საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტოიოტა ცენტრ თბილისმა" თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა
"ტოიოტა ცენტრ თბილისმა" თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა

"ტო­ი­ო­ტას" პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლურ­მა დი­ლერ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრ თბი­ლის­მა“ „ტო­ი­ო­ტა კავ­კა­სი­ის“ მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ გა­რე­მოს­დაც­ვით აქ­ცი­ა­ში - „იყა­ვი ჰუ­მა­ნუ­რი - იზ­რუ­ნე გა­რე­მო­ზე“ -მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. კავ­კა­სი­ა­ში ტო­ი­ო­ტას სა­თა­ვო ოფის­მა და ოფი­ცი­ა­ლურ­მა დი­ლე­რებ­მა დღეს თბი­ლი­სის ზღვის მიმ­დე­ბა­რედ, 30 ჰექ­ტარ­ზე მეტი ტე­რი­ტო­რია და­ა­სუფ­თა­ვეს.

ერ­თობ­ლი­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბის მი­ზა­ნი გა­რე­მო­ზე უარ­ყო­ფით ზე­გავ­ლე­ნის შემ­ცი­რე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბაა იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რომ ქვე­ყა­ნა­ში ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვი­სა და პრე­ვენ­ცი­ის ეფექ­ტი­ა­ნი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­ნერგვა მოხ­დეს, რაც უმ­თავ­რე­სად, ნარ­ჩე­ნე­ბის ღი­რე­ბულ რე­სურ­სად მო­აზ­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

„ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლი­სი“, „ტო­ი­ო­ტა კავ­კა­სი­ას­თან“ და სხვა ოფი­ცი­ა­ლურ დი­ლე­რებ­თან ერ­თად, „ტო­ი­ო­ტა მო­ტორ კორ­პო­რა­ცი­ის“ იმ ძი­რი­თად გა­რე­მოს­დაც­ვით გა­მოწ­ვე­ვებს ეხ­მი­ა­ნე­ბა, რომ­ლებ­საც თა­ვი­სი გან­ვი­თა­რე­ბის ერთ-ერთ უმ­თავ­რეს პრი­ო­რი­ტე­ტად და ორი­ენ­ტი­რად მი­იჩ­ნევს.

რო­გორც „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრ თბი­ლი­სის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ირაკ­ლი გურ­ჩი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, ტო­ი­ო­ტას­თვის 21 სექ­ტემ­ბე­რი გა­რე­მოს დაც­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თა­რი­ღია. „ტო­ი­ო­ტა მო­ტორ კორ­პო­რა­ცი­ამ“ თა­ვი­სი გა­რე­მოს­დაც­ვი­თი კონ­ცეფ­ცია, გლო­ბა­ლუ­რი გა­რე­მოს დაც­ვის მდგრა­დო­ბის სა­კი­თხში წვლი­ლის შე­ტა­ნის მიზ­ნით, 2015 წელს გა­აჟ­ღე­რა.

„ტო­ი­ო­ტას გა­რე­მოს­დაც­ვი­თი კონ­ცეფ­ცია ექ­ვსი ძი­რი­თა­დი გა­მოწ­ვე­ვის­გან შედ­გე­ბა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ტო­ი­ო­ტას ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი და შე­ნა­ტა­ნე­ბი მარ­თლაც რომ ხელ­შე­სა­ხე­ბია. ვფიქ­რობთ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას და მომ­ხმა­რე­ბელს ჰქონ­დეს ინ­ფორ­მა­ცია ამ გა­მოწ­ვე­ვე­ბის შე­სა­ხებ. პირ­ვე­ლი გა­მოწ­ვე­ვა CO2 -ის მი­ნი­მა­ლუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლის მქო­ნე ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის წარ­მო­ე­ბა-გა­ყიდ­ვის ზრდა და ეკო-დრა­ი­ვინ­გის ხელ­შე­წყო­ბაა.

2050 წლის­თვის, ტო­ი­ო­ტა CO2 გა­მო­ნა­ბოლ­ქვის მქო­ნე ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის წარ­მო­ე­ბას, ეტა­პობ­რი­ვად, 90%-ით შე­ამ­ცი­რებს და ახა­ლი თა­ო­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის წარ­მო­ე­ბა-გავ­რცე­ლე­ბას გა­ნა­ვი­თა­რებს. ეს პრო­ცე­სი უკვე დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი ტემ­პე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მე­ო­რე გა­მოწ­ვე­ვა საწ­ვა­ვის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­ცი­რე­ბა და მის ნაც­ვლად გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბაა. მე­სა­მე - ეკო­მე­გობ­რუ­ლი წარ­მო­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ­დე მი­ტა­ნაა. მე­ო­თხე - წყლის რე­სურ­სის მოხ­მა­რე­ბის შემ­ცი­რე­ბა, მისი ყო­ველ­მხრივ გა­სუფ­თა­ვე­ბა და ნი­ა­დაგ­ში დაბ­რუ­ნე­ბა. მე­ხუ­თე - ნარ­ჩე­ნე­ბის გო­ნივ­რუ­ლი მარ­თვა და მის გა­და­მუ­შა­ვე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და სის­ტე­მე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბაა, რა­საც ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი აქ­ცი­ით ვეხ­მი­ა­ნე­ბით. მე­ექ­ვსე გა­მოწ­ვე­ვა კი ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა-კონ­სერ­ვა­ცი­აა. სწო­რედ ამ გა­რე­მოს­დაც­ვით გა­მოწ­ვე­ვებ­თან ერ­თად მო­ი­აზ­რებს „ტო­ი­ო­ტა მო­ტორ კორ­პო­რა­ცია“ არა მხო­ლოდ თა­ვი­სი გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, არა­მედ მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­მა­ვალ­საც“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი გურ­ჩი­ან­მა.

„ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრ თბი­ლი­სის“ მარ­კე­ტინ­გი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯე­რის, თი­ნა­თინ მა­კა­რი­ძის თქმით, ეს დღე მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში აღი­ნიშ­ნე­ბა. ტო­ი­ო­ტას ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბე­ბი და დი­ლე­რე­ბი ქმე­დი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით ცდი­ლო­ბენ მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის მი­პყრო­ბას გა­რე­მოს­დაც­ვით პრობ­ლე­მებ­ზე.

"ეს ჩვე­ნი სიმ­ბო­ლუ­რი აქ­ცი­აა, რომ­ლი­თაც მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლას, ერ­თად ვიზ­რუ­ნოთ გა­რე­მოს­დაც­ვი­თი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რა­ზე. ნარ­ჩე­ნე­ბის გო­ნივ­რუ­ლი მარ­თვა და მის გა­და­მუ­შა­ვე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და სის­ტე­მე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა - ეს „ტო­ი­ო­ტა მო­ტორ კორ­პო­რა­ცი­ის“ ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი გა­მოწ­ვე­ვაა, რაც გუ­ლის­ხმობს გა­რე­მო­სა და ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ნე­გა­ტი­უ­რი ზე­გავ­ლე­ნის შემ­ცი­რე­ბას.

თუ წარ­სულ­ში ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვის ერ­თა­დერთ მე­თო­დად მათი ნა­გავ­საყ­რე­ლებ­ზე გან­თავ­სე­ბა ით­ვლე­ბო­და, დღეს, გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში ნარ­ჩე­ნე­ბი უკვე ღი­რე­ბულ რე­სურ­სად გა­ნი­ხი­ლე­ბა, უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის დახ­მა­რე­ბით კი მა­სი­უ­რად ინერ­გე­ბა მათი გა­და­მუ­შა­ვე­ბის სხვა­დას­ხვა მე­თო­დი. იმე­დი გვაქვს, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, არ­ცთუ შო­რე­ულ მო­მა­ვალ­ში, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნაც გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მსოფ­ლი­ოს ნა­წი­ლი გახ­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა თი­ნა­თინ მა­კა­რი­ძემ.

21 სექ­ტემ­ბე­რი „ტო­ი­ო­ტა მო­ტორ კორ­პო­რა­ცი­ის“ მიერ და­წე­სე­ბუ­ლი გა­რე­მოს­დაც­ვი­თი თა­რი­ღია, რო­მე­ლიც სულ უფრო მე­ტად იძენს სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბებს. აღ­ნიშ­ნულ თა­რიღს, მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში ტო­ი­ო­ტას ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბე­ბი და დი­ლე­რე­ბი ეხ­მი­ა­ნე­ბი­ან და სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბით აღ­ნიშ­ნა­ვენ.

ავტორი:

"ტოიოტა ცენტრ თბილისმა" თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა

"ტოიოტა ცენტრ თბილისმა" თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა

"ტოიოტას" პირველი ოფიციალურმა დილერმა საქართველოში „ტოიოტა ცენტრ თბილისმა“ „ტოიოტა კავკასიის“ მიერ ორგანიზებულ გარემოსდაცვით აქციაში - „იყავი ჰუმანური - იზრუნე გარემოზე“ -მიიღო მონაწილეობა. კავკასიაში ტოიოტას სათავო ოფისმა და ოფიციალურმა დილერებმა დღეს თბილისის ზღვის მიმდებარედ, 30 ჰექტარზე მეტი ტერიტორია დაასუფთავეს.

ერთობლივი ღონისძიების მიზანი გარემოზე უარყოფით ზეგავლენის შემცირება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა იმ მიმართულებით, რომ ქვეყანაში ნარჩენების მართვისა და პრევენციის ეფექტიანი ტექნოლოგიების დანერგვა მოხდეს, რაც უმთავრესად, ნარჩენების ღირებულ რესურსად მოაზრებას გულისხმობს.

