მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„გონს მოეგე, დაო • გზა ლიდერობისკენ” - რა გელოდებათ 14 ნოემბრის ღონისძიებაზე  4 წარმატებული ქართველი ქალი ანტრეპრენერისგან?
„გონს მოეგე, დაო • გზა ლიდერობისკენ” - რა გელოდებათ 14 ნოემბრის ღონისძიებაზე  4 წარმატებული ქართველი ქალი ანტრეპრენერისგან?

How many black women do you know who works on my position? - ვი­საც ამე­რი­კუ­ლი სე­რი­ა­ლი Suits გი­ნა­ხავთ, გე­მახ­სოვ­რე­ბათ მისი ერთ-ერთი მთა­ვა­რი გმი­რის, სა­ად­ვო­კა­ტო ფირ­მა Pearson Hardman-ის მმარ­თვე­ლი პარტნი­ო­რის ჯე­სი­კა პირ­სო­ნის ეს კი­თხვა საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი­სად­მი. ჯე­სი­კას სამ­სა­ხურ­სა და პი­რად ცხოვ­რე­ბას შო­რის არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა უწევს, სა­ბო­ლო­ოდ კი თა­ვი­სი ფირ­მის ერ­თგუ­ლი რჩე­ბა.

სამ­წუ­ხა­როდ, ქა­ლე­ბი ასე­თი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დგე­ბი­ან, რად­გან სა­ზო­გა­დო­ე­ბა მათ უამ­რავ სტე­რე­ო­ტი­პულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას აკის­რებს. ის ქა­ლე­ბი კი ვინც ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბა­სა და პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას ერ­თმა­ნეთს ჰარ­მო­ნი­უ­ლად უთავ­სე­ბენ, თი­თით საჩ­ვე­ნებ­ლე­ბი ხდე­ბი­ან ხოლ­მე, როცა ვთან­ხმდე­ბით, რომ ამა­ში გა­სა­ო­ცა­რი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წე­სით, არა­ფე­რი უნდა იყოს.

იმის და­სამ­ტკი­ცებ­ლად, რომ ასე­თი ჰარ­მო­ნია მიღ­წე­ვა­დია, რომ ქა­ლე­ბი ოჯა­ხუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბის გარ­და სხვა საქ­მე­ე­ბის­თვი­საც იბა­დე­ბი­ან, მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, უამ­რა­ვი აქ­ტი­ვო­ბა და­ი­წყო. მათ შო­რის, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქა­ლე­ბი წე­რენ წიგ­ნებს, რათა თა­ვი­ან­თი გა­მოც­დი­ლე­ბა სხვებს გა­უ­ზი­ა­რონ, გახ­დნენ მო­ტი­ვა­ტო­რე­ბი. ასე­თი მა­გა­ლი­თია სო­ფია ამო­რუ­ზოს „რო­გორ გავ­ხდი GirlBoss“, რო­მე­ლიც 2014 წელს გა­მო­ი­ცა და რე­ი­ჩელ ჰო­ლი­სის „გონს მო­ე­გე, დაო“. წიგ­ნებ­ში მო­თხრო­ბი­ლია ნუ­ლი­დან და­წყე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც დღეს, ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ მა­გა­ლი­თებს წარ­მო­ად­გენს.

სო­ფია ამო­რუ­ზომ ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბა ცნო­ბილ ელექტრო­ნუ­ლი კო­მერ­ცი­ის პლატ­ფორ­მა­ზე Ebay.com-ზე მე­ო­რე­უ­ლი ტან­საც­მლის გა­ყიდ­ვით და­ი­წყო, სა­ბო­ლო­ოდ კი მსხვი­ლი ბიზ­ნე­სი - Nasty Girl შექ­მნა. რე­ი­ჩელ ჰო­ლი­სი კი პი­როვ­ნულ და კა­რი­ე­რულ გან­ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ინ­ტე­რე­სო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებს ქმნის. წიგ­ნე­ბი ქარ­თულ ენა­ზე მალე „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი. მა­ნამ­დე კი წარ­მა­ტე­ბის ბიბ­ლი­ო­თე­კამ „ლურ­ჯი ოკე­ა­ნე“ გა­და­წყვი­ტა, რამ­დე­ნი­მე ქარ­თვე­ლი #GirlBoss გაგ­ვაც­ნოს და კი­დევ ერთხელ შეგ­ვახ­სე­ნოს, რომ კა­რი­ე­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა გენ­დერ­თან პირ­და­პირ კავ­შირ­ში არ არის.

14 ნო­ემ­ბრის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე „გონს მო­ე­გე, დაო•გზა ლი­დე­რო­ბის­კენ“, რო­მე­ლიც სას­ტუმ­რო „მოქ­სი­ში“ ჩა­ტარ­დე­ბა, თა­ვი­ანთ გა­მოც­დი­ლე­ბას გაგ­ვი­ზი­ა­რე­ბენ ვინ­ტა­ჟუ­რი/მე­ო­რე­უ­ლი ტან­საც­მლის მა­ღა­ზია „ვინ­ტი­ლა­ტო­რი­სა“ და „რა­ბა­ზა­რი­ას“ თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი შოკო ჩი­ჩუა, Facebook-ის ჯგუფ BeautyLab-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და Forbes Georgia-ს ერთ-ერთი ავ­ტო­რი ქეთა ბა­ღაშ­ვი­ლი; „ცოდ­ნის კა­ფეს“ თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ნანა ბა­გა­ლიშ­ვი­ლი და Coaching Lab-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ირი­ნე ჭო­ჭუა.

ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა და პრო­ექტ „ლურ­ჯი ოკე­ა­ნის“ მე­ნე­ჯერ­მა თა­თია ტუ­რაშ­ვილ­მა გან­გვი­მარ­ტა, რომ ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, გა­ი­მარ­თე­ბა რე­ი­ჩელ ჰო­ლი­სის „გონს მო­ე­გე, და­ო­სა“ და სო­ფია ამო­რუ­ზოს „რო­გორ გავ­ხდი #GirlBoss-ის“ წარ­დგე­ნაც.

„ლურ­ჯი ოკე­ა­ნის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ჩვე­ნი წიგ­ნე­ბის თე­მა­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ, რომ ახა­ლი წიგ­ნე­ბი ჩვენს მკი­თხველს არა მხო­ლოდ ნა­წარ­მო­ე­ბებ­ზე სა­უბ­რის ფორ­მატ­ში, არა­მედ უფრო რე­ა­ლუ­რი მა­გა­ლი­თე­ბით გა­ვაც­ნოთ, რათა და­ვი­წყოთ დის­კუ­სი­ე­ბი მათ გარ­შე­მო. ამ ორი ახა­ლი წიგ­ნის შემ­თხვე­ვა­ში, გვსურს, მაქ­სი­მა­ლუ­რად წა­მოვ­წი­ოთ და ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაჩ­ვე­ნოთ სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტზე მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლი გო­გო­ნე­ბი­სა და ქა­ლე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ე­ბი. გვინ­და, ჩვე­ნი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნოთ იმა­ში, რომ ეს ის­ტო­რი­ე­ბი, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ­მა ადა­მი­ან­მა მო­ის­მი­ნოს და მათ­თვის სა­მა­გა­ლი­თო გახ­დეს. გაგ­ვი­ხარ­დე­ბა, თუ ეს ის­ტო­რი­ე­ბი ჩვენს აუ­დი­ტო­რი­ას მის­ცემს მო­ტი­ვა­ცი­ას, იმუ­შა­ონ სა­კუ­თარ იდე­ებ­ზე და მუდ­მი­ვად იზ­რუ­ნონ თა­ვი­ანთ პი­როვ­ნულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე“, - აღ­ნიშ­ნა თა­თია ტუ­რაშ­ვილ­მა.

დღეს, ბევრ ქალს ერთი Facebook ჯგუ­ფი - Beauty Lab გვა­ერ­თი­ა­ნებს, სა­დაც ერ­თმა­ნეთს სი­ლა­მა­ზი­სა და თა­ვის მოვ­ლის შე­სა­ხებ რჩე­ვებს ვაძ­ლევთ. მისი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ქეთა ბა­ღაშ­ვი­ლი კი ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ჯგუ­ფის ის­ტო­რი­ა­სა და წარ­მა­ტე­ბის ამ­ბავს მოგ­ვი­თხრობს.

