მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფოლკსვაგენი" ახალ "ლუპოს" წარმოადგენს
"ფოლკსვაგენი" ახალ "ლუპოს" წარმოადგენს

კომ­პა­ნია "ფოლკს­ვა­გე­ნი" სა­ხელ­წო­დე­ბის, - Lupo, - აღ­დგე­ნას აპი­რებს, რომ­ლი­თაც 2005 წლამ­დე გერ­მა­ნუ­ლი ბრენ­დის მცი­რე­ლიტ­რა­ჟი­ა­ნი მან­ქა­ნე­ბი გა­მო­დი­ო­და. ეს სა­ხელ­წო­დე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ქა­ლა­ქის ახა­ლი კომ­პაქ­ტუ­რი ავ­ტო­მო­ბი­ლის­თვის, რო­მე­ლიც კონ­ცეპტ-ავ­ტოს, VW Up!, - მო­ტი­ვებ­ზე შე­იქ­მნა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ანა­ლო­გი­უ­რი მან­ქა­ნის გა­მოშ­ვე­ბა სხვა მარ­კე­ბის ქვე­შაც იგეგ­მე­ბა, რომ­ლე­ბიც კონ­ცერნ "ფოლკს­ვა­გე­ნის" შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არი­ან. ესე­ნია "აუდი", "სე­ა­ტი" და "შკო­და". ასე­თი მცი­რე­ლიტ­რა­ჟი­ა­ნე­ბის გა­მოშ­ვე­ბა 2018 წლის­თვის, მწარ­მო­ებ­ლის მიერ მთე­ლი მსოფ­ლი­ოს ბაზ­რებ­ზე ლი­დე­რის პო­ზი­ცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად.

თავ­და­პირ­ვე­ლად ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ VW Up!-ის სე­რი­უ­ლი ვერ­სი­ის გა­მოშ­ვე­ბა პრო­ტო­ტიპს მო­ტო­რის უკა­ნა ნა­წილ­ში გან­თავ­სე­ბი­სა და წინა აძ­ვრის კომ­პლექ­ტა­ცი­ას შე­უ­ნარ­ჩუ­ნებ­და, თუმ­ცა სა­ინ­ჟინ­რო პრობ­ლე­მე­ბის გამო, რის წი­ნა­შეც შემ­ქნე­ლე­ბი მან­ქა­ნის ტეს­ტი­რე­ბი­სას აღ­მოჩ­ნდნენ, კონ­ცერნ­ში გა­და­წყვი­ტეს, ძრა­ვა ავ­ტო­მო­ბი­ლის წინა სექ­ცი­ა­ში მო­ე­თავ­სე­ბი­ნათ.

წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, სი­ახ­ლე და­ახ­ლო­ე­ბით 525 მმ-ით მოკ­ლე, 54 მმ-ით ვიწ­რო და 33 მმ-ით მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა სამ­კა­რა "ფოლკს­ვა­გენ პო­ლო­ზე". ამ­გვა­რად, ახა­ლი "ლუ­პოს" გა­ბა­რი­ტუ­ლი სიგ­რძე და­ახ­ლო­ე­ბით 3445 მმ, სი­გა­ნე - 1628 მმ, ხოლო სი­მაღ­ლე - 1495 მმ-ია. თავ­და­პირ­ვე­ლად ევ­რო­პულ ბა­ზარ­ზე სამ­კა­რა Lupo (ავ­ტოს დე­ბი­უ­ტი სა­ო­რი­ენ­ტა­ცი­ოდ მო­მა­ვა­ლი წლის ზა­ფხულ­ში შედ­გე­ბა) გა­მოჩ­ნდე­ბა. ასე­თი მან­ქა­ნა მხო­ლოდ 3-ცი­ლინ­დრი­ა­ნი, 1.0-ლიტ­რი­ა­ნი, 65 ცხ. ძა­ლის სიმ­ძლავ­რის ბენ­ზი­ნის ძრა­ვა­თი და 75 ცხ. ძა­ლი­ა­ნი, 4-ცი­ლინ­დრი­ა­ნი, 1,2-ლიტ­რი­ა­ნი დი­ზე­ლით აღი­ჭურ­ვე­ბა.

"ლუ­პოს" 5-კა­რი­ან ვერ­სი­ას 2012 წლის გა­ზა­ფხულ­ზე წარ­მო­ად­გე­ნენ. ამა­ვე დროს, მო­დე­ლის მო­ტორ­თა გა­მა­ში ახა­ლი, 1.0-ლიტ­რი­ა­ნი, 85 ცხ. ძა­ლის სიმ­ძლავ­რის მქო­ნე ტურ­ბო­აგ­რე­გა­ტი და­ე­მა­ტე­ბა. სხვა ძრა­ვა­თა შო­რის, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა "ლუ­პო­ზე" ვი­ხი­ლოთ, შე­იძ­ლე­ბა ელექტრო­მო­ტო­რე­ბიც აღ­მოჩ­ნდეს. ბა­ზარ­ზე გაყ­ვა­ნის შემ­დეგ ახა­ლი "ფოლკს­ვა­გენ ლუპო" კონ­კუ­რენ­ცი­ას გა­უ­წევს Citroen C1-ს, Peugeot 107-სა და Toyota Aygo-ს.

მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ გერ­მა­ნუ­ლი მცი­რე­ლიტ­რა­ჟი­ა­ნი იმ­დე­ნი­ვე ეღი­რე­ბა, რაც მისი მთა­ვა­რი კონ­კუ­რენ­ტე­ბი ღირს, თუმ­ცა "ფოლკს­ვა­გენ პო­ლო­ზე" იაფი იქ­ნე­ბა.

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

"ფოლკსვაგენი" ახალ "ლუპოს" წარმოადგენს

"ფოლკსვაგენი" ახალ "ლუპოს" წარმოადგენს

კომპანია "ფოლკსვაგენი" სახელწოდების, - Lupo, - აღდგენას აპირებს, რომლითაც 2005 წლამდე გერმანული ბრენდის მცირელიტრაჟიანი მანქანები გამოდიოდა. ეს სახელწოდება გამოყენებული იქნება ქალაქის ახალი კომპაქტური ავტომობილისთვის, რომელიც კონცეპტ-ავტოს, VW Up!, - მოტივებზე შეიქმნა.

მოგვიანებით, ანალოგიური მანქანის გამოშვება სხვა მარკების ქვეშაც იგეგმება, რომლებიც კონცერნ "ფოლკსვაგენის" შემადგენლობაში არიან. ესენია "აუდი", "სეატი" და "შკოდა". ასეთი მცირელიტრაჟიანების გამოშვება 2018 წლისთვის, მწარმოებლის მიერ მთელი მსოფლიოს ბაზრებზე ლიდერის პოზიციის შენარჩუნებას ისახავს მიზნად.

თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ VW Up!-ის სერიული ვერსიის გამოშვება პროტოტიპს მოტორის უკანა ნაწილში განთავსებისა და წინა აძვრის კომპლექტაციას შეუნარჩუნებდა, თუმცა საინჟინრო პრობლემების გამო, რის წინაშეც შემქნელები მანქანის ტესტირებისას აღმოჩნდნენ, კონცერნში გადაწყვიტეს, ძრავა ავტომობილის წინა სექციაში მოეთავსებინათ.

წინასწარი მონაცემებით, სიახლე დაახლოებით 525 მმ-ით მოკლე, 54 მმ-ით ვიწრო და 33 მმ-ით მაღალი იქნება სამკარა "ფოლკსვაგენ პოლოზე". ამგვარად, ახალი "ლუპოს" გაბარიტული სიგრძე დაახლოებით 3445 მმ, სიგანე - 1628 მმ, ხოლო სიმაღლე - 1495 მმ-ია. თავდაპირველად ევროპულ ბაზარზე სამკარა Lupo (ავტოს დებიუტი საორიენტაციოდ მომავალი წლის ზაფხულში შედგება) გამოჩნდება. ასეთი მანქანა მხოლოდ 3-ცილინდრიანი, 1.0-ლიტრიანი, 65 ცხ. ძალის სიმძლავრის ბენზინის ძრავათი და 75 ცხ. ძალიანი, 4-ცილინდრიანი, 1,2-ლიტრიანი დიზელით აღიჭურვება.

"ლუპოს" 5-კარიან ვერსიას 2012 წლის გაზაფხულზე წარმოადგენენ. ამავე დროს, მოდელის მოტორთა გამაში ახალი, 1.0-ლიტრიანი, 85 ცხ. ძალის სიმძლავრის მქონე ტურბოაგრეგატი დაემატება. სხვა ძრავათა შორის, რომლებიც შეიძლება "ლუპოზე" ვიხილოთ, შეიძლება ელექტრომოტორებიც აღმოჩნდეს. ბაზარზე გაყვანის შემდეგ ახალი "ფოლკსვაგენ ლუპო" კონკურენციას გაუწევს Citroen C1-ს, Peugeot 107-სა და Toyota Aygo-ს.

მოსალოდნელია, რომ გერმანული მცირელიტრაჟიანი იმდენივე ეღირება, რაც მისი მთავარი კონკურენტები ღირს, თუმცა "ფოლკსვაგენ პოლოზე" იაფი იქნება.

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)