მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ნარმანია ახალ თანამდებობაზე დაინიშნა
დავით ნარმანია ახალ თანამდებობაზე დაინიშნა

სე­მეკს ახა­ლი თავ­მჯდო­მა­რე ჰყავს. სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ ეროვ­ნულ კო­მი­სი­ას (სე­მე­კი) მომ­დევ­ნო 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ვით ნარ­მა­ნია უხელ­მძღვა­ნე­ლებს.

სე­მეკ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად კო­მი­სი­ამ თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ვით ნარ­მა­ნი­ას კან­დი­და­ტუ­რას მხა­რი და­უ­ჭი­რა, ხვალ კი ნარ­მა­ნია სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რედ ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ამ­ტკი­ცე­ბენ.

ნარ­მა­ნია 2017 წლი­დან სე­მე­კის კო­მი­სი­ის წევ­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, მომ­დევ­ნო სამი წელი სე­მეკს სწო­რედ ის უხელ­მძღვა­ნე­ლებს.

„კა­ნონ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი მი­ხედ­ვით შე­იც­ვა­ლა კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის არ­ჩე­ვის წესი. თუ ადრე კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის არ­ჩე­ვა ხდე­ბო­და პარ­ლა­მენ­ტში უმ­რავ­ლე­სო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ პრე­ზი­დენ­ტის მეშ­ვე­ო­ბით წარ­დგი­ნე­ბის გზით, ახლა თავ­მჯდო­მა­რე აირ­ჩე­ვა კო­მი­სი­ის წევ­რე­ბის­გან, კო­მი­სი­ის შე­მად­გენ­ლო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბით. ამას­თან, ადრე მოქ­მე­დი ნორ­მით, თავ­მჯდო­მა­რე ირ­ჩე­ო­და 6 წლის ვა­დით, ახლა სამი წლის ვა­დით ირ­ჩე­ვა, თუმ­ცა შე­უძ­ლია ხელ­მე­ო­რე­დაც გახ­დეს თავ­მჯდო­მა­რე,“ - გა­ნა­ცხა­და ნარ­მა­ნი­ამ „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას.

ავტორი:

დავით ნარმანია ახალ თანამდებობაზე დაინიშნა

დავით ნარმანია ახალ თანამდებობაზე დაინიშნა

სემეკს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკი) მომდევნო 3 წლის განმავლობაში დავით ნარმანია უხელმძღვანელებს.

სემეკში ჩატარებული არჩევნების შედეგად კომისიამ თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურას მხარი დაუჭირა, ხვალ კი ნარმანია სემეკის თავმჯდომარედ ოფიციალურად დაამტკიცებენ.

ნარმანია 2017 წლიდან სემეკის კომისიის წევრის თანამდებობას იკავებდა და საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, მომდევნო სამი წელი სემეკს სწორედ ის უხელმძღვანელებს.

„კანონში განხორციელებული ცვლილებები მიხედვით შეიცვალა კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესი. თუ ადრე კომისიის თავმჯდომარის არჩევა ხდებოდა პარლამენტში უმრავლესობით, საქართველოს მთავრობის მიერ პრეზიდენტის მეშვეობით წარდგინების გზით, ახლა თავმჯდომარე აირჩევა კომისიის წევრებისგან, კომისიის შემადგენლობის უმრავლესობით. ამასთან, ადრე მოქმედი ნორმით, თავმჯდომარე ირჩეოდა 6 წლის ვადით, ახლა სამი წლის ვადით ირჩევა, თუმცა შეუძლია ხელმეორედაც გახდეს თავმჯდომარე,“ - განაცხადა ნარმანიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

LIVE: ნინო ბურჯანაძე "ნიუსრუმში"

"არასდროს წავსულვარ პატრიარქის წინააღმდეგ"  -  გიორგი კვირიკაშვილი

პრეზიდენტის ვებგვერდი "დაჰაკეს" და მიხეილ სააკაშვილის ფოტო დადეს, წარწერით "მე დავბრუნდები"