საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყელის კიბო უშველის..." - არქიმანდრიტმა ბართლომემ ანიტა რაჭველიშვილს ივანიშვილების კრიტიკა არ აპატია
"ყელის კიბო უშველის..." - არქიმანდრიტმა ბართლომემ  ანიტა რაჭველიშვილს ივანიშვილების კრიტიკა არ აპატია

არ­ქი­მან­დრიტ­მა ბარ­თლო­მე ფირ­ცხა­ლა­იშ­ვილ­მა უცხო­ეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თველ სა­ო­პე­რო მომ­ღე­რალ ანი­ტა რაჭ­ვე­ლიშ­ვილს ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის კრი­ტი­კა არ აპა­ტია.

"აი, რაჭ­ვე­ლიშ­ვილს ყე­ლის კიბო უშ­ვე­ლის" - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ფე­რიც­ვა­ლე­ბის მა­მა­თა მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვა­რი სოპ­რა­ნოს პო­ზი­ცი­ას, რო­მელ­მაც ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ ამა­ზო­ნის ტყის გა­და­სარ­ჩე­ნად მი­ლი­ო­ნის გა­და­რი­ცხვა­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

"ვაი, შე სა­ცო­და­ვო, მარ­თლა. ხალ­ხი შიმ­ში­ლით ამო­ხო­ცა შენ­მა მა­მი­კომ და გა­ქურ­და სა­ქარ­თვე­ლო. ამა­ზო­ნის ტყე არ­სად გა­გექ­ცეს. ნა­ძი­რა­ლა, კრე­ტი­ნი" - წერს რაჭ­ვე­ლიშ­ვი­ლი უმ­ცრო­სი ივა­ნიშ­ვი­ლის ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ზე.

კო­მენ­ტა­რის სქ­რი­ნი, სა­დაც სა­სუ­ლი­ე­რო პირი სოპ­რა­ნოს ყე­ლის კი­ბოს "უსურ­ვებს" მოგ­ვი­ა­ნე­ბით ანი­ტამ თა­ვად გა­მო­აქ­ვეყ­ნა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და ერთ-ერთ მომ­ხა­რე­ბელს სქ­რი­ნის მი­წო­დე­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

კო­მენ­ტა­რის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ არ­ქი­მან­დრიტს პი­რად გვერ­დზე შე­უ­რა­ცხმყო­ფელ კო­მენ­ტა­რებს უწე­რენ. თუმ­ცა, თა­ვად კო­მენ­ტა­რის მსგავ­სი ფორ­მუ­ლი­რე­ბა წყევ­ლად არ გა­ნი­ხი­ლა და სხვა პოს­ტის კო­მენ­ტა­რებ­ში და­წე­რა:

„რაჭ­ვე­ლიშ­ვი­ლი არ და­მი­წყევ­ლია! უბ­რა­ლოდ და­ფიქ­რდეს, რომ სხვას, მას­ზე ახალ­გაზ­რდას არ ას­წავ­ლოს, რა აკე­თოს. მორ­ჩეს ის­ტე­რი­ას… არც მი­სურ­ვე­ბია, უშ­ვე­ლის-თქო! კარ­გად სიმ­ღე­რა სუ­ლაც არ ნიშ­ნავს მის კარგ ადა­მი­ა­ნო­ბას. ეთ­ქვა, გა­მი­ხარ­და ბე­რას ეს ქველ­მოქ­მე­დე­ბაო და კი­დევ უფრო გა­მი­ხარ­დე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს მი­მარ­თო" - წერს სა­სუ­ლი­ე­რო პირი.

არ­ქი­მან­დრი­ტი ბარ­თლო­მე ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი ივა­ნიშ­ვი­ლის ოჯახ­თან და­ახ­ლო­ვე­ბუ­ლი პი­რია. არ­ქივ­ში მო­ი­ძებ­ნე­ბა ფოტო, სა­დაც სა­სუ­ლი­ე­რო პირი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის დე­დას­თან, ცი­ცი­ნო ივა­ნიშ­ვილ­თან და "ოც­ნე­ბის" აქ­ტი­ვის­ტებ­თან ერ­თად არის ასა­ხუ­ლი.

არ­ქი­მან­დრიტ­მა 2013 წლის ნო­ემ­ბერ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და­წყევ­ლა: "წყე­უ­ლი იყოს მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლი და მისი ხრო­ვა! მის­თვის მზე დაბ­ნელ­დეს, მთვა­რემ ნა­თე­ლი არ მის­ცეს, მი­წის ნა­ყო­ფი შხა­მად შე­ერ­გოს, წყა­ლი გამ­წარ­დეს, მა­რი­ლი გან­ქარ­დეს და ჰა­ე­რი მავ­ნე­ბელ იქ­მნას! ამინ“! - წერ­და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­სუ­ლი­ე­რო პირი.

ია
2

შემოგლევია საქმე რაჭველიშვილო და ეგაა. რა დროს კრიტიკაა, მისცა ხომ არ წაურთმევია იმ ბერას ვისმესთვის რამე, არ აქვს უფლება თავისი ქონება ისე წარმართოს, როგორც მას უნდა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ყელის კიბო უშველის..." - არქიმანდრიტმა ბართლომემ ანიტა რაჭველიშვილს ივანიშვილების კრიტიკა არ აპატია

"ყელის კიბო უშველის..." - არქიმანდრიტმა ბართლომემ  ანიტა რაჭველიშვილს ივანიშვილების კრიტიკა არ აპატია

არქიმანდრიტმა ბართლომე ფირცხალაიშვილმა უცხოეთში მოღვაწე ქართველ საოპერო მომღერალ ანიტა რაჭველიშვილს ბერა ივანიშვილის კრიტიკა არ აპატია.

"აი, რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის" - ასე გამოეხმაურა ფერიცვალების მამათა მონასტრის წინამძღვარი სოპრანოს პოზიციას, რომელმაც ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის გადასარჩენად მილიონის გადარიცხვაზე სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა.

"ვაი, შე საცოდავო, მართლა. ხალხი შიმშილით ამოხოცა შენმა მამიკომ და გაქურდა საქართველო. ამაზონის ტყე არსად გაგექცეს. ნაძირალა, კრეტინი" - წერს რაჭველიშვილი უმცროსი ივანიშვილის ქველმოქმედებაზე.

კომენტარის სქრინი, სადაც სასულიერო პირი სოპრანოს ყელის კიბოს "უსურვებს" მოგვიანებით ანიტამ თავად გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში და ერთ-ერთ მომხარებელს სქრინის მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარის გავრცელების შემდეგ არქიმანდრიტს პირად გვერდზე შეურაცხმყოფელ კომენტარებს უწერენ. თუმცა, თავად კომენტარის მსგავსი ფორმულირება წყევლად არ განიხილა და სხვა პოსტის კომენტარებში დაწერა:

„რაჭველიშვილი არ დამიწყევლია! უბრალოდ დაფიქრდეს, რომ სხვას, მასზე ახალგაზრდას არ ასწავლოს, რა აკეთოს. მორჩეს ისტერიას… არც მისურვებია, უშველის-თქო! კარგად სიმღერა სულაც არ ნიშნავს მის კარგ ადამიანობას. ეთქვა, გამიხარდა ბერას ეს ქველმოქმედებაო და კიდევ უფრო გამიხარდებოდა საქართველოს მიმართო" - წერს სასულიერო პირი.

არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაიშვილი ივანიშვილის ოჯახთან დაახლოვებული პირია. არქივში მოიძებნება ფოტო, სადაც სასულიერო პირი ბიძინა ივანიშვილის დედასთან, ციცინო ივანიშვილთან და "ოცნების" აქტივისტებთან ერთად არის ასახული.

არქიმანდრიტმა 2013 წლის ნოემბერში საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაწყევლა: "წყეული იყოს მიშა სააკაშვილი და მისი ხროვა! მისთვის მზე დაბნელდეს, მთვარემ ნათელი არ მისცეს, მიწის ნაყოფი შხამად შეერგოს, წყალი გამწარდეს, მარილი განქარდეს და ჰაერი მავნებელ იქმნას! ამინ“! - წერდა სოციალურ ქსელში სასულიერო პირი.

"დედასავით გვექცევიან, არანაირი დასჯა არ არის ჩვენთან" - ნინოწმინდის პანსიონში შესულმა "ობიექტივმა" ბავშვებისგან მეუფის საქებარი კომენტარები ჩაწერა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „დიდი იდეების გამოწვევა 2021“-ის საუკეთესო ათეული გამოვლინდა

რატომ არის სფეისის ონლაინ სესხი ყველაზე მოსახერხებელი?