთხით გავრცელებული ინფორმაციები სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დასჯადი ქმედების ნიშნებს შეიცავს.

„შესაბამისად, მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, დაინტერესდნენ და დაიწყონ გამოძიება თითოეულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. ასევე, მოვუწოდებ ყველა იმ პირს, რომლისთვისაც ცნობილია ზემოაღნიშნული სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების შესახებ, დაუყოვნებლივ მიმართოს შესაბამის ორგანოებს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის აპარატმა შესაბისი რეაგირების თხოვნით, წერილობით უკვე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალურ პროკურატურასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

„მსურს, საჯაროდ მოვუწოდო როგორც განცხადების ავტორებს, ასევე, ყველა ინფორმაციის მფლობელს, დაუკავშირდნენ სახალხო დამცველის აპარატს, რათა მაქსიმალურად სრულყოფილ ინფორმაციას მოვუყაროთ თავი და შევძლოთ მისი გადამოწმება. შესწავლის პროცესში მოთხოვნის შემთხვევაში, განმცხადებლის კონფიდენციალურობა უზრუნველყოფილი იქნება“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 49 პაციენტი გარდაიცვალა

ლაგოდეხში სატვირთო ქვეითს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა

სპეცოპერაცია წერეთელზე - არაოფიციალური ინფორმაცით, მიკროსაფინანსოში შეიარაღებული პირი შეიჭრა