პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამუკა ხაზარაძემ გიორგი გახარიას წერილის ექსპერტიზის შედეგი მიიღო - რას ამბობენ ბიზნესმენი და მისი ადვოკატი
მამუკა ხაზარაძემ გიორგი გახარიას წერილის ექსპერტიზის შედეგი მიიღო - რას ამბობენ ბიზნესმენი და მისი ადვოკატი

"თი­ბი­სი ბან­კის" დამ­ფუძ­ნებ­ლის მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, იმ წე­რილ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც მისი მტკი­ცე­ბით, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ მის­წე­რა, ექ­სპერ­ტი­ზამ "სე­რი­ო­ზუ­ლი შე­დე­გე­ბი" აჩ­ვე­ნა.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვა­ზე, ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გად დას­ტურ­დე­ბა თუ არა წე­რილ­ზე გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას წე­რი­ლის ნამ­დვი­ლო­ბა, ხა­ზა­რა­ძემ უპა­სუ­ხა, რომ ამა­ზე მისი ად­ვო­კა­ტი ისა­უბ­რებს.

ბიზ­ნეს­მე­ნის თქმით, ეს წე­რი­ლი მი­უ­თი­თებს სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ მარ­თვის მა­ხინჯ ფორ­მა­ზე.

"თქვენ იცით, რომ ჩვენ­მა ად­ვო­კატ­მა წე­რი­ლის ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხი ჩა­მო­ი­ტა­ნა. პირ­ვე­ლი ექ­სპერ­ტი­ზა საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი შე­დე­გე­ბით დამ­თავ­რდა, რა­საც ად­ვო­კა­ტე­ბი გა­ამ­ჟღავ­ნე­ბენ და იტყვი­ან. ასე­ვე, გრძელ­დე­ბა სხვა ტი­პის ექ­სპერ­ტი­ზა და შე­სა­ბა­მი­სად, იმე­დია, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში საქ­მე აღიძ­ვრე­ბა. მათ სა­ფუძ­ვე­ლი ჰქონ­დათ, რომ ეს საქ­მე თე­ბერ­ვალ­ში აღეძ­რათ, რაც არ გა­ა­კე­თეს - ჩათ­ვა­ლეს, რომ ეს იყო ვი­ღა­ცის მიერ და­წე­რი­ლი სა­ხუ­მა­რო წე­რი­ლი.

ვფიქ­რობ, ეს სე­რი­ო­ზუ­ლი წე­რი­ლია, რო­მე­ლიც მი­უ­თი­თებს, რამ­დე­ნად მა­ხინ­ჯი და კრი­მი­ნა­ლუ­რი აზ­როვ­ნე­ბის სტრუქ­ტუ­რებ­თან და თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­თან გვაქვს საქ­მე ამ სა­ხელ­მწი­ფო­ში. ჩვენ ამას გა­მო­ვავ­ლენთ და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ყვე­ლა­ფე­რი ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბა.

იმე­დი არ მაქვს, დღე­ვან­დე­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რის პი­რო­ბებ­ში შე­იძ­ლე­ბა, რომ ნე­ბის­მი­ე­რი საქ­მე ობი­ექ­ტუ­რად იქ­ნას გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი, მი­თუ­მე­ტეს, რომ ტრა­დი­ცი­ად იქცა პი­რა­დი ად­ვო­კა­ტე­ბის გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რო­რე­ბად და მი­ნის­ტრე­ბად და­ნიშ­ვნა. ეს არის ქვეყ­ნის მარ­თვის მა­ხინ­ჯი ფორ­მა, რო­მე­ლიც უნდა შე­იც­ვა­ლოს," - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ.

„თი­ბი­სი ბან­კის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის ად­ვო­კა­ტის, ზვი­ად კორ­ძა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მუ­ქა­რის წე­რილ­ზე ექ­სპერ­ტი­ზის შუ­ა­ლე­დუ­რი შე­დე­გი, გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის სა­ფუძ­ველს იძ­ლე­ვა.

ად­ვო­კა­ტი ექ­სპერ­ტი­ზის შუ­ა­ლე­დურ შე­დეგს არ აკონ­კრე­ტებს და აცხა­დებს, რომ აღ­ნიშ­ნულ­თან და მთლი­ა­ნად საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, 11 სექ­ტემ­ბერს, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს შეხ­ვდე­ბა და იქ ისა­უბ­რებს.

