პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ ვერ ვიცავთ არასრულწლოვნებს აზარტული თამაშებისგან, მოთამაშეთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა" - ლევან გოგიჩაიშვილი
"ჩვენ ვერ ვიცავთ არასრულწლოვნებს აზარტული თამაშებისგან, მოთამაშეთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა" - ლევან გოგიჩაიშვილი

ჩვენ ვერ ვი­ცავთ არას­რულ­წლოვ­ნებს, რომ აზარ­ტუ­ლი და მომ­გე­ბი­ა­ნი თა­მა­შე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვონ, - ამის შე­სა­ხებ და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა დე­პუ­ტატ­მა ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვილ­მა დღეს გე­დე­ვან ფო­ფხა­ძეს­თან ერ­თად გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და. დე­პუ­ტა­ტი სა­ხელ­მწი­ფოს უმოქ­მე­დო­ბა­ში სდებს ბრალს და აცხა­დებს, რომ ის არა­ფერს აკე­თებს იმის­თვის, რომ კა­ნო­ნი აღას­რუ­ლოს. მი­სი­ვე თქმით, მო­თა­მა­შე­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბამ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონს გა­და­ა­ჭარ­ბა.

მი­სი­ვე თქმით, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბი სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბას და სა­ზო­გა­დო­ე­ბას პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბის პა­კეტს სთა­ვა­ზო­ბენ. ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ 9 თვის წინ, პარ­ლა­მენ­ტში ამ სა­კი­თხზე კა­ნონპ­რო­ექ­ტის ჩაგ­დე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ცალ­კე­უ­ლი წევ­რე­ბის ინ­ტე­რე­სებს უკავ­შირ­დე­ბა.

„მე­ო­რე საფრ­თხე, რაც ამ ბიზ­ნეს­მა შექ­მნა ქვე­ყა­ნა­ში არის ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის რის­კი. დღე­ვან­დე­ლი სის­ტე­მა იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ადა­მი­ან­მა ამ კომ­პა­ნი­ე­ბის სერ­ვი­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას შეძ­ლოს ძა­ლი­ან დიდი თან­ხის გა­თეთ­რე­ბა. და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა დე­პუ­ტა­ტებ­მა გა­დავ­წყვი­ტეთ უმ­რავ­ლე­სო­ბას და სა­ზო­გა­დო­ე­ბას შევ­თა­ვა­ზოთ კა­ნონპ­რო­ექ­ტის პა­კე­ტი, რო­მე­ლიც თა­ვის თავ­ში მო­ი­ცავს რამ­დე­ნი­მე კომ­პო­ნენტს. პირ­ვე­ლი კომ­პო­ნენ­ტი არის - რეკ­ლა­მის აკ­რძალ­ვა და მისი შე­ზღუდ­ვა. ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იმის­თვის, რომ და­ვარ­ტყათ ტრენ­დს, რომ თა­მა­ში არის კარ­გი. ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ თა­მა­ში არის ძა­ლი­ან ცუდი და სა­ხელ­მწი­ფოს მო­ვუ­წო­დებთ, რომ ეს ტრენ­დი ასა­ხოს თა­მა­შის რეკ­ლა­მის აკ­რძალ­ვა­ში", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, არ­სე­ბობს ასე­ვე სუ­ი­ცი­დის შემ­თხვე­ვე­ბიც, რო­მე­ლიც თა­მაშ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

დე­პუ­ტა­ტის გან­მარ­ტე­ბით, მათ მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ერთხელ უკვე ჩა­აგ­დო.

