პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლაურა ღაჭავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა დაიწყო - რას ედავებიან ერეკლე კოდუას დედას
ლაურა ღაჭავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა დაიწყო - რას ედავებიან ერეკლე კოდუას დედას

ბიზ­ნეს­მენ ლა­უ­რა ღა­ჭა­ვას წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის დევ­ნა და­ი­წყო. ამის შე­სა­ხებ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ვაჟა ფა­ნო­ზიშ­ვილ­მა დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლა­უ­რა ღა­ჭა­ვას სა­ხელ­მწი­ფოს­თვის 2 160 955 ლა­რის ზა­რა­ლის მი­ყე­ნე­ბა ედე­ბა ბრა­ლად.

„გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ ბრალ­დე­ბულ­მა, ლა­უ­რა ღა­ჭა­ვამ, უკა­ნო­ნო მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის მიზ­ნით, სხვა პი­რებ­თან ერ­თად, სა­გა­და­სა­ხა­დო დეკ­ლა­რა­ცი­ებ­ში ყალ­ბი მო­ნა­ცე­მე­ბის შე­ტა­ნი­სა და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ფიქ­ტი­უ­რი ნას­ყი­დო­ბის ყალ­ბი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბის გზით, კომ­პა­ნი­ის მიერ წარ­დგე­ნილ დღგ-ს, სა­შე­მო­სავ­ლო­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დის დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბის და­ზუს­ტე­ბი­სა და არარ­სე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბის გზით, თა­ვის კომ­პა­ნი­ას შე­უქ­მნა რამ­დე­ნი­მე­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ყალ­ბი აქ­ტი­ვი და­მა­ტე­ბუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის გა­და­სა­ხად­ში, რომ­ლი­თაც, შემ­დგომ­ში იფა­რე­ბო­და კომ­პა­ნი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე სა­გა­და­სა­ხა­დო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის იმ­პორტთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ბა­ჟო მო­საკ­რებ­ლე­ბი.

ლა­უ­რა ღა­ჭა­ვას მიერ, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ყალ­ბი აქ­ტი­ვის ოდე­ნო­ბა და სა­ხელ­მწი­ფოს­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი, გა­მო­ძი­ე­ბით, ამ ეტაპ­ზე დად­გე­ნი­ლი ზი­ა­ნი შე­ად­გენს 2 160 955 ლარს.

ლა­უ­რა ღა­ჭა­ვა ბრალ­დე­ბის წარ­დგე­ნის მიზ­ნით, დღეს, 14:00 სთ-ზე და­ბა­რე­ბუ­ლია ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­ში.

გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 210-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 4-დან 7-წლამ­დე ვა­დით.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ და­მა­ტე­ბუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის გა­და­სა­ხად­ში ყალ­ბი აქ­ტი­ვის შექ­მნი­სა და გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­წყე­ბუ­ლია 54 პი­რის მი­მართ, რო­მელ­თა­გან, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა 38 პირი,“- გა­ნა­ცხა­და ვაჟა ფა­ნო­ზიშ­ვილ­მა.

საქ­მე­ზე ტარ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი აღ­ნიშ­ნულ და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი სხვა პი­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­სა და მხი­ლე­ბის მიზ­ნით“, - გა­ნა­ცხა­დეს უწყე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ლაურა ღაჭავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა დაიწყო - რას ედავებიან ერეკლე კოდუას დედას

ლაურა ღაჭავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა დაიწყო - რას ედავებიან ერეკლე კოდუას დედას

ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა დაიწყო. ამის შესახებ საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე ვაჟა ფანოზიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ლაურა ღაჭავას სახელმწიფოსთვის 2 160 955 ლარის ზარალის მიყენება ედება ბრალად.

„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, ლაურა ღაჭავამ, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სხვა პირებთან ერთად, საგადასახადო დეკლარაციებში ყალბი მონაცემების შეტანისა და უძრავი ქონების ფიქტიური ნასყიდობის ყალბი ხელშეკრულებების გაფორმების გზით, კომპანიის მიერ წარდგენილ დღგ-ს, საშემოსავლოსა და სოციალური გადასახადის დეკლარაციების დაზუსტებისა და არარსებული ოპერაციებით მანიპულირების გზით, თავის კომპანიას შეუქმნა რამდენიმემილიონიანი ყალბი აქტივი დამატებული ღირებულების გადასახადში, რომლითაც, შემდგომში იფარებოდა კომპანიების მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებები და ნავთობპროდუქტების იმპორტთან დაკავშირებული საბაჟო მოსაკრებლები.

ლაურა ღაჭავას მიერ, გამოყენებული ყალბი აქტივის ოდენობა და სახელმწიფოსთვის მიყენებული, გამოძიებით, ამ ეტაპზე დადგენილი ზიანი შეადგენს 2 160 955 ლარს.

ლაურა ღაჭავა ბრალდების წარდგენის მიზნით, დღეს, 14:00 სთ-ზე დაბარებულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დამატებული ღირებულების გადასახადში ყალბი აქტივის შექმნისა და გამოყენების ფაქტებთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 54 პირის მიმართ, რომელთაგან, დღეის მდგომარეობით, პატიმრობაში იმყოფება 38 პირი,“- განაცხადა ვაჟა ფანოზიშვილმა.

საქმეზე ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით“, - განაცხადეს უწყებაში.

სასამართლომ ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა

"სასამართლოს იმიტაციაა, გამიშვით ან რუსთავში ან გარეთ" - ნიკა მელია

"მადლობა იმისთვის, რომ არსებობთ...ბრძოლის ჟინს მიათკეცებთ" - ნიკა მელია მოსამართლეს