მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"28 წლის მანძილზე 22 საცხოვრებელი გამოვიცვალეთ" - როგორ გამოიყურება ონისე ონიანის 23-ე სახლი მწვანე ხედითა და ჭერზე დაკიდული ნახატებით
"28 წლის მანძილზე 22 საცხოვრებელი გამოვიცვალეთ" - როგორ გამოიყურება ონისე ონიანის 23-ე სახლი მწვანე ხედითა და ჭერზე დაკიდული ნახატებით

სა­ცხოვ­რებ­ლის ხშირ გა­მოც­ვლა­ში რე­კორ­დი რომ არ­სე­ბობ­დეს, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ონი­სე ონი­ა­ნი, ნამ­დვი­ლად უკონ­კუ­რენ­ტო იქ­ნე­ბო­და. მე­უღ­ლეს­თან 27-28-წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე 22 სახ­ლი გა­მო­ი­ცა­ვა­ლა, ზოგი ნა­ქი­რა­ვე­ბი იყო, ზოგი - სა­კუ­თა­რი, სა­ბო­ლო­ოდ კი მხატ­ვრე­ბის და­სახ­ლე­ბა­ში იყი­და მიწა და ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი აი­შე­ნა. ქუ­ჩა­ზე, სა­დაც მსა­ხი­ო­ბი ოჯახ­თან ერ­თად ცხოვ­რობს, ძი­რი­თა­დად კერ­ძო სახ­ლე­ბია, შო­რი­დან ეს ად­გი­ლი ევ­რო­პულ სო­ფელს მო­გა­გო­ნებთ, რე­ა­ლუ­რად კი ნუ­ცუ­ბი­ძის მე­ო­თხე პლა­ტო­დან მან­ქა­ნით სულ 5-10 წუ­თის სა­ვა­ლია.

- ჩვე­ნი სახ­ლე­ბის ცვა­ლე­ბა­დო­ბის ამ­ბა­ვი რომ გი­ამ­ბოთ, მკი­თხველს ძა­ლი­ან დავღ­ლით (იცი­ნის), ამი­ტომ გე­ტყვით, რომ ჯამ­ში 22 სახ­ლი გვაქვს გა­მოც­ვლი­ლი, ეს ოც­და­მე­სა­მეა. ძი­რი­თა­დად ვა­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე „ვმოძ­რა­ობ­დით“, მაგ­რამ კორ­პუ­სი და ხმა­უ­რი­ა­ნი ად­გი­ლე­ბი დი­დად აღარ გვხიბ­ლავ­და, უფრო მშვიდ ად­გი­ლას, კერ­ძო სახ­ლში გვინ­დო­და ცხოვ­რე­ბა. ხომ იცით, რაც გუ­ლით გინ­და, იმას აუ­ცი­ლებ­ლად მი­აღ­წევ, ჰოდა, ასეც მოხ­და. ჯერ­ჯე­რო­ბით ეზო არ გვაქვს შე­მო­კა­ვე­ბუ­ლი, არც გა­კე­თე­ბუ­ლი, მაგ­რამ ნელ-ნელა ესეც იქ­ნე­ბა.

  • ონი­სეს ოჯა­ხი ერთი წე­ლია აქ, მთე­ბით გარ­შე­მორ­ტყმულ სახ­ლში ცხოვ­რობს. ალ­ბათ და­მე­თან­ხმე­ბით, რომ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ფუ­ფუ­ნე­ბაა, ცხოვ­რობ­დე თბი­ლის­ში, არ გა­წუ­ხებ­დეს მან­ქა­ნე­ბის ხმა­უ­რი, ფან­ჯრი­დან კი უმ­შვე­ნი­ე­რე­სი ხედი იშ­ლე­ბო­დეს.

- გარ­შე­მო სიმწვა­ნე და სი­წყნა­რეა, ჰა­ე­რიც კარ­გი გვაქვს, რაც ჩემ­თვის და ჩემი ოჯა­ხის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ სა­დაც კი ვცხოვ­რობ­დით, არ ჰქონ­და მნიშ­ვნე­ლო­ბა, სახ­ლი დიდი იყო თუ პა­ტა­რა, ნა­ქი­რა­ვე­ბი თუ სა­კუ­თა­რი, ვცდი­ლობ­დით, კომ­ფორ­ტი შეგ­ვექ­მნა და ჩვე­ნი ბუდე ჩვე­ნი­ვე გე­მოვ­ნე­ბით მოგ­ვე­წყო. აქაც არა­ფე­რია ძვირ­ფა­სი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ მთა­ვა­რი ისაა, რომ ამ ყვე­ლა­ფერ­ში ჩვე­ნი სული და გუ­ლია ჩა­დე­ბუ­ლი.

  • სახ­ლი ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნია და პერ­სპექ­ტი­ვა­ში მე­სა­მე სარ­თუ­ლის დად­გმაც შე­იძ­ლე­ბა, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით ოჯა­ხის მას­პინ­ძე­ლი მშე­ნებ­ლო­ბას არ გეგ­მავს, რად­გან ამ პრო­ცეს­მა ძა­ლი­ან და­ღა­ლა.

- მშე­ნებ­ლო­ბა და რე­მონ­ტი ურთუ­ლესი რა­მაა, ძა­ლი­ან გაგ­ვაწ­ვა­ლა სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ამ, რომ­ლის სა­ხელ­საც შეგ­ნე­ბუ­ლად არ და­ვა­სა­ხე­ლებ, იყო ბევ­რი ტყუ­ი­ლი, უსი­ა­მოვ­ნო სა­უბ­რე­ბი, სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ით გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი არ ვარ, სულ გა­დარ­ბე­ნე­ბი მაქვს და ამი­ტომ სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბას ვერ ვაქ­ცევ­დი მშე­ნებ­ლო­ბას, მაგ­რამ ბო­ლოს სხვა გზა არ და­მი­ტო­ვეს, სა­კუ­თარ თავ­ზე ავი­ღე ყვე­ლა­ფე­რი და უშუ­ა­ლოდ ჩემი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და საქ­მე. არ ვიცი, რა ჯა­დოქ­რო­ბა ჩა­ვა­ტა­რე, მაგ­რამ აქამ­დე კი მო­ვიყ­ვა­ნეთ სახ­ლი. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ყვე­ლა­ფე­რი დას­რუ­ლე­ბუ­ლი არაა, თუმ­ცა ცხოვ­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა.

  • სახ­ლის მთა­ვა­რი ხიბ­ლი მე­ო­რე სარ­თუ­ლის შე­მი­ნუ­ლი აი­ვა­ნია, სა­ი­და­ნაც მწვა­ნე ხედი იშ­ლე­ბა, თა­ვად აი­ვან­ზე კი და­ახ­ლო­ე­ბით 30 სა­ხე­ო­ბის ქოთ­ნის მცე­ნა­რეა.

