პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაკავებული მხატვარია, არისტოკრატული ოჯახის შვილია... რამდენჯერმე იწვა ფსიქიატრიულში" - რას ყვებიან მეზობლები ქალზე, რომელმაც 3 წლის ბავშვი დაჭრა
"დაკავებული მხატვარია, არისტოკრატული ოჯახის შვილია... რამდენჯერმე იწვა ფსიქიატრიულში" - რას ყვებიან მეზობლები ქალზე, რომელმაც 3 წლის ბავშვი დაჭრა

3 წლის ბავ­შვის დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ქა­ლის მე­ზობ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, და­კა­ვე­ბულს გარ­კვე­უ­ლი ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს და რამ­დენ­ჯერ­მე ფსი­ქი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კა­შიც იწვა.

რო­გორც რამ­დე­ნი­მე მე­ზო­ბელ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, ქალს "მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბო­და, თუმ­ცა არ მკურ­ნა­ლობ­და".

"ჯი­უ­ტი იყო მკურ­ნა­ლო­ბის მხრივ. სჭირ­დე­ბო­და მკურ­ნა­ლო­ბა, მაგ­რამ არ მკურ­ნა­ლობ­და. ვი­ზუ­ა­ლუ­რად არ ეტყო­ბო­და, რომ ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, უბ­რა­ლოდ, მე ვიც­ნობ­დი ბავ­შვო­ბი­დან და ვი­ცო­დი მისი მდგო­მა­რე­ო­ბა. რამ­დენ­ჯერ­მე იწვა ფსი­ქი­ატ­რი­ულ­ში და და მა­ლე­ვე გა­მო­დი­ო­და", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ერთ-ერ­თმა მე­ზო­ბელ­მა ლია მი­ქა­ძემ.

კი­დევ ერთი მე­ზობ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 3 წლის ბავ­შვის დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ით მხატ­ვა­რია.

ასევე დაგაინტერესებთ
08:13 / 28-08-2019

ვრცელდება ფოტო, რომელზეც 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალია ასახული

09:01 / 28-08-2019

3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალი დაკავებულია

09:09 / 28-08-2019

როგორია პეკინის ქუჩაზე დაჭრილი 3 წლის ბავშვის მდგომარეობა - ახალი ინფორმაცია კლინიკიდან

10:27 / 28-08-2019

შსს 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალის დაკავების კადრებს ავრცელებს

12:04 / 28-08-2019

"მე ვიცნობ ამ ქალს... შოკში ვარ, ძირითადად ვაჟაზეა ხოლმე" - რას წერენ ინტერნეტმომხმარებლები ქალზე, რომელმაც 3 წლის ბავშვი დაჭრა

14:42 / 28-08-2019

"ლუკას თავში ჩაარტყა... ტაქსისტები რომ არ ყოფილიყვნენ, ალბათ გავგუდავდი" - რას იხსენებს მოქალაქე ქალზე, რომელმაც 3 წლის ბავშვი დაჭრა

"და­კა­ვე­ბუ­ლი მხატ­ვა­რია. ბოლო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ფსი­ქი­კურ პრობ­ლე­მებს ამ­ჩნევ­დნენ, თუმ­ცა, სე­რი­ო­ზუ­ლი არა­ფე­რი შე­უმ­ჩნე­ვი­ათ. ის არის ჩემი მე­გო­ბა­რი. არის უაღ­რე­სად გა­ნათ­ლე­ბუ­ლი. ძა­ლი­ან ვწუხ­ვართ ბავ­შვი­სა და მისი ოჯა­ხის გამო. ის არის­ტოკ­რა­ტუ­ლი ოჯა­ხის შვი­ლია. მე მას მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვიც­ნობ. არის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი. 2 დღით ადრე ვნა­ხე, ვის­ხე­დით, ყა­ვას ვსვამ­დით, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ნორ­მა­ლუ­რად იყო, მაჩ­ვე­ნა თა­ვის ნა­ხა­ტე­ბი. რა მოხ­და, რამ აი­ძუ­ლა, რამ გა­ა­კე­თე­ბი­ნა, ვერ გე­ტყვით", - გა­ნუ­ცხა­და "პა­ლიტ­რა­ნი­უსს" კი­დევ ერ­თმა მე­ზო­ბელ­მა ცი­უ­რი ჯი­ქი­ძემ.

კი­დევ ერთი მე­ზო­ბე­ლი ნა­თია თო­დუა ამ­ბობს, რომ ახალ­გაზ­რდა ქალს არ­ცერთ მე­ზო­ბელ­თან კონ­ფლიქ­ტი არ ჰქო­ნია:

"სა­კა­მოდ წყნა­რი და კაი გო­გოა, შე­სა­ნიშ­ნა­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და მე­ზობ­ლებ­თან. არ იყო კონ­ფლიქ­ტუ­რი და არა­ვის­თვან პრობ­ლე­მა არ ჰქო­ნია. არ ვიცი რო­გორ მო­უ­ვი­და ეს. ძა­ლი­ან კარ­გი გო­გოა და ეს რო­გორ და­ე­მარ­თა არ ვიცი".

შე­გახ­სე­ნებთ, პო­ლი­ცი­ამ პე­კი­ნის ქუ­ჩა­ზე მცი­რე­წლოვ­ნის დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ქალი და­ა­კა­ვა. და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით 1968 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ.ს. და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 27 აგ­ვის­ტოს, თბი­ლის­ში პე­კი­ნის გამ­ზირ­ზე, 2015 წელს და­ბა­დე­ბულ მცი­რე­წლო­ვანს, ცივი ია­რა­ღით და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­შა­ვე­ბუ­ლი მცი­რე­წლო­ვა­ნი სტა­ცი­ო­ნარ­ში მო­ა­თავ­სეს, მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბა წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლის მე-5 ნა­წი­ლით", - აცხა­დე­ბენ შსს-ში.

შემ­თხვე­ვა პე­კი­ნის ქუ­ჩა­ზე გუ­შინ სა­ღა­მოს მოხ­და. მცი­რე­წლო­ვა­ნი მშობ­ლებ­თან ერ­თად მო­დი­ო­და, როცა მას­თან უც­ნო­ბი ქალი მი­იჭ­რა და სა­ხის არე­ში დაჭ­რა. ბავ­შვი სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"დაკავებული მხატვარია, არისტოკრატული ოჯახის შვილია... რამდენჯერმე იწვა ფსიქიატრიულში" - რას ყვებიან მეზობლები ქალზე, რომელმაც 3 წლის ბავშვი დაჭრა

"დაკავებული მხატვარია, არისტოკრატული ოჯახის შვილია... რამდენჯერმე იწვა ფსიქიატრიულში" - რას ყვებიან მეზობლები ქალზე, რომელმაც 3 წლის ბავშვი დაჭრა

3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალის მეზობლების განცხადებით, დაკავებულს გარკვეული ფსიქიკური პრობლემები აქვს და რამდენჯერმე ფსიქიატრიულ კლინიკაშიც იწვა.

როგორც რამდენიმე მეზობელმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსს" განუცხადა, ქალს "მკურნალობა სჭირდებოდა, თუმცა არ მკურნალობდა".

"ჯიუტი იყო მკურნალობის მხრივ. სჭირდებოდა მკურნალობა, მაგრამ არ მკურნალობდა. ვიზუალურად არ ეტყობოდა, რომ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, უბრალოდ, მე ვიცნობდი ბავშვობიდან და ვიცოდი მისი მდგომარეობა. რამდენჯერმე იწვა ფსიქიატრიულში და და მალევე გამოდიოდა", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა მეზობელმა ლია მიქაძემ.

კიდევ ერთი მეზობლის ინფორმაციით, 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული პროფესიით მხატვარია.

"დაკავებული მხატვარია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფსიქიკურ პრობლემებს ამჩნევდნენ, თუმცა, სერიოზული არაფერი შეუმჩნევიათ. ის არის ჩემი მეგობარი. არის უაღრესად განათლებული. ძალიან ვწუხვართ ბავშვისა და მისი ოჯახის გამო. ის არისტოკრატული ოჯახის შვილია. მე მას მთელი ცხოვრება ვიცნობ. არის არაჩვეულებრივი ადამიანი. 2 დღით ადრე ვნახე, ვისხედით, ყავას ვსვამდით, აბსოლუტურად ნორმალურად იყო, მაჩვენა თავის ნახატები. რა მოხდა, რამ აიძულა, რამ გააკეთებინა, ვერ გეტყვით", - განუცხადა "პალიტრანიუსს" კიდევ ერთმა მეზობელმა ციური ჯიქიძემ.

კიდევ ერთი მეზობელი ნათია თოდუა ამბობს, რომ ახალგაზრდა ქალს არცერთ მეზობელთან კონფლიქტი არ ჰქონია:

"საკამოდ წყნარი და კაი გოგოა, შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა მეზობლებთან. არ იყო კონფლიქტური და არავისთვან პრობლემა არ ჰქონია. არ ვიცი როგორ მოუვიდა ეს. ძალიან კარგი გოგოა და ეს როგორ დაემართა არ ვიცი".

შეგახსენებთ, პოლიციამ პეკინის ქუჩაზე მცირეწლოვნის დაჭრაში ბრალდებული ქალი დააკავა. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1968 წელს დაბადებული თ.ს. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აგვისტოს, თბილისში პეკინის გამზირზე, 2015 წელს დაბადებულ მცირეწლოვანს, ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა დაშავებული მცირეწლოვანი სტაციონარში მოათავსეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით", - აცხადებენ შსს-ში.

შემთხვევა პეკინის ქუჩაზე გუშინ საღამოს მოხდა. მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად მოდიოდა, როცა მასთან უცნობი ქალი მიიჭრა და სახის არეში დაჭრა. ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