საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიახლეები თბილისის ბაგა-ბაღებში - სად არ განახლდება სწავლა 16 სექტემბერს და რა პროდუქტები ამოიღეს ბავშვების კვების რაციონიდან
სიახლეები თბილისის ბაგა-ბაღებში - სად არ განახლდება სწავლა 16 სექტემბერს და რა პროდუქტები ამოიღეს ბავშვების კვების რაციონიდან

თბი­ლი­სის სა­ჯა­რო ბაგა-ბა­ღებ­ში 2019-2020 სა­აღ­მზრდე­ლო წელი 16 სექ­ტემ­ბერს იწყე­ბა. რა სი­ახ­ლე­ბით ხვდე­ბა თბი­ლი­სის ბაგა-ბა­ღე­ბი ახალ სა­აღ­მზრდე­ლო წელს და იგეგ­მე­ბა თუ არა კვე­ბის რა­ცი­ონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი - ამ და სხვა მშობ­ლე­ბის­თვის აქ­ტუ­ა­ლურ კი­თხვებ­ზე გვა­პა­სუ­ხობს თბი­ლი­სის ბაგა-ბა­ღე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლი კა­ხა­ბერ გვან­ცე­ლა­ძე.

- 2019 წელი ნამ­დვი­ლად გა­მორ­ჩე­უ­ლი იქ­ნე­ბა თბი­ლი­სის ბაგა-ბა­ღე­ბის­თვის. სი­ახ­ლე­ე­ბი ბევ­რი გვაქვს და ძი­რი­თა­დად, ეს არის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით. უპ­რე­ცე­დენ­ტო და მარ­თლაც რე­კორ­დუ­ლი მას­შტა­ბის სა­რე­მონ­ტო და სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო, სარ­ე­კონ­სტრუქ­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს თბი­ლი­სის ბა­ღებ­ში.

9 ახა­ლი ბაღი შენ­დე­ბა, 9-ში კი გა­მაგ­რე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, ასე­ვე ვი­წყებთ სა­დე­მონ­ტა­ჟო ბა­ღე­ბის დე­მონ­ტაჟს და მათ ად­გი­ლას ახ­ლის შე­ნე­ბას. ეზო­ე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და და­ახ­ლო­ე­ბით, 50-მდე ბაღ­ში, მო­ე­წყო სხვა­დას­ხვა სპორ­ტუ­ლი და სა­თა­მა­შო მო­ედ­ნე­ბი, შე­იც­ვა­ლა ბა­ღებ­ში ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, გა­რე­მონტდა ღო­ბე­ე­ბი.

- რო­მელ ბა­ღებ­ში არ გა­ნახ­ლდე­ბა სა­აღ­მზრდე­ლო პრო­ცე­სი, სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ან სხვა მი­ზე­ზე­ბის გამო?

- სარ­ე­კონ­სტრუქ­ციო, სა­რე­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის გამო, სწავ­ლა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყის­ში და­ი­წყე­ბა სამ ბაღ­ში. ეს გახ­ლავთ 126-ე ბაღი; 144-ე ბაღი და მე-12 ბაღი, და­ნარ­ჩენ ბა­ღებ­ში სწავ­ლა და­ი­წყე­ბა 16 სექ­ტემ­ბერს.

- კვე­ბის რა­ცი­ონ­ში ხომ არ იგეგ­მე­ბა რამე ცვლი­ლე­ბა?

- მხო­ლოდ მი­ნი­მა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ, რაც კა­ლო­რა­ჟის და მე­ნი­უს მკვეთრ ცვლი­ლე­ბას არ იწ­ვევს. აი, მა­გა­ლი­თად რა­ცი­ო­ნი­დან ამო­ვი­ღეთ მჟა­უ­ნა და სუ­ნე­ლე­ბი, ქათ­მის კატ­ლე­ტი შე­იც­ვა­ლა ქათ­მის მო­ხარ­შუ­ლი ხორ­ცით და ბოსტნე­უ­ლის გარ­ნი­რით წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

ავტორი:

სიახლეები თბილისის ბაგა-ბაღებში - სად არ განახლდება სწავლა 16 სექტემბერს და რა პროდუქტები ამოიღეს ბავშვების კვების რაციონიდან

სიახლეები თბილისის ბაგა-ბაღებში - სად არ განახლდება სწავლა 16 სექტემბერს და რა პროდუქტები ამოიღეს ბავშვების კვების რაციონიდან

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 2019-2020 სააღმზრდელო წელი 16 სექტემბერს იწყება. რა სიახლებით ხვდება თბილისის ბაგა-ბაღები ახალ სააღმზრდელო წელს და იგეგმება თუ არა კვების რაციონში ცვლილებები - ამ და სხვა მშობლებისთვის აქტუალურ კითხვებზე გვაპასუხობს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე.

- 2019 წელი ნამდვილად გამორჩეული იქნება თბილისის ბაგა-ბაღებისთვის. სიახლეები ბევრი გვაქვს და ძირითადად, ეს არის ინფრასტრუქტურის მიმართულებით. უპრეცედენტო და მართლაც რეკორდული მასშტაბის სარემონტო და სარეაბილიტაციო, სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს თბილისის ბაღებში.

9 ახალი ბაღი შენდება, 9-ში კი გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე ვიწყებთ სადემონტაჟო ბაღების დემონტაჟს და მათ ადგილას ახლის შენებას. ეზოების რეაბილიტაცია განხორციელდა დაახლოებით, 50-მდე ბაღში, მოეწყო სხვადასხვა სპორტული და სათამაშო მოედნები, შეიცვალა ბაღებში ინფრასტრუქტურა, გარემონტდა ღობეები.

- რომელ ბაღებში არ განახლდება სააღმზრდელო პროცესი, სარემონტო სამუშაოების ან სხვა მიზეზების გამო?

- სარეკონსტრუქციო, სარებილიტაციო სამუშაოების გამო, სწავლა მოგვიანებით, ოქტომბრის დასაწყისში დაიწყება სამ ბაღში. ეს გახლავთ 126-ე ბაღი; 144-ე ბაღი და მე-12 ბაღი, დანარჩენ ბაღებში სწავლა დაიწყება 16 სექტემბერს.

- კვების რაციონში ხომ არ იგეგმება რამე ცვლილება?

- მხოლოდ მინიმალური ცვლილებები განვახორციელეთ, რაც კალორაჟის და მენიუს მკვეთრ ცვლილებას არ იწვევს. აი, მაგალითად რაციონიდან ამოვიღეთ მჟაუნა და სუნელები, ქათმის კატლეტი შეიცვალა ქათმის მოხარშული ხორცით და ბოსტნეულის გარნირით წაიკითხეთ ვრცლად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