პოლიტიკა
მსოფლიო

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
1-ელი ნოემბრიდან პირს, რომელიც გაუმართავი გაზის მოწყობილობის შეცვლაზე უარს იტყვის, დააჯარიმებენ
1-ელი ნოემბრიდან პირს, რომელიც გაუმართავი გაზის მოწყობილობის შეცვლაზე უარს იტყვის, დააჯარიმებენ

მიმ­დი­ნა­რე წლის 1-ელი ნო­ემ­ბრი­დან ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის მოხ­მა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი მკაცრ­დე­ბა.

ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს მიერ „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის“ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, სა­მი­ნის­ტროს მომ­ზა­დე­ბუ­ლი აქვს კა­ნონპ­რო­ექ­ტი და პირ­ვე­ლი ნო­ემ­ბრი­დან გა­ზის მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის გა­უ­მარ­თა­ო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, თუ პირი არ და­ე­მორ­ჩი­ლე­ბა ინ­სპექ­ტო­რებს და უარს იტყვის სი­ცო­ცხლი­სათ­ვის საფრ­თხის შემ­ცვე­ლი და გა­უ­მარ­თა­ვი და­ნად­გა­რის მოხ­სნა­ზე, ინ­სპექ­ტო­რებს პო­ლი­ცი­ის გა­მო­ძა­ხე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ექ­ნე­ბათ.

ამას­თან, კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც უწყე­ბა­თა­შო­რი­სი და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­შია და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში ჯერ არ შე­სუ­ლა, სა­ჯა­რი­მო სან­ქცი­ებ­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს.

კერ­ძოდ, ჯა­რი­მე­ბის ნა­წი­ლი 2021 წლი­დან ამოქ­მედ­დე­ბა და ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის მოხ­მა­რე­ბა ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტის მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვით, ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის და­ნად­გა­რის მოხ­მა­რე­ბა გან­თავ­სე­ბის ან/და სა­ექ­სპლუ­ა­ტა­ციო პი­რო­ბებ­თან შე­უ­სა­ბა­მოდ, ასე­ვე ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის და­ნად­გა­რით სარ­გებ­ლო­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­ვენ­ტი­ლა­ციო/საკ­ვამ­ლე არ­ხის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვით გა­მო­იწ­ვევს ფი­ზი­კუ­რი პი­რის გაფრ­თხი­ლე­ბას, იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბი და სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი კი 100 ლა­რით და­ჯა­რიმ­დე­ბი­ან.

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გი­ლას ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის ისე­თი და­ნად­გა­რით ხდე­ბა სარ­გებ­ლო­ბა, რომ­ლის გან­თავ­სე­ბა ამ ად­გი­ლას და­უშ­ვე­ბე­ლია; თვით­ნა­კე­თი ან შე­სა­ბა­მი­სო­ბის სერ­ტი­ფი­კა­ტის/დეკ­ლა­რა­ცი­ის არმ­ქო­ნე ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის და­ნად­გა­რით სარ­გებ­ლო­ბა; ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის მოხ­მა­რე­ბა­ში ისე­თი მილ­გაყვნი­ლო­ბის მეშ­ვე­ო­ბით, რო­მე­ლიც არ არის გან­კუთ­ვნი­ლი ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის გა­ტა­რე­ბი­სათ­ვის; ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის და­ნად­გა­რის გა­მო­ნა­ბოლ­ქვის­თვის ისე­თი არ­ხის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში, რო­მე­ლიც არ არის სა­ა­მი­სოდ გან­კუთ­ვნი­ლი ან ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის და­ნად­გა­რის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­ვენ­ტი­ლა­ციო/საკ­ვამ­ლე არ­ხის გა­რე­შე, ფი­ზი­კუ­რი პირი 50 ლა­რის ოდე­ნო­ბით, იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბი და სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი კი 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით და­ჯა­რიმ­დე­ბი­ან.

ჩა­მოთ­ლი­ლი დარ­ღვე­ვის გა­მე­ო­რე­ბა, ასე­ვე უსაფრ­თხო­ე­ბის მო­თხოვ­ნე­ბის გამო გა­მორ­თუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლის გაზ­მო­მა­რა­გე­ბის თვით­ნე­ბუ­რი აღ­დგე­ნა ან ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის შიდა ქსელ­ზე ისე­თი ხელ­სა­წყოს გაზ­მო­მა­რა­გე­ბის თვით­ნე­ბუ­რი აღ­დგე­ნა, რო­მე­ლიც გა­უ­მარ­თა­ო­ბის გამო იყო ჩახ­სნი­ლი/გა­მორ­თუ­ლი გა­მო­იწ­ვევს ფი­ზი­კუ­რი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 100 ლა­რის, ხოლო იუ­რი­დი­უ­ლი და სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის და­ჯა­რი­მე­ბას – 1500 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

გან­მარ­ტე­ბი­თი ბა­რა­თის თა­ნახ­მად, კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ზა­ნია ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის მომ­ხმა­რე­ბელ­თა მიერ გა­უ­მარ­თა­ვი შიდა ქსე­ლის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა, რის გა­მოც კა­ნონპ­რო­ექ­ტი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით გა­ნი­ხი­ლე­ბა.

ამას­თან, გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­ში 2018 წლის სტა­ტის­ტი­კაა მოყ­ვა­ნი­ლი და აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ 1,035,823 გეგ­მუ­რი და არა­გეგ­მი­უ­რი შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­და 124,945 დარ­ღვე­ვის ფაქ­ტი. აქე­დან 123,633 დარ­ღვე­ვა გა­მოვ­ლინ­და სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მომ­ხმა­რებლთან მი­მარ­თე­ბა­ში, ხოლო 1,312 დარ­ღვე­ვა – არა­სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მომ­ხმა­რე­ბელ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი­დან 105,848 მომ­ხმა­რე­ბელს გა­ე­თი­შა/და­ე­ლუ­ქა გაზ­და­ნად­გა­რი. დარ­ღვე­ვე­ბის გამო, ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის მი­წო­დე­ბა შე­უ­წყდა 26,085 მომ­ხმა­რე­ბელს.

გარ­და ამი­სა, რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა ტექ­ნი­კურ რეგ­ლა­მენ­ტში გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ ცვლი­ლე­ბებ­ზე, რო­მე­ლიც ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის დე­ტექ­ტო­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ვერ­სი­ა­საც მო­ი­ცავს.

ავტორი:

1-ელი ნოემბრიდან პირს, რომელიც გაუმართავი გაზის მოწყობილობის შეცვლაზე უარს იტყვის, დააჯარიმებენ

1-ელი ნოემბრიდან პირს, რომელიც გაუმართავი გაზის მოწყობილობის შეცვლაზე უარს იტყვის, დააჯარიმებენ

მიმდინარე წლის 1-ელი ნოემბრიდან ბუნებრივი აირის მოხმარებასთან დაკავშირებით რეგულაციები მკაცრდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამინისტროს მომზადებული აქვს კანონპროექტი და პირველი ნოემბრიდან გაზის მოწყობილობების გაუმართაობის შემთხვევაში, თუ პირი არ დაემორჩილება ინსპექტორებს და უარს იტყვის სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი და გაუმართავი დანადგარის მოხსნაზე, ინსპექტორებს პოლიციის გამოძახების ვალდებულება ექნებათ.

ამასთან, კანონპროექტი, რომელიც უწყებათაშორისი დამუშავების პროცესშია და საკანონმდებლო ორგანოში ჯერ არ შესულა, საჯარიმო სანქციებსაც ითვალისწინებს.

კერძოდ, ჯარიმების ნაწილი 2021 წლიდან ამოქმედდება და ბუნებრივი გაზის მოხმარება ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევით, ბუნებრივი გაზის დანადგარის მოხმარება განთავსების ან/და საექსპლუატაციო პირობებთან შეუსაბამოდ, ასევე ბუნებრივი გაზის დანადგარით სარგებლობა სავალდებულო სავენტილაციო/საკვამლე არხის ექსპლუატაციის პირობების დარღვევით გამოიწვევს ფიზიკური პირის გაფრთხილებას, იურიდიული პირები და საჯარო დაწესებულები კი 100 ლარით დაჯარიმდებიან.

იმ შემთხვევაში, თუ საცხოვრებელ ადგილას ბუნებრივი გაზის ისეთი დანადგარით ხდება სარგებლობა, რომლის განთავსება ამ ადგილას დაუშვებელია; თვითნაკეთი ან შესაბამისობის სერტიფიკატის/დეკლარაციის არმქონე ბუნებრივი გაზის დანადგარით სარგებლობა; ბუნებრივი გაზის მოხმარებაში ისეთი მილგაყვნილობის მეშვეობით, რომელიც არ არის განკუთვნილი ბუნებრივი გაზის გატარებისათვის; ბუნებრივი გაზის დანადგარის გამონაბოლქვისთვის ისეთი არხის გამოყენებაში, რომელიც არ არის საამისოდ განკუთვნილი ან ბუნებრივი გაზის დანადგარის ექსპლუატაციაში სავალდებულო სავენტილაციო/საკვამლე არხის გარეშე, ფიზიკური პირი 50 ლარის ოდენობით, იურიდიული პირები და საჯარო დაწესებულები კი 500 ლარის ოდენობით დაჯარიმდებიან.

ჩამოთლილი დარღვევის გამეორება, ასევე უსაფრთხოების მოთხოვნების გამო გამორთული მომხმარებლის გაზმომარაგების თვითნებური აღდგენა ან ბუნებრივი გაზის შიდა ქსელზე ისეთი ხელსაწყოს გაზმომარაგების თვითნებური აღდგენა, რომელიც გაუმართაობის გამო იყო ჩახსნილი/გამორთული გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის, ხოლო იურიდიული და საჯარო დაწესებულების დაჯარიმებას – 1500 ლარის ოდენობით.

განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტის მიზანია ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა მიერ გაუმართავი შიდა ქსელის ექსპლუატაციით გამოწვეული უბედური შემთხვევების თავიდან აცილება, რის გამოც კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში დაჩქარებული წესით განიხილება.

ამასთან, განმარტებით ბარათში 2018 წლის სტატისტიკაა მოყვანილი და აღნიშნულია, რომ 1,035,823 გეგმური და არაგეგმიური შემოწმების შედეგად გამოვლინდა 124,945 დარღვევის ფაქტი. აქედან 123,633 დარღვევა გამოვლინდა საყოფაცხოვრებო მომხმარებლთან მიმართებაში, ხოლო 1,312 დარღვევა – არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელთან მიმართებაში. აღნიშნული დარღვევებიდან 105,848 მომხმარებელს გაეთიშა/დაელუქა გაზდანადგარი. დარღვევების გამო, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა 26,085 მომხმარებელს.

გარდა ამისა, როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს, მიმდინარეობს მუშაობა ტექნიკურ რეგლამენტში განსახორციელებელ ცვლილებებზე, რომელიც ბუნებრივი აირის დეტექტორების გამოყენების ვერსიასაც მოიცავს.

"სოფლის სასაფლაოსთან მოუკლავს... მოკლული ცოლი მანქანაში ჰყავდა" - ბოლნისში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

გლდანში დაჭრილ მოზარდს კიდევ ერთი ოპერაცია უტარდება - დაჭრის ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

მუხრან ფანგანი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს