პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავარია მშრალ ხიდთან - არის მსხვერპლი
ავარია მშრალ ხიდთან - არის მსხვერპლი

მშრა­ლი ხი­დის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ერთი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, ორი კი და­შავ­და.

რო­გორც AMBEBI.GE-ს შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, „ტო­ი­ო­ტას“ მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი ხეს შე­ე­ჯა­ხა, რის შე­დე­გა­დაც მგზავ­რი და­ი­ღუ­პა, მძღო­ლი კი და­შავ­და. და­შა­ვე­ბუ­ლი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ჯგუფ­მა კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნა.

ამას­თან, შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა­ში მე­ო­რე მან­ქა­ნაც, შემ­ხვედ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ვი „ჰონ­დაც“ მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რო­მე­ლიც გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან გა­და­ვი­და და ბორ­დი­ურს შე­ე­ჯა­ხა. და­შავ­და ერთი მგზავ­რი. შე­ჯა­ხე­ბის გამო და­ზი­ან­და კი­დევ ერთი მან­ქა­ნა.

მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.

!!!
3
მიდით ბიჭებო, ეგ მანქანები კაპიკები ღირს, ამერიკასა და ევროპაში.
ავტორი:

ავარია მშრალ ხიდთან - არის მსხვერპლი

ავარია მშრალ ხიდთან - არის მსხვერპლი

მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.

როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც მგზავრი დაიღუპა, მძღოლი კი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაში მეორე მანქანაც, შემხვედრი მიმართულებით მოძრავი „ჰონდაც“ მონაწილეობდა, რომელიც გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა. დაშავდა ერთი მგზავრი. შეჯახების გამო დაზიანდა კიდევ ერთი მანქანა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ავარია ქობულეთში - გარდაცვლილია 4 ადამიანი, არიან დაშავებულები

თბილისის 77-ე საჯარო სკოლაში მე-11 კლასის მოსწავლე ცემეს - შსს-მ  გამოძიება დაიწყო

"რამდენიმე დღე ძილში გვეყოლება" - როგორ ჩაიარა ცოტნე გამსახურდიას მორიგმა ოპერაციამ