საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოწამლავენ, მოკლავენ ან დაიკარგება, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, ეს რუსეთია, ის არ ხუმრობს" - სანდრა რულოვსი ბიძინა ივანიშვილზე
"მოწამლავენ, მოკლავენ ან დაიკარგება, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, ეს რუსეთია, ის არ ხუმრობს" - სანდრა რულოვსი ბიძინა ივანიშვილზე

გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბა ძა­ლი­ან ცუ­დის ნი­შა­ნია, ეს ნიშ­ნავს, რომ პირ­და­პირ რუ­სე­თი ზის ჩვე­ნი კა­ბი­ნე­ტის თავ­ზე და რაც რუ­სეთს უნდა, იმას გა­ა­კე­თებს, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს სან­დრა რუ­ლოვსმა გა­ნუ­ცხა­და, რო­მე­ლიც რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე აქ­ცი­ის დროს იმ­ყო­ფე­ბო­და.

სან­დრა რუ­ლოვ­სის გან­ცხა­დე­ბით, მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პირ­და­პირ ას­რუ­ლებს კრემ­ლის და­ვა­ლე­ბებს და არ ით­ვა­ლის­წი­ნებს ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­თხოვ­ნას.

"ამ­ბო­ბენ, რომ ბი­ძი­ნას არ შერ­ჩე­ბა, მე ვი­ტყო­დი, რომ ბი­ძი­ნა უკვე ზედ­მე­ტია. რაც უნ­დო­და რუ­სეთს, ის მი­ი­ღო. მათი კაცი გა­ხა­რი­ას სა­ხით უკვე არის კა­ბი­ნე­ტის უფ­რო­სი. შე­უძ­ლია, ნე­ბის­მი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღოს, თუნ­დაც რუ­სეთ­თან ანექ­სია, ბი­ძი­ნა უკვე ზედ­მე­ტია. და­მი­ჯე­რეთ, ბი­ძი­ნას მალე მო­ი­შო­რე­ბენ, ის ამას ვერ ხვდე­ბა. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ვერ ხვდე­ბა, რომ თვი­თონ უკვე ზედ­მე­ტია: მო­წამ­ლა­ვენ, მოკ­ლა­ვენ ან და­ი­კარ­გე­ბა, და­ი­მახ­სოვ­რეთ ჩემი სი­ტყვე­ბი. ეს რუ­სე­თია, ის არ ხუმ­რობს. რუ­სე­თი ყველ­გან პო­უ­ლობს თა­ვის მტერს. უკვე რუ­სეთ­თან გვაქვს საქ­მე, ამი­ტომ ეს არის ძა­ლი­ან ცუ­დის ნი­შა­ნი. ბი­ძი­ნას ერთი პრო­ცენ­ტი ჯან­მრთე­ლი აზ­როვ­ნე­ბა თუ მა­ინც აქვს დარ­ჩე­ნი­ლი და უნდა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს და­ეხ­მა­როს, მა­შინ გა­ხა­რია არ უნდა და­ნიშ­ნოს. ჩვენ გვრჩე­ბა პრო­ტეს­ტი. უნდა გა­ვა­გე­ბი­ნოთ ყვე­ლას, მთელ მსოფ­ლი­ოს, რომ ამ კა­ცის და­ნიშ­ვნა ხდე­ბა დიდი ხალ­ხუ­რი პრო­ტეს­ტის ფონ­ზე და ასე თუ იწყებს პრე­მი­ე­რი თა­ვის მოღ­ვა­წე­ო­ბას, ის აუ­ცი­ლებ­ლად ცუ­დად დამ­თავ­რდე­ბა. მშვი­დო­ბი­ა­ნი აქ­ცი­ე­ბი იქ­ნე­ბა, ოღონდ ძა­ლი­ან მა­სი­უ­რად და ნამ­დვი­ლად არ უნდა და­ვე­ლო­დოთ კი­დევ 2020 წელს. ვფიქ­რობ, წელს უნდა მოხ­დეს ცვლი­ლე­ბა. 2020 წელს უკვე ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა სამ­წუ­ხა­როდ, აღარ იქ­ნე­ბა. არ ვარ პე­სი­მის­ტი, ვარ ოპ­ტი­მის­ტი იმ მხრივ, რომ მა­სი­უ­რად უნდა გა­მოვ­ხა­ტოთ ჩვე­ნი პრო­ტეს­ტი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ რუ­სე­თის კაცი დაგ­ვის­ვეს სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რად. რა­საც ახლა ვა­კე­თებთ, იგი­ვე უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ. უნდა ვიდ­გეთ, ყვე­ლა უნდა ჩა­მო­ვი­დეს და რო­დე­საც ხალ­ხი ერ­თი­ა­ნია, ვე­რა­ვინ მო­ე­რე­ვა“, – გა­ნა­ცხა­და სან­დრა რუ­ლოვსმა.

00:00 / 00:00
ავტორი:

"მოწამლავენ, მოკლავენ ან დაიკარგება, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, ეს რუსეთია, ის არ ხუმრობს" - სანდრა რულოვსი ბიძინა ივანიშვილზე

"მოწამლავენ, მოკლავენ ან დაიკარგება, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, ეს რუსეთია, ის არ ხუმრობს" - სანდრა რულოვსი ბიძინა ივანიშვილზე

გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობა ძალიან ცუდის ნიშანია, ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ რუსეთი ზის ჩვენი კაბინეტის თავზე და რაც რუსეთს უნდა, იმას გააკეთებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სანდრა რულოვსმა განუცხადა, რომელიც რუსთაველის გამზირზე აქციის დროს იმყოფებოდა.

სანდრა რულოვსის განცხადებით, მოქმედი ხელისუფლება პირდაპირ ასრულებს კრემლის დავალებებს და არ ითვალისწინებს ქართული საზოგადოების მოთხოვნას.

"ამბობენ, რომ ბიძინას არ შერჩება, მე ვიტყოდი, რომ ბიძინა უკვე ზედმეტია. რაც უნდოდა რუსეთს, ის მიიღო. მათი კაცი გახარიას სახით უკვე არის კაბინეტის უფროსი. შეუძლია, ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღოს, თუნდაც რუსეთთან ანექსია, ბიძინა უკვე ზედმეტია. დამიჯერეთ, ბიძინას მალე მოიშორებენ, ის ამას ვერ ხვდება. ბიძინა ივანიშვილი ვერ ხვდება, რომ თვითონ უკვე ზედმეტია: მოწამლავენ, მოკლავენ ან დაიკარგება, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები. ეს რუსეთია, ის არ ხუმრობს. რუსეთი ყველგან პოულობს თავის მტერს. უკვე რუსეთთან გვაქვს საქმე, ამიტომ ეს არის ძალიან ცუდის ნიშანი. ბიძინას ერთი პროცენტი ჯანმრთელი აზროვნება თუ მაინც აქვს დარჩენილი და უნდა, რომ საქართველოს დაეხმაროს, მაშინ გახარია არ უნდა დანიშნოს. ჩვენ გვრჩება პროტესტი. უნდა გავაგებინოთ ყველას, მთელ მსოფლიოს, რომ ამ კაცის დანიშვნა ხდება დიდი ხალხური პროტესტის ფონზე და ასე თუ იწყებს პრემიერი თავის მოღვაწეობას, ის აუცილებლად ცუდად დამთავრდება. მშვიდობიანი აქციები იქნება, ოღონდ ძალიან მასიურად და ნამდვილად არ უნდა დაველოდოთ კიდევ 2020 წელს. ვფიქრობ, წელს უნდა მოხდეს ცვლილება. 2020 წელს უკვე ჩვენი ქვეყანა სამწუხაროდ, აღარ იქნება. არ ვარ პესიმისტი, ვარ ოპტიმისტი იმ მხრივ, რომ მასიურად უნდა გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის კაცი დაგვისვეს სახელმწიფოს მეთაურად. რასაც ახლა ვაკეთებთ, იგივე უნდა გავაგრძელოთ. უნდა ვიდგეთ, ყველა უნდა ჩამოვიდეს და როდესაც ხალხი ერთიანია, ვერავინ მოერევა“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

"ბატონი ელისაშვილი თვითლუსტრაციას აღარ საჭიროებს, შემდეგში შეუძლია კობახიძესთან ერთად ჩაატაროს ბრიფინგი" - გიგა ბოკერია

გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს მისამართით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

გიორგი ვაშაძე არჩილ თალაკვაძეზე - დაუკრეფავში ნუ გადავა! არავინ არაფერზე ბოდიშის მოხდას არ აპირებს