პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მილტონ ჰეიგის ემოციური ჟესტი ურუგვაისთან გამარჯვების შემდეგ - მან საქართველოს დროშა მოიხვია და გულშემატკივრებს მადლობა ქართულად გადაუხადა
მილტონ ჰეიგის ემოციური ჟესტი ურუგვაისთან გამარჯვების შემდეგ - მან საქართველოს დროშა მოიხვია და გულშემატკივრებს მადლობა ქართულად გადაუხადა

სა­ქარ­თვე­ლოს მო­რაგ­ბე­თა ნაკ­რე­ბის ახალ­ზე­ლან­დი­ელ­მა მწვრთნელ­მა მილ­ტონ ჰე­იგ­მა ურუგ­ვა­ის­თან გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა მო­იხ­ვია და გულ­შე­მატ­კივ­რებს მად­ლო­ბა ქარ­თუ­ლად გა­და­უ­ხა­და: “სა­ო­ცა­რი გულ­შე­მატ­კივ­რო­ბა იყო. ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა“. lelo.ge-ს ცნო­ბით, მსოფ­ლიო თა­სის ოფი­ცი­ა­ლურ სა­იტ­თან მი­ცე­მულ კო­მენ­ტარ­ში ჰე­იგ­მა სა­ქარ­თვე­ლოს გა­მარ­ჯვე­ბის მი­ზე­ზე­ბი ახ­სნა.

„ურუგ­ვა­ის­თან მატ­ჩი ჩვენ­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი იყო. ბი­ჭე­ბი ამას კარ­გად აც­ნო­ბი­ე­რებ­დნენ. მსოფ­ლი­ოს თა­სის­თვის ბოლო ოთხი თვე თავ­და­უ­ზო­გა­ვად ვვარ­ჯი­შობ­დით, ისე­ვე რო­გორც ბოლო ოთხი წელი.

ვი­ცო­დით, რომ ურუგ­ვაი სწრა­ფი გუნ­დია, თუმ­ცა ჩვე­ნი წი­ნა­ხა­ზე­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბო­და. ვე­ცა­დეთ მე­ტო­ქის­თვის ჩვე­ნი თა­მა­ში მოგ­ვეხ­ვია, დაც­ვა­ში ნაკ­ლე­ბი შეც­დო­მა დაგ­ვეშ­ვა, შე­ტე­ვი­სას კი ძლი­ე­რად მივ­ძა­ლე­ბო­დით. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გა­მო­ვი­და. პირ­ველ ტა­იმ­ში ცოტა გაგ­ვი­ჭირ­და, მე­ო­რე­ში მეტი ენერ­გია ვიგ­რძე­ნით და ამი­ტო­მაც გა­ვი­მარ­ჯვეთ,“ - გა­ნა­ცხა­და მილ­ტონ ჰე­იგ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა ია­პო­ნი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე რაგ­ბის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე პირ­ვე­ლი გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა. ქარ­თვე­ლებ­მა ურუგ­ვა­ის ნაკ­რებს ან­გა­რი­შით 33-7 სძლი­ეს და პრე­მი­ა­ლუ­რი ქუ­ლის მო­პო­ვე­ბაც მო­ა­ხერ­ხეს. მატ­ჩის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შედ კი ქარ­თველ­თა 8 ნო­მე­რი ოთარ გი­ორ­გა­ძე და­სა­ხელ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­იტ­მა „lelo.ge“-მ აც­ნო­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

მილტონ ჰეიგის ემოციური ჟესტი ურუგვაისთან გამარჯვების შემდეგ - მან საქართველოს დროშა მოიხვია და გულშემატკივრებს მადლობა ქართულად გადაუხადა

მილტონ ჰეიგის ემოციური ჟესტი ურუგვაისთან გამარჯვების შემდეგ - მან საქართველოს დროშა მოიხვია და გულშემატკივრებს მადლობა ქართულად გადაუხადა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ახალზელანდიელმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ურუგვაისთან გამარჯვების შემდეგ საქართველოს დროშა მოიხვია და გულშემატკივრებს მადლობა ქართულად გადაუხადა: “საოცარი გულშემატკივრობა იყო. ძალიან დიდი მადლობა“. lelo.ge-ს ცნობით, მსოფლიო თასის ოფიციალურ საიტთან მიცემულ კომენტარში ჰეიგმა საქართველოს გამარჯვების მიზეზები ახსნა.

„ურუგვაისთან მატჩი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო. ბიჭები ამას კარგად აცნობიერებდნენ. მსოფლიოს თასისთვის ბოლო ოთხი თვე თავდაუზოგავად ვვარჯიშობდით, ისევე როგორც ბოლო ოთხი წელი.

ვიცოდით, რომ ურუგვაი სწრაფი გუნდია, თუმცა ჩვენი წინახაზელების შეჩერება გაუჭირდებოდა. ვეცადეთ მეტოქისთვის ჩვენი თამაში მოგვეხვია, დაცვაში ნაკლები შეცდომა დაგვეშვა, შეტევისას კი ძლიერად მივძალებოდით. ყველაფერი კარგად გამოვიდა. პირველ ტაიმში ცოტა გაგვიჭირდა, მეორეში მეტი ენერგია ვიგრძენით და ამიტომაც გავიმარჯვეთ,“ - განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს ნაკრებმა იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველებმა ურუგვაის ნაკრებს ანგარიშით 33-7 სძლიეს და პრემიალური ქულის მოპოვებაც მოახერხეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი ქართველთა 8 ნომერი ოთარ გიორგაძე დასახელდა.

აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საიტმა „lelo.ge“-მ აცნობა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