პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღე, როცა იმ არაბუნებრივად ლამაზ ტყეში ვიპოვეთ, მისი ძმის დაბადების დღე იყო..." - 29 წლის სანდრო ბერაძის მეგობრის სულისშემძვრელი წერილი
"დღე, როცა იმ არაბუნებრივად ლამაზ ტყეში ვიპოვეთ, მისი ძმის დაბადების დღე იყო..." - 29 წლის სანდრო ბერაძის მეგობრის სულისშემძვრელი წერილი

"სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" ოპე­რა­ტო­რის, სან­დრო ბე­რა­ძის მე­გო­ბა­რი გი­ორ­გი ჩო­გო­ვა­ძე სან­დრო­ზე სუ­ლის­შემ­ძვრელ წე­რილს აქ­ვეყ­ნებს.

29 წლის ბე­რა­ძე, რო­მე­ლიც აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი 4-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ ცხვა­რი­ჭა­მი­ას ტყე­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. რო­გორც ჩო­გო­ვა­ძე "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ წე­რილ­ში წერს, სან­დრო ბე­რა­ძე სენს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ებ­რძო­და და ამ ბრძო­ლა­ში და­მარ­ცხდა...

"მო­გიყ­ვე­ბით რო­გო­რი ბიჭი იყო სან­დრი­კა... კი ბაბ... არა ბაბ...

სან­დრო პირ­ველ იან­ვარს იყო და­ბა­დე­ბუ­ლი. ხში­რად მე­უბ­ნე­ბო­და, რომ და­ბა­დე­ბის დღე არ მაქ­ვსო. ყვე­ლა ისე­დაც ქე­ი­ფობს და არა­ვის ვახ­სო­ვა­რო. სან­დრო ყვე­ლა­სი იყო და ყვე­ლას­თვის იყო. ესე­თი იყო ის. არა­ნორ­მა­ლუ­რად მზრუნ­ვე­ლი, თბი­ლი და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი. დიდი ბავ­შვი იყო თვი­თონ და ამი­ტომ ყვე­ლა პა­ტა­რას­თან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და.

ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი თავს მათ გა­რე­მოც­ვა­ში გრძნობ­და. არამ­ხო­ლოდ უყ­ვარ­და მე­გობ­რე­ბი, თა­ვად „მე­გობ­რო­ბა­ზე“ გიჟ­დე­ბო­და. ვინც კი იც­ნობ­დით სან­დროს ყვე­ლას მთე­ლი გუ­ლით გი­სამ­ძიმ­რებთ, იმი­ტომ რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია იც­ნობ­დე მას და გულ­ში არ გყავ­დეს. ის სი­ცა­რი­ე­ლე რაც მან და­ტო­ვა, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია რა­მემ შე­ავ­სოს.

ძა­ლი­ან დიდი ხნის წინ და­ი­წყო მისი აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი. გახ­სოვთ ის პე­რი­ო­დი ყო­ველ 100 მეტრში, აფ­თი­ა­ქე­ბი­ვით სლოტ კლუ­ბე­ბი, რომ იყო გახ­სნი­ლი. მა­შინ თვი­თო­ნაც პა­ტა­რა იყო. და­ი­წყო თა­მა­შით. არ იცო­და მა­შინ სი­ცო­ცხლეს თუ ეთა­მა­შე­ბო­და და როცა ეს გა­ი­აზ­რა მას მერე მუდ­მივ ბრძო­ლა­ში იყო სა­კუ­თარ თავ­თან. ბრძო­ლა­ში, რო­მელ­შიც და­მარ­ცხდა. და­მარ­ცხდა არა იმი­ტომ, რომ სუს­ტი იყო - მან ვე­ღარ გა­უძ­ლო იმას, რომ სა­კუ­თარ თავს ვერ ერე­ო­და.