- ეს იყო ღია აი­ვა­ნი, მაგ­რამ შევ­მი­ნეთ, რომ ქარს არც ჩვენ შე­ვე­წუ­ხე­ბი­ნეთ და არც ჩვე­ნი მცე­ნა­რე­ე­ბი, ახლა უფრო მყუდ­რო გახ­და, ამი­ტო­მაც ყვე­ლა­ზე მეტ დროს აქ ვა­ტა­რებთ, სტუმ­რებ­საც აქ ურ­ჩევ­ნი­ათ ყოფ­ნა. გათ­ბო­ბის მი­ლე­ბი აქაც ამოყ­ვა­ნი­ლი გვაქვს, მაგ­რამ, სი­მარ­თლე გი­თხრათ, ძვე­ლე­ბუ­რი ღუმ­ლის დად­გმა მინ­და. ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან მო­უხ­დე­ბა აქა­უ­რო­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა მცე­ნა­რე­ებს, და­ახ­ლო­ე­ბით 100-მდე და­სა­ხე­ლე­ბის ყვა­ვი­ლი გვქონ­და, მაგ­რამ ამ გა­დას­ვლა-გად­მოს­ვლა­ში ზოგი გა­ფუჭ­და, ზოგი გახ­მა და სა­დღაც 35 სა­ხე­ო­ბა­ღა დაგ­ვრჩა. მცე­ნა­რე ირ­ჩევს თა­ვის ად­გილს, ის ვერ გე­ტყვის, სად უფრო ურ­ჩევ­ნია, მაგ­რამ დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გად მიხ­ვდე­ბი, სად გრძნობს თავს უკე­თე­სად. ახლა ზუს­ტად ამ ეტაპ­ზე ვართ, მცე­ნა­რე­ე­ბიც ეჩ­ვე­ვი­ან აქა­უ­რო­ბას და ჩვენც...წა­ი­კი­თეთ სრუ­ლად და და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ სახ­ლის ფო­ტო­ე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"28 წლის მანძილზე 22 საცხოვრებელი გამოვიცვალეთ" - როგორ გამოიყურება ონისე ონიანის 23-ე სახლი მწვანე ხედითა და ჭერზე დაკიდული ნახატებით

"28 წლის მანძილზე 22 საცხოვრებელი გამოვიცვალეთ" - როგორ გამოიყურება ონისე ონიანის 23-ე სახლი მწვანე ხედითა და ჭერზე დაკიდული ნახატებით

საცხოვრებლის ხშირ გამოცვლაში რეკორდი რომ არსებობდეს, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ონისე ონიანი, ნამდვილად უკონკურენტო იქნებოდა. მეუღლესთან 27-28-წლიანი თანაცხოვრების მანძილზე 22 სახლი გამოიცავალა, ზოგი ნაქირავები იყო, ზოგი - საკუთარი, საბოლოოდ კი მხატვრების დასახლებაში იყიდა მიწა და ორსართულიანი სახლი აიშენა. ქუჩაზე, სადაც მსახიობი ოჯახთან ერთად ცხოვრობს, ძირითადად კერძო სახლებია, შორიდან ეს ადგილი ევროპულ სოფელს მოგაგონებთ, რეალურად კი ნუცუბიძის მეოთხე პლატოდან მანქანით სულ 5-10 წუთის სავალია.

- ჩვენი სახლების ცვალებადობის ამბავი რომ გიამბოთ, მკითხველს ძალიან დავღლით (იცინის), ამიტომ გეტყვით, რომ ჯამში 22 სახლი გვაქვს გამოცვლილი, ეს ოცდამესამეა. ძირითადად ვაკის ტერიტორიაზე „ვმოძრაობდით“, მაგრამ კორპუსი და ხმაურიანი ადგილები დიდად აღარ გვხიბლავდა, უფრო მშვიდ ადგილას, კერძო სახლში გვინდოდა ცხოვრება. ხომ იცით, რაც გულით გინდა, იმას აუცილებლად მიაღწევ, ჰოდა, ასეც მოხდა. ჯერჯერობით ეზო არ გვაქვს შემოკავებული, არც გაკეთებული, მაგრამ ნელ-ნელა ესეც იქნება.

  • ონისეს ოჯახი ერთი წელია აქ, მთებით გარშემორტყმულ სახლში ცხოვრობს. ალბათ დამეთანხმებით, რომ წარმოუდგენელი ფუფუნებაა, ცხოვრობდე თბილისში, არ გაწუხებდეს მანქანების ხმაური, ფანჯრიდან კი უმშვენიერესი ხედი იშლებოდეს.

- გარშემო სიმწვანე და სიწყნარეა, ჰაერიც კარგი გვაქვს, რაც ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა აღვნიშნო, რომ სადაც კი ვცხოვრობდით, არ ჰქონდა მნიშვნელობა, სახლი დიდი იყო თუ პატარა, ნაქირავები თუ საკუთარი, ვცდილობდით, კომფორტი შეგვექმნა და ჩვენი ბუდე ჩვენივე გემოვნებით მოგვეწყო. აქაც არაფერია ძვირფასი და განსაკუთრებული, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ამ ყველაფერში ჩვენი სული და გულია ჩადებული.

  • სახლი ორსართულიანია და პერსპექტივაში მესამე სართულის დადგმაც შეიძლება, თუმცა ჯერჯერობით ოჯახის მასპინძელი მშენებლობას არ გეგმავს, რადგან ამ პროცესმა ძალიან დაღალა.

- მშენებლობა და რემონტი ურთულესი რამაა, ძალიან გაგვაწვალა სამშენებლო კომპანიამ, რომლის სახელსაც შეგნებულად არ დავასახელებ, იყო ბევრი ტყუილი, უსიამოვნო საუბრები, სიტუაციები. მოგეხსენებათ, თავისუფალი დროით განებივრებული არ ვარ, სულ გადარბენები მაქვს და ამიტომ სათანადო ყურადღებას ვერ ვაქცევდი მშენებლობას, მაგრამ ბოლოს სხვა გზა არ დამიტოვეს, საკუთარ თავზე ავიღე ყველაფერი და უშუალოდ ჩემი ზედამხედველობით მიმდინარეობდა საქმე. არ ვიცი, რა ჯადოქრობა ჩავატარე, მაგრამ აქამდე კი მოვიყვანეთ სახლი. რასაკვირველია, ყველაფერი დასრულებული არაა, თუმცა ცხოვრება შეიძლება.

  • სახლის მთავარი ხიბლი მეორე სართულის შემინული აივანია, საიდანაც მწვანე ხედი იშლება, თავად აივანზე კი დაახლოებით 30 სახეობის ქოთნის მცენარეა.

- ეს იყო ღია აივანი, მაგრამ შევმინეთ, რომ ქარს არც ჩვენ შევეწუხებინეთ და არც ჩვენი მცენარეები, ახლა უფრო მყუდრო გახდა, ამიტომაც ყველაზე მეტ დროს აქ ვატარებთ, სტუმრებსაც აქ ურჩევნიათ ყოფნა. გათბობის მილები აქაც ამოყვანილი გვაქვს, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ძველებური ღუმლის დადგმა მინდა. ვფიქრობ, ძალიან მოუხდება აქაურობას. რაც შეეხება მცენარეებს, დაახლოებით 100-მდე დასახელების ყვავილი გვქონდა, მაგრამ ამ გადასვლა-გადმოსვლაში ზოგი გაფუჭდა, ზოგი გახმა და სადღაც 35 სახეობაღა დაგვრჩა. მცენარე ირჩევს თავის ადგილს, ის ვერ გეტყვის, სად უფრო ურჩევნია, მაგრამ დაკვირვების შედეგად მიხვდები, სად გრძნობს თავს უკეთესად. ახლა ზუსტად ამ ეტაპზე ვართ, მცენარეებიც ეჩვევიან აქაურობას და ჩვენც...წაიკითეთ სრულად და დაათვალიერეთ სახლის ფოტოები

"ხვალ ან ზეგ გახდება ცნობილი რა რაოდენობის "ფაიზერის“ ვაქცინას მიიღებს საქართველო თებერვლის ბოლომდე" - გამყრელიძე

"Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა" - რას წერს გიორგი გახარია "ფეისბუქზე"?

"იქვე დაჩოქილი დედა ვერ იჯერებდა, რომ შვილი ცოცხალი გადაურჩა" - რას ჰყვება მაშველი, რომელიც 10 წლის გოგონას გადარჩენის ოპერაციაში მონაწილეობდა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"