შე­გახ­სე­ნებთ, წე­რილ­ში, რო­მე­ლიც მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის მტკი­ცე­ბით, შს მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას­გან მი­ი­ღო, „ყვე­ლა­ნა­ი­რი წი­ნა­პი­რო­ბის გა­რე­შე“ შე­სას­რუ­ლე­ბელ 3 სა­ხის ულ­ტი­მა­ტუმ­ზეა სა­უ­ბა­რი.

ამას­თან, წე­რილ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ პი­რო­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, „გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ მათ ხელთ არ­სე­ბულ ყვე­ლა სა­მარ­თლებ­რივ და ობი­ექ­ტურ სა­შუ­ა­ლე­ბას და გა­ა­კე­თე­ბენ ამას სა­ჯა­როდ შიდა და სა­ერ­თა­შო­რი­სო მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

მამუკა ხაზარაძემ გიორგი გახარიას წერილის ექსპერტიზის შედეგი მიიღო - რას ამბობენ ბიზნესმენი და მისი ადვოკატი

მამუკა ხაზარაძემ გიორგი გახარიას წერილის ექსპერტიზის შედეგი მიიღო - რას ამბობენ ბიზნესმენი და მისი ადვოკატი

"თიბისი ბანკის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, იმ წერილთან დაკავშირებით, რომელიც მისი მტკიცებით, გიორგი გახარიამ მისწერა, ექსპერტიზამ "სერიოზული შედეგები" აჩვენა.

ჟურნალისტების კითხვაზე, ექსპერტიზის შედეგად დასტურდება თუ არა წერილზე გიორგი გახარიას წერილის ნამდვილობა, ხაზარაძემ უპასუხა, რომ ამაზე მისი ადვოკატი ისაუბრებს.

ბიზნესმენის თქმით, ეს წერილი მიუთითებს საქართველოში არსებულ მართვის მახინჯ ფორმაზე.

"თქვენ იცით, რომ ჩვენმა ადვოკატმა წერილის ექსპერტიზის პასუხი ჩამოიტანა. პირველი ექსპერტიზა საკმაოდ სერიოზული შედეგებით დამთავრდა, რასაც ადვოკატები გაამჟღავნებენ და იტყვიან. ასევე, გრძელდება სხვა ტიპის ექსპერტიზა და შესაბამისად, იმედია, რომ პროკურატურაში საქმე აღიძვრება. მათ საფუძველი ჰქონდათ, რომ ეს საქმე თებერვალში აღეძრათ, რაც არ გააკეთეს - ჩათვალეს, რომ ეს იყო ვიღაცის მიერ დაწერილი სახუმარო წერილი.

ვფიქრობ, ეს სერიოზული წერილია, რომელიც მიუთითებს, რამდენად მახინჯი და კრიმინალური აზროვნების სტრუქტურებთან და თანამდებობის პირებთან გვაქვს საქმე ამ სახელმწიფოში. ჩვენ ამას გამოვავლენთ და საზოგადოებისთვის ყველაფერი ცნობილი გახდება.

იმედი არ მაქვს, დღევანდელი პროკურატურის პირობებში შეიძლება, რომ ნებისმიერი საქმე ობიექტურად იქნას გამოძიებული, მითუმეტეს, რომ ტრადიციად იქცა პირადი ადვოკატების გენერალურ პროკურორებად და მინისტრებად დანიშვნა. ეს არის ქვეყნის მართვის მახინჯი ფორმა, რომელიც უნდა შეიცვალოს," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებით, მუქარის წერილზე ექსპერტიზის შუალედური შედეგი, გამოძიების დაწყების საფუძველს იძლევა.

ადვოკატი ექსპერტიზის შუალედურ შედეგს არ აკონკრეტებს და აცხადებს, რომ აღნიშნულთან და მთლიანად საქმესთან დაკავშირებით, 11 სექტემბერს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდება და იქ ისაუბრებს.

შეგახსენებთ, წერილში, რომელიც მამუკა ხაზარაძის მტკიცებით, შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო, „ყველანაირი წინაპირობის გარეშე“ შესასრულებელ 3 სახის ულტიმატუმზეა საუბარი.

ამასთან, წერილში აღნიშნულია, რომ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, „გამოიყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და ობიექტურ საშუალებას და გააკეთებენ ამას საჯაროდ შიდა და საერთაშორისო მომხმარებლებისთვის“.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები