პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჭარის რეკლამა Expedia -ზე იწყება
აჭარის რეკლამა Expedia -ზე იწყება

აჭა­რის რეკ­ლა­მა პო­პუ­ლა­რულ, სა­მოგ­ზა­უ­რო და­ჯავ­შნის პორ­ტალ­ზე Expedia.com იწყე­ბა. აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტი რე­გი­ო­ნის ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის წარ­მო­ჩე­ნას პორ­ტალ­ზე, რო­მელ­საც ყო­ველ­თვი­უ­რად 675 მი­ლი­ო­ნი ვი­ზი­ტო­რი ჰყავს ბრი­ტა­ნეთ­სა და გერ­მა­ნი­ა­ში გეგ­მავს. გარ­და ამი­სა, ბა­თუმ­ში დას­ვე­ნე­ბის მო­წო­დე­ბი­თა და სა­ი­მი­ჯო ფო­ტო­თი და­იბ­რენ­დე­ბა ავი­ა­კომ­პა­ნია WIZZ AIR-ის ჩას­ხდო­მის ბა­რა­თე­ბი, რო­მელ­საც მგზავ­რე­ბი გერ­მა­ნი­ი­სა და უკ­რა­ი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე გა­ეც­ნო­ბი­ან.

„ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რე­გი­ო­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია მო­ვახ­დი­ნოთ უშუ­ა­ლოდ სა­მოგ­ზა­უ­რო პლატ­ფორ­მებ­ზე. სწო­რედ, ამი­ტომ შე­მოდ­გო­მა-ზამ­თრის კამ­პა­ნი­ის­თვის ავირ­ჩი­ეთ ისე­თი მას­შტა­ბუ­რი პლატ­ფორ­მა, რო­გო­რი­ცაა ექ­სპე­დია, სა­დაც მოხ­დე­ბა ჩვე­ნი რე­გი­ო­ნის, რო­გორც სა­ინ­ტე­რე­სო და ახა­ლი ტუ­რის­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის რეკ­ლა­მი­რე­ბა. Expedia.com-ზე შე­იქ­მნე­ბა აჭა­რის ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი­სა და პო­ტენ­ცი­ა­ლის ამ­სახ­ვე­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დი, რაც ხელს შე­უ­წყობს ჩვე­ნის ქვეყ­ნი­სა და რე­გი­ო­ნის ტუ­რის­ტუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის წარ­მო­ჩე­ნას მსოფ­ლიო მას­შტა­ბით. გარ­და ამი­სა, წელს უკვე მე­ო­რედ, რეკ­ლა­მა ვი­წყებთ ავი­ა­კომ­პა­ნია WIZZ AIR-ის მგზავ­რე­ბის­თვის და მო­ვუ­წო­დებთ მათ შემ­დე­გი არ­და­დე­გე­ბი ევ­რო­პის, სწრა­ფად მზარდ ტუ­რის­ტულ ქა­ლაქ­ში - ბა­თუმ­ში გა­ა­ტა­რონ,“ გა­ნა­ცხა­და აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე თი­ნა­თინ ზო­ი­ძემ.

ამ ეტაპ­ზე, აჭა­რის ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია ეს­ტო­ნეთ­ში, ლატ­ვი­ა­ში, პო­ლო­ნეთ­სა და ბე­ლა­რუს­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა გარე, ონ­ლა­ინ და სა­ტე­ლე­ვი­ზიო რეკ­ლა­მე­ბის მეშ­ვე­ო­ბით რე­გი­ო­ნის პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბა 16 სა­მიზ­ნე ქვე­ყა­ნა­ში გა­ზა­ფხულ­ზე და­ი­წყო. მათ შო­რის წელს პირ­ვე­ლად, რე­გი­ო­ნის სა­ი­მი­ჯო ვი­დე­ორ­გო­ლებს BBC-ის, Deutsche Welle-სა და ევ­რო­ნი­უს­თან ერ­თად National Geographic-ისა და Travel Channel-ის მი­ლი­ო­ნო­ბით მა­ყუ­რე­ბე­ლი გა­ეც­ნო.

ავტორი:

აჭარის რეკლამა Expedia -ზე იწყება

აჭარის რეკლამა Expedia -ზე იწყება

აჭარის რეკლამა პოპულარულ, სამოგზაურო დაჯავშნის პორტალზე Expedia.com იწყება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას პორტალზე, რომელსაც ყოველთვიურად 675 მილიონი ვიზიტორი ჰყავს ბრიტანეთსა და გერმანიაში გეგმავს. გარდა ამისა, ბათუმში დასვენების მოწოდებითა და საიმიჯო ფოტოთი დაიბრენდება ავიაკომპანია WIZZ AIR-ის ჩასხდომის ბარათები, რომელსაც მგზავრები გერმანიისა და უკრაინის მიმართულებებზე გაეცნობიან.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონის პოპულარიზაცია მოვახდინოთ უშუალოდ სამოგზაურო პლატფორმებზე. სწორედ, ამიტომ შემოდგომა-ზამთრის კამპანიისთვის ავირჩიეთ ისეთი მასშტაბური პლატფორმა, როგორიცაა ექსპედია, სადაც მოხდება ჩვენი რეგიონის, როგორც საინტერესო და ახალი ტურისტული მიმართულების რეკლამირება. Expedia.com-ზე შეიქმნება აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და პოტენციალის ამსახველი სპეციალური გვერდი, რაც ხელს შეუწყობს ჩვენის ქვეყნისა და რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენას მსოფლიო მასშტაბით. გარდა ამისა, წელს უკვე მეორედ, რეკლამა ვიწყებთ ავიაკომპანია WIZZ AIR-ის მგზავრებისთვის და მოვუწოდებთ მათ შემდეგი არდადეგები ევროპის, სწრაფად მზარდ ტურისტულ ქალაქში - ბათუმში გაატარონ,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.

ამ ეტაპზე, აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და შესაძლებლობების პოპულარიზაცია ესტონეთში, ლატვიაში, პოლონეთსა და ბელარუსში მიმდინარეობს, თუმცა გარე, ონლაინ და სატელევიზიო რეკლამების მეშვეობით რეგიონის პოზიციონირება 16 სამიზნე ქვეყანაში გაზაფხულზე დაიწყო. მათ შორის წელს პირველად, რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლებს BBC-ის, Deutsche Welle-სა და ევრონიუსთან ერთად National Geographic-ისა და Travel Channel-ის მილიონობით მაყურებელი გაეცნო.

მთიანმა აჭარამ და სამზარეულომ ლვოველების ყურადღება მიიქცია

ქართული კინოს რომელი პერსონაჟი რაში დახარჯავდა მილიონ ლარს

როგორ შევარჩიოთ ჩვენთვის ეფექტური ეპილაციის ტიპი - რჩევები სპეციალისტისგან