"იმი­ტომ ჩა­აგ­დო, რომ ის იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი ბიზ­ნე­სი­დან შე­მო­სავ­ლე­ბით და ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამ ბიზ­ნე­სი­დან იღებს მო­გე­ბას, მჭიდ­როდ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სხვა­დას­ხვა წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან,"- გა­ნა­ცხა­და ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, 9 თვის წინ ჩაგ­დე­ბულ კა­ნონპ­რო­ექტს ხე­ლახ­ლა და­ა­რე­გის­ტრი­რე­ბენ. ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის თქმით, რეკ­ლა­მე­ბი უნდა აიკ­რძა­ლოს ყველ­გან, მათ შო­რის ტე­ლე­ვი­ზი­ა­სა და ინ­ტერ­ნეტ­ში.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"ჩვენ ვერ ვიცავთ არასრულწლოვნებს აზარტული თამაშებისგან, მოთამაშეთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა" - ლევან გოგიჩაიშვილი

"ჩვენ ვერ ვიცავთ არასრულწლოვნებს აზარტული თამაშებისგან, მოთამაშეთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა" - ლევან გოგიჩაიშვილი

ჩვენ ვერ ვიცავთ არასრულწლოვნებს, რომ აზარტული და მომგებიანი თამაშებისგან თავი შეიკავონ, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა დღეს გედევან ფოფხაძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დეპუტატი სახელმწიფოს უმოქმედობაში სდებს ბრალს და აცხადებს, რომ ის არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კანონი აღასრულოს. მისივე თქმით, მოთამაშეთა საერთო რაოდენობამ საქართველოში, არაოფიციალური მონაცემებით, ნახევარ მილიონს გადააჭარბა.

მისივე თქმით, დამოუკიდებელი დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობას და საზოგადოებას პრობლემის მოსაგვარებლად კანონპროექტების პაკეტს სთავაზობენ. ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ 9 თვის წინ, პარლამენტში ამ საკითხზე კანონპროექტის ჩაგდება "ქართული ოცნების" ცალკეული წევრების ინტერესებს უკავშირდება.

„მეორე საფრთხე, რაც ამ ბიზნესმა შექმნა ქვეყანაში არის ფულის გათეთრების რისკი. დღევანდელი სისტემა იძლევა საშუალებას, რომ ადამიანმა ამ კომპანიების სერვისების გამოყენებისას შეძლოს ძალიან დიდი თანხის გათეთრება. დამოუკიდებელმა დეპუტატებმა გადავწყვიტეთ უმრავლესობას და საზოგადოებას შევთავაზოთ კანონპროექტის პაკეტი, რომელიც თავის თავში მოიცავს რამდენიმე კომპონენტს. პირველი კომპონენტი არის - რეკლამის აკრძალვა და მისი შეზღუდვა. ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ დავარტყათ ტრენდს, რომ თამაში არის კარგი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თამაში არის ძალიან ცუდი და სახელმწიფოს მოვუწოდებთ, რომ ეს ტრენდი ასახოს თამაშის რეკლამის აკრძალვაში", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, არსებობს ასევე სუიციდის შემთხვევებიც, რომელიც თამაშთან არის დაკავშირებული.

დეპუტატის განმარტებით, მათ მიერ შემუშავებული კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ ერთხელ უკვე ჩააგდო.

"იმიტომ ჩააგდო, რომ ის იყო დაინტერესებული აღნიშნული ბიზნესიდან შემოსავლებით და ბევრი ადამიანი, რომელიც ამ ბიზნესიდან იღებს მოგებას, მჭიდროდ არის დაკავშირებული „ქართული ოცნების“ სხვადასხვა წარმომადგენლებთან,"- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მისივე თქმით, 9 თვის წინ ჩაგდებულ კანონპროექტს ხელახლა დაარეგისტრირებენ. ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, რეკლამები უნდა აიკრძალოს ყველგან, მათ შორის ტელევიზიასა და ინტერნეტში.

რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს სინოდის სხდომას - ექსპერტ გია ხუხაშვილის პროგნოზი

LIVE: ნინო ბურჯანაძე "ნიუსრუმში"

"არასდროს წავსულვარ პატრიარქის წინააღმდეგ"  -  გიორგი კვირიკაშვილი