მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნაკრას ხეობაში მეტ ქართველ ტურისტს ელიან
ნაკრას ხეობაში მეტ ქართველ ტურისტს ელიან

ნაკ­რა­ში გვყავ­და უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბი - რუ­სე­ბი, ამე­რი­კე­ლე­ბი, შოტ­ლან­დი­ე­ლე­ბი, სინ­გა­პუ­რე­ლე­ბი; ქარ­თვე­ლე­ბი ნაკ­ლე­ბად. მეს­ტი­ას რომ აქვს ცნო­ბა­დო­ბა, ასე­თი ნაკ­რას ხე­ო­ბას არ აქვს. ინ­ფორ­მა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბაა ჩვენ­თან და­კავ­ში­რე­ბით - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მდე­ბა­რე სო­ფელ ნაკ­რა­ში მცხოვ­რებ­მა ეკა ან­სი­ან­მა გა­ნუ­ცხა­და.

ნაკ­რა­ში მცხოვ­რებ­ლე­ბის თქმით, ხე­ო­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლია ტუ­რის­ტუ­ლი მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბით და მსოფ­ლი­ოს სხვადსხვა ქვეყ­ნე­ბი­დან ჩა­მო­სუ­ლე­ბი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბულ­ნი რჩე­ბი­ან ბუ­ნე­ბის სი­ლა­მა­ზით თუ სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე მას­პინ­ძლე­ბით, თუმ­ცა ქარ­თვე­ლებ­მა არც კი იცი­ან, რომ მეს­ტი­ის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე , ქა­ლაქ ზუგ­დი­დი­დან 100 კი­ლო­მეტ­რის სა­ვალ­ზე, ნაკ­რას ულა­მა­ზე­სი ბუ­ნე­ბაა.

ნაკ­რა­ში 7 სა­ძი­ნებ­ლი­ა­ნი სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო აქვს ეკა ან­სი­ა­ნის ოჯახს. მისი თქმით, უკვე ერთი წე­ლია, რაც სას­ტუმ­რო გა­იხ­სნა და სულ და­კა­ვე­ბუ­ლია, ძი­რი­თა­დად უცხო­ე­ლე­ბით. რო­გორც ან­სი­ა­ნი აცხა­დებს, თუ ნაკ­რას ხე­ო­ბას მეტი ტუ­რის­ტი ეწ­ვე­ვა, ად­გი­ლობ­რი­ვებს შე­მო­სა­ვა­ლის წყა­რო გა­უჩ­ნდე­ბათ და ნაკ­ლე­ბად ექ­ნე­ბათ მშობ­ლი­უ­რი მხრი­დან სხვა ად­გი­ლას სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დას­ვლის სურ­ვი­ლი.

„მეს­ტი­ას რომ აქვს ცნო­ბა­დო­ბა, ასე­თი ამ ად­გი­ლებს არ აქვს. ინ­ფორ­მა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბაა ჩვენ­თან და­კავ­ში­რე­ბით. რო­გორც უფ­რო­სე­ბის­გან ვიცი, ადრე ნაკ­რა­ში ალ­პი­ნის­ტე­ბის ბაზა იყო და ნაკ­რას ბევ­რი ტუ­რის­ტი ჰყავ­და, ძი­რი­თა­დად ქარ­თვე­ლე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­მეგ­რე­ლო­დან მო­დი­ოდ­ნენ სამ­კურ­ნა­ლო წყლე­ბის გამო. თუ ტუ­რიზ­მი გან­ვი­თარ­დე­ბა მეტი შე­მო­სა­ვა­ლი გაჩ­ნდე­ბა და ადა­მი­ა­ნებს ნაკ­ლე­ბად ექ­ნე­ბათ აქა­უ­რო­ბის და­ტო­ვე­ბის სურ­ვი­ლი,“- აცხა­დებს ეკა ან­სი­ა­ნი.

ძი­რი­თა­დად უცხო­ელ ტუ­რის­ტებს მას­პინ­ძლობს სას­ტუმ­რო „ნაკ­რაც“. რო­გორც მისი მფლო­ბე­ლი ნინო ცინ­დე­ლი­ა­ნი აცხა­დებს, მის უცხო­ელ სტუმ­რებს ბუ­ნე­ბის სი­ლა­მა­ზეს­თან ერ­თად ად­გი­ლობ­რი­ვი სამ­ზა­რე­უ­ლო და წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბიც ხიბ­ლავთ.

„ უკვე ერთი წე­ლია, რაც გეს­თჰა­უ­სი გავ­ხსე­ნი. ძი­რი­თა­დად უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბი მყავს. წელს ვუ­მას­პინ­ძლე სტუმ­რებს ამე­რი­კი­დან, გერ­მა­ნი­ი­დან და უკ­რა­ი­ნი­დან. ძა­ლი­ან მოს­წონთ ბუ­ნე­ბა და ჩვე­ნი სამ­ზა­რე­უ­ლო- კუბ­და­რი, ფეტვის ხა­ჭა­პუ­რი და ჭვიშ­ტა­რი. ვფიქ­რობ, ტუ­რის­ტებ­მა ამ ად­გი­ლე­ბის ნახ­ვას­თან ერ­თად უნდა გა­იც­ნონ აქა­უ­რი ხალ­ხი. სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე, ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი და აბ­სო­ლუ­ტუ­რად სან­დო.

ნაკ­რა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ტუ­რის­ტუ­ლად მიმ­ზიდ­ვე­ლი ად­გი­ლია, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი არ არის. ამას­თან, მხო­ლოდ ჩვენს ხე­ო­ბა­ში 7-8 სა­ხე­ო­ბის მჟა­ვე წყა­ლია, მი­ნე­რა­ლე­ბის სხვა­დას­ხვა შემ­ცვე­ლო­ბით,“-აცხა­დებს ნინო ცინ­დე­ლი­ა­ნი.

მისი თქმით, ტუ­რის­ტებს გან­თავ­სე­ბი­სა და კვე­ბის გარ­და, ტრან­სპორ­ტით მომ­სა­ხუ­რე­ბა­სა და სა­ცხე­ნოს­ნო ტუ­რებ­საც სთა­ვა­ზო­ბენ გი­დის თან­ხლე­ბით.

ნაკ­რას ერთ-ერთი სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი გიდი, ზუ­რაბ და­დეშ­ქე­ლი­ა­ნი აცხა­დებს, რომ ისურ­ვებ­და მეტ­მა შე­ი­ტყოს ნაკ­რას ხე­ო­ბის შე­სა­ხებ, რად­გან ამ­ჟა­მად ტუ­რის­ტე­ბის სიმ­ცი­რეა.

მისი თქმით, ად­გი­ლი, რო­მე­ლიც ტუ­რის­ტებ­მა ნაკ­რა­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ნა­ხონ ალ­პუ­რი ზო­ნაა, რო­მე­ლიც ზღვის დო­ნი­დან 3000 მ-მდეა და ამ ად­გი­ლი­დან გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გად მოს­ჩანს იალ­ბუ­ზის მწვერ­ვა­ლი. ასე­ვე ტუ­რის­ტებს ნაკ­რას ხე­ო­ბა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი, 20 მეტ­რამ­დე სი­მაღ­ლის, ქალ­და­ნე­ბის საგ­ვა­რე­უ­ლო კოშ­კის ნახ­ვაც შე­უძ­ლი­ათ, რო­მე­ლიც და­უ­ზი­ა­ნებ­ლა­დაა შე­მო­ნა­ხუ­ლი.

„ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ნაკ­რას ხე­ო­ბის ტუ­რის­ტულ პო­ტენ­ცი­ალ­სა და ტუ­რიზ­მის წა­ხა­ლი­სე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე სა­უბ­რობს სს „ნენკრა ჰიდ­როს“ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ოფი­ცე­რი ირი­ნა პეტ­რი­აშ­ვი­ლი. მისი თქმით, ნენ­სკრა ჰე­სის საპ­რო­ექ­ტო კომ­პა­ნია სს „ნენ­სკრა ჰიდ­რო“ ნენ­სკრა­სა და ნაკ­რას ხე­ო­ბე­ბის ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის წა­ხა­ლი­სე­ბის მიზ­ნით, აქ­ტი­ურ სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ას მე­დი­ა­სა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ივ­ლი­სი­დან ახორ­ცი­ე­ლებს.

„ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ერთ-ერთი კომ­პო­ნენ­ტია ად­გი­ლობ­რი­ვი ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა. ზუს­ტად ამას ემ­სა­ხუ­რე­ბა ჩვე­ნი კამ­პა­ნია, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ­მა ადა­მინ­მა გა­ი­გოს რა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ად­გი­ლე­ბია აქ და რო­გო­რი სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე ხალ­ხი დახ­ვდე­ბათ, რო­დე­საც ჩა­მოვ­ლენ,“ - აცხა­დებს ირი­ნა პეტ­რი­აშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, ნაკ­რას ხე­ო­ბა­ში, რო­მე­ლიც მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს ეკუთ­ვნის, დღეს­დღე­ო­ბით 8 სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს და რამ­დე­ნი­მეს მშე­ნებ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. სო­ფელს 3 სერ­თი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი გიდი ჰყავს.

ავ­ტო­რი: მა­რი­ამ ტიტ­ვი­ნი­ძე

NS

ავტორი:

ნაკრას ხეობაში მეტ ქართველ ტურისტს ელიან

ნაკრას ხეობაში მეტ ქართველ ტურისტს ელიან

ნაკრაში გვყავდა უცხოელი ტურისტები - რუსები, ამერიკელები, შოტლანდიელები, სინგაპურელები; ქართველები ნაკლებად. მესტიას რომ აქვს ცნობადობა, ასეთი ნაკრას ხეობას არ აქვს. ინფორმაციის ნაკლებობაა ჩვენთან დაკავშირებით - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ ნაკრაში მცხოვრებმა ეკა ანსიანმა განუცხადა.

ნაკრაში მცხოვრებლების თქმით, ხეობა გამორჩეულია ტურისტული მიმზიდველობით და მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნებიდან ჩამოსულები აღფრთოვანებულნი რჩებიან ბუნების სილამაზით თუ სტუმართმოყვარე მასპინძლებით, თუმცა ქართველებმა არც კი იციან, რომ მესტიისკენ მიმავალ გზაზე , ქალაქ ზუგდიდიდან 100 კილომეტრის სავალზე, ნაკრას ულამაზესი ბუნებაა.

ნაკრაში 7 საძინებლიანი საოჯახო სასტუმრო აქვს ეკა ანსიანის ოჯახს. მისი თქმით, უკვე ერთი წელია, რაც სასტუმრო გაიხსნა და სულ დაკავებულია, ძირითადად უცხოელებით. როგორც ანსიანი აცხადებს, თუ ნაკრას ხეობას მეტი ტურისტი ეწვევა, ადგილობრივებს შემოსავალის წყარო გაუჩნდებათ და ნაკლებად ექნებათ მშობლიური მხრიდან სხვა ადგილას საცხოვრებლად გადასვლის სურვილი.

„მესტიას რომ აქვს ცნობადობა, ასეთი ამ ადგილებს არ აქვს. ინფორმაციის ნაკლებობაა ჩვენთან დაკავშირებით. როგორც უფროსებისგან ვიცი, ადრე ნაკრაში ალპინისტების ბაზა იყო და ნაკრას ბევრი ტურისტი ჰყავდა, ძირითადად ქართველები. განსაკუთრებით სამეგრელოდან მოდიოდნენ სამკურნალო წყლების გამო. თუ ტურიზმი განვითარდება მეტი შემოსავალი გაჩნდება და ადამიანებს ნაკლებად ექნებათ აქაურობის დატოვების სურვილი,“- აცხადებს ეკა ანსიანი.

ძირითადად უცხოელ ტურისტებს მასპინძლობს სასტუმრო „ნაკრაც“. როგორც მისი მფლობელი ნინო ცინდელიანი აცხადებს, მის უცხოელ სტუმრებს ბუნების სილამაზესთან ერთად ადგილობრივი სამზარეულო და წეს-ჩვეულებებიც ხიბლავთ.

„ უკვე ერთი წელია, რაც გესთჰაუსი გავხსენი. ძირითადად უცხოელი ტურისტები მყავს. წელს ვუმასპინძლე სტუმრებს ამერიკიდან, გერმანიიდან და უკრაინიდან. ძალიან მოსწონთ ბუნება და ჩვენი სამზარეულო- კუბდარი, ფეტვის ხაჭაპური და ჭვიშტარი. ვფიქრობ, ტურისტებმა ამ ადგილების ნახვასთან ერთად უნდა გაიცნონ აქაური ხალხი. სტუმართმოყვარე, ყურადღებიანი და აბსოლუტურად სანდო.

ნაკრაში ძალიან ბევრი ტურისტულად მიმზიდველი ადგილია, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. ამასთან, მხოლოდ ჩვენს ხეობაში 7-8 სახეობის მჟავე წყალია, მინერალების სხვადასხვა შემცველობით,“-აცხადებს ნინო ცინდელიანი.

მისი თქმით, ტურისტებს განთავსებისა და კვების გარდა, ტრანსპორტით მომსახურებასა და საცხენოსნო ტურებსაც სთავაზობენ გიდის თანხლებით.

ნაკრას ერთ-ერთი სერტიფიცირებული გიდი, ზურაბ დადეშქელიანი აცხადებს, რომ ისურვებდა მეტმა შეიტყოს ნაკრას ხეობის შესახებ, რადგან ამჟამად ტურისტების სიმცირეა.

მისი თქმით, ადგილი, რომელიც ტურისტებმა ნაკრაში აუცილებლად უნდა ნახონ ალპური ზონაა, რომელიც ზღვის დონიდან 3000 მ-მდეა და ამ ადგილიდან განსაკუთრებით კარგად მოსჩანს იალბუზის მწვერვალი. ასევე ტურისტებს ნაკრას ხეობაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, 20 მეტრამდე სიმაღლის, ქალდანების საგვარეულო კოშკის ნახვაც შეუძლიათ, რომელიც დაუზიანებლადაა შემონახული.

„ინტერპრესნიუსთან“ ნაკრას ხეობის ტურისტულ პოტენციალსა და ტურიზმის წახალისების საჭიროებაზე საუბრობს სს „ნენკრა ჰიდროს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერი ირინა პეტრიაშვილი. მისი თქმით, ნენსკრა ჰესის საპროექტო კომპანია სს „ნენსკრა ჰიდრო“ ნენსკრასა და ნაკრას ხეობების ტურისტული პოტენციალის წახალისების მიზნით, აქტიურ საინფორმაციო კამპანიას მედიასა და სოციალურ ქსელში, ივლისიდან ახორციელებს.

„ჩვენი კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი კომპონენტია ადგილობრივი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა. ზუსტად ამას ემსახურება ჩვენი კამპანია, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამინმა გაიგოს რა არაჩვეულებრივი ადგილებია აქ და როგორი სტუმართმოყვარე ხალხი დახვდებათ, როდესაც ჩამოვლენ,“ - აცხადებს ირინა პეტრიაშვილი.

ცნობისთვის, ნაკრას ხეობაში, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, დღესდღეობით 8 საოჯახო სასტუმრო ფუნქციონირებს და რამდენიმეს მშენებლობა მიმდინარეობს. სოფელს 3 სერთიფიცირებული გიდი ჰყავს.

ავტორი: მარიამ ტიტვინიძე

NS

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი