სოფელ ჩორჩანასთან ქართულ მხარეს, დე ფაქტო ცხინვალისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს უსაფრთხოებისა საბჭოს აპარატის უფროსმა, კახაბერ ქემოკლიძემ განუცხადა, ქართული მხარე მოწოდებულია იმისთვის, რომ თანამშრომლობა კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელდეს.
„ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანაში ჩამოსულები არიან ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, რუდოლფ მიჰალკა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენელი ერიკ ჰოგი… მოვლენებს არ გავასწროთ, ჩვენ მოწოდებულნი ვართ იმისთვის, რომ კონსტრუქციული კუთხით გავაგრძელოთ თანამშრომლობა.
ჩვენი პოზიცია იქნება ისეთი, რომელიც წაადგება ცენტრალური ხელისუფლების სახელმწიფო ინტერესებს. ჩვენი პოლიციის საგუშაგო, ბლოკ პოსტის განთავსება ემსახურება ადგილზე უსაფრთხოების გარემოს, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ მომენტისთვის“, - განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.