საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჭარის რეკლამა უკვე Travel Channel – ის ეთერშიცაა
აჭარის რეკლამა უკვე Travel Channel – ის ეთერშიცაა

წელს პირ­ვე­ლად, აჭა­რის სა­ზღვაო და სამ­თო ტუ­რის­ტულ პრო­დუქ­ტებს Travel Channel-ის მი­ლი­ო­ნო­ბით მა­ყუ­რე­ბე­ლი გა­ეც­ნო. რე­გი­ო­ნის სა­ი­მი­ჯო ვი­დე­ორ­გო­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ეთე­რით ევ­რო­პა­ში, აზი­ა­სა და ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში გა­და­ი­ცა. დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, Travel Channel--თან ერ­თად აჭა­რის სა­ტე­ლე­ვი­ზიო რეკ­ლა­მა DISCOVERY-ის ქსე­ლის შვი­ლო­ბილ არხზე DMAX-ზე გან­ხორ­ცი­ელ­და. აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტმა რე­გი­ო­ნის ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია წელს ასე­ვე, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა National Goegraphic-ის, BBC-ის, Deutsche Welle-სა და Euronews -ის ეთერ­ში.

„ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რე­გი­ო­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ ისეთ პლატ­ფორ­მებ­ზე, რომ­ლის სა­მიზ­ნე აუ­დი­ტო­რი­აც არის მოგ­ზა­უ­რე­ბი. სწო­რედ, ასე­თია Travel Channel, რომ­ლის სა­მოგ­ზა­უ­რო გა­და­ცე­მებ­სა და დო­კუ­მენ­ტურ ფილ­მებს მსოფ­ლი­ოს 195 ქვე­ყა­ნა­ში ეც­ნო­ბი­ან. წელს, პირ­ვე­ლად ჩვენ, ასე­ვე გა­ვე­დით National Geographic-ის აუ­დი­ტო­რი­ა­ზე, რომ­ლის უმ­რავ­ლე­სო­ბაც Travel Channel-ის მსგავ­სად მოგ­ზა­უ­რო­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ. აჭა­რი­სა ტუ­რის­ტუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის წარ­მო­ჩე­ნა მსგავსს სა­ერ­თა­შო­რი­სო პლატ­ფორ­მებ­ზე სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს გავ­ზარ­დოთ ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სა და რე­გი­ო­ნის ცნო­ბა­დო­ბა, ამავდრო­უ­ლად კი ხელი შე­ვუ­წყოთ და­დე­ბი­თი იმი­ჯის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­სა და პო­ტენ­ცი­უ­რი ტუ­რის­ტე­ბის მო­ზიდ­ვას,“ გა­ნა­ცხა­და აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე თი­ნა­თინ ზო­ი­ძემ.

მიმ­დი­ნა­რე წელს, აჭა­რის რეკ­ლა­მა სა­მიზ­ნე ქვეყ­ნებ­ში, ასე­ვე აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს გარე და ონ­ლა­ინ რეკ­ლა­მის, პრეს-ინ­ფო­ტუ­რე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნებ­ში აჭა­რის წარ­მო­ჩე­ნის გზით.

NS

ავტორი:

აჭარის რეკლამა უკვე Travel Channel – ის ეთერშიცაა

აჭარის რეკლამა უკვე Travel Channel – ის ეთერშიცაა

წელს პირველად, აჭარის საზღვაო და სამთო ტურისტულ პროდუქტებს Travel Channel-ის მილიონობით მაყურებელი გაეცნო. რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლი საერთაშორისო ტელეკომპანიის ეთერით ევროპაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში გადაიცა. დიდ ბრიტანეთში, Travel Channel--თან ერთად აჭარის სატელევიზიო რეკლამა DISCOVERY-ის ქსელის შვილობილ არხზე DMAX-ზე განხორციელდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია წელს ასევე, განახორციელა National Goegraphic-ის, BBC-ის, Deutsche Welle-სა და Euronews -ის ეთერში.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონის პოპულარიზაცია განვახორციელოთ ისეთ პლატფორმებზე, რომლის სამიზნე აუდიტორიაც არის მოგზაურები. სწორედ, ასეთია Travel Channel, რომლის სამოგზაურო გადაცემებსა და დოკუმენტურ ფილმებს მსოფლიოს 195 ქვეყანაში ეცნობიან. წელს, პირველად ჩვენ, ასევე გავედით National Geographic-ის აუდიტორიაზე, რომლის უმრავლესობაც Travel Channel-ის მსგავსად მოგზაურობით დაინტერესებული ადამიანები წარმოადგენენ. აჭარისა ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენა მსგავსს საერთაშორისო პლატფორმებზე საშუალებას გვაძლევს გავზარდოთ ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის ცნობადობა, ამავდროულად კი ხელი შევუწყოთ დადებითი იმიჯის ჩამოყალიბებასა და პოტენციური ტურისტების მოზიდვას,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.

მიმდინარე წელს, აჭარის რეკლამა სამიზნე ქვეყნებში, ასევე აქტიურად მიმდინარეობს გარე და ონლაინ რეკლამის, პრეს-ინფოტურებისა და საერთაშორისო გამოფენებში აჭარის წარმოჩენის გზით.

NS

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი