პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ გვიშტერდება თვალი და მოასწავებს თუ არა ის ე.წ. სკლეროზს - ნევროლოგის პასუხი და რეკომენდაცია
რატომ გვიშტერდება თვალი და მოასწავებს თუ არა ის ე.წ. სკლეროზს - ნევროლოგის პასუხი და რეკომენდაცია

ალ­ბათ ნე­ბის­მი­ერ ჩვენ­განს ერთხელ მა­ინც - სა­უბ­რი­სას, ჭა­მის დროს, ტე­ლე­ვი­ზო­რის ყუ­რე­ბი­სას თუ სხვა დროს, თვა­ლი გაგ­ვშტე­რე­ბია და ჩვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა ამით ოდ­ნავ შე­ნე­ლე­ბუ­ლა. ხში­რად ამას არც ვაქ­ცევთ ყუ­რა­დღე­ბას, თუმ­ცა ყვე­ლა­ფერს თა­ვის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი აქვს.

თუ რა­ტომ უშ­ტერ­დე­ბა ადა­მი­ანს თვა­ლი? არის თუ არა ეს ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის დარ­ღვე­ვა? რა იწ­ვევს მას და რო­გორ და­ვაღ­წი­ოთ თავი? - ამ კი­თხვებ­ზე ნევ­რო­ლო­გი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­დი­ცი­ნო სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი ჩა­ხა­ვა გვპა­სუ­ხობს.

"რა­საც ჩვენ „თვა­ლის გაშ­ტე­რე­ბას“ ვუ­წო­დებთ, შე­საძ­ლოა, ბევ­რი მი­ზე­ზით იყოს გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ეს არ წარ­მო­ად­გენს რა­ი­მე სე­რი­ო­ზულ გა­მოვ­ლი­ნე­ბას და გა­მოწ­ვე­უ­ლია გა­დაღ­ლი­ლო­ბით ან გარ­კვე­უ­ლი სტრე­სით, ამა თუ იმ მოვ­ლე­ნით, რაც პი­როვ­ნე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში ხდე­ბა, მერე კი ეს მისი ყუ­რა­დღე­ბის დე­ფი­ცი­ტით ვლინ­დე­ბა.

ყუ­რა­დღე­ბის დე­ფი­ცი­ტი შე­იძ­ლე­ბა გაჩ­ნდეს სა­უბ­რი­სას, თუმ­ცა ყო­ველ­თვის ასე არ ხდე­ბა. სა­ყუ­რა­დღე­ბო ისაა, რომ ეს შე­საძ­ლოა სხვა მი­ზე­ზით იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი, მა­გა­ლი­თად, ბავ­შვებ­ში ე.წ. თვა­ლის გაშ­ტე­რე­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია კრუნ­ჩხვით ანუ გულყრით. ეს ესაძ­ლოა და­ე­მარ­თოს გაკ­ვე­თილ­ზე, წა­მი­ე­რად შე­ჩერ­დეს და მას­თან კონ­ტაქ­ტი გაძ­ნელ­დეს.

თუმ­ცა, ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში მო­ზარ­დებ­სა და უფ­რო­სებ­ში, რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, შე­იძ­ლე­ბა სტრეს­თან იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. თუ სტრე­სია მისი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი, ამ შემ­თხვე­ვა­ში, აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­რე­მოს მარ­თვა, ადაპ­ტა­ცია ე.წ. ქცე­ვი­თი თე­რა­პია, ცვლი­ლე­ბი იმ მი­მარ­თე­ბა­სა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში, რაც გა­აჩ­ნია.

ამას­თან, არის ბევ­რი სხვა და­ა­ვა­დე­ბაც, რომ­ლის დრო­საც ასე­თი გა­მოვ­ლი­ნე­ბა ხდე­ბა: პარ­კინ­სო­ნი, სხვა­დას­ხვა ტი­პის ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი... ასე რომ, ამ და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნა პირ­ველ ეტაპ­ზე წარ­მო­ად­გენს - ყუ­რა­დღე­ბის დე­ფი­ციტს, ან ე.წ. დეპ­რე­სი­უ­ლო­ბას, რა­საც თა­ვი­დან უხა­სი­ა­თო­ბას უწო­დე­ბენ, თუმ­ცა ეს შე­საძ­ლოა, ამ სე­რი­ო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის პირ­ვე­ლა­დი გა­მოვ­ლი­ნე­ბა იყოს.

თუმ­ცა ვი­მე­ო­რებ, თუ ადა­მი­ანს თვა­ლი უშ­ტერ­დე­ბა, მა­ინ­ცდა­მა­ინც და­ა­ვა­დე­ბის სიგ­ნა­ლად არ უნდა მი­ვიჩ­ნი­ოთ. გაშ­ტე­რე­ბა მოძ­რა­ო­ბის მი­მი­კაა, ე.წ. გა­ყი­ნუ­ლი სახე, მოქ­მე­დე­ბის შე­ნე­ლე­ბა, თუ სტრესს უკავ­შირ­დე­ბა, ეპი­ლეფ­სი­ურ აქ­ტი­ვო­ბას და პარ­კინ­სო­ნის წინა ეტა­პია, შე­იძ­ლე­ბა მოქ­მე­დე­ბის შე­ნე­ლე­ბა, თვა­ლის გაშ­ტე­რე­ბა წუ­თე­ბი, სა­ა­თე­ბიც გაგ­რძელ­დეს...

- მოქ­მე­დე­ბის ასეთ­მა ხშირ­მა შე­ნე­ლე­ბამ შე­საძ­ლოა თუ არა ე.წ. სკლე­რო­ზი მო­ას­წა­ვოს, რაც უმე­ტე­სად ხან­დაზ­მულ ადა­მი­ა­ნებ­ში ვლინ­დე­ბა?

- კი, შე­საძ­ლოა, რა­ღაც მო­მენ­ტში სწო­რედ ყუ­რა­დღე­ბის დე­ფი­ცი­ტი იყოს, ამ და­ა­ვა­დე­ბის ერთ-ერთი მი­მა­ნიშ­ნე­ბე­ლი.

- თუ ასე­თი ეპი­ზო­დი ხში­რია, ასეთ დროს რა არის პრე­ვენ­ცია და რო­გო­რია თქვე­ნი რე­კო­მენ­და­ცია?

- თუ ადა­მი­ანს ეს ხში­რად ემარ­თე­ბა, მარ­თე­ბუ­ლია, ექიმს მი­მარ­თოს, რომ გა­მო­ი­რი­ცხოს რა­ი­მე სე­რი­ო­ზუ­ლი ფაქ­ტო­რი. თუ ეს არის სტრე­სუ­ლი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბის, დეპ­რე­სი­უ­ლი, შფოთვი­თი გა­მოვ­ლი­ნე­ბის ერთ-ერთი სახე, ამ გა­რე­მოს მარ­თვა და შეც­ვლა უნდა, რომ სტრეს­ფაქ­ტო­რე­ბი ნაკ­ლე­ბად იყოს.

ამ დროს ცხოვ­რე­ბის წესს იც­ვლი­ან, უფრო რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ძილ-ღვი­ძი­ლის რე­ჟიმს ირ­ჩე­ვენ და კვე­ბის რე­ჟიმს აწეს­რი­გე­ბენ. ამ ყვე­ლა­ფერს ასე­ვე არე­გუ­ლი­რებს ნაკ­ლე­ბი დაღ­ლი­ლო­ბაც.

მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი, თუკი პა­ცი­ენ­ტი ექიმს მი­მარ­თავს და ის და­უ­ნიშ­ნავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

რატომ გვიშტერდება თვალი და მოასწავებს თუ არა ის ე.წ. სკლეროზს - ნევროლოგის პასუხი და რეკომენდაცია

რატომ გვიშტერდება თვალი და მოასწავებს თუ არა ის ე.წ. სკლეროზს - ნევროლოგის პასუხი და რეკომენდაცია

ალბათ ნებისმიერ ჩვენგანს ერთხელ მაინც - საუბრისას, ჭამის დროს, ტელევიზორის ყურებისას თუ სხვა დროს, თვალი გაგვშტერებია და ჩვენი ყურადღება ამით ოდნავ შენელებულა. ხშირად ამას არც ვაქცევთ ყურადღებას, თუმცა ყველაფერს თავის გამომწვევი მიზეზი აქვს.

თუ რატომ უშტერდება ადამიანს თვალი? არის თუ არა ეს ნერვული სისტემის დარღვევა? რა იწვევს მას და როგორ დავაღწიოთ თავი? - ამ კითხვებზე ნევროლოგი, საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ჩახავა გვპასუხობს.

"რასაც ჩვენ „თვალის გაშტერებას“ ვუწოდებთ, შესაძლოა, ბევრი მიზეზით იყოს განპირობებული. ხშირ შემთხვევაში, ეს არ წარმოადგენს რაიმე სერიოზულ გამოვლინებას და გამოწვეულია გადაღლილობით ან გარკვეული სტრესით, ამა თუ იმ მოვლენით, რაც პიროვნების ყოველდღიურობაში ხდება, მერე კი ეს მისი ყურადღების დეფიციტით ვლინდება.

ყურადღების დეფიციტი შეიძლება გაჩნდეს საუბრისას, თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება. საყურადღებო ისაა, რომ ეს შესაძლოა სხვა მიზეზით იყოს გამოწვეული, მაგალითად, ბავშვებში ე.წ. თვალის გაშტერება განპირობებულია კრუნჩხვით ანუ გულყრით. ეს ესაძლოა დაემართოს გაკვეთილზე, წამიერად შეჩერდეს და მასთან კონტაქტი გაძნელდეს.

თუმცა, ყოველდღიურობაში მოზარდებსა და უფროსებში, როგორც აღვნიშნე, შეიძლება სტრესთან იყოს დაკავშირებული. თუ სტრესია მისი გამომწვევი მიზეზი, ამ შემთხვევაში, აუცილებელია გარემოს მართვა, ადაპტაცია ე.წ. ქცევითი თერაპია, ცვლილები იმ მიმართებასა და დამოკიდებულებაში, რაც გააჩნია.

ამასთან, არის ბევრი სხვა დაავადებაც, რომლის დროსაც ასეთი გამოვლინება ხდება: პარკინსონი, სხვადასხვა ტიპის ფსიქიკური პრობლემები... ასე რომ, ამ დაავადებების გამოვლენა პირველ ეტაპზე წარმოადგენს - ყურადღების დეფიციტს, ან ე.წ. დეპრესიულობას, რასაც თავიდან უხასიათობას უწოდებენ, თუმცა ეს შესაძლოა, ამ სერიოზული დაავადებების პირველადი გამოვლინება იყოს.

თუმცა ვიმეორებ, თუ ადამიანს თვალი უშტერდება, მაინცდამაინც დაავადების სიგნალად არ უნდა მივიჩნიოთ. გაშტერება მოძრაობის მიმიკაა, ე.წ. გაყინული სახე, მოქმედების შენელება, თუ სტრესს უკავშირდება, ეპილეფსიურ აქტივობას და პარკინსონის წინა ეტაპია, შეიძლება მოქმედების შენელება, თვალის გაშტერება წუთები, საათებიც გაგრძელდეს...

- მოქმედების ასეთმა ხშირმა შენელებამ შესაძლოა თუ არა ე.წ. სკლეროზი მოასწავოს, რაც უმეტესად ხანდაზმულ ადამიანებში ვლინდება?

- კი, შესაძლოა, რაღაც მომენტში სწორედ ყურადღების დეფიციტი იყოს, ამ დაავადების ერთ-ერთი მიმანიშნებელი.

- თუ ასეთი ეპიზოდი ხშირია, ასეთ დროს რა არის პრევენცია და როგორია თქვენი რეკომენდაცია?

- თუ ადამიანს ეს ხშირად ემართება, მართებულია, ექიმს მიმართოს, რომ გამოირიცხოს რაიმე სერიოზული ფაქტორი. თუ ეს არის სტრესული გამოვლინებების, დეპრესიული, შფოთვითი გამოვლინების ერთ-ერთი სახე, ამ გარემოს მართვა და შეცვლა უნდა, რომ სტრესფაქტორები ნაკლებად იყოს.

ამ დროს ცხოვრების წესს იცვლიან, უფრო რაციონალური ძილ-ღვიძილის რეჟიმს ირჩევენ და კვების რეჟიმს აწესრიგებენ. ამ ყველაფერს ასევე არეგულირებს ნაკლები დაღლილობაც.

მედიკამენტოზური მკურნალობა მხოლოდ იმ შემთხვევაში არის რეკომენდებული, თუკი პაციენტი ექიმს მიმართავს და ის დაუნიშნავს.

პირველი ინდუსტრიული ტური არემჯის სტიპენდიანტებისთვის

„პაშა ბანკი“ საქართველო ADA უნივერსიტეტის ვებინარების სერიის სპონსორია

გამოჯანმრთელდა 821 პირი, გარდაიცვალა 15 პაციენტი - რამდენი ახალი ინფიცირებულია საქართველოში და რომელი რეგიონი ლიდერობს მათი რაოდენობით