სა­შინ­ლად არ მოს­წონ­და ის სან­დრო, რო­მე­ლიც და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო აზარტზე. სა­გულ­და­გუ­ლოდ მა­ლავ­და ამას. ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც ვმე­გობ­რობთ, რამ­დენ­ჯერ უთხო­ვია ჩემ­თვის: „გიოს არ უთხრა ხო იცი...“ ამ ზა­ფხულს რა­ღა­ცე­ე­ბის რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვლა და­ი­წყო. არ ვი­ცო­დი, ვერ მივ­ხვდი, რომ ეს გა­დამ­წყვე­ტი ბრძო­ლა იყო. 50-ჯერ მანც აქვს ნათ­ქვა­მი ვარ­ჯი­ში და­ვი­წყე და წამო შენც... „მაგ­რად გა­გის­წორ­დე­ბა ბაბ...“, მი­რე­კავ­და სა­ღა­მო­ო­ბით... გამო ლის­ზე ავი­დეთ ვი­სე­ირ­ნო­თო.

პა­რა­ლე­ლუ­რად, ვი­ცო­დი, რომ ფსი­ქო­ლოგ­თან და­დი­ო­და. სამ­სა­ხურ­შიც დაბ­რუნ­და. ბრძო­ლაც და­ი­წყო სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის წი­ნა­აღ­მდეგ. „ბიზ­ნე­სის“, რო­მელ­მაც სა­ბო­ლო­ოდ სი­ცო­ცხლე­ზე უარი ათ­ქმე­ვი­ნა. სწო­რედ ამ ბრძო­ლის ნა­წი­ლი გა­ხა­და თა­ვი­სი სიკ­ვდი­ლიც. სა­დღაც ოდეს­ღაც ნათ­ქვა­მი აქვს ეს ჩემ­თვის. მო­ფიქ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და რო­გორ შე­ეძ­ლო და­ე­მარ­ცხე­ბი­ნა ის, რა­მაც სი­ცო­ცხლე გა­უმ­წა­რა. მა­შინ ეს ისე­თი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ჩან­და... თუმ­ცა, ამა­ზე ცოტა ქვე­ვით მო­გიყ­ვე­ბით.

მე­უბ­ნე­ბო­და რომ აღარ თა­მა­შობ­და. ბოლო თვე­ებ­ში რამ­დენ­ჯერ­მე ტე­ლე­ფონ­ში ჩამძვრალს რომ წა­ვას­წა­რი მი­თხრა: „არა ბაბ... 10 ლარი ხო იცი...“ თურ­მე უკვე ჩემ­თა­ნაც მა­ლავ­და... ასე დარ­ჩა მარ­ტო თა­ვის კოშ­მარ­თან. რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად აწუ­ხებ­და, იმა­ზე უკვე მე­გობ­რებ­საც კი ვე­ღარ ელა­პა­რა­კე­ბო­და.. ასე დარ­ჩა მარ­ტო. მარ­ტო დარ­ჩა სან­დრო. სან­დრი­კა, რომ­ლის სა­ხე­ზე მუ­დამ ღი­მი­ლი იყო, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად ფიქ­რობ­და სხვებ­ზე.

ეს არაა უბ­რა­ლოდ ლა­მა­ზი სი­ტყვე­ბი... მარ­თლა ესე იყო. იმ­დე­ნი რა­მის მო­ყო­ლა შე­მიძ­ლია სან­დროს მა­გარ ბი­ჭო­ბა­ზე. ეს ის­ტო­რი­ე­ბი არც ერ­თმა­ნეთს გავს და არც რამე სხვა ამ­ბებს. მარ­ტო სან­დრი­კას შე­ეძ­ლო ესე­თი ცხოვ­რე­ბა ეცხოვ­რა. ბო­ლოს მიხ­ვდა რომ უბ­რა­ლოდ ვე­ღარ აგ­რძე­ლებ­და და და­ხუ­რა თა­ვი­სი წიგ­ნი. არა­ვინ იფიქ­როთ, რომ სან­დრომ თა­ვის სი­ცო­ცხლე რამე კონ­კრე­ტუ­ლი თან­ხის წა­გე­ბის გამო დათ­მო. არც ის იფიქ­როთ, რომ ეს სპონ­ტა­ნუ­რი, იმ დღის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. აფექ­ტზე ხომ სა­ერ­თოდ ზედ­მე­ტია ლა­პა­რა­კი...

40 წუთი მარ­ტო ტაქ­სით იარა დი­დუ­ბი­დან იმ ულა­მა­ზეს ტყემ­დე. გზად შე­ი­ძი­ნა რაც სჭირ­დე­ბო­და. მო­ამ­ზა­და ყვე­ლა­ფე­რი. მთე­ლი გუ­ლით აკე­თებ­და ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ფერს. არ შე­ეძ­ლო სხვა­ნა­ი­რად. მერე და­უ­რე­კა დე­დას და ძმას და­სამ­შვი­დო­ბებ­ლად და ბო­დი­შის მო­სახ­დე­ლად. და­ვი­ღა­ლეო... ღმერ­თმაც მი­მა­ტო­ვაო. აღარ შე­მიძ­ლია ამ ჯო­ჯო­ხეთ­ში ცხოვ­რე­ბაო...ამ ყვე­ლაფ­რის მერე რა­კავს 112-ში. ეუბ­ნე­ბა, რომ ტყე­შია და თა­ვის მოკ­ვლას აპი­რებს. იმა­საც ამ­ბობს, რამ მი­იყ­ვა­ნა ამ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე. ბო­ლოს ეუბ­ნე­ბა, რომ ეხლა მე­ძე­ბეთ ტყე­ში, თქვე­ნი დე­დაც ვა­ტი­რეო...

ამ სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რის ჩა­ნა­წე­რი ძა­ლი­ან გვჭირ­დე­ბა იმის­თვის, რომ სან­დროს ხმაც ის­მო­დეს იმ ბრძო­ლა­ში, რო­მე­ლიც თა­ვად და­ი­წყო. ვი­საც დახ­მა­რე­ბა შე­გიძ­ლი­ათ ამ ამ­ბავ­ში დაგ­ვეხ­მა­რეთ...

შემ­დეგ ტე­ლე­ფონს აერ­თებს "ფო­ვერ­ბენკში". ალ­ბათ იმის­თვის მერე გვე­პო­ვა და და­წყე­ბუ­ლი საქ­მე ბო­ლომ­დე მი­ყავს. არ იცო­და სან­დრომ, რომ 4 დღე ვერ ვი­პო­ვი­დით... ნამ­დვი­ლად არ იცო­და.

არ შე­ეძ­ლო ეს თა­ვი­სი ძმის­თვის გა­ე­კე­თე­ბი­ნა. ძმის­თვის, რო­მე­ლიც 6 თვე ნა­ნა­ხი არ ყავ­და და ორი კვი­რის წინ, დახ­ვედ­რის შემ­დეგ, ნა­სეს­ხე­ბი ფუ­ლით რეს­ტო­რან­ში წა­იყ­ვა­ნა. დღე, როცა სან­დრო იმ არა­ბუ­ნებ­რი­ვად ლა­მაზ ტყე­ში ვი­პო­ვეთ - გიოს, სან­დროს ძმის, და­ბა­დე­ბის დღე იყო

სი­ცო­ცხლე ისე უყ­ვარ­და, არა­ვის გვჯე­რო­და რომ ამას გა­ა­კე­თებ­და. ბოლო წა­მამ­დე ვერ და­ვუშ­ვი. როცა იმ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ლა­მაზ ტყე­ში შემ­ხვდა წა­მით ცო­ცხა­ლი მე­გო­ნა. ფეხ­ზე იდგა თით­ქოს. ნა­გა­ვი პარკში ქონ­და მოგ­რო­ვე­ბუ­ლი. სათ­ვა­ლე, ტე­ლე­ფო­ნი კოხ­ტად და­ლა­გე­ბუ­ლი. ასე­თი იყო სან­დრო. რა­საც აკე­თებ­და ყვე­ლა­ფერს გუ­ლით აკე­თებ­და.

ამ წე­რილს 2 დღეა ვწერ. უკვე აღარ მახ­სოვს რამ­დენ­ჯერ ვი­ტი­რე, ხმა­მაღ­ლა, პა­ტა­რა ბავ­შვი­ვით... ბო­ლომ­დე ჯერ კი­დევ ვერ მო­ვა­ხერ­ხე იმის გა­აზ­რე­ბა რაც სან­დრომ გა­ა­კე­თა, და­გეგ­მა და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

არა ბაბ... კი ბაბ... სულ ვე­ჩხუ­ბე­ბო­დი, რა აი­ჩე­მე ეს ბაბ... მთე­ლი ქა­ლა­ქი ბა­ბუ­ლი­კებს დას­ცი­ნის მეთ­ქი... ყო­ველ­თვის ერთი და იგი­ვეს მპა­სუ­ხობ­და.... „არა ბაბ... ღა­და­ო­ბაა ბაბ...“. ამ წე­რილს ქუ­დად სან­დროს ფო­ტოა. ლის­ზე... ნა­პირ­ზე დგას ჩემს დის­შვილ­თან თა­მა­შობს.

მე­უბ­ნე­ბო­და, რომ სა­გუ­ლა­ოდ მე უნდა წა­ვიყ­ვა­ნო პირ­ვე­ლა­დო. იმ­დე­ნი გეგ­მე­ბი ქონ­და. რამ­დე­ნი რა­მის გა­კე­თე­ბა უნ­დო­და... ბა­თუმ­ში ვი­ყა­ვით, როცა გა­ი­გო რომ ჩემი დის­თვის ხელი უნდა ეთხო­ვათ. იმ დღეს თბი­ლის­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჩა­მო­სუ­ლი­ყო - პრო­ბა­ცი­ა­ზე თითი უნდა და­ე­დო. ცო­ცხა­ლი თა­ვით არ წა­ვი­და და დარ­ჩა. მე ამას ვერ გა­მოვ­ტო­ვე­ბო. პი­რო­ბი­თი ქონ­და მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბის­თვის. ამის გამო რამ­დე­ნი­მე წე­ლია არ უშ­ვებ­დნენ ქვეყ­ნი­დან. ყვე­ლამ ვი­ცით, რო­გორ გა­ნიც­დი­და ამ ამ­ბავს. გა­მომ­წყვდე­უ­ლი იყო აქ, ჩვენ­თან. ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, სან­დრი­კამ პი­რა­დად მე არ და­მი­ტო­ვა არა­ნა­ი­რი კი­თხვა იმა­ზე, თუ რა­ტომ გა­ა­კე­თა ეს.

ზუს­ტად იცო­და, რაც მოყ­ვე­ბო­და ამ ამ­ბავს. ნამ­დვი­ლად იცო­და და თუ კი­დევ ვინ­მე ვერ მიხ­ვდა, რა მოხ­და - ნა­ხეთ ეს ფილ­მი "The life of David Gale" ცე­ცხლი და­ან­თო და თა­მა­შიც და­ამ­თავ­რა.

ის მემ­კვიდ­რე­ო­ბა, რაც სან­დრომ და­ტო­ვა ძა­ლი­ან ად­ვი­ლად და­სა­ნა­ხია. უნდა დას­რულ­დეს ეს გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა რა­საც აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბით ადა­მი­ა­ნე­ბის წვა­ლე­ბა ჰქვია. უნდა დას­რულ­დეს ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლით თა­მა­ში და ის არ­გუ­მენ­ტი, რომ სა­თა­მა­შო ბიზ­ნესს მი­ლი­არ­დე­ბი მო­აქვს ქვეყ­ნის­თვის - არის გუ­ლი­სამ­რე­ვი! აბა გა­ი­აზ­რეთ ის მი­ლი­არ­დე­ბი, რა ფუ­ლით გროვ­დე­ბა.

ეს აღა­რაა მარ­ტო სან­დროს, ჩემი და შენი პრობ­ლე­მა. კარ­გად და­ფიქ­რდით და მიხ­ვდე­ბით რა ტრ...ც ვართ. დავ­დგეთ ერ­თად. თუ ვინ­მეს გო­ნია, რომ ამ ამ­ბავ­ზე რა­ი­მე სა­ხით პო­ლი­ტი­კურ ქუ­ლებს და­ი­წერს ან რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კურ გუნდს მიგ­ვა­კე­რე­ბენ, ძა­ლი­ან ცდე­ბა. ის აზრი, რომ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გა­რე­შე საქ­მე არ გა­მო­ვა, სა­კუ­თა­რი ტუ­ა­ლე­ტის კა­რებ­ზე ბღაჭ­ნეთ. თქვე­ნი უუ­ნა­რო დედა ვა­ტი­რე. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აი­ღეთ ფარ­ჩა­კე­ბო იმა­ზე, რომ გა­მოგ­ვიმ­წყვდი­ეთ და დაგ­ვიხ­რჩეთ შვი­ლე­ბი, მე­გობ­რე­ბი, ძმე­ბი, დები, მა­მე­ბი, მე­ზობ­ლე­ბი. შა­ვე­ბი ჩა­აც­ვით დე­დებს. რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი უნდა გამ­წარ­დეს, რომ რამე შე­იც­ვა­ლოს. მე ვფიქ­რობ, რომ საკ­მა­რი­სია. გვე­ყო­ფა!!!

მშვი­დო­ბით მე­გო­ბა­რო, ისეთ ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობთ, რომ მალე შევ­ხვდე­ბით!

წე­რილს კი სან­დროს ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი საყ­ვა­რე­ლი ფრა­ზით და­ვას­რუ­ლებ... რო­მელ­საც სულ ღი­მი­ლით ამ­ბობ­და....„ნი­ჩე­ვო, ნი­ჩე­ვო, ომია, რას ვი­ზამთ...“

P.S. სა­პატ­რი­არ­ქოს გა­სა­გო­ნად, ბიჭი გვა­ზი­ა­რე­ბი­ნეთ. მო­ნას­ტერ­ში გა­ვი­ცა­ნით სან­დრო. გთხოვთ გა­ა­ზი­ა­როთ და შე­მოგ­ვი­ერ­თდეთ. დავ­დგეთ ერ­თად #სან­დროს­თვის #სა­ქარ­თვე­ლოს­თვის #შენ­თვის #მო­მავ­ლის­თვის" - წერს სან­დრო ბე­რა­ძის მე­გო­ბა­რი გი­ორ­გი ჩო­გო­ვა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
me
0
ზუსტად ვიცი რას გრძნობდა ეს ბიჭი წლების განმავლობაში. ეს ჭაობია, რომ გადარჩე დამხმარე გჭირდება. მეც ასე დავიწყე, ფული მჭირდებოდა, წავაგებდი, მერე ფიქრობ - აი ახლა მოიგებ, ახლა... ამდენს ხომ ვერ წააგებ? არადა სიკვდილს ეთამაშები. უკვე გრძნობ რომ ეშმაკი გესაუბრება და სუიციდზეც გაფიქრებს. მე დავამარცხე, 2 წელია აღარ გამიხედავს და მეზიზღება. ჩემი მაშინდელი მდგომარეობაც მეზიზღება, ახლა იმ დროინდელ მოყოლებულს ვალებს ვიხდი, ასე რომ მაინც შესაძლებელი ყოფილა თავს დააღწიო. მეგობრებო, დამიჯერეთ, არასოდეს ითამაშოთ იმ მოტივით რომ ფული გჭირდებათ და მოიგებთ, არასოდეს, ეს შეუძლებელია!
გივია
0
დრო იყო მეც ზუსტად იმ შავბნელ სამყაროში დავაბიჯებდი რომელსაც თამაშდამოკიდებულება ქვია, მაგრამ მე მოვახერხე საკუთარი თავის დამარცხება, საკუთარი სურვილების ჩაკვლა და ცხოვრებაც განათდა, იმათთვის ვინც ამას ვერ ახერხებს თვითონ კაზინო უნდა დავამარცხოთ. მე თქვენს გვერდით ვიქნები ამ სენის წინააღმდეგ ბრძოლაში.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"დღე, როცა იმ არაბუნებრივად ლამაზ ტყეში ვიპოვეთ, მისი ძმის დაბადების დღე იყო..." - 29 წლის სანდრო ბერაძის მეგობრის სულისშემძვრელი წერილი

"დღე, როცა იმ არაბუნებრივად ლამაზ ტყეში ვიპოვეთ, მისი ძმის დაბადების დღე იყო..." - 29 წლის სანდრო ბერაძის მეგობრის სულისშემძვრელი წერილი

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორის, სანდრო ბერაძის მეგობარი გიორგი ჩოგოვაძე სანდროზე სულისშემძვრელ წერილს აქვეყნებს.

29 წლის ბერაძე, რომელიც აზარტულ თამაშებზე იყო დამოკიდებული 4-დღიანი ძებნის შემდეგ ცხვარიჭამიას ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ჩოგოვაძე "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ წერილში წერს, სანდრო ბერაძე სენს წლების განმავლობაში ებრძოდა და ამ ბრძოლაში დამარცხდა...

"მოგიყვებით როგორი ბიჭი იყო სანდრიკა... კი ბაბ... არა ბაბ...

სანდრო პირველ იანვარს იყო დაბადებული. ხშირად მეუბნებოდა, რომ დაბადების დღე არ მაქვსო. ყველა ისედაც ქეიფობს და არავის ვახსოვარო. სანდრო ყველასი იყო და ყველასთვის იყო. ესეთი იყო ის. არანორმალურად მზრუნველი, თბილი და ყურადღებიანი. დიდი ბავშვი იყო თვითონ და ამიტომ ყველა პატარასთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა.

ყველაზე ბედნიერი თავს მათ გარემოცვაში გრძნობდა. არამხოლოდ უყვარდა მეგობრები, თავად „მეგობრობაზე“ გიჟდებოდა. ვინც კი იცნობდით სანდროს ყველას მთელი გულით გისამძიმრებთ, იმიტომ რომ შეუძლებელია იცნობდე მას და გულში არ გყავდეს. ის სიცარიელე რაც მან დატოვა, წარმოუდგენელია რამემ შეავსოს.

ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო მისი აზარტული თამაშები. გახსოვთ ის პერიოდი ყოველ 100 მეტრში, აფთიაქებივით სლოტ კლუბები, რომ იყო გახსნილი. მაშინ თვითონაც პატარა იყო. დაიწყო თამაშით. არ იცოდა მაშინ სიცოცხლეს თუ ეთამაშებოდა და როცა ეს გაიაზრა მას მერე მუდმივ ბრძოლაში იყო საკუთარ თავთან. ბრძოლაში, რომელშიც დამარცხდა. დამარცხდა არა იმიტომ, რომ სუსტი იყო - მან ვეღარ გაუძლო იმას, რომ საკუთარ თავს ვერ ერეოდა.

საშინლად არ მოსწონდა ის სანდრო, რომელიც დამოკიდებული იყო აზარტზე. საგულდაგულოდ მალავდა ამას. ამ წლების განმავლობაში, რაც ვმეგობრობთ, რამდენჯერ უთხოვია ჩემთვის: „გიოს არ უთხრა ხო იცი...“ ამ ზაფხულს რაღაცეების რადიკალურად შეცვლა დაიწყო. არ ვიცოდი, ვერ მივხვდი, რომ ეს გადამწყვეტი ბრძოლა იყო. 50-ჯერ მანც აქვს ნათქვამი ვარჯიში დავიწყე და წამო შენც... „მაგრად გაგისწორდება ბაბ...“, მირეკავდა საღამოობით... გამო ლისზე ავიდეთ ვისეირნოთო.

პარალელურად, ვიცოდი, რომ ფსიქოლოგთან დადიოდა. სამსახურშიც დაბრუნდა. ბრძოლაც დაიწყო სათამაშო ბიზნესის წინააღმდეგ. „ბიზნესის“, რომელმაც საბოლოოდ სიცოცხლეზე უარი ათქმევინა. სწორედ ამ ბრძოლის ნაწილი გახადა თავისი სიკვდილიც. სადღაც ოდესღაც ნათქვამი აქვს ეს ჩემთვის. მოფიქრებული ჰქონდა როგორ შეეძლო დაემარცხებინა ის, რამაც სიცოცხლე გაუმწარა. მაშინ ეს ისეთი წარმოუდგენელი ჩანდა... თუმცა, ამაზე ცოტა ქვევით მოგიყვებით.

მეუბნებოდა რომ აღარ თამაშობდა. ბოლო თვეებში რამდენჯერმე ტელეფონში ჩამძვრალს რომ წავასწარი მითხრა: „არა ბაბ... 10 ლარი ხო იცი...“ თურმე უკვე ჩემთანაც მალავდა... ასე დარჩა მარტო თავის კოშმართან. რაც ყველაზე მეტად აწუხებდა, იმაზე უკვე მეგობრებსაც კი ვეღარ ელაპარაკებოდა.. ასე დარჩა მარტო. მარტო დარჩა სანდრო. სანდრიკა, რომლის სახეზე მუდამ ღიმილი იყო, რომელიც მუდმივად ფიქრობდა სხვებზე.

ეს არაა უბრალოდ ლამაზი სიტყვები... მართლა ესე იყო. იმდენი რამის მოყოლა შემიძლია სანდროს მაგარ ბიჭობაზე. ეს ისტორიები არც ერთმანეთს გავს და არც რამე სხვა ამბებს. მარტო სანდრიკას შეეძლო ესეთი ცხოვრება ეცხოვრა. ბოლოს მიხვდა რომ უბრალოდ ვეღარ აგრძელებდა და დახურა თავისი წიგნი. არავინ იფიქროთ, რომ სანდრომ თავის სიცოცხლე რამე კონკრეტული თანხის წაგების გამო დათმო. არც ის იფიქროთ, რომ ეს სპონტანური, იმ დღის გადაწყვეტილებაა. აფექტზე ხომ საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი...

40 წუთი მარტო ტაქსით იარა დიდუბიდან იმ ულამაზეს ტყემდე. გზად შეიძინა რაც სჭირდებოდა. მოამზადა ყველაფერი. მთელი გულით აკეთებდა ყოველთვის ყველაფერს. არ შეეძლო სხვანაირად. მერე დაურეკა დედას და ძმას დასამშვიდობებლად და ბოდიშის მოსახდელად. დავიღალეო... ღმერთმაც მიმატოვაო. აღარ შემიძლია ამ ჯოჯოხეთში ცხოვრებაო...ამ ყველაფრის მერე რაკავს 112-ში. ეუბნება, რომ ტყეშია და თავის მოკვლას აპირებს. იმასაც ამბობს, რამ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე. ბოლოს ეუბნება, რომ ეხლა მეძებეთ ტყეში, თქვენი დედაც ვატირეო...

ამ სატელეფონო ზარის ჩანაწერი ძალიან გვჭირდება იმისთვის, რომ სანდროს ხმაც ისმოდეს იმ ბრძოლაში, რომელიც თავად დაიწყო. ვისაც დახმარება შეგიძლიათ ამ ამბავში დაგვეხმარეთ...

შემდეგ ტელეფონს აერთებს "ფოვერბენკში". ალბათ იმისთვის მერე გვეპოვა და დაწყებული საქმე ბოლომდე მიყავს. არ იცოდა სანდრომ, რომ 4 დღე ვერ ვიპოვიდით... ნამდვილად არ იცოდა.

არ შეეძლო ეს თავისი ძმისთვის გაეკეთებინა. ძმისთვის, რომელიც 6 თვე ნანახი არ ყავდა და ორი კვირის წინ, დახვედრის შემდეგ, ნასესხები ფულით რესტორანში წაიყვანა. დღე, როცა სანდრო იმ არაბუნებრივად ლამაზ ტყეში ვიპოვეთ - გიოს, სანდროს ძმის, დაბადების დღე იყო

სიცოცხლე ისე უყვარდა, არავის გვჯეროდა რომ ამას გააკეთებდა. ბოლო წამამდე ვერ დავუშვი. როცა იმ არაჩვეულებრივად ლამაზ ტყეში შემხვდა წამით ცოცხალი მეგონა. ფეხზე იდგა თითქოს. ნაგავი პარკში ქონდა მოგროვებული. სათვალე, ტელეფონი კოხტად დალაგებული. ასეთი იყო სანდრო. რასაც აკეთებდა ყველაფერს გულით აკეთებდა.

ამ წერილს 2 დღეა ვწერ. უკვე აღარ მახსოვს რამდენჯერ ვიტირე, ხმამაღლა, პატარა ბავშვივით... ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ მოვახერხე იმის გააზრება რაც სანდრომ გააკეთა, დაგეგმა და განახორციელა.

არა ბაბ... კი ბაბ... სულ ვეჩხუბებოდი, რა აიჩემე ეს ბაბ... მთელი ქალაქი ბაბულიკებს დასცინის მეთქი... ყოველთვის ერთი და იგივეს მპასუხობდა.... „არა ბაბ... ღადაობაა ბაბ...“. ამ წერილს ქუდად სანდროს ფოტოა. ლისზე... ნაპირზე დგას ჩემს დისშვილთან თამაშობს.

მეუბნებოდა, რომ საგულაოდ მე უნდა წავიყვანო პირველადო. იმდენი გეგმები ქონდა. რამდენი რამის გაკეთება უნდოდა... ბათუმში ვიყავით, როცა გაიგო რომ ჩემი დისთვის ხელი უნდა ეთხოვათ. იმ დღეს თბილისში აუცილებლად უნდა ჩამოსულიყო - პრობაციაზე თითი უნდა დაედო. ცოცხალი თავით არ წავიდა და დარჩა. მე ამას ვერ გამოვტოვებო. პირობითი ქონდა მარიხუანას მოხმარებისთვის. ამის გამო რამდენიმე წელია არ უშვებდნენ ქვეყნიდან. ყველამ ვიცით, როგორ განიცდიდა ამ ამბავს. გამომწყვდეული იყო აქ, ჩვენთან. ყველაფრის მიუხედავად, სანდრიკამ პირადად მე არ დამიტოვა არანაირი კითხვა იმაზე, თუ რატომ გააკეთა ეს.

ზუსტად იცოდა, რაც მოყვებოდა ამ ამბავს. ნამდვილად იცოდა და თუ კიდევ ვინმე ვერ მიხვდა, რა მოხდა - ნახეთ ეს ფილმი "The life of David Gale" ცეცხლი დაანთო და თამაშიც დაამთავრა.

ის მემკვიდრეობა, რაც სანდრომ დატოვა ძალიან ადვილად დასანახია. უნდა დასრულდეს ეს განუკითხაობა რასაც აზარტული თამაშებით ადამიანების წვალება ჰქვია. უნდა დასრულდეს ადამიანების სიცოცხლით თამაში და ის არგუმენტი, რომ სათამაშო ბიზნესს მილიარდები მოაქვს ქვეყნისთვის - არის გულისამრევი! აბა გაიაზრეთ ის მილიარდები, რა ფულით გროვდება.

ეს აღარაა მარტო სანდროს, ჩემი და შენი პრობლემა. კარგად დაფიქრდით და მიხვდებით რა ტრ...ც ვართ. დავდგეთ ერთად. თუ ვინმეს გონია, რომ ამ ამბავზე რაიმე სახით პოლიტიკურ ქულებს დაიწერს ან რომელიმე პოლიტიკურ გუნდს მიგვაკერებენ, ძალიან ცდება. ის აზრი, რომ პოლიტიკოსების გარეშე საქმე არ გამოვა, საკუთარი ტუალეტის კარებზე ბღაჭნეთ. თქვენი უუნარო დედა ვატირე. პასუხისმგებლობა აიღეთ ფარჩაკებო იმაზე, რომ გამოგვიმწყვდიეთ და დაგვიხრჩეთ შვილები, მეგობრები, ძმები, დები, მამები, მეზობლები. შავები ჩააცვით დედებს. რამდენი ადამიანი უნდა გამწარდეს, რომ რამე შეიცვალოს. მე ვფიქრობ, რომ საკმარისია. გვეყოფა!!!

მშვიდობით მეგობარო, ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ მალე შევხვდებით!

წერილს კი სანდროს ბოლოდროინდელი საყვარელი ფრაზით დავასრულებ... რომელსაც სულ ღიმილით ამბობდა....„ნიჩევო, ნიჩევო, ომია, რას ვიზამთ...“

P.S. საპატრიარქოს გასაგონად, ბიჭი გვაზიარებინეთ. მონასტერში გავიცანით სანდრო. გთხოვთ გააზიაროთ და შემოგვიერთდეთ. დავდგეთ ერთად #სანდროსთვის #საქართველოსთვის #შენთვის #მომავლისთვის" - წერს სანდრო ბერაძის მეგობარი გიორგი ჩოგოვაძე.

"ერთი წელია ჩემთვის ყველაფერი სულერთია, რა სინდისით გძინავთ მშვიდად?!" - ექსკურსიაზე გარდაცვლილი გოგონას დედა პროკურატურის გადაწყვეტილებაზე

მარტვილის კანიონის დირექტორი თამარ ივერს პასუხობს - "შემოსავლები ხმარდება კანიონის მოვლა-პატრონობას, მისი განვითარების ხარჯებს"

"საქართველოში დაისვენეთო... ეს დასვენება საკუთარი ხალხის გატყავებაში გამოიხატება?" - რას წერს თამარ ივერი მარტვილის კანიონზე არსებულ სიტუაციაზე