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“, „ტოიოტა კავკასიასთან“ და სხვა ოფიციალურ დილერებთან ერთად, „ტოიოტა მოტორ კორპორაციის“ იმ ძირითად გარემოსდაცვით გამოწვევებს ეხმიანება, რომლებსაც თავისი განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად და ორიენტირად მიიჩნევს.

როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ დამფუძნებელმა ირაკლი გურჩიანმა აღნიშნა, ტოიოტასთვის 21 სექტემბერი გარემოს დაცვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი თარიღია. „ტოიოტა მოტორ კორპორაციამ“ თავისი გარემოსდაცვითი კონცეფცია, გლობალური გარემოს დაცვის მდგრადობის საკითხში წვლილის შეტანის მიზნით, 2015 წელს გააჟღერა.

„ტოიოტას გარემოსდაცვითი კონცეფცია ექვსი ძირითადი გამოწვევისგან შედგება. ამ მიმართულებით ტოიოტას ინიციატივები და შენატანები მართლაც რომ ხელშესახებია. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია ჩვენს საზოგადოებას და მომხმარებელს ჰქონდეს ინფორმაცია ამ გამოწვევების შესახებ. პირველი გამოწვევა CO2 -ის მინიმალური მაჩვენებლის მქონე ავტომობილების წარმოება-გაყიდვის ზრდა და ეკო-დრაივინგის ხელშეწყობაა.

2050 წლისთვის, ტოიოტა CO2 გამონაბოლქვის მქონე ავტომობილების წარმოებას, ეტაპობრივად, 90%-ით შეამცირებს და ახალი თაობის ავტომობილების წარმოება-გავრცელებას განავითარებს. ეს პროცესი უკვე დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს.

მეორე გამოწვევა საწვავის გამოყენების შემცირება და მის ნაცვლად განახლებადი ენერგიის გამოყენებაა. მესამე - ეკომეგობრული წარმოების მნიშვნელობის საერთაშორისო საზოგადოებამდე მიტანაა. მეოთხე - წყლის რესურსის მოხმარების შემცირება, მისი ყოველმხრივ გასუფთავება და ნიადაგში დაბრუნება. მეხუთე - ნარჩენების გონივრული მართვა და მის გადამუშავებაზე ორიენტირებული საზოგადოებისა და სისტემების ჩამოყალიბებაა, რასაც ჩვენი დღევანდელი აქციით ვეხმიანებით. მეექვსე გამოწვევა კი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება-კონსერვაციაა. სწორედ ამ გარემოსდაცვით გამოწვევებთან ერთად მოიაზრებს „ტოიოტა მოტორ კორპორაცია“ არა მხოლოდ თავისი განვითარების შესაძლებლობას, არამედ მსოფლიო საზოგადოების მომავალსაც“, - განაცხადა ირაკლი გურჩიანმა.

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, თინათინ მაკარიძის თქმით, ეს დღე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. ტოიოტას ოფიციალური წარმომადგენლობები და დილერები ქმედითი ღონისძიებებით ცდილობენ მსოფლიო საზოგადოების ყურადღების მიპყრობას გარემოსდაცვით პრობლემებზე.

"ეს ჩვენი სიმბოლური აქციაა, რომლითაც მოვუწოდებთ ყველას, ერთად ვიზრუნოთ გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრაზე. ნარჩენების გონივრული მართვა და მის გადამუშავებაზე ორიენტირებული საზოგადოებისა და სისტემების ჩამოყალიბება - ეს „ტოიოტა მოტორ კორპორაციის“ ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევაა, რაც გულისხმობს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ნეგატიური ზეგავლენის შემცირებას.

თუ წარსულში ნარჩენების მართვის ერთადერთ მეთოდად მათი ნაგავსაყრელებზე განთავსება ითვლებოდა, დღეს, განვითარებულ ქვეყნებში ნარჩენები უკვე ღირებულ რესურსად განიხილება, უახლესი ტექნოლოგიების დახმარებით კი მასიურად ინერგება მათი გადამუშავების სხვადასხვა მეთოდი. იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებით, არცთუ შორეულ მომავალში, ჩვენი ქვეყანაც განვითარებული მსოფლიოს ნაწილი გახდება“, - აღნიშნა თინათინ მაკარიძემ.

21 სექტემბერი „ტოიოტა მოტორ კორპორაციის“ მიერ დაწესებული გარემოსდაცვითი თარიღია, რომელიც სულ უფრო მეტად იძენს საერთაშორისო მასშტაბებს. აღნიშნულ თარიღს, მრავალ ქვეყანაში ტოიოტას ოფიციალური წარმომადგენლობები და დილერები ეხმიანებიან და სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავენ.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის