საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოთხტომეული "ილია II - სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი“ - უცნობი საარქივო მასალა უკვე ხელმისაწვდომია
ოთხტომეული "ილია II  - სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი“ - უცნობი საარქივო მასალა უკვე ხელმისაწვდომია

გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L-მა" უწ­მინ­დე­სის და უნე­ტა­რე­სის 4 ტო­მე­უ­ლი გა­მოს­ცა, სა­ხელ­წო­დე­ბით "ილია II - სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი".

მკი­თხვე­ლის დიდი ინ­ტე­რე­სე­სი­სა და გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბის გამო გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ის ინი­ცი­ა­ტი­ვით ოქ­ტომ­რის ბო­ლომ­დე, ბიბ­ლუ­სის ყვე­ლა ფი­ლი­ალ­ში თვის შე­თა­ვა­ზე­ბა­შია და 30 ლა­რის ნაც­ვლად, სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად 9,95 თეთ­რად შე­გიძ­ლი­ათ მისი შე­ძე­ნა.

არ­ქი­ვე­ბი, რო­გორც წესი, ასი წლის, 50 წლის შემ­დეგ იხ­სნე­ბა, მაგ­რამ პატ­რი­არ­ქის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამ სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლე­ბი­სად­მი, არის გა­მორ­ჩე­უ­ლი. მისი ოპო­ნენ­ტე­ბის მიერ რაც კი და­წე­რი­ლა, ისიც კი არ­ქივ­შია და­ცუ­ლი, არც ერთი არ გამ­ქრა­ლა არ­ქი­ვი­დან. რა­საკ­ვირ­ვე­ლია უწ­მინ­დე­სის შე­სა­ხებ არა­ერ­თი წიგ­ნი და­წე­რი­ლა, თუმ­ცა მათ­ში ავ­ტო­რი­სე­უ­ლი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ე­ბია. ამ წიგნ­ში კი, მკი­თხვე­ლის ყუ­რა­დღე­ბას მი­ი­პყრობს ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტე­ბი, რო­მელ­თა მხო­ლოდ ფრაგ­მენ­ტე­ბი გვქონ­და ნა­ნა­ხი.

ხში­რად ოპო­ნენ­ტე­ბი საყ­ვე­დუ­რობ­დნენ პატ­რი­არ­ქის იმის­თვის, რომ გარ­კვე­ულ­წი­ლად ლო­ი­ა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი. აი, ამ დო­კუ­მენ­ტებ­ში ნა­ხავს სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­გო­რი შე­უ­პო­ვა­რია პატ­რი­არ­ქი, როცა საქ­მე ეხე­ბა ეკ­ლე­სი­ის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვას.

ოთხტო­მე­ულ­ში მხო­ლოდ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს არ­ქივ­ში და­ცუ­ლი დო­კუ­მენ­ტუ­რი მა­სა­ლაა თავ­მოყ­რი­ლი.

ოთხტო­მე­ულ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლია სკო­ლის, სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ო­დე­ბის მა­სა­ლე­ბი. სა­ინ­ტე­რე­სოა, მშობ­ლე­ბის წე­რი­ლე­ბი მისი უწ­მინ­დე­სო­ბი­სად­მი, რო­მე­ლიც თა­ვი­სი­ვე ხე­ლით აქვს აკინ­ძუ­ლი მის უწ­მინ­დე­სო­ბას, ეტყო­ბა სა­გულ­და­გუ­ლოდ ინა­ხავ­და. პატ­რი­არ­ქის აღ­საყ­დრე­ბის შე­სა­ხებ მა­სა­ლებ­ში მკი­თხვე­ლი დაწ­ვრი­ლე­ბით გა­ეც­ნო­ბა იმ დრო­ის­თვის რო­გორ უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო დიდი წარ­სუ­ლის მქო­ნე სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სია, ტაძ­რე­ბი და­ხუ­რუ­ლი და ქვე­ყა­ნა ათე­იზ­მით მო­ცუ­ლი. მისი უწ­მინ­დე­სო­ბის უდი­დე­სი ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გად რო­გორ თან­და­თა­ნო­ბით მოხ­და ეკ­ლე­სი­ი­სა­გან გა­უ­ცხო­ე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი ერის სუ­ლი­ე­რი ფე­რის­ცვა­ლე­ბა, და­ხუ­რუ­ლი ეკ­ლე­სი­ე­ბის გახ­სნა. სა­ბო­ლო­ოდ კი, ახ­ლად აშე­ნე­ბუ­ლი ტაძ­რე­ბით რო­გორ მო­ი­ქარ­გა სა­ქარ­თვე­ლო.

მე­ტად სა­გუ­ლის­ხმოა მისი უწ­მინ­დე­სო­ბის მი­მარ­თვი­თი ხა­სი­ა­თის წე­რი­ლე­ბი, სა­დაც ასა­ხუ­ლია მისი ბრძნუ­ლი და ჯან­სა­ღი პო­ზი­ცია თა­ნა­მედ­რო­ვე პე­რი­ოდ­ში ეკ­ლე­სი­ის წი­ნა­შე მდგა­რი პრობ­ლე­მე­ბი­სად­მი, რო­გო­რი შე­უ­ვა­ლია ჩვე­ნი პატ­რი­არ­ქი, რო­დე­საც საქ­მე სამ­შობ­ლოს და ეკ­ლე­სი­ის ბედს ეხე­ბა.

ავტორი:

ოთხტომეული "ილია II - სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი“ - უცნობი საარქივო მასალა უკვე ხელმისაწვდომია

ოთხტომეული "ილია II  - სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი“ - უცნობი საარქივო მასალა უკვე ხელმისაწვდომია

გამომცემლობა "პალიტრა L-მა" უწმინდესის და უნეტარესის 4 ტომეული გამოსცა, სახელწოდებით "ილია II - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი".

მკითხველის დიდი ინტერესესისა და გამოხმაურებების გამო გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ინიციატივით ოქტომრის ბოლომდე, ბიბლუსის ყველა ფილიალში თვის შეთავაზებაშია და 30 ლარის ნაცვლად, სპეციალურ ფასად 9,95 თეთრად შეგიძლიათ მისი შეძენა.

არქივები, როგორც წესი, ასი წლის, 50 წლის შემდეგ იხსნება, მაგრამ პატრიარქის დამოკიდებულება ამ საარქივო მასალებისადმი, არის გამორჩეული. მისი ოპონენტების მიერ რაც კი დაწერილა, ისიც კი არქივშია დაცული, არც ერთი არ გამქრალა არქივიდან. რასაკვირველია უწმინდესის შესახებ არაერთი წიგნი დაწერილა, თუმცა მათში ავტორისეული ინტერპრეტაციებია. ამ წიგნში კი, მკითხველის ყურადღებას მიიპყრობს ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტები, რომელთა მხოლოდ ფრაგმენტები გვქონდა ნანახი.

ხშირად ოპონენტები საყვედურობდნენ პატრიარქის იმისთვის, რომ გარკვეულწილად ლოიალური დამოკიდებულება ჰქონდა ხელისუფლებისადმი. აი, ამ დოკუმენტებში ნახავს საზოგადოება, როგორი შეუპოვარია პატრიარქი, როცა საქმე ეხება ეკლესიის ინტერესების დაცვას.

ოთხტომეულში მხოლოდ სრულიად საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაცული დოკუმენტური მასალაა თავმოყრილი.

ოთხტომეულში განთავსებულია სკოლის, სტუდენტობის პერიოდების მასალები. საინტერესოა, მშობლების წერილები მისი უწმინდესობისადმი, რომელიც თავისივე ხელით აქვს აკინძული მის უწმინდესობას, ეტყობა საგულდაგულოდ ინახავდა. პატრიარქის აღსაყდრების შესახებ მასალებში მკითხველი დაწვრილებით გაეცნობა იმ დროისთვის როგორ უმძიმეს მდგომარეობაში იყო დიდი წარსულის მქონე საქართველოს ეკლესია, ტაძრები დახურული და ქვეყანა ათეიზმით მოცული. მისი უწმინდესობის უდიდესი ძალისხმევის შედეგად როგორ თანდათანობით მოხდა ეკლესიისაგან გაუცხოებული ქართველი ერის სულიერი ფერისცვალება, დახურული ეკლესიების გახსნა. საბოლოოდ კი, ახლად აშენებული ტაძრებით როგორ მოიქარგა საქართველო.

მეტად საგულისხმოა მისი უწმინდესობის მიმართვითი ხასიათის წერილები, სადაც ასახულია მისი ბრძნული და ჯანსაღი პოზიცია თანამედროვე პერიოდში ეკლესიის წინაშე მდგარი პრობლემებისადმი, როგორი შეუვალია ჩვენი პატრიარქი, როდესაც საქმე სამშობლოს და ეკლესიის ბედს ეხება.

ირაკლი ბათიაშვილის წიგნის - “შელინგის გამოცხადების ფილოსოფიის” პრეზენტაცია გაიმართა

„როგორ შევცვალოთ ის, რაც არ მოგვწონს“ და „წარმატების 365 გასაღები“ - რამაზ გიგაურის ლექცია და წიგნის პრეზენტაცია „ბიბლუსი გალერეაში“ გაიმართა

როგორ ამოვიცნოთ გულის დაავადებები? - "ბრიმ თბილისში" ლევან ქარაზანიშვილის ლექცია გაიმართება