„ზო­გა­დად, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ იცო­დე ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­მაც ეს გზა უკვე გა­ი­ა­რეს, უკვე შექ­მნეს რა­ღაც და შე­უძ­ლი­ათ სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­გი­ზი­ა­რონ. გაჩ­ვე­ნონ, რო­გორ გა­და­ლა­ხეს სირ­თუ­ლე­ე­ბი. სა­ქარ­თვე­ლო­შიც ზუს­ტად ეს ბა­რი­ე­რე­ბია წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად, როცა ქალი ხარ. ძა­ლი­ან ცოტა მა­გა­ლი­თი გვყავს, პა­ტა­რა გო­გო­ნებს, ვისი ის­ტო­რი­აც შე­იძ­ლე­ბა რე­ლე­ვან­ტუ­რი და შემ­დეგ ინ­სპი­რა­ცი­უ­ლი იყოს ჩვენ­თვის. ვი­ღა­ცის ის­ტო­რი­ამ უნდა შეგვძრას, რომ ჩვენ­ში გა­აღ­ვი­ძოს მებ­რძო­ლი, რო­მე­ლიც იტყვის, რომ მა­საც შე­უძ­ლია ამის გა­კე­თე­ბა.

ბა­რი­ე­რებ­ში ხში­რად მო­ი­აზ­რე­ბენ ხოლ­მე იმა­საც, რომ გო­გო­ნე­ბი­სათ­ვის ბიზ­ნეს­ში წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა უფრო რთუ­ლია, ვიდ­რე ბი­ჭე­ბის­თვის. ამ მო­საზ­რე­ბის გან­სამ­ტკი­ცებ­ლად კი­დევ უამ­რავ აფ­სურ­დულ არ­გუ­მენ­ტსაც მო­იყ­ვა­ნენ ხოლ­მე, თუმ­ცა ჩემ­თვის ეს არც ბა­რი­ე­რი, არც დაბ­რკო­ლე­ბა და არც პრობ­ლე­მა არას­დროს ყო­ფი­ლა, რად­გან მარ­ტი­ვად, უბ­რა­ლოდ არ ვი­ზი­ა­რებ­დი ასეთ შე­ხე­დუ­ლე­ბას“, - აღ­ნიშ­ნა ქე­თამ ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში.

დიდი ხანი არ არის, რაც ირი­ნა ჭო­ჭუ­ამ Coaching Lab და­ა­ფუძნა. დღემ­დე დიდ ძა­ლის­ხმე­ვას ხარ­ჯავს, რომ კომ­პა­ნი­ებს Coaching-სა და ჩვე­უ­ლებ­რივ ტრე­ნინ­გებს შო­რის გან­სხვა­ვე­ბა აუხ­სნას და რო­გორც ჩანს, კარ­გა­დაც გა­მოს­დის, რად­გან ორ­გა­ნი­ზა­ცია წარ­მა­ტე­ბით ოპე­რი­რებს. ამ წარ­მა­ტე­ბამ­დე ირი­ნას ბევ­რი სირ­თუ­ლის დაძ­ლე­ვა მო­უ­წია, ყვე­ლა­ფერ­ზე კი 14 ნო­ემ­ბერს დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რებს.

„ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე პრე­ზენ­ტა­ცი­ის თე­მას და­ვარ­ქვი „შენი უკე­თე­სი ვერ­სია“. მთა­ვა­რი მე­სი­ჯი იქ­ნე­ბა იმის ჩვე­ნე­ბა, თუ ადა­მი­ანს და ამ შემ­თხვე­ვა­ში, ქალს, ბიზ­ნე­სის და­სა­წყე­ბად რა უნა­რე­ბი სჭირ­დე­ბა, რო­გორ უნდა იმუ­შა­ოს მიზ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე სტრეს­ფაქ­ტო­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რად­გან მო­უ­წევს შიშ­თან და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას­თან ერ­თად საქ­მი­ა­ნო­ბა.

ეს იქ­ნე­ბა ჩემი, პირ­ვე­ლი პი­რი­დან მო­თხრო­ბი­ლი ის­ტო­რია, მე რო­გორ გა­ვი­ა­რე ეს გზა და რო­გორ ვი­მუ­შა­ვე სა­კუ­თარ თავ­ზე იმი­სათ­ვის, რომ გა­მე­კე­თე­ბი­ნა ის, რაც მინ­დო­და და ჩემი მიზ­ნის­თვის მი­მეღ­წია“, - გან­მარ­ტა ირი­ნა ჭო­ჭუ­ამ.

მო­ტი­ვი­რე­ბულ ქა­ლებს სივ­რცეს სას­ტუმ­რო „მოქ­სი“ და­უთ­მობს, რომ­ლის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და მარ­კე­ტინ­გის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი ქე­თე­ვან შუბ­ლა­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ კომ­პა­ნი­ის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის წარ­მა­ტე­ბა­ში სა­კუ­თა­რი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს.

„სას­ტუმ­რო „მოქ­სი“ თბი­ლი­სი მო­ხა­რუ­ლია და ყო­ველ­თვის მზად არის უმას­პინ­ძლოს მსგავ­სი ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბებს, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ჩვენ­თვის მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა, მათი გან­ვი­თა­რე­ბა და წარ­მა­ტე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბამ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ი­ნა­ხოს, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია, მთვა­რია, მონ­დო­მე­ბა და და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად სა­კუ­თა­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის სწო­რად ჩა­დე­ბა. იყო წარ­მა­ტე­ბუ­ლი, ნიშ­ნავს, მუდ­მი­ვად ზრუ­ნავ­დე შენი თა­ვის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, არა­სო­დეს გა­ჩერ­დე, არა­სო­დეს გე­ცო­დე­ბო­დეს თავი იმის გამო, რომ სა­ჭი­რო­ზე მეტი გა­ა­კე­თე, ცდი­ლობ­დე ყო­ველ­თვის იყო სი­ახ­ლე­ე­ბი­სა და მოვ­ლე­ნე­ბის ეპი­ცენ­ტრში. „მოქ­სი“ მხარს უჭერ სმსგავ­სი ტი­პის სა­ინ­ტე­რე­სო წა­მო­წყე­ბებს და ყო­ველ­თვის მზად იქ­ნე­ბა უმას­პინ­ძლოს მათ“, - აღ­ნიშ­ნა მან.

რო­გორ და­ვეს­წროთ GirlBoss-ების ღო­ნის­ძი­ე­ბას?

TKT.ge-ზე უკვე იყი­დე­ბა ბი­ლე­თე­ბი, რო­მელ­თა შე­ძე­ნაც 14 ნო­ემ­ბრამ­დეა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

https://tkt.ge/Event/212833/gons-moege-dao-gza-liderobisken

ss
0
ჰოლოკოსტი - ევროპის მარადიული სირცხვილი და ცოდვაა
ავტორი:

„გონს მოეგე, დაო • გზა ლიდერობისკენ” - რა გელოდებათ 14 ნოემბრის ღონისძიებაზე  4 წარმატებული ქართველი ქალი ანტრეპრენერისგან?

„გონს მოეგე, დაო • გზა ლიდერობისკენ” - რა გელოდებათ 14 ნოემბრის ღონისძიებაზე  4 წარმატებული ქართველი ქალი ანტრეპრენერისგან?

How many black women do you know who works on my position? - ვისაც ამერიკული სერიალი Suits გინახავთ, გემახსოვრებათ მისი ერთ-ერთი მთავარი გმირის, საადვოკატო ფირმა Pearson Hardman-ის მმართველი პარტნიორის ჯესიკა პირსონის ეს კითხვა საყვარელი ადამიანისადმი. ჯესიკას სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის არჩევანის გაკეთება უწევს, საბოლოოდ კი თავისი ფირმის ერთგული რჩება.

სამწუხაროდ, ქალები ასეთი არჩევანის წინაშე დგებიან, რადგან საზოგადოება მათ უამრავ სტერეოტიპულ პასუხისმგებლობას აკისრებს. ის ქალები კი ვინც ოჯახურ ცხოვრებასა და პროფესიულ განვითარებას ერთმანეთს ჰარმონიულად უთავსებენ, თითით საჩვენებლები ხდებიან ხოლმე, როცა ვთანხმდებით, რომ ამაში გასაოცარი და განსაკუთრებული წესით, არაფერი უნდა იყოს.

იმის დასამტკიცებლად, რომ ასეთი ჰარმონია მიღწევადია, რომ ქალები ოჯახური პასუხისმგებლობების გარდა სხვა საქმეებისთვისაც იბადებიან, მსოფლიოს მასშტაბით, უამრავი აქტივობა დაიწყო. მათ შორის, წარმატებული ქალები წერენ წიგნებს, რათა თავიანთი გამოცდილება სხვებს გაუზიარონ, გახდნენ მოტივატორები. ასეთი მაგალითია სოფია ამორუზოს „როგორ გავხდი GirlBoss“, რომელიც 2014 წელს გამოიცა და რეიჩელ ჰოლისის „გონს მოეგე, დაო“. წიგნებში მოთხრობილია ნულიდან დაწყებული ბიზნესსაქმიანობების შესახებ, რომლებიც დღეს, ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მაგალითებს წარმოადგენს.

სოფია ამორუზომ ბიზნესსაქმიანობა ცნობილ ელექტრონული კომერციის პლატფორმაზე Ebay.com-ზე მეორეული ტანსაცმლის გაყიდვით დაიწყო, საბოლოოდ კი მსხვილი ბიზნესი - Nasty Girl შექმნა. რეიჩელ ჰოლისი კი პიროვნულ და კარიერულ განვითარებასთან დაკავშირებით, საინტერესო სახელმძღვანელოებს ქმნის. წიგნები ქართულ ენაზე მალე „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში იქნება ხელმისაწვდომი. მანამდე კი წარმატების ბიბლიოთეკამ „ლურჯი ოკეანე“ გადაწყვიტა, რამდენიმე ქართველი #GirlBoss გაგვაცნოს და კიდევ ერთხელ შეგვახსენოს, რომ კარიერული განვითარება გენდერთან პირდაპირ კავშირში არ არის.

14 ნოემბრის ღონისძიებაზე „გონს მოეგე, დაო•გზა ლიდერობისკენ“, რომელიც სასტუმრო „მოქსიში“ ჩატარდება, თავიანთ გამოცდილებას გაგვიზიარებენ ვინტაჟური/მეორეული ტანსაცმლის მაღაზია „ვინტილატორისა“ და „რაბაზარიას“ თანადამფუძნებელი შოკო ჩიჩუა, Facebook-ის ჯგუფ BeautyLab-ის დამფუძნებელი და Forbes Georgia-ს ერთ-ერთი ავტორი ქეთა ბაღაშვილი; „ცოდნის კაფეს“ თანადამფუძნებელი ნანა ბაგალიშვილი და Coaching Lab-ის დამფუძნებელი ირინე ჭოჭუა.

ღონისძიების ორგანიზატორმა და პროექტ „ლურჯი ოკეანის“ მენეჯერმა თათია ტურაშვილმა განგვიმარტა, რომ ღონისძიების ფარგლებში, გაიმართება რეიჩელ ჰოლისის „გონს მოეგე, დაოსა“ და სოფია ამორუზოს „როგორ გავხდი #GirlBoss-ის“ წარდგენაც.

„ლურჯი ოკეანის ღონისძიებები ჩვენი წიგნების თემატიკიდან გამომდინარეობს. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ახალი წიგნები ჩვენს მკითხველს არა მხოლოდ ნაწარმოებებზე საუბრის ფორმატში, არამედ უფრო რეალური მაგალითებით გავაცნოთ, რათა დავიწყოთ დისკუსიები მათ გარშემო. ამ ორი ახალი წიგნის შემთხვევაში, გვსურს, მაქსიმალურად წამოვწიოთ და ქართულ საზოგადოებას ვაჩვენოთ სხვადასხვა პროექტზე მომუშავე ქართველი გოგონებისა და ქალების საინტერესო ისტორიები. გვინდა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმაში, რომ ეს ისტორიები, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მოისმინოს და მათთვის სამაგალითო გახდეს. გაგვიხარდება, თუ ეს ისტორიები ჩვენს აუდიტორიას მისცემს მოტივაციას, იმუშაონ საკუთარ იდეებზე და მუდმივად იზრუნონ თავიანთ პიროვნულ განვითარებაზე“, - აღნიშნა თათია ტურაშვილმა.

დღეს, ბევრ ქალს ერთი Facebook ჯგუფი - Beauty Lab გვაერთიანებს, სადაც ერთმანეთს სილამაზისა და თავის მოვლის შესახებ რჩევებს ვაძლევთ. მისი დამფუძნებელი ქეთა ბაღაშვილი კი ღონისძიებაზე ჯგუფის ისტორიასა და წარმატების ამბავს მოგვითხრობს.

„ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იცოდე ადამიანების შესახებ, რომლებმაც ეს გზა უკვე გაიარეს, უკვე შექმნეს რაღაც და შეუძლიათ საკუთარი გამოცდილება გაგიზიარონ. გაჩვენონ, როგორ გადალახეს სირთულეები. საქართველოშიც ზუსტად ეს ბარიერებია წარმატების მისაღწევად, როცა ქალი ხარ. ძალიან ცოტა მაგალითი გვყავს, პატარა გოგონებს, ვისი ისტორიაც შეიძლება რელევანტური და შემდეგ ინსპირაციული იყოს ჩვენთვის. ვიღაცის ისტორიამ უნდა შეგვძრას, რომ ჩვენში გააღვიძოს მებრძოლი, რომელიც იტყვის, რომ მასაც შეუძლია ამის გაკეთება.

ბარიერებში ხშირად მოიაზრებენ ხოლმე იმასაც, რომ გოგონებისათვის ბიზნესში წარმატების მიღწევა უფრო რთულია, ვიდრე ბიჭებისთვის. ამ მოსაზრების განსამტკიცებლად კიდევ უამრავ აფსურდულ არგუმენტსაც მოიყვანენ ხოლმე, თუმცა ჩემთვის ეს არც ბარიერი, არც დაბრკოლება და არც პრობლემა არასდროს ყოფილა, რადგან მარტივად, უბრალოდ არ ვიზიარებდი ასეთ შეხედულებას“, - აღნიშნა ქეთამ ჩვენთან საუბარში.

დიდი ხანი არ არის, რაც ირინა ჭოჭუამ Coaching Lab დააფუძნა. დღემდე დიდ ძალისხმევას ხარჯავს, რომ კომპანიებს Coaching-სა და ჩვეულებრივ ტრენინგებს შორის განსხვავება აუხსნას და როგორც ჩანს, კარგადაც გამოსდის, რადგან ორგანიზაცია წარმატებით ოპერირებს. ამ წარმატებამდე ირინას ბევრი სირთულის დაძლევა მოუწია, ყველაფერზე კი 14 ნოემბერს დეტალურად ისაუბრებს.

„ღონისძიებაზე პრეზენტაციის თემას დავარქვი „შენი უკეთესი ვერსია“. მთავარი მესიჯი იქნება იმის ჩვენება, თუ ადამიანს და ამ შემთხვევაში, ქალს, ბიზნესის დასაწყებად რა უნარები სჭირდება, როგორ უნდა იმუშაოს მიზნების ჩამოყალიბებაზე სტრესფაქტორების გათვალისწინებით, რადგან მოუწევს შიშთან და წინააღმდეგობასთან ერთად საქმიანობა.

ეს იქნება ჩემი, პირველი პირიდან მოთხრობილი ისტორია, მე როგორ გავიარე ეს გზა და როგორ ვიმუშავე საკუთარ თავზე იმისათვის, რომ გამეკეთებინა ის, რაც მინდოდა და ჩემი მიზნისთვის მიმეღწია“, - განმარტა ირინა ჭოჭუამ.

მოტივირებულ ქალებს სივრცეს სასტუმრო „მოქსი“ დაუთმობს, რომლის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის კოორდინატორი ქეთევან შუბლაძე აღნიშნავს, რომ კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, მომავალი თაობის წარმატებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

„სასტუმრო „მოქსი“ თბილისი მოხარულია და ყოველთვის მზად არის უმასპინძლოს მსგავსი ტიპის ღონისძიებებს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის მომავალი თაობა, მათი განვითარება და წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია. ახალგაზრდა თაობამ აუცილებლად უნდა დაინახოს, რომ შეუძლებელი არაფერია, მთვარია, მონდომება და დასახული მიზნის მისაღწევად საკუთარი ინვესტიციების სწორად ჩადება. იყო წარმატებული, ნიშნავს, მუდმივად ზრუნავდე შენი თავის განვითარებაზე, არასოდეს გაჩერდე, არასოდეს გეცოდებოდეს თავი იმის გამო, რომ საჭიროზე მეტი გააკეთე, ცდილობდე ყოველთვის იყო სიახლეებისა და მოვლენების ეპიცენტრში. „მოქსი“ მხარს უჭერ სმსგავსი ტიპის საინტერესო წამოწყებებს და ყოველთვის მზად იქნება უმასპინძლოს მათ“, - აღნიშნა მან.

როგორ დავესწროთ GirlBoss-ების ღონისძიებას?

TKT.ge-ზე უკვე იყიდება ბილეთები, რომელთა შეძენაც 14 ნოემბრამდეა შესაძლებელი.

https://tkt.ge/Event/212833/gons-moege-dao-gza-liderobisken

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ ნოემბრის ნომრის მთავარი თემები

ოჯახური გართობა, შემეცნება და ქვეყნის სიყვარული - რუკა, რომელიც საქართველოს აერთიანებს

"მარველის" სუპერგმირების ოფიციალური კოლექცია აქციის ფასად იქნება ხელმისაწვდომი