სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„პრაქტიკულ აკადემიაში“ მულტიმედია ჟურნალისტიკის კურსმა მე-3 ნაკადი მიიღო
„პრაქტიკულ აკადემიაში“ მულტიმედია ჟურნალისტიკის კურსმა მე-3 ნაკადი მიიღო

„პრაქ­ტი­კულ აკა­დე­მი­ა­ში“ მე­სა­მე ნა­კა­დის სტუ­დენ­ტე­ბის­თვის ახა­ლი სას­წავ­ლო კურ­სი და­ი­წყო. 28 ოქ­ტომ­ბერს ახა­ლი ნა­კა­დის სტუ­დენ­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ, გაც­ნო­ბოდ­ნენ სას­წავ­ლო პროგ­რა­მას, „პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გის“ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­მა­ვა­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მუ­შა­ო­ბის სპე­ცი­ფი­კას, შეხ­ვედ­როდ­ნენ მენ­ტო­რებს.

აკა­დე­მი­ის სტუ­დენ­ტე­ბის პირ­ველ ლექ­ცი­ას, რო­მე­ლიც კრე­ა­ტი­ულ აზ­როვ­ნე­ბას შე­ე­ხე­ბო­და, კოტე იანტბე­ლი­ძე წა­რუ­ძღვა. მათ სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ, გა­მოც­დი­ლი მენ­ტო­რის­გან კრე­ა­ტი­უ­ლი აზ­როვ­ნე­ბის შე­სა­ხებ სა­ჭი­რო რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მი­ე­ღოთ და იდე­ე­ბი და­ეხ­ვე­წათ.

„პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის“ სტუ­დენ­ტე­ბი, კურ­სის ფარ­გლებ­ში მი­ი­ღე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმ ხელ­სა­წყო­ე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც მულ­ტი­მე­დია პრო­ექ­ტე­ბის შე­საქ­მნე­ლად არის სა­ჭი­რო, შე­ის­წავ­ლი­ან მულ­ტი­მე­დია ჟურ­ნა­ლის­ტი­კის არსს, ის­წავ­ლი­ან, რო­გორ იქ­მნე­ბა ნი­უ­სი და რა როლი აქვს ფო­ტოს ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ამ ჟანრ­ში.

კურ­სის ფარ­გლებ­ში, სტუ­დენ­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მათ, თა­ვად შექ­მნან ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ნა­მუ­შევ­რე­ბი და პრაქ­ტი­კა­ში შე­ის­წავ­ლონ პრო­ფე­სია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წინა ორი ნა­კა­დის სტუ­დენ­ტთა ნა­წი­ლი „პა­ლიტ­რა მე­დი­ის“ სხვა­დას­ხვა პლატ­ფორ­მა­ზე და­საქმდა და ახლა აქ­ტი­ურ ჟურ­ნა­ლის­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვი­ან.

მე-3 ნა­კა­დის სას­წავ­ლო კურ­სი 12 კვი­რას მო­ი­ცავს, რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად პრაქ­ტი­კუ­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დია სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი ცოდ­ნის მი­ღე­ბა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. მათ შო­რის, აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბა მულ­ტი­მე­დია ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ზე, რო­მე­ლიც დღეს, დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს.

„პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მია“ სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა, რო­მე­ლიც 2014 წელს და­ფუძნ­და. მისი კონ­ცეფ­ცია სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ბა­ზარ­ზე პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბაა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი დუ­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბით მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პერ­სო­ნა­ლის მომ­ზა­დე­ბა­სა და მათი და­საქ­მე­ბის ხელ­შე­წყო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

დუ­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ეს მო­დე­ლი მო­ი­ცავს რო­გორც თე­ო­რი­ულ, ისე პრაქ­ტი­კულ კურ­სებს. „პრაქ­ტი­კულ აკა­დე­მი­ა­ში“ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს რო­გორც კომ­პლექ­სუ­რი პრაქ­ტი­კუ­ლი პროგ­რა­მე­ბი, ისე მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი კურ­სე­ბი.

„პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის“ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მე­ბი მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბულ თა­ნა­მედ­რო­ვე ტენ­დენ­ცი­ებ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი და ქარ­თვე­ლი ტრე­ნე­რე­ბის მდი­დარ პრაქ­ტი­კულ გა­მოც­დი­ლე­ბა­საც მო­ი­ცავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

„პრაქტიკულ აკადემიაში“ მულტიმედია ჟურნალისტიკის კურსმა მე-3 ნაკადი მიიღო

„პრაქტიკულ აკადემიაში“ მულტიმედია ჟურნალისტიკის კურსმა მე-3 ნაკადი მიიღო

„პრაქტიკულ აკადემიაში“ მესამე ნაკადის სტუდენტებისთვის ახალი სასწავლო კურსი დაიწყო. 28 ოქტომბერს ახალი ნაკადის სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ სასწავლო პროგრამას, „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ შემადგენლობაში შემავალი კომპანიების მუშაობის სპეციფიკას, შეხვედროდნენ მენტორებს.

აკადემიის სტუდენტების პირველ ლექციას, რომელიც კრეატიულ აზროვნებას შეეხებოდა, კოტე იანტბელიძე წარუძღვა. მათ საშუალება ჰქონდათ, გამოცდილი მენტორისგან კრეატიული აზროვნების შესახებ საჭირო რეკომენდაციები მიეღოთ და იდეები დაეხვეწათ.

„პრაქტიკული აკადემიის“ სტუდენტები, კურსის ფარგლებში მიიღებენ ინფორმაციას იმ ხელსაწყოების შესახებ, რომლებიც მულტიმედია პროექტების შესაქმნელად არის საჭირო, შეისწავლიან მულტიმედია ჟურნალისტიკის არსს, ისწავლიან, როგორ იქმნება ნიუსი და რა როლი აქვს ფოტოს ჟურნალისტიკის ამ ჟანრში.

კურსის ფარგლებში, სტუდენტებს საშუალება მიეცემათ, თავად შექმნან ჟურნალისტური ნამუშევრები და პრაქტიკაში შეისწავლონ პროფესია. აღსანიშნავია, რომ წინა ორი ნაკადის სტუდენტთა ნაწილი „პალიტრა მედიის“ სხვადასხვა პლატფორმაზე დასაქმდა და ახლა აქტიურ ჟურნალისტურ საქმიანობას ეწევიან.

მე-3 ნაკადის სასწავლო კურსი 12 კვირას მოიცავს, რომელიც სრულიად პრაქტიკული და თანამედროვე მედია სტანდარტების შესაბამისი ცოდნის მიღებაზეა დაფუძნებული. მათ შორის, აქცენტი კეთდება მულტიმედია ჟურნალისტიკაზე, რომელიც დღეს, დიდი პოპულარობით სარგებლობს.

„პრაქტიკული აკადემია“ სასწავლო დაწესებულებაა, რომელიც 2014 წელს დაფუძნდა. მისი კონცეფცია საქართველოს საგანმანათლებლო ბაზარზე პროფესიული განათლების ხელშეწყობაა, რომელიც მსოფლიოში დამკვიდრებული დუალური პროგრამებით მაღალკვალიფიციური პერსონალის მომზადებასა და მათი დასაქმების ხელშეწყობას უზრუნველყოფს.

დუალური განათლების ეს მოდელი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კურსებს. „პრაქტიკულ აკადემიაში“ ფუნქციონირებს როგორც კომპლექსური პრაქტიკული პროგრამები, ისე მოკლევადიანი კურსები.

„პრაქტიკული აკადემიის“ პროფესიული გადამზადების პროგრამები მსოფლიოში არსებულ თანამედროვე ტენდენციებზეა დაფუძნებული და ქართველი ტრენერების მდიდარ პრაქტიკულ გამოცდილებასაც მოიცავს.

რა გავლენას ახდენს სიცივე თმაზე და როგორ ვებრძოლოთ ამ პრობლემას

„ჯანმრთელობის ბარათი” ჰოთსეილისგან - იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე და დაზოგეთ გონივრულად

დაზოგვის მსოფლიო დღე ფინკა ბანკში - დაიწყე დაზოგვა #თეთრიდღისთვის