საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ისტორიის ოთხტომეული შევსებული, განახლებული და გადამუშავებული ბრუნდება
საქართველოს ისტორიის ოთხტომეული შევსებული, განახლებული და გადამუშავებული ბრუნდება

ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე წერ­და: „ერი, რო­მელ­საც ახ­სოვს თა­ვი­სის ერ­თი­ა­ნის სუ­ლის წირ­ვა, ეგ თა­ვის დიდ-ბუ­ნე­ბო­ვა­ნი კაც­ნი და დიდ­თა საქ­მე­თა ამ­ბა­ვი, კეთ­დე­ბა, მხნევ­დე­ბა, ჰგუ­ლო­ვან­დე­ბა და თავ­მო­წო­ნე­ბუ­ლი აყ­ველ­გან, ჭი­რია თუ ლხი­ნი.“

სხვა­დას­ხვა წიგნ­სა­ცავ­ში, მუ­ზე­უმ­ში, სა­სახ­ლე­სა თუ მის ნან­გრე­ვებ­ში მო­ყო­ლი­ლი, მი­წა­ში დაფ­ლუ­ლი და შემ­დეგ აღ­მო­ჩე­ნი­ლი, ეკ­ლე­სია–მო­ნას­ტრე­ბი­სა თუ ცი­ხე­ე­ბის კედ­ლებ­ზე მიკ­ვლე­უ­ლი წარ­წე­რე­ბი – ჩა­მო­ნათ­ვა­ლი უსას­რუ­ლოდ გრძელ­დე­ბა. ეს ჩვე­ნი და­მა­ლუ­ლი ის­ტო­რი­აა. უც­ნო­ბი ფაქ­ტე­ბი, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც გვსმე­ნია, მაგ­რამ არ წაგ­ვი­კი­თხავს და არ დაგ­ვი­ჯე­რე­ბია ან არც გვსმე­ნია და ვერც წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია.

ნათ­ქვა­მია, რომ ადა­მი­ა­ნი ვერ შე­იც­ნობს სა­კუ­თარ თავს, თუ მან არ იცის თა­ვი­სი ქვეყ­ნის ის­ტო­რია. ის­ტო­რი­უ­ლი წარ­სუ­ლის ცოდ­ნა გან­სა­კუ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისე­თი პა­ტა­რა ქვეყ­ნის­თვის, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოა. მით უმე­ტეს, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში მთა­ვა­რი საფრ­თხე ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ომია, რო­მელ­საც სწო­რედ ფაქ­ტე­ბის გა­ყალ­ბე­ბით ცდი­ლობ­და და დღემ­დე ცდი­ლობს მტე­რი. სწო­რედ ამი­ტომ, ათ­მა­გად აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქემ სა­ფუძ­ვლი­ა­ნად იცო­დეს თა­ვი­სი ქვეყ­ნის ის­ტო­რია და ნე­ბის­მი­ერ დროს, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ან­თან შეძ­ლოს თა­ვი­სი ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და იმ ფა­სე­უ­ლო­ბა­თა დაც­ვა, რომ­ლებ­მაც ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა დღე­ვან­დელ დღემ­დე მო­იყ­ვა­ნა.

სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის უც­ნო­ბი ფაქ­ტე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გაც­ნო­ბის მიზ­ნით, 10 წლის წინ გა­მომ­ცემ­ლო­ბა­პა­ლიტ­რა L-მა სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ოთხტო­მე­უ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­სა­ჩუქ­რე ყუ­თით გა­მოს­ცა, რო­მე­ლიც გა­მო­ცე­მის დღეს­ვე სრუ­ლად გა­ი­ყი­და და დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია. მას შემ­დეგ იყო კი­დევ რამ­დე­ნი­მე ტი­რა­ჟი, იყო უფრო ხელ­მი­საწ­ვდო­მი გა­მო­ცე­მაც "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ერ­თად, რო­მელ­მაც ათი­ა­თა­სო­ბით ქარ­თულ ოჯახ­ში და­ი­კა­ვა სა­პა­ტიო ად­გი­ლი. გა­მო­ცე­მა, რო­მელ­მაც მოკ­ლე ხან­ში­ვე და­იმ­სა­ხუ­რა მკი­თხვე­ლის ნდო­ბა და სიმ­პა­თია, წელს გა­ნახ­ლე­ბუ­ლი, გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და შევ­სე­ბუ­ლი სა­ხით ბრუნ­დე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ოთხტო­მე­ულს 13 ავ­ტო­რი ჰყავს, რაც კი­დევ უფრო ზრდის ნაშ­რო­მი­სად­მი ნდო­ბას და მისი ობი­ექ­ტუ­რო­ბის გა­რან­ტია. ოთხტო­მე­უ­ლის ავ­ტო­რე­ბი არი­ან: მა­რი­კა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, როინ მეტ­რე­ვე­ლი, ან­დრია აფა­ქი­ძე, და­ვით მუს­ხე­ლიშ­ვი­ლი, გი­ორ­გი მე­ლი­ქიშ­ვი­ლი, ოთარ ჯა­ფა­რი­ძე, ნო­დარ ასა­თი­ა­ნი, გი­ორ­გი ოთხმე­ზუ­რი, მი­ხე­ილ სამ­სო­ნა­ძე, გივი ჯამ­ბუ­რია, ალექ­სან­დრე ბე­დი­ა­ნაშ­ვი­ლი, ალექ­სან­დრე და­უშ­ვი­ლი, მაყ­ვა­ლა ნათ­მე­ლა­ძე – ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც თა­ვი­ან­თი ცხოვ­რე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ის კვლე­ვას მი­უ­ძღვნეს. ნაშ­რო­მი პო­პუ­ლა­რუ­ლი ენით არის და­წე­რი­ლი და ერ­თნა­ი­რად სა­ინ­ტე­რე­სოა ყვე­ლა ასა­კის ადა­მი­ა­ნის­თვის, რომ­ლის­თვი­საც იტო­რი­ის ცოდ­ნა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ოთხი ტომი – ეს არის ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ის ყვე­ლა ეპო­ქა და ეპი­ზო­დი უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან დღემ­დე.გა­მო­ცე­მა­ში წა­ი­კი­თხავთ დღე­ვან­დე­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან რო­გორ ფას­დე­ბა ქარ­თვე­ლი ლი­დე­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ ინ­ფორ­მა­ცია რუ­სეთ–სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ.

"ჩვე­ნი ჯგუ­ფი მუ­შა­ობ­და­იმ აქ­ცენ­ტებ­ზე, რაც დღეს ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რია და ეს სა­კი­თხე­ბი უფრო ღრმად, წყა­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით არის გა­შუ­ქე­ბუ­ლი. მკი­თხვე­ლი გა­ი­გებს, თუ რო­გორ აყალ­ბე­ბენ მე­ზობ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ას." - ალექ­სან­დრე და­უშ­ვი­ლი, ის­ტო­რი­კო­სი.

სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ოთხტო­მე­უ­ლი არის გა­მო­ცე­მა, რო­მე­ლიც ყვე­ლა ქარ­თვე­ლის ოჯახ­ში უნდა იყოს, რო­გორც ნი­შა­ნი და სიმ­ბო­ლო იმი­სა, რომ ჩვენ ვი­ცით, სა­ი­დან მოვ­დი­ვართ.

ავტორი:

საქართველოს ისტორიის ოთხტომეული შევსებული, განახლებული და გადამუშავებული ბრუნდება

საქართველოს ისტორიის ოთხტომეული შევსებული, განახლებული და გადამუშავებული ბრუნდება

ილია ჭავჭავაძე წერდა: „ერი, რომელსაც ახსოვს თავისის ერთიანის სულის წირვა, ეგ თავის დიდ-ბუნებოვანი კაცნი და დიდთა საქმეთა ამბავი, კეთდება, მხნევდება, ჰგულოვანდება და თავმოწონებული აყველგან, ჭირია თუ ლხინი.“

სხვადასხვა წიგნსაცავში, მუზეუმში, სასახლესა თუ მის ნანგრევებში მოყოლილი, მიწაში დაფლული და შემდეგ აღმოჩენილი, ეკლესია–მონასტრებისა თუ ციხეების კედლებზე მიკვლეული წარწერები – ჩამონათვალი უსასრულოდ გრძელდება. ეს ჩვენი დამალული ისტორიაა. უცნობი ფაქტები, რომელთა შესახებაც გვსმენია, მაგრამ არ წაგვიკითხავს და არ დაგვიჯერებია ან არც გვსმენია და ვერც წარმოგვიდგენია.

ნათქვამია, რომ ადამიანი ვერ შეიცნობს საკუთარ თავს, თუ მან არ იცის თავისი ქვეყნის ისტორია. ისტორიული წარსულის ცოდნა განსაკურებით მნიშვნელოვანია ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. მით უმეტეს, რომ თანამედროვე სამყაროში მთავარი საფრთხე ინფორმაციული ომია, რომელსაც სწორედ ფაქტების გაყალბებით ცდილობდა და დღემდე ცდილობს მტერი. სწორედ ამიტომ, ათმაგად აუცილებელია საქართველოს ყველა მოქალაქემ საფუძვლიანად იცოდეს თავისი ქვეყნის ისტორია და ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადამიანთან შეძლოს თავისი ქვეყნის პოლიტიკური სუვერენიტეტისა და იმ ფასეულობათა დაცვა, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა დღევანდელ დღემდე მოიყვანა.

საქართველოს ისტორიის უცნობი ფაქტების საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით, 10 წლის წინ გამომცემლობაპალიტრა L-მა საქართველოს ისტორიის ოთხტომეული სპეციალური სასაჩუქრე ყუთით გამოსცა, რომელიც გამოცემის დღესვე სრულად გაიყიდა და დიდი ინტერესი გამოიწვია. მას შემდეგ იყო კიდევ რამდენიმე ტირაჟი, იყო უფრო ხელმისაწვდომი გამოცემაც "კვირის პალიტრასთან" ერთად, რომელმაც ათიათასობით ქართულ ოჯახში დაიკავა საპატიო ადგილი. გამოცემა, რომელმაც მოკლე ხანშივე დაიმსახურა მკითხველის ნდობა და სიმპათია, წელს განახლებული, გადამუშავებული და შევსებული სახით ბრუნდება.

საქართველოს ისტორიის ოთხტომეულს 13 ავტორი ჰყავს, რაც კიდევ უფრო ზრდის ნაშრომისადმი ნდობას და მისი ობიექტურობის გარანტია. ოთხტომეულის ავტორები არიან: მარიკა ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, ანდრია აფაქიძე, დავით მუსხელიშვილი, გიორგი მელიქიშვილი, ოთარ ჯაფარიძე, ნოდარ ასათიანი, გიორგი ოთხმეზური, მიხეილ სამსონაძე, გივი ჯამბურია, ალექსანდრე ბედიანაშვილი, ალექსანდრე დაუშვილი, მაყვალა ნათმელაძე – ადამიანები, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება ჩვენი ქვეყნის ისტორიის კვლევას მიუძღვნეს. ნაშრომი პოპულარული ენით არის დაწერილი და ერთნაირად საინტერესოა ყველა ასაკის ადამიანისთვის, რომლისთვისაც იტორიის ცოდნა მნიშვნელოვანია.

საქართველოს ისტორიის ოთხი ტომი – ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიის ყველა ეპოქა და ეპიზოდი უძველესი დროიდან დღემდე.გამოცემაში წაიკითხავთ დღევანდელი გადმოსახედიდან როგორ ფასდება ქართველი ლიდერების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ასევე დაგაინტერესებთ ინფორმაცია რუსეთ–საქართველოს ურთიერთობის შესახებ.

"ჩვენი ჯგუფი მუშაობდაიმ აქცენტებზე, რაც დღეს ძალიან აქტუალურია და ეს საკითხები უფრო ღრმად, წყაროების მიხედვით არის გაშუქებული. მკითხველი გაიგებს, თუ როგორ აყალბებენ მეზობლები საქართველოს ისტორიას." - ალექსანდრე დაუშვილი, ისტორიკოსი.

საქართველოს ისტორიის ოთხტომეული არის გამოცემა, რომელიც ყველა ქართველის ოჯახში უნდა იყოს, როგორც ნიშანი და სიმბოლო იმისა, რომ ჩვენ ვიცით, საიდან მოვდივართ.

"ჟიურიმ პირველივე ცდაზე შეგვარჩია" - რას ნიშნავს თბილისისთვის წიგნის დედაქალაქის სტატუსი და რას მოუტანს ქართველ მწერლებს

უნიკალური გამოცემის - "ბიბლია განმარტებებით"  მეორე ტომი 21 ოქტომბერს გამოიცემა

წიგნების სერია, რომელიც ყველაზე გავრცელებული დაავადებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოიცავს