სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Networking Georgia ბრუნდება!
Networking Georgia ბრუნდება!

2-3 ნო­ემ­ბერს, ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი ნეთ­ვორ­ქინგ ღო­ნის­ძი­ე­ბა ბრუნ­დე­ბა. Networking Georgia Bene Exclusive-ის ორ­გა­ნი­ზე­ბით კა­ხეთ­ში, „ამ­ბა­სა­დო­რი კაჭ­რეთ­ში“ გა­ი­მარ­თე­ბა. პრო­ექ­ტი არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში ბიზ­ნეს­კონ­ტაქ­ტე­ბის გაც­ვლას ემ­სა­ხუ­რე­ბა და ქარ­თულ ბა­ზარ­ზე არ­სე­ბულ ად­გი­ლობ­რივ თუ უცხო­ურ, მსხვილ და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის 550-მდე წარ­მო­მად­გე­ნელს გა­ა­ერ­თი­ა­ნებს.

სა­ქარ­თვე­ლოს ბიზ­ნეს­სექ­ტორ­ში არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, „Networking Georgia” ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­ო­ნალ ადა­მი­ა­ნებს ერ­თმა­ნეთ­თან აკავ­ში­რებს და ეხ­მა­რე­ბა სა­კუ­თა­რი „ნეთ­ვორ­ქის“ გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ახა­ლი ამ­ბა­ვი არ არის, რომ ფარ­თო სა­ნაც­ნო­ბო წრე და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კონ­ტაქ­ტე­ბი წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვის­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია. მსხვი­ლი და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის 550 წარ­მო­მად­გე­ნელს არა­ფორ­მა­ლურ, სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მო­ში კონ­ტაქ­ტე­ბის გაც­ვლის, სა­კუ­თა­რი კომ­პა­ნი­ის და საქ­მი­ა­ნო­ბის პრე­ზენ­ტი­რე­ბი­სა და ახა­ლი ბიზ­ნე­სი­დე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­მნე­ბა.

Bene Exclusive პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ტრან­სპორ­ტი­რე­ბას თა­ვი­სი უახ­ლე­სი, 2018-2019 წლის ავ­ტო­პარ­კით ახორ­ცი­ე­ლებს. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი თა­ვი­და­ნე ქმნი­ან ხა­ლი­სი­ან, ენერ­გი­ულ გან­წყო­ბას და აქ­ტი­ვო­ბებს თბი­ლის­ში, გას­ვლის­თა­ნა­ვე იწყე­ბენ.

ღო­ნის­ძი­ე­ბის გახ­სნას­თან ერ­თად, მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მი­ი­ღე­ბენ 2 დღი­ა­ნი აქ­ტი­ვო­ბე­ბის ინ­სტრუქ­ცი­ას და სას­ტუმ­როს ნომ­რებ­ში გა­და­ნა­წილ­დე­ბინ. სა­კონ­ფე­რენ­ციო ნა­წილ­ში სტუმ­რებს და­ვით ჩიკ­ვა­ი­ძის მას­ტერკლა­სი „სთო­რი­თე­ლინ­გი გა­ყიდ­ვებ­ში“, ან­დრო დგე­ბუ­ა­ძის „იგ­რძე­ნი რა­საც აკე­თებ და აკე­თე რა­საც გრძნობ“, და დათო ტუ­რაშ­ვი­ლის ექ­სკლუ­ზი­უ­რი თემა, „სა­ქარ­თვე­ლო, ღვი­ნის სამ­შობ­ლო“ ელო­დე­ბათ.

პრო­ექ­ტის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სტუ­მა­რი ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი, ბიზ­ნესს­პი­კე­რი და YouTube-ის ბიზ­ნე­სარ­ხის ავ­ტო­რი, Evgeniy Chernyak(Forbes 100) იქ­ნე­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბა დატ­ვირ­თუ­ლია ისე­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბით, რო­გო­რი­ცაა ბლიც ნეთ­ვორ­ქინ­გი, Human Library, Business Lego, ნეთ­ვორ­ქინგ კაფე, სა­მა­გი­დო თა­მა­შე­ბი და ვორ­ქშო­ფე­ბი. პირ­ველ დღეს Goofy Land-ის აკომ­პა­ნი­რე­ბით გალა ვახ­შა­მი და­ას­რუ­ლებს.

Networking Georgia-ს მე­ო­რე დღე ცეკ­ვის მას­ტერკლა­სე­ბი­თა და იო­გით და­ი­წყე­ბა. Scavenger Hunt-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის გა­მოვ­ლე­ნას­თან ერ­თად სტუმ­რე­ბის­თვის გრან­დი­ო­ზუ­ლი ბარ­ბე­ქიუ მო­ე­წყო­ბა.

რო­გორც უკვე იცით, Networking Georgia არ არის ერთჯე­რა­დი ღო­ნის­ძი­ე­ბა და ის ამ წელს მე­ო­რედ იმარ­თე­ბა.

პრო­ექ­ტის სპონ­სო­რია „ბი­ლა­ი­ნი“; პარტნი­ო­რე­ბი: „ჯი პი აი ჰოლ­დინ­გი“, სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნია „ალ­და­გი“, “Coaching Lab”; “ბია“.მე­დია პარტნი­ო­რე­ბი: “ფორბსი”, „ბი ემ ჯი“, “Caucasus Business Week”, “Business political Insights”,“ფორ­ტუ­ნა”, “ეი­ჩარ ჰაბი”, რა­დიო „უც­ნო­ბი“, რა­დიო „ფორ­ტუ­ნა“, რა­დიო „პო­ზი­ტი­ვი“, გა­და­ცე­მა „ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რი“, რა­დიო „იმე­დი“, რა­დიო „პა­ლიტ­რა“, BPN, ბიზ­ნეს­ლი­ტე­რა­ტუ­რა „ლურ­ჯი ოკე­ა­ნე“, კო­მერ­სან­ტი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

Networking Georgia ბრუნდება!

Networking Georgia ბრუნდება!

2-3 ნოემბერს, ყველაზე მასშტაბური ნეთვორქინგ ღონისძიება ბრუნდება. Networking Georgia Bene Exclusive-ის ორგანიზებით კახეთში, „ამბასადორი კაჭრეთში“ გაიმართება. პროექტი არაფორმალურ გარემოში ბიზნესკონტაქტების გაცვლას ემსახურება და ქართულ ბაზარზე არსებულ ადგილობრივ თუ უცხოურ, მსხვილ და საშუალო ბიზნესის 550-მდე წარმომადგენელს გააერთიანებს.

საქართველოს ბიზნესსექტორში არსებული რეალობის გათვალისწინებით, „Networking Georgia” ინოვაციური პროექტია, რომელიც პროფესიონალ ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს და ეხმარება საკუთარი „ნეთვორქის“ განვითარებაში. ახალი ამბავი არ არის, რომ ფართო სანაცნობო წრე და მრავალფეროვანი კონტაქტები წარმატების მიღწევისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. მსხვილი და საშუალო ბიზნესის 550 წარმომადგენელს არაფორმალურ, სასიამოვნო გარემოში კონტაქტების გაცვლის, საკუთარი კომპანიის და საქმიანობის პრეზენტირებისა და ახალი ბიზნესიდეების განხორციელების შესაძლებლობა ექმნება.

Bene Exclusive პროექტის ფარგლებში ტრანსპორტირებას თავისი უახლესი, 2018-2019 წლის ავტოპარკით ახორციელებს. ორგანიზატორები თავიდანე ქმნიან ხალისიან, ენერგიულ განწყობას და აქტივობებს თბილისში, გასვლისთანავე იწყებენ.

ღონისძიების გახსნასთან ერთად, მონაწილეები მიიღებენ 2 დღიანი აქტივობების ინსტრუქციას და სასტუმროს ნომრებში გადანაწილდებინ. საკონფერენციო ნაწილში სტუმრებს დავით ჩიკვაიძის მასტერკლასი „სთორითელინგი გაყიდვებში“, ანდრო დგებუაძის „იგრძენი რასაც აკეთებ და აკეთე რასაც გრძნობ“, და დათო ტურაშვილის ექსკლუზიური თემა, „საქართველო, ღვინის სამშობლო“ ელოდებათ.

პროექტის განსაკუთრებული სტუმარი ცნობილი ბიზნესმენი, ბიზნესსპიკერი და YouTube-ის ბიზნესარხის ავტორი, Evgeniy Chernyak(Forbes 100) იქნება. ღონისძიება დატვირთულია ისეთი აქტივობებით, როგორიცაა ბლიც ნეთვორქინგი, Human Library, Business Lego, ნეთვორქინგ კაფე, სამაგიდო თამაშები და ვორქშოფები. პირველ დღეს Goofy Land-ის აკომპანირებით გალა ვახშამი დაასრულებს.

Networking Georgia-ს მეორე დღე ცეკვის მასტერკლასებითა და იოგით დაიწყება. Scavenger Hunt-ის გამარჯვებულის გამოვლენასთან ერთად სტუმრებისთვის გრანდიოზული ბარბექიუ მოეწყობა.

როგორც უკვე იცით, Networking Georgia არ არის ერთჯერადი ღონისძიება და ის ამ წელს მეორედ იმართება.

პროექტის სპონსორია „ბილაინი“; პარტნიორები: „ჯი პი აი ჰოლდინგი“, სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“, “Coaching Lab”; “ბია“.მედია პარტნიორები: “ფორბსი”, „ბი ემ ჯი“, “Caucasus Business Week”, “Business political Insights”,“ფორტუნა”, “ეიჩარ ჰაბი”, რადიო „უცნობი“, რადიო „ფორტუნა“, რადიო „პოზიტივი“, გადაცემა „ბიზნესპარტნიორი“, რადიო „იმედი“, რადიო „პალიტრა“, BPN, ბიზნესლიტერატურა „ლურჯი ოკეანე“, კომერსანტი.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება