ავტორი:

"საიდუმლოს გაგიმხელთ... ჩემი ოცნებაა, ბორჯომში სასტუმრო ავაშენო" - ივანა მელაი ამერიკული ცხოვრებასა და სამომავლო გეგმებზე

"საიდუმლოს გაგიმხელთ... ჩემი ოცნებაა, ბორჯომში სასტუმრო ავაშენო" - ივანა მელაი ამერიკული ცხოვრებასა და სამომავლო გეგმებზე

უკრაინელი მომღერალი და ტელეწამყვანი, ივანა მელაი, რამდენიმე წლის წინ საცხოვრებლად და სამუშაოდ საქართველოში გადმოვიდა, სადაც ისეთივე წარმატებული კარიერა შეიქმნა, როგორიც უკრაინაში დატოვა. წლების შემდეგ, ივანამ ხმაურიან ცხოვრებაზე უარი თქვა, ოჯახი შექმნა და საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა. ივანა მელაი და "ქუჩის ბიჭების" წევრი გურამიკო ლომიძე ამერიკაში პატარა ქალიშვილს ზრდიან. ოჯახის პარალელურად, ივანა საკუთარ კარიერას განაგრძობს, ამის პარალელურად სწავლობს - ის კოლუმბიის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. მომღერალი ხშირად სტუმრობს საქართველოს და ოცნებობს, წლების შემდეგ ბორჯომში იცხოვროს.

- უკვე მესამე წელია, ამერიკაში ცხოვრობთ, რა შეიცვალა მას მერე, რაც ამერიკაში გადახვედით საცხოვრებლად?

- ასე გადაწყვიტა ბედისწერამ, რომ მე ამერიკაში გადავსულიყავი საცხოვრებლად, რომელიც ვარსკვლავური მექაა, ჩემი შვილი ამერიკაში დაიბადა, აქ ვიღებ განათლებლებას კოლუმბიის უნივერსიტეტში, ცხოვრება იმდენად საინტერესოა, არ ვიცი ხვალ სად აღმოვჩნდები, თუმცა, პატარა საიდუმლოსაც გაგიმხელთ, ჩემი ოცნებაა, რომ ბორჯომში სასტუმრო ავაშენო, სადაც ჩემს შვილიშვილებს გავზრდი და ბოლომდე მათ დავუთმობ ჩემს დროს.

- როგორ გამოგდით ასე ადვილად ქვეყნების შეცვლა, ჯერ უკრაინიდან საქართველოში, შემდეგ საქართველოდან ამერიკაში და ყველგან წარმატებას აღწევთ?

- სინამდვილეში ეს რთული გზაა, ვტოვებ საყვარელ ადამიანებს, ადგილებს, რომლებიც ჩემი გულის ნაწილები არიან, სულ ვეუბნები ჩემს თავს, რომ ჩვენ ადამიანები, რაც მთავარია, ერთ პლანეტაზე ვცხოვრობთ და დისტანცია არც ისე შორია.

- როგორ შეძელით საქართველოში უკვე ცნობილი მომღერალის სტატუსის დათმობა და გადასვლა ამერიკაში, ცოლის, დედის და სტუდენტის ამპლუაში, არ გაგჩენიათ სურვილი ისევ ვარსკვლავური ცხოვრების?

- მე მზად ვარ მუდმივი განვითარებისთვის და ვერაფერი შემაჩერებს, ჩემი ცხოვრება ამ ეტაპზე ბედნიერებით არის მოცული...წაიკითეთ სრულად

ილია მეორე - მინდა შეგახსენოთ და შევახსენო ჩვენს სამღვდელოებას, რომ ნუ დაგავიწყდებათ მადლობის შეწირვა უფლის მიმართ

პატრიარქი - ხელიდან გვეცლება მიწები, ჩამოდიან უცხოელები და ყიდულობენ სახლებს

"თბილისი ენერჯიმ" ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩახსნა