საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - "ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, მოკლულის ახლობლის მხრიდან ადგილი ჰქონდა მუქარას"
ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - "ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, მოკლულის ახლობლის მხრიდან ადგილი ჰქონდა მუქარას"

ხა­შურ­ში ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის ირაკ­ლი დე­კა­ნო­ი­ძის ად­ვო­კატ­მა ლა­რი­სა ჩა­დუ­ნელ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" და­ა­დას­ტუ­რა, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის მი­მართ, მოკ­ლუ­ლის ახ­ლობ­ლის მხრი­დან, სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბი­სას ად­გი­ლი ჰქონ­და გარ­კვე­ულ მუ­ქა­რას.

თუმ­ცა, ად­ვო­კა­ტის თქმით, დე­კა­ნო­ი­ძეს ყო­ფი­ლი ცო­ლის მკვლე­ლო­ბის წი­ნას­წა­რი გან­ზრახ­ვა არ ჰქო­ნია და მას­თან შვი­ლე­ბის შემ­დგომ ბედ­ზე სა­სა­უბ­როდ და მო­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად მი­ვი­და, რა დრო­საც მათ შო­რის კონ­ფლიქ­ტი მოხ­და.

ჩა­დუ­ნე­ლი აცხა­დებს, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს გან­ზრა­ხუ­ლი არ ჰქონ­და თა­ვი­სი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის­თვის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა და შემ­თხვე­ვა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე მოხ­და.

რო­გორც ად­ვო­კატ­მა გო­რის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს­თან გა­ნა­ცხა­და, მას შემ­დეგ, რაც მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს ბრა­ლი წა­რედ­გი­ნე­ბა, ბრალ­დე­ბულს შე­უ­თან­ხმებს, თუ რა სა­ხის შუ­მად­გომ­ლო­ბას და­ა­ყე­ნებს სა­სა­მარ­თლო­ში.

"მე უნდა შე­ვი­დე და მოხ­დეს შე­თან­ხმე­ბა ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ­თან და შევ­ჯერ­დე­ბით. რა თქმა უნდა, ბრალ­დე­ბულს წა­რედ­გი­ნე­ბა ბრა­ლი და ამის შემ­დეგ გან­ვსა­ზღვრავთ ჩვენს პო­ზი­ცი­ას და მოქ­მე­დე­ბას", - აღ­ნიშ­ნა ად­ვო­კატ­მა.

კი­თხვა­ზე, აღი­ა­რებს თუ არა მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი და­ნა­შა­ულს, ად­ვო­კატ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ „ფაქ­ტია, რომ მომ­ხდა­რია მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი. მას არ სურ­და მის­თვის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა, უნ­დო­და ბავ­შვე­ბის სა­კი­თხზე და­ლა­პა­რა­კე­ბა, შემ­დეგ მოხ­და შე­ლა­პა­რა­კე­ბა, რა­საც მოჰ­ყვა მძი­მე შე­დე­გი“, - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

კი­თხვა­ზე, ბრალ­დე­ბუ­ლი მო­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად ხელ­ყუმ­ბა­რით იყო თუ არა მი­სუ­ლი, ად­ვო­კატ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ „ზუს­ტად ვერ იტყვის“.

„ასეთ დე­ტა­ლებ­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებ. და­ზუს­ტე­ბით ვერ ვი­ტყვი, რომ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი იყო მი­სუ­ლი და გან­ზრა­ხუ­ლი ჰქონ­და მისი სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი, და­ახ­ლო­ე­ბით 10 წუ­თამ­დე, ისი­ნი სა­უბ­რობ­დნენ“, - აღ­ნიშ­ნა ად­ვო­კატ­მა.

ცნო­ბის­თვის, გო­რის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლო ხა­შურ­ში ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ირაკ­ლი დე­კა­ნო­ი­ძის­თვის აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე, სა­ვა­რა­უ­დოდ, დღეს იმ­სჯე­ლებს.

00:00 / 00:00
ავტორი:

ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - "ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, მოკლულის ახლობლის მხრიდან ადგილი ჰქონდა მუქარას"

ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - "ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, მოკლულის ახლობლის მხრიდან ადგილი ჰქონდა მუქარას"

ხაშურში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის ირაკლი დეკანოიძის ადვოკატმა ლარისა ჩადუნელმა "ინტერპრესნიუსთან" დაადასტურა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, მოკლულის ახლობლის მხრიდან, სატელეფონო საუბრებისას ადგილი ჰქონდა გარკვეულ მუქარას.

თუმცა, ადვოკატის თქმით, დეკანოიძეს ყოფილი ცოლის მკვლელობის წინასწარი განზრახვა არ ჰქონია და მასთან შვილების შემდგომ ბედზე სასაუბროდ და მოსალაპარაკებლად მივიდა, რა დროსაც მათ შორის კონფლიქტი მოხდა.

ჩადუნელი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს განზრახული არ ჰქონდა თავისი ყოფილი მეუღლისთვის სიცოცხლის მოსპობა და შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

როგორც ადვოკატმა გორის პოლიციის სამმართველოსთან განაცხადა, მას შემდეგ, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი წარედგინება, ბრალდებულს შეუთანხმებს, თუ რა სახის შუმადგომლობას დააყენებს სასამართლოში.

"მე უნდა შევიდე და მოხდეს შეთანხმება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან და შევჯერდებით. რა თქმა უნდა, ბრალდებულს წარედგინება ბრალი და ამის შემდეგ განვსაზღვრავთ ჩვენს პოზიციას და მოქმედებას", - აღნიშნა ადვოკატმა.

კითხვაზე, აღიარებს თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს, ადვოკატმა განაცხადა, რომ „ფაქტია, რომ მომხდარია მძიმე დანაშაული. მას არ სურდა მისთვის სიცოცხლის მოსპობა, უნდოდა ბავშვების საკითხზე დალაპარაკება, შემდეგ მოხდა შელაპარაკება, რასაც მოჰყვა მძიმე შედეგი“, - განაცხადა ადვოკატმა.

კითხვაზე, ბრალდებული მოსალაპარაკებლად ხელყუმბარით იყო თუ არა მისული, ადვოკატმა განაცხადა, რომ „ზუსტად ვერ იტყვის“.

„ასეთ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. დაზუსტებით ვერ ვიტყვი, რომ შეიარაღებული იყო მისული და განზრახული ჰქონდა მისი სიცოცხლის მოსპობა. გარკვეული პერიოდი, დაახლოებით 10 წუთამდე, ისინი საუბრობდნენ“, - აღნიშნა ადვოკატმა.

ცნობისთვის, გორის რაიონული სასამართლო ხაშურში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული ირაკლი დეკანოიძისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.

"სოფლის სასაფლაოსთან მოუკლავს... მოკლული ცოლი მანქანაში ჰყავდა" - ბოლნისში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

გლდანში დაჭრილ მოზარდს კიდევ ერთი ოპერაცია უტარდება - დაჭრის ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

მუხრან ფანგანი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს